სანაპირო

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 აპრილი

2537
(განახლებულია 09:47 04.04.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 4 აპრილია, კვირა. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

უნიკალური შესაძლებლობების დღეა – ემოციებიცა და ლოგიკაც ერთნაირად ძლიერი იქნება და თან ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში. ქედან გამომდინარე, კარგი დღეა ნებისმიერი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ამოცანისთვის – როგორიცაა, მაგალითად, საქმიანი მოლაპარაკებები ან სასიყვარულო ურთიერთობები. მთავარია, საკუთარი პოტენციალი წვრილმანებზე არ დახარჯოთ.

ზოდიაქოს ნიშნების ვენდეტა>>

ვერძი: დღეს გონებამოკრებილი, მიზანსწრაფული ხართ. ნებისმიერ სფეროში პრაქტიკულობითა და ამბიციებით იხელმძღვანელებთ. ასეთი განწყობით საქმეებს შესანიშნავად გაუმკლავდებით. ერთადერთი, რასაც დღეს ხელი არ უნდა მოკიდოთ, შემოქმედებითი საქმიანობაა. არ გექნებათ სურვილი, რომ ჩვეულ საზღვრებს გასცდეთ, ექსპერიმენტის ჩატარების ნებისმიერი მცდელობა არ იქნება ეფექტური და შესაძლოა, ზიანიც მოგადგეთ.

კურო: დღეს განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ურთიერთობების დროს, რადგან არაა გამორიცხული გაუგებრობები და კონფლიქტები. აუცილებლად მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც მოინდომებენ თავიანთი უკმაყოფილების გამოთქმას, თქვენს გაკრიტიკებას, რამეზე გამოდევნებას. თუ არ გინდათ ჩხუბში ჩაერთოთ, საუკეთესო ტაქტიკა დიპლომატიური ნიჭის გამოყენება იქნება, და ასევე იმ ადგილის მაშინვე დატოვება, სადაც იგრძნობთ, რომ კონფლიქტი იბადება.

ტყუპი: გაქვთ ყველა შანსი, რომ გააკონტროლოთ სიტუაცია, ხელში აიღოთ მართვის სადავეები. ეს დაგეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში. მაგრამ ერთი საყურადღებო რამეცაა – დღეს განსაკუთრებული სისასტიკე და მოუთმენლობა შეიძლება გამოიჩინოთ. თუ იგრძნობთ, რომ თქვენს გეგმებს საფრთხე ემუქრება, კონფლიქტზეც ხართ წამსვლელი. თუ გინდათ, კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოთ გარშემომყოფებთან, გახსოვდეთ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა გზა მისაღები არ არის.

კირჩხიბი: შესაძლოა, შინაგანი სისუსტე იგრძნოთ და საკუთარ ძალებში ეჭვი შეგეპაროთ. თან, ეს გრძნობები საპასუხისმგებლო საქმის კეთებისას და გადაწყვეტილების მიღებისას გაგიჩნდეთ. თუმცა ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები სულ მარტივმა საკითხებმაც შეიძლება წარმოშვას, მაგალითად, იმან, თუ რა ჩაიცვათ, რა მოამზადოთ ვახშმად... ასტროლოგები გამოსავლისთვის ორ გზას გთავაზობენ: ან გაუმკლავდეთ ეჭვებს (ეს ვარიანტი აჯობებს), ან ყველა საკამათო საკითხზე რჩევა იკითხოთ.

ლომი: დღეს არ ღირს ინტუიციაზე მინდობა, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ ნათლად გესმით მისი ხმა და ის სწორ გზას გკარნახობთ. სამწუხაროდ, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს ცრუ წინათგრძნობა იქნება და ალღოს მიხედვით მოქმედება გზას აგაცდენთ. ასტროლოგები არ გირჩევენ, ენდოთ იღბალს, შინაგან ხმას, ბედს. საჭირო შედეგის გარანტიას მხოლოდ ლოგიკა, ზუსტი გათვლა და იმის დეტალურად გააზრება მოგცემთ, რასაც აკეთებთ.

ქალწული: სჯობს, დღეს ორომტრიალს გასცდეთ და საკუთარ თავს მიხედოთ. საქმიანობა, დიდი ალბათობით, მაინც არ გამოგივათ, ამიტომ აჯობებს, თავი გაინებივროთ: ეწვიეთ სილამაზის სალონს, წადით საყიდლებზე... ეს დაგეხმარებათ ახალი შთაბეჭდილებების, პოზიტივის მიღებაში და ახალი ძალებით აგავსებთ. გახდით ცოტა „ეგოისტი“ დახარჯეთ ფული საკუთარი სიამოვნებისთვის. საღამო კი საყვარელ ადამიანს და მეგობართა წრეს დაუთმეთ.

