სავსე მთვარე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 მარტი

4174
(განახლებულია 12:01 31.03.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 31 მარტია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

დღევანდელი დღე ვერ ჰგუობს ვერანაირ ჩარჩოებს, შაბლონებსა და შეზღუდვებს. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა საოცარი იდეა გაჩნდება. იდეები, აზრები და გეგმები არა მხოლოდ კრეატიულობით, არამედ მასშტაბურობით, პრაქტიკული ფასეულობითაც იქნება გამორჩეული. ერთადერთი, რასაც უნდა უფრთხილდეთ, ისაა, რომ გრძნობები და სურვილები იქნება გამძაფრებული, ამიტომ უნდა მოერიდოთ კამათს და ყველაფერში ზომიერება დაიცვათ. სათანადო სიმაღლეზეა ინტუიციაც.

ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად – ზოდიაქოს იღბლიანი ნიშნები აპრილში>>

ვერძი: დღეს დარწმუნებული ხართ თქვენს ქმედებებში და ბოლომდე გინდათ საკუთარი პოზიციების დაცვა. ამ საბრძოლო შემართების წყალობით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობებს, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, იდეალური არ არის. დიდია ალბათობა იმისა, რომ ვინმეს აწყენინოთ, ამიტომ სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით. ეს კონფლიქტების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

კურო: დღეს თქვენში შემოქმედებითი ცეცხლი გაჩაღდება და ეს ყველაფერზე აისახება, რასაც გააკეთებთ. შთაგონება და შემოქმედებითი ხედვა გამომჟღავნდება ჩვეულებრივ რუტინულ და მოსაწყენ საქმეებშიც. შემოქმედებითი პროფესიის კუროებზე კი რა უნდა ითქვას – თქვენი პოტენციალი დღეს უსაზღვროა. ერთადერთი, რასაც ასტროლოგები გირჩევენ, ისაა, რომ თქვენი მძლავრი ემოციები გააკონტროლოთ, რათა გულში მოგუგუნე „ცეცხლმა“ გარშემომყოფებთან ურთიერთობებში „ხანძარი“ არ გამოიწვიოს.

ტყუპი: რისკავთ, რომ მთელი თავით რუტინაში გადაეშვათ. მთელი დღის განმავლობაში ცარიელ ადგილზე შეიძლება გაჩნდეს ისეთი საქმეები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს. თუ ამ ჩაკეტილ წრეს ვერ გაარღვევთ, მთელი დღე მოსაწყენი საქმეების კეთება მოგიწევთ. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ასეთი მოქმედებები თქვენთვის მომგებიანი არაა. ყოფით წვრილმანებზე გამოდევნებით უამრავ დროსა და ძალას დახარჯავთ, ასევე არაფერს მოგცემთ ყველაფრის ერთდროულად გაკეთების მცდელობა. გაანაწილეთ პრიორიტეტები და შეუდექით ნამდვილ საქმეებს.

კირჩხიბი: იღბლიანი დღე გელოდებათ. სულ იოლად გამონახავთ საერთო ენას გარშემომყოფებთან და ეს საკუთარი ინტერესებისთვის უნდა გამოიყენოთ. შესაძლოა, ვინმესთან გულითადი საუბარი გსურთ, ან ვინმესთვის რამე იდეის შეთავაზება. თუ ასეა, საუკეთესო მომენტს სხვა დროს ვერ ნახავთ. ეს ეხება მათაც, ვინც ვერ გაბედა საყვარელი ადამიანისთვის გრძნობების გამხელა. დღეს ზუსტად მიხვდებით, როდის, რა მომენტში და რა უნდა თქვათ.

ლომი: რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ფრთხილად უნდა იყოთ. არ არის გამორიცხული ხარვეზები სამუშაოზე. სულ მარტივ საკითხებშიც კი შეიძლება „დამუხრუჭდეთ“ და თქვენთვის „ორჯერ ორის“ პასუხი მოულოდნელად შვიდი აღმოჩნდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს ძალზე დაბნეული ხართ, ამიტომ საუკეთესო რჩევა იქნება, რომ საერთოდ მოერიდოთ მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტას, ან მათი შემოწმება ვინმე სანდო ადამიანს სთხოვოთ.

