ხავსმოდებული ხე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 აპრილი

202
(განახლებულია 10:25 06.04.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 6 აპრილია, სამშაბათი. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა. იდეალური დროა იმისთვის, რომ დაასრულოთ გარკვეული ეტაპი თქვენს საქმიანობაში და შეაჯამოთ გაწეული შრომა. ასევე კარგი დღეა საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმისთვის პირად ცხოვრებაში, როგორიცაა, მაგალითად, გადაწყვეტილების მიღება განშორების შესახებ ან პირიქით, სიყვარულის აღიარება, ხელისა და გულის შეთავაზება საყვარელი ადამიანისთვის.

ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები>>

ვერძი: კაშკაშა ემოციების დღე გელოდებათ. ცოცხალი წარმოსახვის უნარის წყალობით შეგიძლიათ თავი წარმოაჩინოთ შემოქმედებით საქმიანობაში. თუმცა მთავარი ისაა, თუ რას გიმზადებენ ვარსკვლავები – ესაა გრძნობების სპონტანურობა, ვნებათა მთელი ორომტრიალი. მისი საბაბი შეიძლება გახდეს ნებისმიერი რამ: ღიმილი, პაემანზე მიპატიჟება, საკუთარი ფანტაზიების, ვინმეს მინიშნება... დღე სხვადასხვა ემოციებით იქნება სავსე, რომლებიც თქვენს გულს ააძგერებს.

კურო: დღეს რომელიმე საკითხი გამარჯვების დიდი შანსი გაქვთ. ეს შეიძლება იყოს პროექტის წარმატებით დასრულება, გამარჯვება სიყვარულში, ან პაექრობისას ჩვენება იმისა, რომ მეტოქეზე მაღლა დგახართ და კონკურენტების უკან ჩამოტოვება. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ განიმტკიცოთ მოპოვებული პოზიციები და წინ წაიწიოთ. კარგი დღეა იმისთვის, რომ დაისახოთ ამბიციური გეგმები, მიაღწიოთ სასურველ მიზანს და კარიერას მიხედოთ.

ტყუპი: დღეს კარგი შესაძლებლობები მოგეცემათ და ისინი ხელიდან რომ არ გაუშვათ, სწრაფად ფიქრი და მოქმედებაა საჭირო. დიდი ალბათობით, თქვენგან მოქნილი და არასტანდარტული სვლები იქნება საჭირო და ამისთვის აუცილებელი თვისებები გაქვთ: ხართ კომუნიკაბელური, სწრაფი რეაქციის უნარით და ავანტიურული ელემენტებით. ეს ყველაფერი გარშემომყოფების სიმპათიის მოპოვებაში და ნებისმიერი სიტუაციის თქვენ სასარგებლოდ შემობრუნებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი: ეს ის დღეა, როდესაც ცხოვრებაში ნებისმიერი, ყველაზე გრანდიოზული გეგმის განხორციელებაც კი შეგიძლიათ. წარმატება გელოდებათ ამბიციურ წამოწყებებში. თუ სამსახურშიცა და სასიყვარულო ასპარეზზეც გლობალურ საქმეს წამოიწყებთ, არ ინანებთ, თქვენი გეგმები დროთა განმავლობაში ასრულდება და შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. სწორედ ამიტომ არ ღირს, რომ დღე რაღაც წვრილმანებს დაუთმოთ. იმოქმედეთ – წინ ახალი ჰორიზონტები გელოდებათ!

ლომი: დღეს რაღაც საკითხში არჩევნის გაკეთება მოგიწევთ. შესაძლოა, ეს საკითხი არც კი მოგეჩვენოთ მნიშვნელოვნად, თუმცა ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ამ გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენს ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ დღეს არ უნდა ენდოთ წამიერ ემოციებს, გარშემომყოფების რჩევებს და მით უმეტეს, მარჩიელობასა და იღბალზე მინდობას. მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებთ, თუ საკითხს დაფიქრებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდებით.

