ყოჩივარდები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 აპრილი

225
(განახლებულია 10:25 06.04.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 7 აპრილია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

ალბათობა იმისა, რომ დღეს დაგეგმილი საქმეები მშვიდად განახორციელოთ, ძალიან მცირეა. პლანეტები დასვენებისა და უსაქმურობისკენ განგაწყობენ. თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ არაფერი აკეთოთ, ამ იმპულსს არ შეეწინააღმდეგოთ – დროდადრო ადამიანის ორგანიზმს დასვენება სჭირდება, რათა ძალები აღიდგინოს. მაგრამ დასვენება ალკოჰოლის მიღებას არ მოიაზრებს – მოერიდეთ სასმელს და ზოგადად გაითვალისწინეთ, რომ ზომიერება გმართებთ ყველაფერში, რაც საეჭვო სიამოვნებებს ეხება.

ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში>>

ვერძი: ვარსკვლავები გირჩევენ, ვირტუალური რეალობის ფანტასტიკურ სამყაროში ჩაიძიროთ. ამისთვის საკმარისია, წიგნი გადაშალოთ ან ფილმს უყუროთ. დანარჩენს თქვენი კაშკაშა წარმოსახვა გააკეთებს. ჭეშმარიტ კმაყოფილებას იგრძნობთ, როდესაც არარსებულ, მაგრამ ასეთ რეალურ სამყაროებს ეწვევით. ეს დაგეხმარებათ ყოფითი საქმეებისგან დასვენებაში და დადებითი ენერგიით დამუხტვაში მით უმეტეს, რომ სულ არ გაქვთ განწყობა იმისა, რომ კონკრეტული ამოცანები გადაჭრათ.

კურო: ვარსკვლავები არ გირჩევენ, ხელი მოკიდოთ ნებისმიერ საქმეს, რომლებშიც სხვების იმედად უნდა იყოთ – ნებსით თუ უნებლიეთ გარშემომყოფებს თქვენი დაღალატება შეუძლიათ. ეს ნებისმიერ საკითხს შეიძლება შეეხოს – სამუშაო ხასიათისა და თუ პირადი. საქმეები რომ მშვიდად წარიმართოს, მხოლოდ ერთი ადამიანის იმედი უნდა გქონდეთ – ეს თვითონ თქვენ ხართ. რაც შეეხება პროექტებს, სადაც სხვების ჩართულობაა საჭირო, სამომავლოდ გადადეთ.

ტყუპი: დღეს რისკავთ, რომ გარშემომყოფების თავდასხმების ობიექტი გახდეთ. ეს, პირველ რიგში, შორეულ ნაცნობებსა და კოლეგებს ეხება, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ კრიტიკა საყვარელი ადამიანის ან ახლო მეგობრებისგან მოისმინოთ. შესაძლოა, ირგვლივ მყოფთაგან რომელიმეს თქვენი სიტყვები არ მოეწონოს, ან გარეგნული იერი, ან შესრულებული სამუშაო. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, აუცილებლად ინანებს – დღეს თქვენი გაბრაზება ნამდვილად არაა სასურველი.

კირჩხიბი: შესანიშნავი დღე გელოდებათ.შეგიძლიათ გარშემომყოფებს აჩვენოთ თქვენი ლიდერის თვისებები და გამარჯვების განწყობა. თან რაც უფრო მეტი სირთულე შეგხვდებათ გზაზე, მით უკეთესი. მზად ხართ საბრძოლო აზრტისთვის, გზიდან რომ მეტოქეები ჩამოიცილოთ და გადალახოთ ბარიერები. ასტროლოგები გირჩევენ, არ „დაწვრილმანდეთ“ და იმ საქმეებს მიხედოთ, რომლებშიც ყველაზე დიდ პოტენციალს ხედავთ. ენერგიულობა და მიზანსწრაფულობა წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ლომი: დღეს თავდაჯერებულობა გაკლიათ, უსასრულოდ მერყეობთ, ორჭოფობთ. ასეთი განწყობის გამო გაგიჭირდებათ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც ეს სულ უბრალო რამეს, მაგალითად, ტანსაცმლის არჩევას ეხებოდეს. თუ სიტუაცია თქვენგან მიზანმიმართულ და სწრაფ მოქმედებებს მოითხოვს, არაა გამორიცხული, რომ ერთ ადგილას „გაიყინოთ“ ან დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგათ. ეს რომ არ მოხდეს, ცივი გონება უნდა შეინარჩუნოთ და უფრო კი აჯობებს, თუ საპასუხისმგებლო ნაბიჯებს არ გადადგამთ.