ქალწული: დღეს ძალზე ენერგიული ხართ. ამის წყალობით უამრავი სხვადასხვა საქმის გაკეთება–გადაკეთება შეგიძლიათ. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს მოუთმენლობა და ზედმეტი აჩქარებაა. სწორედ ამის გამო შეიძლება მიატოვოთ ზოგიერთი საქმე შუა გზაზე. მომავალში რომ არ მოგიწიოთ ამ საქმეების დასრულება ან დასრულების ხელახლა გაკეთება ხარვეზების გამო, სჯობს, მხოლოდ იმას მოჰკიდოთ ხელი, რაც მართლა მნიშვნელოვანია, დანარჩენი კი შემდეგისთვის გადადოთ.

სასწორი: დღეს თქვენი საქმეები წარმატებით წარიმართება. ეს, პირველ რიგში ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა ბიზნესი, ფული, მუშაობა, სწავლა, ასევე სახლის დიდი პროექტები რემონტის ან აგარაკის ყიდვის სახით. ყველა ამ საქმიანობაში დიდი წარმატება გელოდებათ. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ სარგებლის მომტან ნაცნობობას გააბამთ. არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელი კონტაქტები კარიერულ წინსვლაში ან შემოსავლების გაზრდაში დაგეხმაროთ.

მორიელი: დღეს უამრავი რამის გაკეთება შეგიძლიათ. იგრძნობთ, რომ ბედნიერება თქვენ ხელშია და იმოქმედებთ ფორმულის მიზედვით: „თუ გინდა ბედნიერი იყო, იყავი ბედნიერი“. ხართ ნებისყოფით აღსავსე, ორგანიზებული, მიზანსწრაფული; შეგიძლიათ, აკონტროლოთ სიტუაცია და წინ თავდაჯერებულად იაროთ. თუ ამბიციური და მომავლისკენ მიმართული გეგმა გაქვთ, დროა, მოქმედება დაიწყოთ.

მშვილდოსანი: დღეს შემოქმედებითი განწყობა გეწვევათ. თუნდაც შორს იყოთ ბოჰემური წრეებისგან, ნებისმიერ, თუნდაც პროზაულ საქმეში შემოქმედებით ნაპერწკალს იგრძნობთ. სწავლა, სამეცნიერო მოღვაწეობა, რეკლამა, მარკეტინგი – ნებისმიერ სფეროში შეგიძლიათ თავის გამომჟღავნება და კრეატივის ცინცხალი ნაკადის შეტანა. ვარსკვლავები გირჩევენ, ჩაატაროთ ექსპერიმენტები, სადაც ეს შესაძლებელია. აქ საკუთარი იმიჯიც მოიაზრება.

თხის რქა: დღეს მეოცნებე ხართ – თუნდაც გარემოებამ თქვენი ოცნებების ღრუბლებიდან მიწაზე სასწრაფო დაშვება მოითხოვოს, ამის გაკეთება ძალიან გაგიჭირდებათ. თქვენი კაშკაშა ფანტაზიები რეალობას დაჩრდილავს, ან, მინიმუმ, მისი თანასწორი გახდება. ამა თუ იმ ხარისხით ეს ყველა თხის რქას ეხება, მაგრამ განსაკუთრებით მათ, ვინც შეყვარებულია ან ეძებს სიყვარულს. შეიძლება ითქვას, რომ ღამით ფანტასტიკურ სიზმრებს ნახავთ, დღისით კი ამ სიზმრებს ცხადში გააგრძელებთ, ნაცრისფერ ყოველდღიურ რეალობას ოცნებებს ამჯობინებთ.