ქალწული: დღეს უკომპრომისოდ ხართ განწყობილი: ან ყველაფერი, ან არაფერი. მიზანს ცხადად ხედავთ, მისკენ ისრაფვით. ამის გამო მომთხოვნი ხართ როგორც საკუთარი თავის, ისე ირგვლივ მყოფების მიმართ. და არც იქნება გასაკვირი, თუ მთელი დღე იბუზღუნებთ, ყველას გააკრიტიკებთ. თქვენ გსურთ, რომ საქმე კარგად შესრულდეს, მაგრამ გარშემომყოფები ფიქრობენ, რომ მათზე მბრძანებლობთ. მიუხედავად ამისა, დღეს მართლა შესაძლებელია ბევრი რამის მიღწევა, თუმცა – არა ადამიანებთან დამოკიდებულებაში.

სასწორი: დღეს საოცრად ისწრაფვით დამოუკიდებლობისკენ. გარშემომყოფების მოსაზრებები ყველაზე ნაკლებად შეგაწუხებთ – დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში და იმაში, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ. ასეთი განწყობა, ერთი მხრივ, დაგეხმარებათ საქმიანობის თვალსაზრისით გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა, მეორე მხრივ, არაა გამორიცხული, რომ ეს ჩხუბის მიზეზი გახდეს. თუ ვინმეს თქვენთან თანამშრომლობა უნდა, საკმარისია, ამის თაობაზე გთხოვოთ – ნამდვილად არ იტყვის უარს, რომ ბრძენი მასწავლებლის როლი მოირგოთ.

მორიელი: გარშემომყოფებისთვის მხოლოდ შესაშური იქნება თქვენი თვისებები – აქტიურობა, შრომისუნარიანობა, თავდაჯერებულობა. არცაა გასაკვირი, თუ ასეთი ძალებით ნებისმიერ, ყველაზე რთულ საქმესაც შეეჭიდებით – როგორც ძველ, ისე ახალ პროექტებს. ვარსკვლავები ირწმუნებიან, რომ რასაც არ უნდა მოჰკიდოთ დღეს ხელი, ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ და არ გააღიზიანოთ გარშემომყოფები თქვენი მოჭარბებული თავდაჯერებულობით.

მშვილდოსანი: არ არის გამორიცხული, რომ დღეს მოულოდნელ სირთულეებს გადააწყდეთ, მაგრამ კარგი ისაა, რომ ამ სირთულეებთან ბრძოლას თქვენი ძალებითა და ენერგიულობით თავისუფლად შეძლებთ. ხართ ნებისყოფიანი, კომუნიკაბელური, შეგიძლიათ სხვების დარწმუნება საკუთარ მოსაზრებებში. ამის წყალობით ნებისმიერი ვითარების თქვენ სასარგებლოდ შემობრუნება შეგიძლიათ. ნებისმიერი სიტუაციის უკან ხო ჩვეულებრივი ადამიანები დგანან, მათთან შეთანხმებას კი დღეს უპრობლემოდ შეძლებთ.

თხის რქა: დღეს თქვენთვის მხოლოდ ის იქნება მისაღები, რაც მშრალ ფაქტებსა და ციფრებს ეფუძნება, ხოლო დანარჩენი, რომლის დასაბუთებაც ლოგიკაზე არ შეიძლება – მიუღებელი. სწორედ ამიტომ ვარსკვლავები დღეს არ გირჩევენ, რომ ენდოთ ისეთ არასანდო რამეს, როგორიცაა ინტუიცია; სამაგიეროთ ზუსტი გათვლები და ფაქტების ანალიზი უმაღლეს დონეზე გამოგივათ. არ ინანებთ, თუ ამ დღეს ზუსტ მეცნიერებებს, დაგეგმვასა და ფინანსებს დაუთმობთ.

მერწყული: დღეს საკუთარი ძალების რწმენა, შესაძლოა, ზედმეტ თავდაჯერებულობაში გადაიზარდოს და ამან კი საქმეებს ავნოს. სხვაგვარად გაჭირდება ალბათ იმის ახსნა, რომ შეგიძლიათ სხვების დახმარებაზე უარის თქმა, რჩევების იგნორირება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ როგორც არ უნდა იყოთ დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, ეს არ ნიშნავს, რომ მართლაც მართალი ხართ. ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ არ შეუცდომელია.

