დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 აპრილი

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 8 აპრილია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

დღეს ადამიანები შემოქმედებითი განწყობით იქნებიან, მოისურვებენ ურთიერთობებს; გაჩნდება ახლის შეცნობისკენ ლტოლვა. ამ დღეს მისასალმებელია მგზავრობა, სეირნობა, მივლინება, აქტიური დასვენების სახეობები, ხოლო რუტინული საქმეები და ჩვეულებრივი ყოფა გაღიზიანებას მოიტანს. პრობლემა შეიძლება შექმნას ენამ – საჭიროა სიფრთხილე ლაპარაკისას, რათა ზედმეტი და სხვებისთვის უსიამოვნო რამ არ ითქვას. ასე შესაძლებელია კონფლიქტის თავიდან არიდება.

რითი შეუძლია იამაყოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა>>

ვერძი: ყურადღებით უნდა უსმინოთ იმას, რასაც ირგვლივ ლაპარაკობენ, შესაძლოა, რამე თქვენთვის საინტერესო შეიტყოთ, იქნება ეს ინფორმაცია თუ ღირებული იდეა. ასევე ყურადღება გმართებთ მოცემული რჩევების მიმართ, უარი არ უნდა თქვათ შემოთავაზებულ დახმარებაზე – სწორედ ამის წყალობით მიაღწევთ წარმატებებს. ანუ, გამარჯვებისთვის მხოლოდ თქვენი ძალისხმევა საკმარისი არ იქნება. ამისთვის გარშემომყოფების ხელშეწყობაც გჭირდებათ.

თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2019
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც რამდენჯერმე ქორწინდებიან

კურო: დღეს წამიერად შეიძლება დაგაინტერესოთ რაღაცამ, ასევე გარშემომყოფებს თქვენი ემოციები „გადასდოთ“. შესაძლოა, სწორედ დღეს იპოვოთ რამე ახალი ჰობი, გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც რომანტიკული ურთიერთობების შესაძლებლობას დაინახავთ, ან რამე პროექტის სულისჩამდგემლი გახდეთ. ხართ ცნობისმოყვარე და მზად ხართ, ინტერესის დასაკმაყოფილებლად მთები გადადგათ.

ტყუპი: დღეს კარგი შესაძლებლობები გეძლევათ გონებრივ შრომასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. არცთუ ხელსაყრელი დროა იდეების ცხოვრებაში რეალიზებისთვის, მაგრამ დაგეგმვისთვის შესანიშნავი დღეა. დღეს მოფიქრებულ გეგმებს წარმატების დიდი შანსი აქვს. ასე რომ, იფიქრეთ, დაგეგმეთ საქმეებით და თავში მოსული ყველა იდეა ჩაიწერეთ – რა იცით, იქნებ რომელიმე გენიალური აზრიცაა.

კირჩხიბი: დღეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ერთ ადგილზე ჯდომა. ცხოვრება თქვენგან ახალ მოვლენებს, ემოციებს, შთაბეჭდილებებსა და მეტ ადრენალინს მოითხოვს. არ ღირს შეწინააღმდეგება ორ სურვილთან – მოძრაობისა და ურთიერთობების. ფიტნესი, შოპინგი, სირბილი, ახალი ნაცნობობა – ეს თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ექსტრემალური სპორტისა და უცნობთან მსუბუქი ფლირტის ჩათვლით. ერთადერთი რჩევაა, რომ სიტუაციაზე და საკუთარ თავზე კონტროლი არ დაკარგოთ.

მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2017
ზოდიაქოს ყველაზე უიღბლო ნიშნები, ანუ ვინ მიიჩნევს თავს უბედურად?

ლომი: დღეს გარშემომყოფებთან უთანხმოებებია მოსალოდნელი. მეგობრებთან და ახლობლებთანაც კი გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა. ამის მიზეზი, შესაძლოა, თქვენი კატეგორიულობა და კომპრომისზე წასვლის სურვილის არქონა იყოს. არადა, ნამდვილად ღირს მოთმინებით ყოფნა და დიპლომატიურობა. ბოლოს და ბოლოს, თუ კამათი პრინციპულ საკითხებს არ ეხება, რატომ არ უნდა დათმოთ?