მერწყული: არ არის გამორიცხული, რომ დღეს თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი და საინტერესო შემოვიდეს. ეს შეიძლება იყოს ახალი ეტაპი, ახალი ადამიანები, ახალი გატაცება, გრძნობები, ადგილები... ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წინააღმდეგობა არ გაუწიოთ მიმდინარე მოვლენებს, დაივიწყოთ, მაგალითად, ფრაზები: „ქუჩაში არავის ვეცნობი“, „საღამოს სახლში ვიქნები“... ინერტულობას თუ გადალახავთ, არ ინანებთ – განა რა უნდა იყოს მრავალფეროვნებასა და პერსპექტივებზე უკეთესი?

თევზები: გაგიჭირდებათ ყოველდღიურ საქმეებზე გულისყურის მიპყრობა – ირგვლივ ხომ ამდენი საინტერესო რამ ხდება. უპასუხისმგებლო განწყობის გამო ნებისმიერი სამუშაოს შესრულების დროს შეიძლება შეცდომა შეცდომაზე დაუშვათ. თუ ვინმე თქვენგან მოვალეობების შესრულებას მოითხოვს, შესაძლოა, აბუნტდეთ კიდეც და ყველა საქმე მიატოვოთ. სწორედ ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ ის საქმე გააკეთოთ დღეს, რომელიც მართლა გაინტერესებთ.

4174
თამარ ფეიქრიშვილი

 ექსპერიმენტები ხატვის გაკვეთილზე და 15 წუთიანი ინტერვალი „დაბადებიდან დაბადებამდე“   

11
(განახლებულია 14:53 19.04.2021)
რუბრიკაში „კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის“-მეხუთე საჯარო სკოლის და ხელოვნების სტუდია „კრეატივის" სახვითი ხელოვნების პედაგოგს, მხატვარს, თამარ ფეიქრიშვილს გავესაუბრეთ.

„საუკეთესოა პედაგოგი, რომელიც ბავშვის მისწრაფებებს და სურვილებს ანგარიშს უწევს და ყოველ გაკვეთილს პატარა ზეიმად აქცევს“- ეს თამარის მოსაზრებაა, რომელსაც პრაქტიკულადაც ახორციელებს. რაც მთავარია, მოსწავლეებს საკუთარ მაგალითზე უჩვენებს, რომ ხელოვნება ცხოვრებისთვის აქტუალურ თემებს ყოველთვის უნდა ეხმაურებოდეს.

აქედან გამომდინარე, ალბათ დროული იყო, რომ ფოლკლორის ცენტრში ახლახან გამართული გამოფენა სიცოცხლის მარადიულობის თემას მიეძღვნა. თამარ ფეიქიშვილისა და ასევე მხატვრისა და პედაგოგის, ციცი ოსიყმაშვილის ნამუშევრები გამოფენაზე „გენეზისი“ სწორედ ამ თემას ასახავდა. ეს არ იყო თამარის პირველი გამოფენა. მასალაში მისი პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობის ისტორიას გაეცნობით.

თამარ ფეიქრიშვილი
თამარ ფეიქრიშვილი

- თამარ, ვისი გავლენა იყო პროფესიის არჩევა?

- პედაგოგის პროფესიისადმი ჩემი ინტერესი ოჯახიდან მოდის. მასწავლებლის პროფესიის არჩევა დედასთანაა დაკავშირებული, რადგან ის პროფესიით მასწავლებელია. როცა ვხედავდით როგორ ასწორებდა რვეულებს და როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს, ეს ჩვენზეც მოქმედებდა. ბავშვებისგან მაქსიმუმს მოითხოვდა, რათა რაც შეიძლება მეტი ცოდნა-განათლება მიგვეღო. დედამ ასევე ძალიან კარგად იცის სახვითი ხელოვნება და კარგადაც ხატავს.

თამარ ფეიქრიშვილი გაკვეთილზე
თამარ ფეიქრიშვილი გაკვეთილზე

- თქვენი პედაგოგიური ნათლობა სად მოხდა?

