დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 აპრილი

© Pixabay / Pexelsმზის ჩასვლა ზღვაზე
მზის ჩასვლა ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 13 აპრილია, სამშაბათი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

ნათელი ცნობიერებისა და ლოგიკური აზროვნების დღეა. ნებისმიერი გონებრივი სამუშაო ჩვეულებრივზე ადვილად შესასრულებელი იქნება. მაგრამ ყოველთვის საკმარისი არაა იმის ცოდნა, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს, კიდევ საქმის გაკეთების სურვილია საჭირო. სამწუხაროდ, დღეს საქმიანი აქტიურობის განწყობა ნაკლებია. სიზარმაცისა და პასიურობის დაძლევა მხოლოდ დიდი ნებისყოფით იქნება შესაძლებელი.

როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა>>

ვერძი: მიუძღვენით დღე გეგმების შემუშავებას, განსაკუთრებით იმ გეგმების, რომლებიც სულს სიამოვნებს და საფულეს გამდიდრებით „ემუქრება“. წარმატება გელოდებათ ნებისმიერ პროექტში, რომელიც ფულთან და მის გონივრულ ხარჯვასთან არის დაკავშირებული, მაგალითად, ფინანსების ინვესტიცია, ბიზნესის გაფართოება, ან თუნდაც, როგორ დახარჯოთ ფული შვებულებისას. თქვენი გონება დღეს მკაფიოდ და კონსტრუქციულად მუშაობს და რაც მთავარია – პრაქტიკულად.

რა შორი მანძილია პაწაწინა, ბუთქუნა, უცოდველი თითებიდან დიდ, ბანჯგვლიან და ტლანქ თითებამდე - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2017
როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები

კურო: თუ მოინდომებთ, ნებისმიერ საკითხში შეგიძლიათ სიცხადის შეტანა. თქვენი გონება ანალიზისკენ არის მომართული და ნებისმიერი ლოგიკური ამოცანის გადაჭრა შეუძლია. თუ მოინდომებთ რამე საკითხის არსში ჩაწვდომას, საკმარისია საჭირო ფაქტები მოიძიოთ და დანარჩენს, ანუ სწორ დასკვნებს უკვე თავად გამოიტანთ. გამჭრიახობა განსაკუთრებული ხიბლით შეგმოსავთ და ამას გარშემომყოფები დაინახავენ და დააფასებენ – არაფერი ისე არ ამშვენებს ადამიანს, როგორც საკუთარ გონებასთან მეგობრობა.

ტყუპი: დღეს საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოთ და დაფიქრდეთ, რამე საკითხში ჩიხში ხომ არ მოექეცით? შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ ამის აღიარების გეშინიათ. მნიშვნელობა არა აქვს, რა სფეროს ეხება საკითხი – მეგობრობას, მუშაობას, ფულს თუ სიყვარულს. თავის მოტყუების დრომ ჩაიარა, ახლა ფაქტებს პირდაპირ უნდა შეხედოთ. კარგი დღეა იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ ილუზიებისგან და რამდენიმე ვარიანტიდან სწორი გზა შეარჩიოთ.

კირჩხიბი: დღეს ასტროლოგები გირჩევენ, რომ რომელიღაც ადამიანი კარგად გაიცნოთ. აუცილებელი არაა, ეს ადამიანი რომანტიკული გატაცების ობიექტი იყოს. ეს, შესაძლოა, უბრალო ნაცნობი, კოლეგა ან შემთხვევით დამგზავრებული პირი იყოს. ურთიერთობებში დღეს ლოგიკით ხელმძღვანელობთ და არა ემოციებით და ამიტომ ნებისმიერზე შეგიძლიათ მაქსიმალური ინფორმაციის მიღება. ასევე შეგიძლიათ საკუთარი ცხოვრების შესახებ ცნობების მიწოდება. ეს ურთიერთობებს ახალ დონეზე გადაიყვანს, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ.

ვარსკვლავი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2018
ზოდიაქოს მამაკაცური და ქალური ნიშნები და მათი თავისებურებანი

ლომი: სჯობს, გაერიდოთ ორომტრიალს და საკუთარ აზრებთან მარტო დარჩეთ, მოუსმინოთ გულის ხმას. ფილოსოფიურად ხართ განწყობილი და თამამად შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი კითხვა. არის დიდი ალბათობა, რომ თუ საკუთარ თავს ჩაუღრმავდებით, პასუხსაც იპოვით. არ შეუშინდეთ გლობალურ კითხვებსაც, მაგალითად, როგორიცაა „ რა მინდა ამ ცხოვრებაში?“, „საით მივდივარ?“ და ა.შ. ამაზე პასუხი გულის სიღრმეში გაქვთ, უბრალოდ, ეს საკუთარ თავთან უნდა აღიაროთ.