ქალწული: დღეს შექმნილი ვითარების გამო, შესაძლოა, არჩევნის წინაშე დადგეთ და ეს ძალიან გაგიჭირდებათ. არჩევანი შეიძლება ეხებოდეს სამუშაო პროექტებსაც და პირად ცხოვრებასაც, მომავალს, სიყვარულს. აქ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც არჩევანს გააკეთებთ, სხვა ვარიანტები დაივიწყოთ; ამიტომ ყველაფერი კარგად უნდა აწონ–დაწონოთ. ამ დროს მოქმედების წესი მარტივია: გული გიკარნახებთ, რა გააკეთოთ და გონება – რა არ გააკეთოთ.

სასწორი: დღეს თქვენი გონება და გული ერთმანეთს დაუპირისპირდება – სურვილები ერთ მხარეს „გექაჩებათ“, ხოლო ლოგიკა და ფაქტები – მეორე მხარეს. თუ ამგვარი რამ მოხდა, ვარსკვლავები გირჩევენ, არ აჩქარდეთ; როგორც ჩანს, რაც არ უნდა აირჩიოთ, გადაწყვეტილება არასწორი იქნება. ნამდვილი გადაწყვეტილება გონებითაც და გულითაც ერთად უნდა მიიღოთ. თუ გრძნობთ, რომ არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული, მაშინ სხვა ვარიანტები უნდა მოძებნოთ.

შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ

მორიელი: დღეს კარგი შესაძლებლობები მოგეცემათ იქ, სადაც სიცოცხლე ჩქეფს და სადაც ახალი ნაცნობობის გაბმა შეგიძლიათ. ხართ კომუნიკაბელური, ადვილად ამყარებთ კონტაქტებს ადამიანებთან. ასტროლოგები გირჩევენ, გახვიდეთ საზოგადოებაში, ეწვიოთ რამე ღონისძიებას, ან სტუმრად წახვიდეთ ვინმესთან. საუბრებში თავს მთელი მშვენიერებით წარმოაჩენთ.

მშვილდოსანი: სულ არ ხართ განწყობილი რუტინული სამუშაოსთვის. მთელი გონება შორეული მოგზაურობების ფიქრებით იქნება დაკავებული. ასტროლოგები გირჩევენ, სასიამოვნო სასარგებლოს შეუხამოთ და დაგეგმოთ შვებულება, თუნდაც იქამდე დიდი დრო იყოს დარჩენილი. თვალსაჩინოდ წარმოდგენილი მიზანი დაგეხმარებათ, რომ პოზიტიურად დაიმუხტოთ და მოსაწყენი რეალობის გამო არ გაღიზიანდეთ.

თხის რქა: დღეს ყველაზე კარგად თავს სახლიდან მოშორებით იგრძნობთ. არ ხართ განწყობილი იმისთვის, რომ კაბინეტში გამოკეტილმა იმუშაოთ. სურვილი გაქვთ, რომ გაიმრავალფეროვნოთ ცხოვრება, ეწვიოთ ადგილებს, სადაც ნამყოფი არ ხართ, მიიღოთ ახალი შთაბეჭდილებები. სეირნობა, რომანტიკული ნაცნობობა, მგზავრობა – ეს ყველაფერი გაამძაფრებს თქვენს გრძნობებს, ცხოვრებაში კაშკაშა ფერებს შეიტანს.

მამაკაცი ღამით - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სტრესულ ვითარებებს შესანიშნავად უმკლავდებიან

მერწყული: ასტროლოგები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ სახლის გარეთ. მაგალითად, შეხვდეთ მეგობრებს კაფეში, გახვიდეთ ბუნებაში, ან ეწვიოთ რამე კულტურულ ღონისძიებას. თუ თქვენს ინერტულობას გადალახავთ, არ ინანებთ – გაქვთ დროის კარგად გატარებისა და საინტერესო ნაცნობობის შანსი. გაიმრავალფეროვნეთ მოსაწყენი ყოფითი დღეები და გახსოვდეთ, რომ სწორედ ესაა კარგი დღის აზრი – მოწყდეთ ყოველდღიურობას, რომელიც მაღვიძარა საათით იწყება და ტელევიზორის წინ დივანზე მთავრდება.

თევზები: დღეს დიდი ალბათობაა, რომ თქვენი ურთიერთობების სიმტკიცის შემოწმება მოხდეს. ეს შეიძლება სამუშაო კონტაქტებსაც ეხებოდეს და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებსაც. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირება  და თუ არ გსურთ ასეთი ვითარება, მთელი დიპლომატიური ნიჭის გამოყენება მოგიწევთ. გაითვალისწინეთ, როგორც არ უნდა გინდოდეთ გარშემომყოფების გაკრიტიკება, სჯობს, თავი შეიკავოთ, რადგან შედეგი ნამდვილად არ მოგეწონებათ.

ყველა ახალი ამბავი
0