ქალწული: სიტუაციამ შეიძლება გაიძულოთ, რომ საკუთარ გეგმებზე უარი თქვათ. საუბარი შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ რამეს: საღამოს გეგმებს, შვებულებას, პაემანს, რემონტს... და თუ ეს მოხდა, ვარსკვლავები გირჩევენ, შეეგუოთ, რადგან თუ დღეს უკან დაიხევთ, არ ინანებთ – მომავალში ეს მიზანთან მიახლობეაში დაგეხმარებათ. რისი გაკეთებაც ნამდვილად არ ღირს, ეს გარშემომყოფებთან თქვენს პრობლემებზე წუწუნია. გახსოვდეთ, რომ ადამიანების უმრავლესობას თქვენი პრობლმები სულ არ აინტერესებს, ხოლო დანარჩენს ეს მხოლოდ გაახარებს.

სასწორი: დღეს თქვენში შინაგანი წონასწორობა სჭარბობს, გაქვთ სურვილი, რომ პოზიტივი გარშემომყოფებს გაუზიაროთ. ამის წყალობითმზრუნველობას გამოიჩენთ გვერდით მყოფი ადამიანების მიმართ. შესაძლოა, ვინმე თქვენი მფარველობის ქვეშაც აიყვანოთ, დაეხმაროთ საქმით, მეგობრული რჩევით, მოუსმინოთ მას. ასეთი ქველმოქმედება უკვალოდ არ ჩაივლის – გარშემომყოფების მადლიერება აგამაღლებთ როგორც სხვების, ისე საკუთარ თვალში.

მორიელი: შესაძლოა, გაოცებულმა აღმოაჩინოთ, რომ გარშემომყოფები თქვენით მანიპულირებას ცდილობენ. მეგობრები, კოლეგები და საყვარელი ადამიანიც კი, ალბათ, უარს არ იტყვიან, რომ ბრძანებები გასცენ თქვენთვის, თუნდაც მხოლოდ კეთილი ზრახვები ამოძრავებდეთ. თქვენ კი ჩვეულებრივზე მეტად გაგიჭირდებათ ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა. შესაძლოა, ინიციატივა ხელიდან გაუშვათ. თუ ასეთი მდგომარეობა არ გხიბლავთ, მაშინ სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ და გარშემომყოფებს უარი უთხრათ, არ მისცეთ უფლება, კისერზე დაგასხდნენ.

მშვილდოსანი: დღეს ბობოქარი საქმიანობა გელოდებათ, მაგრამ თავშეკავება გმართებთ, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ. ძალიან ადვილია, დაიბნეთ, გაუგებრობაში გაეხვეთ და სავალალო შეცდომა დაუშვათ. უფრო მეტიც, უყურადღებობის გამო შეიძლება შეცდეთ იმ საქმეში, რომელიც საკუთარი ხუთი თითივით იცით. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები გირჩევენ, დღეს დაისვენოთ, საქმეები კი მოიცდის.

თხის რქა: ვარსკვლაცვები გირჩევენ. რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და ყველაფერს, რაც მოგწონთ, ჰობის, ფიტნესს, სპა–სალონს, საკვებსა თუ შოპინგს. სიამოვნებას მოგიტანთ ატმოსფერო, სადაც მოდუნება შეგიძლიათ, სადაც შეიგრძნობთ ჰარმონიას სამყაროსთან და თქვენს თავთან. ბევრი ადამიანის გარემოცვაში კი, სავარაუდოდ, თავს კარგად ვერ იგრძნობთ. თქვენთვის აუცილებელია ორომტრიალისგან თავის გარიდება და საკუთარ თავთან, ან საყვარელ ადამიანთან მარტო დარჩენა.

მერწყული: თქვენი საქციელი დღეს ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ფარული ენერგიის მარაგი ბევრი გაქვთ, თუმცა მათგან გათავისუფლება მხოლოდ საგანგებო რეჟიმში მოქმედებით შეგიძლიათ. თუ დღეს სიტუაცია თქვენგან ზეამოცანების განხორციელებას არ მოითხოვს, როგორიცაა, მაგალითად, სამყაროს გადარჩენა, აპათია და სიზარმაცე შეიძლება დაგეუფლოთ. მაგრამ საკმარისია, რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს და მზად ხართ, აჩვენოთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ.