- ჩემი პედაგოგიური ნათლობა სკოლა „მოძღვარში“ მოხდა. როცა ჯერ კიდევ პატარა გოგო დამწყები პედაგოგის სტატუსით აუდიტორიაში შევედი, ცოტა დავფრთხი, რადგან მოზრდილი ასაკის გოგონებისთვის უნდა მესწავლებინა. მათი ჩემდამი დამოკიდებულება ცოტა სკეპტიკური იყო. ალბათ გარკვეული ეჭვი არსებობდა შევძლებდი თუ არა მათთვის ცოდნის ისე გადაცემას, როგორც ამას ჩემი უფროსი კოლეგები, კვალიფიციური პედაგოგები ახერხებდენენ. ჩემი აზრით, ეს შევძელი. გაკვეთილზე მაქსიმალურად ვიხარჯები და ამიტომ მოსწავლეებისგანაც ასევე მკაცრად ვთხოვ.

თამარ ფეიქრიშვილი
თამარ ფეიქრიშვილი

- სახვით ხელოვნებას როგორ ასწავლით, რაიმე თქვენეული მეთოდი თუ გაქვთ?

- თავიდან ძალიან რთული მხატვრული ხერხებით ვცდილობდი ცოდნის გადაცემას, მაგრამ მერე დავაკვირდი და მივხვდი, რომ უნდა შემეცვალა სწავლების მეთოდი. საჭირო იყო, რომ ხატვა მათთვის გასაგები ფორმით, ეტაპობრივად მესწავლებინა, რადგან ეს უფრო მომგებიანი და შედეგის მომცემი იქნებოდა. ვაკვირდებოდი თანდათან როგორ იზრდებოდნენ ისინი და ითვისებდნენ ჩემ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. რაც შეეხება ინდივიდუალურ მეთოდებს, ის ყველა პედაგოგს აქვს და არც მე ვარ გამონაკლისი.

გამოფენაზე
გამოფენაზე

- კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში რაში გამოიხატება ინდივიდუალური მეთოდი?

- პირველ გაკვეთილზე აუცილებელია, რომ ბავშვმა საგნების განაწილება, ანუ კომპოზიციის ათვისება ცარიელი სიბრტყიდან დაიწყოს. თავიდანვე არასწორმა სწავლებამ შეიძლება ბავშვი სხვა მიმართულებით წაიყვანოს. ასევე აუცილებელია, რომ მან კარგად აითვისოს ჩანახატის შესრულების კულტურა და იგრძნოს ესკიზისა და ეტიუდის როლი, რომელიც ასე მნიშვნელონია ხელოვანისთვის.

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

- ხატვის გაკვეთილების ჩატარება ალბათ გაცილებით საინტერესოა  საკლასო ოთახის მიღმა, თქვენი ყველაზე ორიგინალური გაკვეთილი გაიხსენეთ...

- საინტერესოდ ჩატარებული გაკვეთილი იყო სამხატვრო სკოლაში, სადაც უფროსი კლასის მოსწავლეებთან ერთად ექსპერიმეტალური კომპოზიცია შევქმენი. წარმოიდგინეთ, ხუთი ადამიანი ინდივიდუალური ხელწერით, სხვადასხვა რაკურსიდან ქმნიდა ერთ ნახატს, რომელიც საბოლოოდ ჯამში, იმდენად საინტერესო და შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ ეს კადრები ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება.

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

- თუმცა აქ მარტო ხატვის ხერხების ათვისებაზე არ არის საუბარი...

- დიახ, ასეთი გაკვეთილების მერე, ისინი გარე სამყაროსაც სხვა თვალით უყურებენ და აღიქვამენ. მით უმეტეს კარგია მათთვის რადგან ჩაკეტილი სივრციდან გარეთ გადიან. ამიტომ ყველაზე ნაყოფიერი ჩემი აზრით, მაინც პლენერია. რადგან მოზარდები ყველაფერს აკვირდებიან და ყველა დეტალს უფრო კარგად ითვისებენ. ასევე მნიშვნელოვანია კონკურსები, რა დროსაც ბავშვი იგებს საკუთარ შესაძლებლობებს. მისთვის დამატებითი მოტივაცია და სტიმულის მიმცემია, როცა მის ნახატებს დამთვალიერებელი და შემფასებელი ჰყავს.

თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევრები
თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევრები

- თამარ ფეიქრიშვილის მხატვრობა ალბათ მისი პედაგოგიური საქმიანობისგან ცალკე განსახილველია...

- მე ვხატავ პოპ-არტის სტილში, ანუ კომპოზიციებს ვქმნი ძველი, უსარგებლო ნივთებისგან, ესაა საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენები, რომელსაც ჩემი ნამუშევრებისთვის სულ ვაგროვებ. განსაკუთრებით მიყვარს ინსტალაციური ხელოვნება. ჩემში შთაგონება, შესაძლოა, ყველაზე უმნიშვნელო ნივთმაც კი გამოიწვიოს.

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

-სულ ახლახან ფოლკლორის ცენტრში, წარმატებით გაიმართა თქვენი და ციცი ოსიყმაშვილის ერთობლივი გამოფენა სახელად „გენეზისი“...

- დღეს პანდემია ისევ მძვინვარებს, მაგრამ ჩვენ რეგულაციები არ შეგვეხო და გამოფენის ჩატარება მოვასწარით. ორივე სახვითი ხელოვნების პედაგოგები ვართ. ეს გამოფენა მივუძღვენით მარადიულ სიცოცხლეს, დედის თემას, რაც დღეს, ისე როგორც არასდროს, აქტუალურია. მე მყავს ტყუპის ცალი ძმა, რომელიც 15 წუთით ჩემზე გვიან დაიბადა. კონკრეტული ნამუშევრების შექნის იდეა მისგან წამოვიდა. სწორედ ამ 15 წუთიანი ინტერვალის თემა „დაბადებიდან დაბადებამდე“ აისახა ჩემს ნამუშევრებში.

ციცი ოსიყმაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი გამოფენაზე
ციცი ოსიყმაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი გამოფენაზე

- ადრე რომელ გამოფენებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?

- გავიხსენებ ეკოლოგიურ თემაზე მიძღვნილ გამოფენას, რომელზეც მოვაწყვე პერფორმანსები, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესს და გარემოს დაცვის საკითხებს გამოხატავდა. იმ გამოფენის სახელი იყო „ზურგს უკან მესმის" სტერეოტიპების რღვევასა და სწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას მიეძღვნა გამოფენა„გარღვეული სივრცე", ბავშვობაზე იყო გამოფენა სახელად „დადა და ნოსტალგია". ასევე მინდა ვახსენო გამოფენა ,,გავდივარ", რომელიც მეგობრების მცირეწლოვანი დაღუპული შვილების ხსოვნას მივუძღვენი...

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

- როდესაც გაკვეთილზე შედიხართ თქვენი, როგორც მხატვრის მიზანი რა არის?

- მინდა ბავშვებში, ახალი სიტყვა და კრეატიული ხედვა გაჩნდეს, რაც თავისუფალი აზროვნებით მიიღწევა -ამისთვის საპილოტე ჯგუფი შევქმენი. იქ პატარები შერეულ ტექნიკაში შექმნილი ნამუშევრებით საინტერესო იდეებს გადმოსცემენ. ერთი მოსწავლის ყველაზე შთამბეჭდავ ნახატს ერქვა „გავთავისუფლდეთ წარსულის გადმონაშთებისგან". ეს იყო ნახატი-ინსტალაცია, კედლიდან გამოყოფილი, გათავისუფლებული ხელებით, რომელიც ამ თემას საინტერესოდ წარმოაჩენს. ხელოვნება მათ თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებაში ეხმარება და ეს კი გაცილებით მნიშვნელოვანია...

