დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 აპრილი

CC BY 2.0 / Kris Duda / Bakurianiბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 2 აპრილია, პარასკევი. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.

არ გაგიკვირდეთ, თუ დღეს „მოწმენდილ ცაზე“ ეჭვიანობა დაიწყეთ ან თქვენზე ეჭვიანობა დაიწყეს. მაგრამ ეცადეთ, ამ გრძნობას გასაქანი არ მისცეთ, არ დაიწყოთ ურთიერთობების გამორკვევა. დანარჩენ შემთხვევებში არცთუ ურიგო დღეა – ადამიანები იქნებიან ენერგიულები პრაქტიკულად ნებისმიერ სფეროში და მათ შორის, რა თქმა უნდა, სიყვარულში.

ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად – ზოდიაქოს იღბლიანი ნიშნები აპრილში>>

ვერძი: დღეს მთელი დღე მოვლენებს უნდა ადევნოთ თვალი, რადგან მოსალოდნელია, რომ საჭირო გახდეს თქვენი ინფორმირებულობა და მომზადება ამ მხრივ. თუ მოდუნდებით, არის შანსი იმისა, რომ არახელსაყრელი გარემოებების ან თაღლითების მსხვერპლი გახდეთ. ეს რომ არ მოხდეს, ადევნეთ თვალი ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება, გააკონტროლეთ შემოსული ინფორმაცია და შეამოწმეთ. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ადამიანებთან, რომლებსაც ნაკლებად იცნობთ. არ ენდოთ მათ.

შეყვარებული წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2018
იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

კურო: გარშემომყოფებთან ურთიერთობები, სამწუხაროდ, დღეს არ იქნება სახარბიელო. შესაძლოა, თავად ხართ უკომპრომისოდ განწყობილი და გარშემო კონფლიქტების პროვოცირებას ახდენთ. არც ისაა გამორიცხული, რომ გარშემომყოფებმა ცეცხლზე ნავთი დაასხან კრიტიკითა და ზურგს უკან ჭორაობით. ასეა თუ ისე, ვარსკვლავები გირჩევენ, მოემზადოთ მწვავე მომენტებისთვის და თუ არ გსურთ, მთელი დღე ურთიერთობების გამორკვევაში გაატაროთ, იყავით დიპლომატიური და იუმორის გრძნობა სასტიკ სატირაში არ აურიოთ.

ტყუპი: ირგვლივ მყოფები შეიძლება გაოცდნენ, იმდენად მოტივირებული ხართ ნებისმიერ საქმეში და ცხოვრების სფეროში – სიყვარულიდან მუშაობის ჩათვლით. განწყობა გაქვთ, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ. ამის ახსნა იმით შეიძლება, რომ დღეს აზარტისა და შეჯიბრების სურვილით ხართ გაჯერებული. რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, ეცდებით, რომ სხვებს გაუსწროთ. ამიტომ კარგი დღეა მუშაობისა და კარიერაზე ზრუნვისთვის, ასევე ფლირტისა და სიყვარულისთვის – აქაც არ გასვენებთ სურვილი, რომ კონკურენტები უკან ჩამოიტოვოთ და გამარჯვებული იყოთ.

კირჩხიბი: დღეს უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ხართ. უმოქმედოდ ვერ ჩერდებით. თუ მკაფიო მიზანი არ გაქვთ, აუცილებლად ჩამოაყალიბებთ და დაისახავთ მას. ხართ აქტიური და ქედუხრელი, ეს კი საქმეებში წარმატებებს გპირდებათ. ნებისმიერ ამოცანას კეთილსინდისიერად ასრულებთ. ერთადერთი, რამაც დაბრკოლება შეიძლება შეგიქმნათ, ისაა, რომ თქვენი მომთხოვნელობა საკუთარი თავის გარდა გარშემომყოფებზეც ვრცელდება და არ მოერიდებით არავის, რომ საყვედური პირდაპირ სახეში მიახალოთ.

ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2020
„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ

ლომი: დღეს თქვენთვის ურთიერთობების დღეა, ადამიანებს მაგნიტივით იზიდავთ. რაც არ უნდა თქვათ ან გააკეთოთ, ეს გარშემომყოფების დიდ ყურადღებას მიიპყრობს და უმეტესად ეს ყურადღება დადებითი იქნება. ადამიანები ისე, რომ თავადაც ვერ გააცნობიერებენ, თქვენკენ გადმომდგამენ ნაბიჯს, მოიწონებენ თქვენს იდეებს, შეგეკითხებიან რჩევებს, შემოგთავაზებენ დახმარებას. ამასთან სათანადო სიმაღლეზე იქნება თქვენი ორატორული უნარები და არ გაგიჭირდებათ ვინმეს რამეში დარწმუნება.