თევზები: დღეს მრავალი შემთხვევითი მოვლენა შეიძლება მოხდეს, ზოგი ისეთი, რომელიც მაინცდამაინც არ გესიამოვნებათ. შესაძლოა, დაგაგვიანდეთ სადმე, ერბოკვერცი დაგეწვათ, სულ არაფრის გამო იკამათოთ... ეს და სხვა რაღაცები შეიძლება მოხდეს ამ არაპროგნოზირებად დღეს. გაუგებრობები რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ, ასტროლოგები გირჩევენ, ნაკლებად იფრინოთ ოცნებების ღრუბლებში და მიწაზე დაეშვათ. თუ ორგანიზებული იქნებით, არასასურველ სიურპრიზებს თავ აარიდებთ.

225
ინდიელი მშვილდ-ისრით

გრძელი თმა - მეექვსე გრძნობის წყარო: გასაჯაროვებული სამხედრო დოკუმენტაცია

7
სამხედრო მიზნებით დაქირავებულმა ინდიელმა მზვერავებმა თმის შეჭრის შემდეგ მეექვსე გრძნობა და ინტუიცია დაკარგეს, ისინი ვეღარ „გრძნობდნენ“ მტერს, რაც ადრე საერთოდ არ უჭირდათ

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თმები — ეს ნერვული სისტემის გაგრძელებაა და ის შეიძლება გარეგან ნერვებად, მაღალგანვითარებულ „ანტენებადაც“ კი განვიხილოთ, რომელიც უზარმაზარ და უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას აწვდის ტვინს, ლიმბიკურ სისტემასა და ასევე ნეოკორტექსს, წერს გამოცემა Enlightened Consciousness-ი სტატიაში, რომელშიც კლინიკა VA Medical Hospital-ის ლიცენზირებული ფსიქოლოგის ისტორიაა მოთხრობილი.

როგორც ირკვევა, ფსიქოლოგი ვიეტნამის ომის მონაწილე ვეტერანებთან მუშაობდა, რომლებსაც პოსტტრავმატული აშლილობა ჰქონდათ. ერთ დღეს კლინიკას მისთვის გადაუცია დოკუმენტაცია, რომლის წაკითხვის შემდეგაც კონსერვატული შეხედულებების ექიმს რადიკალურად შეუცვლია გარეგნობა და უარი უთქვამს არა მხოლოდ თმის, არამედ წვერის გაკრეჭვაზეც. სამედიცინო ცენტრს არაფერი ჰქონია საწინააღმდეგო. უფრო მეტიც, კლინიკის სხვა ექიმებისთვისაც მიუცია უფლება, ეტარებინათ გრძელი თმა-წვერი.

რა დოკუმენტებზეა საუბარი?

ეს იყო აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული უსერიოზულესი კვლევა, რომელსაც საფუძვლად ვიეტნამის ომის დროს მომხდარი საინტერესო შემთხვევა დაედო საფუძვლად.

როგორც ირკვევა, აშშ-ის სამხედრო უწყებას ქვეყნის მასშტაბით რეკრუტერები დაუგზავნია, რომლებსაც ნიჭიერი მზვერავ-კვალმაძიებლები უნდა მოეძებნათ ამერიკელ ინდიელებს შორის. მოთხოვნები ძალიან მაღალი იყო — კვალმაძიებლებს ლამის ზებუნებრივი უნარები უნდა ჰქონოდათ.

რეკრუტერებმა მართლაც შეძლეს რამდენიმე შესაფერისი ადამიანის მოძებნა, რომლებთანაც სასწრაფოდ გააფორმეს საჭირო ხელშეკრულებები და სამსახურში ჩარიცხეს.

და აქ მოხდა უცნაური და აუხსნელი რამ: ყველა მზვერავ-კვალმაძიებელმა, როგორც კი ისინი სამხედრო სამსახურში მიიღეს, პირწმინდად დაკარგა ყველა ის უნარი, რომლის გამოც დაიქირავეს და რომელიც უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის უნდა ეჩვენებინათ. შესაბამისად უწყებამ გადაწყვიტა, დაექირავებინა სპეციალისტები, რომლებიც მომხდარს რაიმე ახსნას მოუძებნიდნენ.

და მართლაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ სწავლულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაფერში „დამნაშავე“ იყო თმა, რომელიც სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისთანავე მოკლედ შეკრიჭეს ინდიელ მზვერავებს.

დაქირავებულები გამოტყდნენ, რომ თმის შეჭრის შემდეგ მეექვსე გრძნობა და ინტუიცია დაუქვეითდათ და ვეღარ „გრძნობდნენ“ მტერს, ვეღარ „კითხულობდნენ“ უფაქიზეს ექსტრასენსორულ ინფორმაციას, რაც ადრე საერთოდ არ უჭირდათ.

ამის შემდეგ ტესტირების ინსტიტუტმა ახალი ინდიელები მოიძია და არცერთ მათგანს აღარ შეჭრეს თმა. მეცნიერებმა ახალი ჯგუფი ძალიან ბევრ სფეროში გამოცადა, მაგალითად, მტრის „შეგრძნობის“ კუთხით.

ინდიელი
ინდიელი კვალმაძიებელი

ერთ-ერთი სტანდარტიზირებული ტესტი და მისი შედეგი ასე გამოიყურებოდა: რეკრუტ ინდიელებს — მოკლე და გრძელთმიანებს, რომლებსაც ტყეში ეძინათ, უცნობი მხრიდან და უცნობ დროს უახლოვდებოდა „მტერი“. გრძელთმიანი მზვერავები ყველა ჯერზე ძილშივე გრძნობდნენ მოახლოებულ საფრთხეს და ადგილს მტრის მოახლოებამდე ბევრად ადრე ტოვებდნენ.

გარდა ამისა, მკვლევარებმა ერთ-ერთ გრძელთმიან რეკრუტზე ჩატარებული ტესტის საფუძველზე აღმოაჩინეს, რომ ის ინტუიციურად გრძნობდა, როდის დაიწყებდა მოწინააღმდეგე შეტევას და შესაბამისად, წარმატებით იგერიებდა მას. მაგრამ თმების შეჭრის შემდეგ ინდიელმა იგივე ტესტი და სხვა ბევრიც ჩააფლავა, რომლებსაც მანამდე შესანიშნავად გადიოდა.

შესაბამისად, დარგის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სხეულის ყველა ნაწილს, მათ შორის, თმებს, თავისი „მისია“ აქვს და როცა ადამიანს უწყდება კავშირი რომელიმე მათგანთან, ის კარგავს ამ ნაწილით მინიჭებულ ძალას.

7
თემები:
იცით თუ არა, რომ...
თამარ ფეიქრიშვილი

 ექსპერიმენტები ხატვის გაკვეთილზე და 15 წუთიანი ინტერვალი „დაბადებიდან დაბადებამდე“   

19
(განახლებულია 14:53 19.04.2021)
რუბრიკაში „კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის“-მეხუთე საჯარო სკოლის და ხელოვნების სტუდია „კრეატივის" სახვითი ხელოვნების პედაგოგს, მხატვარს, თამარ ფეიქრიშვილს გავესაუბრეთ.

„საუკეთესოა პედაგოგი, რომელიც ბავშვის მისწრაფებებს და სურვილებს ანგარიშს უწევს და ყოველ გაკვეთილს პატარა ზეიმად აქცევს“- ეს თამარის მოსაზრებაა, რომელსაც პრაქტიკულადაც ახორციელებს. რაც მთავარია, მოსწავლეებს საკუთარ მაგალითზე უჩვენებს, რომ ხელოვნება ცხოვრებისთვის აქტუალურ თემებს ყოველთვის უნდა ეხმაურებოდეს.

აქედან გამომდინარე, ალბათ დროული იყო, რომ ფოლკლორის ცენტრში ახლახან გამართული გამოფენა სიცოცხლის მარადიულობის თემას მიეძღვნა. თამარ ფეიქიშვილისა და ასევე მხატვრისა და პედაგოგის, ციცი ოსიყმაშვილის ნამუშევრები გამოფენაზე „გენეზისი“ სწორედ ამ თემას ასახავდა. ეს არ იყო თამარის პირველი გამოფენა. მასალაში მისი პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობის ისტორიას გაეცნობით.

თამარ ფეიქრიშვილი
თამარ ფეიქრიშვილი

- თამარ, ვისი გავლენა იყო პროფესიის არჩევა?