სასწორი: დღეს „მშვიდობის მტრედის“ ფუნქციას იდეალურად შეასრულებთ. შეგიძლიათ ნებისმიერი უთანხმოების მოგვარება, სხვები თუ ჩხუბობენ, შეინარჩუნებთ ფხიზელ გონებას და დაპირისპირებულ მხარეებს დააზავებთ. თუნდაც ჩხუბი და ურთიერთდაპირისპირება არ იყოს, ადამიანები სწორედ თქვენ მოგმართავენ რჩევისთვის. გამოიყენეთ თქვენი დიპლომატიური ნიჭი იმისთვის, რომ წარმართოთ საქმიანი მოლაპარაკებები, ან ახლობელ ადამიანს გულწრფელად ესაუბროთ.

მორიელი: დღეს გაგიჭირდებათ თქვენთვის ჩვეული ორგანიზებულობის გამოჩენა, სიტყვა „საჭიროა“ თითქოს ალერგიას გამოიწვევს. სავარაუდოდ, უინტერესო საქმეებს სამომავლოდ გადაიტანთ და გააკეთებთ იმას, რაც გაინტერესებთ. და თუ იძულებული გახდებით, რომ არასაინტერესო საქმეები გააკეთოთ, უამრავი შეცდომა შეიძლება დაუშვათ. აქედან გამომდინარე, აჯობებს, თუ იმას გააკეთებთ, რაც გიზიდავთ, ან რაღაც ხელმოსაჭიდი იპოვოთ იმაში, რისი გაკეთებაც გიწევთ.

მშვილდოსანი: შეიძლება იგრძნოთ, რომ რაღაც სისტემის ნაწილი გინდათ გახდეთ; მაგალითად, შეეთვისოთ რამე გუნდს, ჩააბაროთ ინსტიტუტში, შეიცვალოთ სამუშაო, ან, სულაც, დაქორწინდეთ. მოკლედ რომ ვთქვათ, გაქვთ სურვილი, თქვენი ადგილი იპოვოთ ცხოვრებაში და მოქმედება დაიწყოთ. ნუ შეეწინააღმდეგებით ამ მისწრაფებას – გაქვთ ყველა შანსი, რომ წინ წაიწიოთ სოციალურ ან კარიერულ კიბეზე.

თხის რქა: თქვენ წინაშე არცთუ მარტივი ამოცანა დადგება და იმაზე იქნება დამოკიდებული თქვენი მომავალი, თუ როგორ გადაჭრით მას. შესაძლოა, სწორედ დღეს სცადოთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება რაღაც საკითხში, ან გადადგათ ნაბიჯი, რომელიც ახალ მიმართულებას მოგცემთ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, თქვენი გადაწყვეტილებები კარგად აწონილ–დაწონილი და მოფიქრებული უნდა იყოს – შედეგები დიდხანს შეგახსენებთ თავს.

მერწყული: მოულოდნელობებმა არაერთხელ შეიძლება ამოგაგდოთ კალაპოტიდან და თუ ემოციებს აჰყვებით, უფრო დაამძიმებთ ვითარებას. ბუზღუნითა და უკმაყოფილების გამოხატვით პრობლემას ვერ გადაჭრით, ამიტომ საუკეთესო გამოსავალია, მოდუნდეთ და ბედს მიენდოთ. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ თუ მოვლენებს თავის ნებაზე მიუშვებთ, უფრო მოიგებთ. როგორც ამბობენ, თუ გინდა, რამე შეცვალო, მოიკრიბე ძალა, და თუ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია – მოთმინება.

თევზები: თქვენთვის ცვლილებების „ქარი დაუბერავს“ – საინტერესო სიახლეები, მოვლენები, გეგმები, რაც გაამრავალფეროვნებს ცხოვრებას. საუბარი შეიძლება იყოს ადამიანზე, რომელიც მრავალი წელია, არ გინახავთ, ახალ პროექტზე, სამუშაოზე, მოგზაურობაზე... მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ... და ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოთხ კედელშუა არ ისხდებით და სახლიდან გახვალთ და ცხოვრებაში სიახლეებს შეეგებებით.

2537
კვერცხი პომიდვრით

კვერცხიანი პომიდვრის უჩვეულო რეცეპტი: დეტალური ვიდეოაღწერა

41
(განახლებულია 14:32 14.04.2021)
კვერცხისა და პომიდვრისგან არაერთი კერძის მომზადება შეიძლება, მაგრამ რეცეპტი, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ, სრულიად განსხვავდება ყველა სხვა დანარჩენისგან.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • პომიდორი — სასურველი რაოდენობით,
  • კვერცხი — იმდენი, რამდენ პომიდორსაც შეარჩევთ;
  • ყველი — თითო პომიდორზე საშუალოდ 30 გრამის გათვლით.
  • მარილი, ორეგანო და სხვა სუნელები თქვენი გემოვნების მიხედვით;
  • ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი

აიღეთ პომიდვრები და მოაჭერით თავები, შემდეგ კი კოვზით ფაქიზად ამოუღეთ გულები. მოჭრილი თავები არ გადაყაროთ;

ჩაასხით სათითაოდ ყველა პომიდორში ცოტა ზეითუნის ზეთი და ჩაუშვით კვერცხი;

მოაყარეთ მარილი, შერჩეული სუნელები და ფრთხილად მოურიეთ კვერცხს კოვზით;

შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი და პომიდვრებს  დაახურეთ მოჭრილი თავები. უკეთ დასამაგრებლად შეგიძლიათ კბილის ჩხირები გამოიყენოთ;

მოაფინეთ ჰაერღუმლის ტაფას ფოლგა და დაალაგეთ ზედ პომიდვრები. შედგით 170 გრადუსამდე წინასწარ გახურებულ ღუმელში და დატოვეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.