თევზები: შესაძლოა, დღეს ძალაგამოფიტულად იგრძნოთ თავი, გაგიჭირდეთ სულ მარტივი საქმის გაკეთებაც კი. დიდი სიამოვნებით გადადებთ სამომავლოდ ყველაფერს, რისი გადადებაც შეიძლება. თუ საქმე თქვენს დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს, შესაძლოა, უფრო მეტი ქაოსი შეიტანოთ მასში. ამის ბრალი არა იმდენად თქვენი უღონობა, არამედ პესიმისტური განწყობა იქნება. საკმარისია, ეს განწყობა მოიშოროთ თავიდან, რომ მაშინვე ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება.

202
ფეხით სიარული, სეირნობა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 აპრილი

404
(განახლებულია 10:33 18.04.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 18 აპრილია, კვირა. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

გუშინდელისგან განსხვავებით დღეს შესანიშნავი დღეა ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად. გაზრდილია გონივრული მსჯელობის, სიტუაციის წინასწარ გათვლის უნარი, პარტნიორებთან მოლაპარაკებებისა და კომპრომისის მოძებნის შესაძლებლობები და ამასთან, მზად ხართ, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მტკიცე გადაწყვეტილება მიიღოთ. კარგი დღეა თამამი ნაბიჯების გადადგმისთვის, ასე რომ, იმოქმედეთ.

ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული>>

ვერძი: აჯობებს, თუ დღევანდელ დღეს ახლობელ ადამიანებთან არსებული პრობლემების გადაჭრას მიუძღვნით თუ, რა თქმა უნდა, პრობლემა არსებობს. ეს ძალზე ეფექტური იქნება, რადგან თუ, ჩვეულებრივ, ურთიერთობების გარჩევა შელაპარაკებებით სრულდება, დღეს ორივე მხარე ერთმანეთის გაგებისთვის ხართ განწყობილი. ეცადეთ, გულწრფელი საუბარი გააბათ და თვითონაც გაგიკვირდებათ, რომ ახლობლის მხრიდანაც გადმოიდგმება შემხვედრი ნაბიჯი.

კურო: დღეს ყოველდღიურ საქმიანობაში „ავტოპილოტის“ რეჟიმზე გადაერთვებით, იმდენად იოლად გამოგივათ ჩვეული საქმეები. ადამიანებთან ურთიერთობებში კი ბევრი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ. გამძაფრებულია თქვენი კომუნიკაციური შესაძლებლობები და ურთიერთობების გარდა გსურთ სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის, ჭორების და ზოგადად, გინდათ მოვლენების კურსში ყოფნა. არ არის გამორიცხული, რომ ამან ხელში გარკვეული კოზირი მოგცეთ და ამით მოვლენების მართვა შეძლოთ.

ტყუპი: დღეს უამრავი შეხვედრა გელოდებათ – როგორც დაგეგმილი, ისე დაუგეგმავი. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც რომანტიკულ ნაცნობობას, ისე საქმიან კავშირებსაც. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან ზოგიერთმა საქმემ, სიტყვამ ან გეგმამ შესაძლოა, თქვენს კარიერაზე, საზოგადოებაში მდგომარეობაზე ან შემოსავლებზე იმოქმედოს. ეს გავლენა შეიძლება იყოს დადებითიცა და უარყოფითიც, ამიტომ თითოეული სიტყვა, სანამ წარმოთქვამთ, კარგად უნდა აწონ–დაწონოთ.

კირჩხიბი: დღეს გარშემომყოფებს თქვენი მხარდაჭერის იმედი ექნებათ და ისინი მას მიიღებენ. ხართ თავდაჯერებული, გაქვთ ლიდერის ქარიზმა და ამიტომ მოემზადეთ იმისთვის, რომ ადამიანები ნებისმიერ საკითხში რჩევებისთვის მოგმართავენ. ეს სწორიცაა, რადგან თქვენი რჩევები გონივრული იქნება, გამორჩეული საქმის არსში წვდომით. ამის წყალობით შეგიძლიათ ნებისმიერ გეგმაში სუსტი ადგილების დანახვა და საჭირო რჩევების მიცემა.

ლომი: ფრთხილად უნდა იყოთ იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენით მანიპულირებას ცდილობენ – დღეს მათი აქტიურობა არნახულად მაღალია. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თუ გაქვთ შესაძლებლობა, დღე ადამიანების დიდი თავშეყრისგან შორს გაატაროთ, მხოლოდ ყველაზე ახლობლების გარემოცვაში. სხვა შემთხვევაში არაა გამორიცხული, რომ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ ჩათრეული აღმოჩნდეთ სხვის საქმეში, რომელმაც პრობლემები შეიძლება მოგიტანოთ.