- პედაგოგის პროფესიისადმი ჩემი ინტერესი ოჯახიდან მოდის. მასწავლებლის პროფესიის არჩევა დედასთანაა დაკავშირებული, რადგან ის პროფესიით მასწავლებელია. როცა ვხედავდით როგორ ასწორებდა რვეულებს და როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს, ეს ჩვენზეც მოქმედებდა. ბავშვებისგან მაქსიმუმს მოითხოვდა, რათა რაც შეიძლება მეტი ცოდნა-განათლება მიგვეღო. დედამ ასევე ძალიან კარგად იცის სახვითი ხელოვნება და კარგადაც ხატავს.

თამარ ფეიქრიშვილი გაკვეთილზე
თამარ ფეიქრიშვილი გაკვეთილზე

- თქვენი პედაგოგიური ნათლობა სად მოხდა?

- ჩემი პედაგოგიური ნათლობა სკოლა „მოძღვარში“ მოხდა. როცა ჯერ კიდევ პატარა გოგო დამწყები პედაგოგის სტატუსით აუდიტორიაში შევედი, ცოტა დავფრთხი, რადგან მოზრდილი ასაკის გოგონებისთვის უნდა მესწავლებინა. მათი ჩემდამი დამოკიდებულება ცოტა სკეპტიკური იყო. ალბათ გარკვეული ეჭვი არსებობდა შევძლებდი თუ არა მათთვის ცოდნის ისე გადაცემას, როგორც ამას ჩემი უფროსი კოლეგები, კვალიფიციური პედაგოგები ახერხებდენენ. ჩემი აზრით, ეს შევძელი. გაკვეთილზე მაქსიმალურად ვიხარჯები და ამიტომ მოსწავლეებისგანაც ასევე მკაცრად ვთხოვ.

თამარ ფეიქრიშვილი
თამარ ფეიქრიშვილი

- სახვით ხელოვნებას როგორ ასწავლით, რაიმე თქვენეული მეთოდი თუ გაქვთ?

- თავიდან ძალიან რთული მხატვრული ხერხებით ვცდილობდი ცოდნის გადაცემას, მაგრამ მერე დავაკვირდი და მივხვდი, რომ უნდა შემეცვალა სწავლების მეთოდი. საჭირო იყო, რომ ხატვა მათთვის გასაგები ფორმით, ეტაპობრივად მესწავლებინა, რადგან ეს უფრო მომგებიანი და შედეგის მომცემი იქნებოდა. ვაკვირდებოდი თანდათან როგორ იზრდებოდნენ ისინი და ითვისებდნენ ჩემ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. რაც შეეხება ინდივიდუალურ მეთოდებს, ის ყველა პედაგოგს აქვს და არც მე ვარ გამონაკლისი.

გამოფენაზე
გამოფენაზე

- კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში რაში გამოიხატება ინდივიდუალური მეთოდი?

- პირველ გაკვეთილზე აუცილებელია, რომ ბავშვმა საგნების განაწილება, ანუ კომპოზიციის ათვისება ცარიელი სიბრტყიდან დაიწყოს. თავიდანვე არასწორმა სწავლებამ შეიძლება ბავშვი სხვა მიმართულებით წაიყვანოს. ასევე აუცილებელია, რომ მან კარგად აითვისოს ჩანახატის შესრულების კულტურა და იგრძნოს ესკიზისა და ეტიუდის როლი, რომელიც ასე მნიშვნელონია ხელოვანისთვის.

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

- ხატვის გაკვეთილების ჩატარება ალბათ გაცილებით საინტერესოა  საკლასო ოთახის მიღმა, თქვენი ყველაზე ორიგინალური გაკვეთილი გაიხსენეთ...

- საინტერესოდ ჩატარებული გაკვეთილი იყო სამხატვრო სკოლაში, სადაც უფროსი კლასის მოსწავლეებთან ერთად ექსპერიმეტალური კომპოზიცია შევქმენი. წარმოიდგინეთ, ხუთი ადამიანი ინდივიდუალური ხელწერით, სხვადასხვა რაკურსიდან ქმნიდა ერთ ნახატს, რომელიც საბოლოოდ ჯამში, იმდენად საინტერესო და შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ ეს კადრები ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება.

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

- თუმცა აქ მარტო ხატვის ხერხების ათვისებაზე არ არის საუბარი...