ქალწული: თქვენი წარმატების გარანტი საქმეებში საკუთარი ძალების ობიექტურად შეფასებაა. დღის განმავლობაში შეიძლება გაჩნდეს ვითარება, როდესაც სპეციალისტის კონსულტაცია დაგჭირდეთ; შესაძლოა, ინფორმაცია არ გეყოთ მუშაობისთვის, ან სულაც, შეუძლოდ იგრძნოთ თავი და ექიმის რჩევა გახდეს საჭირო. ასე თუ ისე, გახსოვდეთ, რომ ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი – უკეთესი. მხოლოდ საკუთარი თავის იმედით რომ ვიყოთ, დღემდე გამოქვაბულებში ვიცხოვრებდით.

სასწორი: დღეს კამათის, დისკუსიებში ჩართვის სურვილი მოგეძალებათ. სხვას არაფერს გაუწევთ ანგარიშს და მხოლოდ კამათზე გადაერთვებით. თქვენი საბრძოლო განწყობა, სავარაუდოდ, კამათში გადაიზრდება, უზარმაზარი სურვილი გაქვთ, რომ ირგვლივ მყოფ ადამიანებს თქვენი სიმართლე დაუმტკიცოთ. გარშემომყოფებისთვის ერთადერთი გზა არსებობს – ყველაფერში დაგეთანხმონ და თქვენი ინტელექტუალური უპირატესობა აღიარონ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2018
რომელია თქვენთვის ხელსაყრელი თვე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი: დღეს რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერში, შესაძლოა, ეჭვი შეგეპაროთ, ეს კი არცთუ სახარბიელოდ აისახება თქვენს საქმიანობაზე. თუნდაც ყველაფერი კარგად მიდიოდეს, თქვენი ორჭოფობის გამო საქმეები შეიძლება შეფერხდეს. პრობლემები რომ თავიდან აიცილოთ და ცხოვრება გაიფერადოთ, დილიდანვე უნდა განეწყოთ პოზიტიურ და საქმიან ტალღაზე, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია უსიამოვნებები საქმიან სფეროში.

მშვილდოსანი: გაქვთ შანსი, რომ ახალი ვალდებულებები აიღოთ საკუთარ თავზე, რომლებიც ახალ პერსპექტივებს გახსნის თქვენ წინაშე. შესაძლოა საუბარი იყოს გულისა და ხელის შეთავაზებაზე, ახალ სამუშაოზე, კარიერულს წინსვლაზე... ეს რომ არ მოხდეს კიდეც, შეიძლება შეეჯახოთ რამე იდეას ან სიტუაციას, რომელიც დროთა განმავლობაში ახალ სიმაღლეებზე აგიყვანთ. ასტროლოგები გირჩევენ, არ შეუშინდეთ ახალ ვალდებულებებს და თამამად აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.

თხის რქა: ნებისმიერ საუბარში შეგიძლიათ თქვენი ცოდნით გაიბრწყინოთ. ხართ კომუნიკაბელური და შეგწევთ უნარი, ძალდაუტანებლად წარმოაჩინოთ საკუთარი ერუდიცია. ეს დაგეხმარებათ თანამოსაუბრის კეთილგანწყობის მოპოვებაში, მოლაპარაკებების წარმოებაში, ახალი პროექტის წარდგენაში. ინტელექტუალურ ურთიერთობებში ბადალი არ გეყოლებათ. ერუდიცია კი დღეს ყველაფერში, მათ შორის სიყვარულშიც აქტუალური იქნება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2018
მტრობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის – ყველაზე დაპირისპირებული ნიშნები

მერწყული: დიდია ალბათობა იმისა, რომ დღეს სახლის ან სხვა პირადი სივრცის მოწყობა მოგინდეთ – ავტომობილის, აგარაკის, სამუშაო ადგილის. უფრო მეტიც, გაღვიძებისთანავე ამ საქმეში სხვების ჩართვა მოგინდებათ. იდეა სახლის მოწყობისა გლობალური იქნება, ასე რომ, საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებით. თქვენ ახლობლებს გაუმართლებთ, თუ მხოლოდ საფუძვლიანი დალაგებით შემოიფარგლებით და კაპიტალურ რემონტს არ წამოიწყებთ.

თევზები: თქვენი სული დღეს ინტელექტუალურ და ფილოსოფიურ საუბრებს მოითხოვს, ამიტომ მთავარი მიზანი ღირსეული თანამოსაუბრის პოვნა იქნება. თუ ასეთ ადამიანს ვერ იპოვით, მაინც შეძლებთ საინტერესო კონტაქტის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. მეგობრულ საუბარსაც შეუძლია თქვენში ერუდიციაში ინტელექტუალური კამათის ან აზარტული შეჯიბრების გაღვიძება. ბოლო ხმაზე შეგიძლიათ იკამათოთ, მაგრამ მთავარი თქვენთვის არა შედეგი, არამედ აზრების ემოციური გაცვლის პროცესი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0