ქალწული: თუ გარშემომყოფებს თქვენი რამეში დარწმუნება უნდათ, აზრი არა აქვს ლოგიკაზე დაყრდნობას. დღეს ემოციების ზემოქმედებით იღებთ გადაწყვეტილებებს და თქვენი მთავარი არგუმენტი ინტუიციაა. ზოგადად, დღეს უფრო შემოქმედებით განწყობაზე ხართ, ვიდრე საქმიანზე. იქ სადაც ფანტაზიაა საჭირო, ბადალი არ გეყოლებათ, ადამიანების გულს გადაშლილი წიგნივით წაიკითხავთ. გარშემომყოფებმა შეიძლება იფიქრონ კიდეც, რომ ტელეპათიის უნარი გაგაჩნიათ.

სასწორი: თუ სერიოზულად მოინდომებთ, თქვენ მხარეს საჭირო ადამიანების გადაბირებას შეძლებთ. გაქვთ ყველანაირი შესაძლებლობა, რომ საქმიან სფეროში შესანიშნავი კონტაქტები დაამყაროთ. მთავარია, გულზე ხელებდაკრეფილი არ ისხდეთ და იმოქმედოთ. თვითონ უნდა გახვიდეთ საჭირო ადამიანებზე, დაიწყოთ მათთან საუბარი, ხოლო ისინი, თავის მხრივ, თქვენს უზარმაზარ მომხიბვლელობას წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ.

მორიელი: შესანიშნავი დღე გელოდებათ. თავს მარტო არ იგრძნობთ – გარშემომყოფები თავს გეხვევიან. ზოგმა შეიძლება დაგპატიჟოთ საღამოს ერთად გასატარებლად და მოგიწევთ გადაწყვეტილების მიღება, ვისთან სჯობს დროის გატარება. ზოგადად, დღეს ნებისმიერი ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ, თუნდაც ეს მუშაობის პროცესს ეხებოდეს. გუნდში საკუთარ ინდივიდუალობას უფრო მკაფიოდ წარმოადგენთ.

მშვილდოსანი: დღეს შეძლებთ გარშემომყოფების მანიპულირებისთვის მთელი ძალებით აამოქმედოთ თქვენი შესაძლებლობები. ეს შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი ზეწოლის მეთოდები – კამათი, ბრძანება – ასევე ფარული ძაფების მოქაჩვა, რომლითაც ადამიანებს მარიონეტებივით გააკეთებინებთ საქმეს და ასე მიიღებთ საჭირო შედეგს. საბოლოოდ მიიღებთ იმას, რაც გჭირდებათ, მაგრამ იმდენი ენერგიისა და დროის დახარჯვა მოგიწევთ, რომ გამარჯვება უკვე დიდ სიხარულს აღარ მოგიტანთ.

თხის რქა: თუ დღეს დისკუსიაში ჩაბმა ან უბრალოდ სერიოზული საუბარი მოგიწიათ, აუცილებლად დაუგდეთ ყური თანამოსაუბრის მოსაზრებებს. შეძლებთ სიტუაციის ოპონენტის მხრიდან დანახვას და კამათი აზრს დაკარგავს. დღეს გამძაფრებული გაქვთ დიპლომატიური უნარები, ამასთან, გახასიათებთ სხვა ადამიანის გაგებისა და თანაგანცდის უნარი. ეს მოგიტანთ წარმატებას მოლაპარაკებებში და ნებისმიერ საქმეში, სადაც კონტაქტის დამყარების უნარია საჭირო.

მერწყული: დღეს თქვენი მთავარი მიზანი ახლობლების დახმარებაა. შესაძლოა, გაიღვიძოს სურვილმა, რომ რომელიმე მათგანზე უმცირესი მოვლენების საქმის კურსში იყოთ, იზრუნოთ მასზე. შეგიძლიათ მოთმინებით მოუსმინოთ ადამიანს, შეასრულოთ ფსიქოანალიტიკოსის ფუნქცია და დაეხმაროთ მას საჭირო რჩევით. მთავარია, ეს დახმარება აკვიატებაში არ გადაიზარდოს. ამისთვის აუცილებელია, რომ ცოტა დაიოკოთ ალტრუისტული მგზნებარება.