- დიახ, ასეთი გაკვეთილების მერე, ისინი გარე სამყაროსაც სხვა თვალით უყურებენ და აღიქვამენ. მით უმეტეს კარგია მათთვის რადგან ჩაკეტილი სივრციდან გარეთ გადიან. ამიტომ ყველაზე ნაყოფიერი ჩემი აზრით, მაინც პლენერია. რადგან მოზარდები ყველაფერს აკვირდებიან და ყველა დეტალს უფრო კარგად ითვისებენ. ასევე მნიშვნელოვანია კონკურსები, რა დროსაც ბავშვი იგებს საკუთარ შესაძლებლობებს. მისთვის დამატებითი მოტივაცია და სტიმულის მიმცემია, როცა მის ნახატებს დამთვალიერებელი და შემფასებელი ჰყავს.

თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევრები
თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევრები

- თამარ ფეიქრიშვილის მხატვრობა ალბათ მისი პედაგოგიური საქმიანობისგან ცალკე განსახილველია...

- მე ვხატავ პოპ-არტის სტილში, ანუ კომპოზიციებს ვქმნი ძველი, უსარგებლო ნივთებისგან, ესაა საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენები, რომელსაც ჩემი ნამუშევრებისთვის სულ ვაგროვებ. განსაკუთრებით მიყვარს ინსტალაციური ხელოვნება. ჩემში შთაგონება, შესაძლოა, ყველაზე უმნიშვნელო ნივთმაც კი გამოიწვიოს.

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

-სულ ახლახან ფოლკლორის ცენტრში, წარმატებით გაიმართა თქვენი და ციცი ოსიყმაშვილის ერთობლივი გამოფენა სახელად „გენეზისი“...

- დღეს პანდემია ისევ მძვინვარებს, მაგრამ ჩვენ რეგულაციები არ შეგვეხო და გამოფენის ჩატარება მოვასწარით. ორივე სახვითი ხელოვნების პედაგოგები ვართ. ეს გამოფენა მივუძღვენით მარადიულ სიცოცხლეს, დედის თემას, რაც დღეს, ისე როგორც არასდროს, აქტუალურია. მე მყავს ტყუპის ცალი ძმა, რომელიც 15 წუთით ჩემზე გვიან დაიბადა. კონკრეტული ნამუშევრების შექნის იდეა მისგან წამოვიდა. სწორედ ამ 15 წუთიანი ინტერვალის თემა „დაბადებიდან დაბადებამდე“ აისახა ჩემს ნამუშევრებში.

ციცი ოსიყმაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი გამოფენაზე
ციცი ოსიყმაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი გამოფენაზე

- ადრე რომელ გამოფენებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?

- გავიხსენებ ეკოლოგიურ თემაზე მიძღვნილ გამოფენას, რომელზეც მოვაწყვე პერფორმანსები, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესს და გარემოს დაცვის საკითხებს გამოხატავდა. იმ გამოფენის სახელი იყო „ზურგს უკან მესმის" სტერეოტიპების რღვევასა და სწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას მიეძღვნა გამოფენა„გარღვეული სივრცე", ბავშვობაზე იყო გამოფენა სახელად „დადა და ნოსტალგია". ასევე მინდა ვახსენო გამოფენა ,,გავდივარ", რომელიც მეგობრების მცირეწლოვანი დაღუპული შვილების ხსოვნას მივუძღვენი...

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

- როდესაც გაკვეთილზე შედიხართ თქვენი, როგორც მხატვრის მიზანი რა არის?

- მინდა ბავშვებში, ახალი სიტყვა და კრეატიული ხედვა გაჩნდეს, რაც თავისუფალი აზროვნებით მიიღწევა -ამისთვის საპილოტე ჯგუფი შევქმენი. იქ პატარები შერეულ ტექნიკაში შექმნილი ნამუშევრებით საინტერესო იდეებს გადმოსცემენ. ერთი მოსწავლის ყველაზე შთამბეჭდავ ნახატს ერქვა „გავთავისუფლდეთ წარსულის გადმონაშთებისგან". ეს იყო ნახატი-ინსტალაცია, კედლიდან გამოყოფილი, გათავისუფლებული ხელებით, რომელიც ამ თემას საინტერესოდ წარმოაჩენს. ხელოვნება მათ თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებაში ეხმარება და ეს კი გაცილებით მნიშვნელოვანია...

 

 

19