დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 აპრილი

CC0 / Pixabay / ახალგაზრდა ქალი უყურებს პეიზაჟს
ახალგაზრდა ქალი უყურებს პეიზაჟს - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 14 აპრილია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

აქტიური, ემოციური და მოვლენებით დატვირთული დღეა. განსაკუთრებით კარგად გამოვა ინტელექტუალურ სფეროსთან დაკავშირებული საკითხები – განხილვა, დაგეგმვა, სწავლა, სამეცნიერო მუშაობა. მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ არის საფრთხე, ყველაფერს უმცირეს „ნაწილაკებამდე“ ჩაუღრმავდეთ და ამის გამო დრო დაკარგოთ, გაღიზიანდეთ და ბრაზი გარშემომყოფებზე გადმოანთხიოთ.

ხართ თუ არა ოხუნჯი, როგორ რეაგირებთ სხვის ხუმრობაზე - ნახეთ, ზუსტია თუ არა ჩვენი ჰოროსკოპი>>

ვერძი: სიფრთხილე გმართებთ – შესაძლოა, კრიტიკის ობიექტი გახდეთ და უფრო მეტიც, თქვენი უფლებები შელახონ. ასევე არაა გამორიცხული, რომ ჩათრეული აღმოჩნდეთ რაღაც საქმის გარჩევაში, სადავო საკითხებში, რაც, სავარაუდოდ, ფულთან ან ქონებასთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ასევე შესაძლებელია კონფლიქტები სამუშაო ადგილზე და სხვა დაპირისპირებები გარშემომყოფებთან. ყველანაირად უნდა ეცადოთ, რომ პრობლემებს თავი აარიდოთ, გამოიჩინოთ დიპლომატიურობა და საქმის გარჩევები სხვა დროისთვის გადადოთ.

ვარსკვლავური სისტემა - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2019
ზოდიაქოს თითოეული ნიშანი, როგორც სტიქიური უბედურება

კურო: დღეს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი იქნებით, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე მოგეჩვენებათ. მტკიცედ შეუდგებით საქმეების კეთებას და თუ სხვებში ენთუზიაზმს ვერ დაინახავთ, ამას ლამის საბოტაჟად აღიქვამთ. გარშემომყოფებს კი გაუჭირდებათ თქვენს მბრძანებლურ ტონთან შეგუება. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ თუ ნამდვილად გსურთ საჭირო შედეგების მიღება, ირგვლივ მყოფებთან დამოკიდებულება უნდა შეცვალოთ. უსაყვედურეთ, მაგრამ განცალკევებით, გუნდში კი შეაქეთ.

ტყუპი: ის დღეა, როდესაც შეგიძლიათ იგრძნოთ ჰარმონია და წონასწორობა გარშემომყოფებთან, სამყაროსთან და საკუთარ თავთან. მშვენივრად ააწყობთ კონტაქტს ირგვლივ მყოფებთან. უფრო მოსმენისთვის ხართ განწყობილი, ვიდრე ლაპარაკისთვის და მშვენივრად გრძნობთ თანამოსაუბრის გრძნობებს. სწორედ ამიტომ კარგი დღეა იმისთვის, რომ გულღიად დაილაპარაკოთ, გაარჩიოთ სადავო საკითხები, ითხოვოთ პატიება, გამოუტყდეთ ვინმეს სიყვარულში. თქვენი გულწრფელობა ადამიანების გულებისთვის ჯადოსნური გასაღები გახდება.

კირჩხიბი: გაქვთ შანსი, რომ მკვეთრად შეცვალოთ საკუთარი მოსაზრება ვინმეზე ან რამეზე. ეს, შესაძლოა, მიღებულმა ახალმა ინფორმაციამ განაპირობოს, ან თქვენმა ლოგიკურმა განსჯამ. ასევე არაა გამორიცხული, რომ რამე მოვლენამ, რომელიც ერთი მიმართულებით ვითარდებოდა, საპირისპიროდ შეიცვალოს კურსი და ამის გამო თქვენი აზრიც კარდინალურად შემობრუნდეს. ასეა თუ ისე, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ხანდახან ჩვენი აზრები, თეორიები, იდეები იცვლება და სრულიად განსხვავებულ სახეს იძენს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2019
როგორ რეაგირებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი შეურაცხყოფაზე

ლომი: დღეს ისე, როგორც არასდროს, პედანტყრუ და ყურადღებიანი იქნებით. თქვენს მახვილ მზერას არაფერი გამოეპარება. შესანიშნავი შესაძლებლობები გაქვთ იმ საქმეებში, რომლებიც თქვენგან სრულ კონცენტრირებას მოითხოვს, მაგალითად, სწავლაში, მეცნიერულ თუ ბუღალტრულ საქმიანობაში. ოღონდ გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა – იმდენად იქნებით საკუთარ აზრებში ჩაძირული, რომ იქიდან თავის დაღწევა ყოფითი და „ელიტური“ საუბრებისთვის რთული იქნება.