თევზები: ბრძოლისთვის ხართ განწყობილი, მაგრამ ვის ებრძოლოთ, არ იცით – გარშემომყოფები მზად არიან, უსიტყვოდ მოგანიჭონ გამარჯვებულის სტატუსი. უფრო მეტიც, ისინი უკან გამოგყვებიან, თუ მათ რამე ერთობლივ პროექტს შესთავაზებთ. ზოგადად, ნებისმიერ ღონისძიებაში, სადაც ბევრი ადამიანია ჩართული, თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში, ხოლო ორგანიზატორის როლში ბადალი არ გეყოლებათ.

404
მარმელადი

მარმელადი დიაბეტით დაავადებულთათვის

914
(განახლებულია 10:43 17.04.2021)
კარკადეს ჩაი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ სასარგებლოც. მისი გამოყენება ნატურალური დესერტის საფუძვლად შეიძლება.

Sputnik–საქართველო“, დაპირებისამებრ, სპეციალური ტკბილეულის მომზადების რეცეპტს გთავაზობთ.

კარკადეს ჩაი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ სასარგებლოც. მისი გამოყენება ნატურალური დესერტის საფუძვლად შეიძლება.

დაგჭირდებათ:

კარკადე — 5 სუფრის კოვზი

წყალი — 1 ჭიქა

შაქრის შემცვლელი — გემოვნებით

ჟელატინი — 30 გრამი

გამოდის 12-16 პორცია

მომზადების წესი:

დაასხით კარკადეს მდუღარე წყალი და გააჩერეთ

ცალკე დაალბეთ თბილ წყალში ჟელატინი

შაქრის შემცვლელი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი (მათ შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ). სურვილის შემთხვევაში მის გარეშეც შეგიძლიათ დაამზადოთ.

როდესაც ჩაის მუქი ფერი ექნება, გადაწურეთ და დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაასხით ჟელატინი.

აურიეთ კარგად, რომ ჟელატინი მთლიანად გაიხსნას.

ამგვარად, სასარგებლო, მადის აღმძვრელ და უგემრიელეს მარმელადს სახლის პირობებში 2-3 საათში დაამზადებთ. როდესაც გაცივდება, დაჭერით.

914
თემები:
გემრიელი სამზარეულო
ჩინური ვაქცინა Sinopharm

გამყრელიძე:  საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება

0
კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინურ პრეპარატს ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია, მაგრამ ბევრი ქვეყანა ამ პრეპარატს უკვე იყენებს ვაქცინაციისთვის.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური პრეპარატი Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინურ პრეპარატს ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია. სპეციალისტების განცხადებით,  ვაქცინამ ჯანმოს ავტორიზაცია აპრილის ბოლოსთვის უნდა მიიღოს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ეპიდრისკების გათვალისწინებით, ექსპერტები ერთმნიშვნელოვნად უჭერენ მხარს მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესში Sinopharm-ის დროულად ჩართვას. Sinopharm-ით ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან დაიწყება.

„გადაწყვეტილია, რომ მალე დაიწყება ჩინური ვაქცინით აცრები. ქვეყანაში არის დასაწყობებული Sinopharm-ის 100 ათასი დოზა“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ზრდის დინამიკა შეინიშნება, თუმცა არა ისეთი, როგორსაც სპეციალისტები ელოდებიან. გამყრელიძემ მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ჩინური ვაქცინა Sinopharm მსოფლიოს 35 ქვეყანაშია აღიარებული და აღნიშნული პრეპარატის 200 მლნ დოზამდე უკვე გამოყენებულია.

საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. საქართველო ასევე ელოდება Sinovac-ის ვაქცინას, რომელსაც ჩინეთიდან უსასყიდლოდ მიიღებს.

ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია, აღნიშნავენ ეპიდემიოლოგები. ამ ტექნოლოგიითაა შემუშავებული, მაგალითად, დიფტერიის, В–ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველასა და სხვა დაავადებების ვაქცინები.

ამჟამად საქართველოში ვაქცინაციისთვის Pfizer-ის და AstraZeneca-ს პრეპარატები გამოიყენება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 29.184 ადამიანს ჩაუტარდა.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

0