ქალწული: სჯობს, დღეს მიმდინარე საქმეებს მიხედოთ, ეს ყველაზე კარგად გამოგივათ. ხართ ყურადღებიანი, ცდილობთ, გადახედოთ და შეასწოროთ ყველაფერი, რაზეც აქამდე ხელი არ მიგიწვდებოდათ: უპასუხოთ წერილებს, დაასუფთავოთ და მოაწესრიგოთ სახლი, გათვალოთ ნებისმიერი წვრილმანი, შეადგინოთ მოქმედებების გეგმა. მაგრამ გლობალური და საპასუხისმგებლო საქმეების გადაჭრა დღეს არ ივარგებს, რადგან თავს ვერ აარიდებთ ხარვეზებს და შესაძლოა, მნიშვნელოვან შეცდომებსაც.

სასწორი: დღეს თქვენთვის ყველაფერი საინტერესო იქნება, რაც ირგვლივ ხდება. ვარსკვლავები მოგანიჭებენ ენერგიულობას, ემოციურობას, შემოქმედებით ენერგიასა და დაუცხრომელ ცნობისმოყვარეობას. გარშემომყოფები ვერც მიხვდებიან, ისე გადაგიხსნიან გულს, გაგანდობენ თავიანთ საიდუმლოს. გულწრფელი ურთიერთობების გარდა დღევანდელი დღე შეგიძლიათ მიუძღვნათ საკუთარ ინტერესებს – ჰობის, გართობას, მოგზაურობას, სიყვარულს. ერთადერთი, რისი გაგეკთებაც დღეს გაგიჭირდებათ, ეს რუტინული სამუშაოა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2018
იუმორისტული ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნები, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკა

მორიელი: დღეს ნებისმიერ საქმიან სფეროში შეგიძლიათ წარმატების მიღწევა. გელოდებათ კარიერული ზრდა, წარმატებები მუშაობაში, ბიზნესში ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. კარგი დღეა საყიდლებისთვის, პროექტის ამუშავებისთვის – ის საკმაოდ მომგებიანი იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, დაიწყოთ ჩანაფიქრის განხორციელება – დღეს საუკეთესო დღეა და თუ ამისთვის სითამამე არ გყოფნით, გახსოვდეთ, რომ ამას თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.

მშვილდოსანი: საუკეთესო დღეა იმისთვის, რომ ცხოვრების ახალი ფურცელი გადაშალოთ, დაიწყოთ გეგმების რეალიზება, რადგან ეს მრავალი გამარჯვების მომტანი წამოწყებების დროა. ეს უნდა გამოიყენოთ და ენერგიულად შეუდგეთ საქმიანობას. თუ დიდი ხანია, გინდათ ახალი პროექტის წამოწყება, იმიჯის შეცვლა, სიგარეტისთვის თავის დანებება, ფიტნესზე ჩაწერა, რომანტიკული ნაცნობობის გაბმა ან, თუნდაც, ახალი სამუშაოს მოძებნა – თქვენთვის გზა ხსნილია, იმოქმედეთ.

თხის რქა: შესანიშნავი დღეა, როდესაც ყველა საქმე ადვილად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გამოგივათ. ჰარმონიაში იქნებით საკუთარ თავთან და სამყაროსთან, რაც უპირატესობას მოგანიჭებთ საქმიანობასა და ადამიანებთან ურთიერთობებში. არ არის გამორიცხული, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც სასიამოვნო მოვლენა მოხდეს, ან, უბრალოდ, უხილავი მიზეზის გამო იყოთ ყველაფრით კმაყოფილი. წონასწორობა, ენერგიული ძალები და შემოქმედებითი ძალა მოგცემთ საშუალებას, ეს დღე სასიამოვნოდ და ამავდროულად, სასარგებლოდაც გაატაროთ.

ადამიანის ფსიქოლოგია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“

მერწყული: ასტროლოგები გირჩევენ, დღეს ფულთან მიმართებით ფრთხილად იყოთ – დიდია დანაკარგის ალბათობა. ეს, პირველ რიგში, შესაძლოა, უყურადღებობასა და თქვეენს მიმნდობ ხასიათს უკავშირდებოდეს. შეგიძლიათ უამრავი ფული გაატანოთ ქარს გართობაში, ან რამე დაუფიქრებელი ნივთის შეძენისას, შეიძლება გახდეთ მოტყუების მსხვერპლი. ეს რომ არ მოხდეს, ხარჯები უნდა გააკონტროლოთ. სჯობს, ლიმიტი გამოუყოთ საკუთარ თავს და მას არ გადააჭარბოთ, ხოლო ფინანსურ საქმეებს, სჯობს, საერთოდ არ გაეკაროთ.

თევზები: დღეს ბედი საჩუქრებს გიმზადებთ. დიდი ალბათობით, სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ ბიზნესის ან ფინანსურ სფეროში, მაგრამ ეს ასევე შეიძლება შეეხოს პირად ცხოვრებასაც, ადამიანებთან ურთიერთობებს. ასეა თუ ისე, ფორტუნა შემთხვევით არ გაგიღიმებთ – მიიღებთ იმას, რაც დაიმსახურეთ. ნაყოფს გამოიღებს თქვენი მუშაობა, პროექტი, რომელზეც დიდი დრო და ენერგია დახარჯეთ, შესაძლოა, პირველი მოგებაც მიიღოთ.

ყველა ახალი ამბავი
0