ქალწული: ასტროლოგები გირჩევენ, გათავისუფლდეთ რაღაც ძველი და მოყირჭებულისგან, რათა ადგილი ახლისთვის გამოათავისუფლოთ. ამისთვის სახლის მოწესრიგებას უნდა შეუდგეთ და უსარგებლო ნივთები უკანმოუხედავად გადაყაროთ. როდესაც გარდერობს გაათავისუფლებთ, საოცარ შვებას იგრძნობთ. მაგრამ ეს მხოლოდ სამოსის გადაყრას არ გულისხმობს – უნდა გათავისუფლდეთ ნეგატიური ფიქრებისგან, როგორიცაა, მაგალითად, დანაშაულის შეგრძნება, ჩამქრალ გრძნობებზე და განუხორციელებლ გეგმებზე ფიქრი.

სასწორი: დღეს ადამიანებთან ურთიერთობებში ბევრი რამ გაგაღიზიანებთ, რაც კამათსა და ამბიციების ბრძოლაში გამოვლინდება. არაა გამორიცხული, რომ რაღაც საკითხის ბოლომდე გამორკვევა მოიწადინოთ და უსასრულო კითხვებითა და გარჩევებით ნებისმიერი გამოიყვანოთ წყობილებიდან. ექსპერტები გირჩევენ, ყურადღება იმ საქმეებზე გადაიტანოთ, სადაც თვითონ წყვეტთ ყველაფერს, მაგალითად, სწავლა, საკუთარი ბიზნესი... სადაც თავდაჯერებული ხართ და კარგი შდეგების მიღება შეგიძლიათ.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2017
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

მორიელი: დღეს არ ღირს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, რადგან დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა. შესაძლოა, რამე საკითხში არასაკმარისი ან ცრუ ინფორმაცია გქონდეთ. ამასთან, საქმიანობისას სიმტკიცე გაკლიათ, წვრილმანებშიც კი შეიძლება იმერყევოთ. აქედან გამომდინარე, დღეს აჯობებს არა მოქმედება, არამედ მომავალი მოქმედებების დაგეგმვა, ასევე არასაკმარისი ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.

მშვილდოსანი: დღეს თქვენში სხვების გაკრიტიკების სურვილი გაჩნდება, მაგრამ ამ სურვილს უნდა გაუძალიანდეთ. ხართ დეტალებისადმი ძალზე ყურადღებიანი და ირგვლივ მყოფთა უმცირესი შეცდომაც კი თვალში მოგხვდებათ. კრიტიკული იქნებით საკუთარი თავის მიმართაც. მთელი დღე რომ არარსებული ნაკლოვანებების გამოსწორებაში არ გაატაროთ , შეწყვიტეთ ყველაფერზე „მიკროსკოპით“ დაკვირვება, შეეგუეთ იმ აზრს, რომ ყველაფერი სრულყოფილი არ იქნება და დატკბით ცხოვრებით.

თხის რქა: დღეს, შესაძლოა, რაღაც ახალი და საინტერესო გაიგოთ. ამასთან, ეს ინფორმაცია შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც. განწყობა გაქვთ, რომ ურთიერთობების ცენტრში იყოთ და არა მხოლოდ ილაპარაკოთ, არამედ ყურადღებით მოუსმინოთ კიდეც. დღეს სასურველია, უფრო ისმინოთ, ვიდრე ილაპარაკოთ. ამ რჩევას თუ მიჰყვებით, არაა გამორიცხული, ვინმეს საიდუმლო გაიგოთ, ან გეგმები, იდეები, ან, უბრალოდ, განსჯისთვის კარგი საკვები მიიღოთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2019
ზოდიაქოს ყველაზე კონფლიქტური ნიშნები – ტოპ-ხუთეული

მერწყული: განწყობა გაქვთ იმგვარი, რომ მზად ხართ, ყველას ყველაფერი პირში მიახალოთ. და სათქმელიც გაქვთ – მეტად გამძაფრებულია უნარი, რომ უმცირესი ნაკლოვანებებიც კი შენიშნოთ. პირდაპირობა, ერთი მხრივ, დაგეხმარებათ რაღაც პრობლემების გადაწყვეტაში, თუმცა, მეორე მხრივ, ამან ახალი პრობლემების პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტების სახით. ეს რომ არ მოხდეს, აჯობებს, თუ ურთიერთობებს მინიმუმამდე დაიყვანთ და გადაერთვებით სხვა საქმეებზე.

თევზები: არ მოდუნდეთ – თქვენს ყურადღებაზე, წინდახედულობასა და უნდობლობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. რაც არ უნდა გააკეთოთ, ისე მოეკიდეთ ამ საქმეს, თითქოს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს აწერდეთ ხელს, სადაც თითოეულ სიტყვას უნდა დააკვირდეთ. თუ ყველაფერი წესრიგშია, ძალიან კარგი. თუ ვერ შეამჩნევთ ჩასაფრებულ საფრთხეს, ძალიან ცუდი იქნება, რადგან ამას ვიღაც საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს.

ყველა ახალი ამბავი
0