როცა კერძი მზად იქნება, ამას თვალით შეატყობთ.

გამოიღეთ ღუმლიდან და გემრიელად  მიირთვით!

სხვა უჩვეულო და გემრიელ რეცეპტებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ>> 

41
თემები:
გემრიელი სამზარეულო
წარბები

თუ წარბები გითხელდებათ, შეიმოწმეთ ფარისებრი ჯირკვალი: ექიმი გირჩევთ

24
(განახლებულია 14:24 14.04.2021)
ამერიკელი დერმატოლოგი ჩამოთვლის იმ სერიოზულ დაავადებებს, რომლებზეც წარბების ცვენა-შეთხელება შეიძლება მიანიშნებდეს

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. თუ შენიშნავთ, რომ წარბები გითხელდებათ, შესაძლოა დადგა დრო, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე შეიმოწმოთ, აცხადებს აშშ–ის დერმატოლოგიის აკადემიის წევრი სეჯალ შაჰი.

მისი თქმით, ფარისებრი ჯირკვლის დისბალანსი, სხვა პრობლემების გარდა, წარბების ცვენასაც იწვევს და ეს ამ პრობლემის ფავრცელებული სიმპტომია.

გარდა ამისა, წარბების გათხელება ასევე შეიძლება იყოს ატოპიური დერმატიტის, ეგზემის ან მკვებავი ნივთიერებების (კერძოდ, რკინის) დეფიციტისა თუ ანემიის შედეგი.

ამასთან სპეციალისტი ზოგ შემთხვევაში გვირჩევს, წარბების ამოქნას მოვეშვათ და ბუნებრივი ზრდის საშუალება მივცეთ. საქმე ისაა, რომ ამ პროცედურამ თმის ფოლიკულებს შეიძლება გამოუსწორებელი ტრავმა მიაყენოს და საბოლოოდ დააზიანოს კიდეც.

როგორც დერმატოლოგი ამბობს, სჯობს წარბები იშვითად გამოიქნათ, განსაკუთრებით, უშუალოდ წარბის ძვლოვანი ქედის ზედა ნაწილში, და მხოლოდ მისი ქვედა ნაწილის მოწესრიგებით შემოიფარგლოთ. კიდევ უკეთესი იქნება, თუ საერთოდ უარს იტყვით ამაზე.

24
თემები:
ექიმი გირჩევთ
ნანიკო ხაზარაძე და ლევან მათითაშვილი

„მეგრელებო, ყურადღებით მოუსმინეთ...“ - ნანიკო ხაზარაძემ მეუღლესთან ერთად მეგრულად იმღერა

0
(განახლებულია 11:48 14.04.2021)
ნანიკო ხაზარაძე მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ტელეწამყვანის პოზიტიური ხასიათი გადამდებია

ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ, რომელსაც მეუღლესთან, ფსიქოლოგ ლევან მათითაშვილთან ერთად რადიოგადაცემა მიჰყავს, მეგობარს დაბადების დღის მილოცვის ნიშნად მეგრულად უმღერა. „მეგრელებო, ყურადღებით უსმინეთ“ - მოუწოდებს ნანიკო სოციალური ქსელის მომხმარებლებს და სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ და მისმა მეუღლემ, ფსიქოლოგმა ლევან მათითაშვილმა სიყვარულის ისტორიაზე რამდენიმე კვირის წინ ისაუბრეს. „იმედის დღეში“ წყვილმა აღნიშნა, რომ ბავშვობიდანვე ბევრი საერთოს მიუხედავად, ერთმანეთი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.

ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მუდმივად ადევნებდა ნანიკოს ცხოვრებას თვალს. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო. ნანიკომ კი ლევანს ყურადღება მას შემდეგ მიაქცია, რაც მასთან გადაცემაში ლევანის ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი მივიდა და მაშინ ლევანს მისწერა, თქვენ ძმები ხომ არ ხართო.

ნანიკო იხსენებს, რომ სწორედ მას შემდეგ დაიწყო მას და ლევანს შორის აქტიური საუბარი სოციალურ ქსელში, რომელმაც შემდეგ რეალურ ცხოვრებაში გადაინაცვლა. წყვილი 2018 წლის ნოემბერში დაქორწინდა და ახლა ერთად რადიოგადაცემასაც უძღვებიან.

0
თემები:
ქართველი სელებრითები