 

 

11
ხვეული თმა

მთავარია, არ გაიკეთოთ... ტრიქოლოგმა თმისთვის მავნებელი ვარცხნილობა დაასახელა

49
(განახლებულია 13:36 19.04.2021)
სპეციალისტის განმარტებით, თმების ჯანმრთელობას საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს მოცულობის გასაზრდელად საჭირო პოპულარული მანიპულაცია

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თმებთან დაკავშირებით პრობლემის ორი ძირითადი კატეგორია არსებობს — ეს არის თმის ძლიერი ცვენა და სტრუქტურის დაზიანება, განაცხადა რადიო Sputnik–თან ინტერვიუში ცნობილმა ტრიქოლოგმა გეორგ აბრამოვმა.

მისი თქმით, თმების მდგომარეობის გაუარესება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც შინაგანი (ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობა), ისე გარეგანი მიზეზებით — ანუ თმებთან დაკავშირებული მანიპულაციებით.

სპეციალისტის განმარტებით, თმების ჯანმრთელობას საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ზოგი მანიპულაცია, მაგალითად, ბუფანტი, ანუ „ნაჩოსი“, რა დროსაც თმა ზრდის საწინააღმდეგოდ ივარცხნება მისთვის მოცულობის მისაცემად.

„რა ხდება ამ დროს: ჩვენ ვარღვევთ კუტიკულას, ანუ თმის დამცავ გარე ფენას, რომელიც ძირიდან წვერისკენაა მიმართული და თევზის ქერცლს ჰგავს... ეს მავნებელია. თავად ვარცხნილობა აბსოლუტურად უმნიშვნელოა თმების ჯანმრთელობისთვის. მთავარია, „ნაჩოსი“ არ გაიკეთოთ“, — აღნიშნა ექიმმა.

ტრიქოლოგის თქმით, ვარცხნილობის გარდა, თმების ჯანმრთელობაზე არც მისი სიგრძე არ ახდენს არანაირგავლენას.

„ზოგჯერ ქალები, როდესაც ცვენა ეწყებათ, თმებს იმოკლებენ, ვინაიდან ფიქრობენ, რომ მათი სიმძიმე ხელს უწყობს ცვენას. მაგრამ ეს შეცდომაა: თმის სიგრძე არანაირ გავლენას არ ახდენს მის ჯანმრთელობაზე“, — ამბობს სპეციალისტი.

გარდა ამისა, ექიმი გვირჩევს, ყურადღება გავამახვილოთ, თუ რა სიგანისაა თმის გამყოფი ხაზი (пробор) და ასევე დავაკვირდეთ, რამდენად ხშირად გვჭირდება თმის დაბანა.

როგორც ირკვევა, სწორედ გამყოფი ხაზის სიფართოვე მიანიშნებს თმის ცვენის საფრთხეებზე. აბრამოვის თქმით, რამდენადაც ფართოა ეს ხაზი, მით მეტია ცვენის რისკი.

რაც შეეხება დაბანის სიხშირეს, ექიმი ამბობს, რომ ეს თმის ცხიმიანობის დონითაა განპირობებული, რაც შეიძლება ორგანიზმში მამაკაცის ჰორმონების სიჭარბეზე მიანიშნებდეს.

ჩვეულებრივი სასმელი გამელოტების წინააღმდეგ: როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა>>

„ზოგს ჰგონია, რომ თუ თმა სწრაფად უცხიმინადება, საჭიროა თავი საამისოდ განკუთვნილი შამპუნით დაიბანოს. ესეც შეცდომაა: თუ თავს ყოველდღე ან დღეგამოშვებით დაიბანთ ცხიმიანი თმის შამპუნით და კანს ძლიერ გამოაშრობთ, ამით კიდევ უფრო გააძლიერებთ ცხიმოვანი ჯირკვლის მუშაობას. ანუ, რაც უფრო ხშირად იბანთ თავს, მით უფრო ნეიტრალური უნდა იყოს შამპუნი“, — განმარტა სპეციალისტმა.

 

49
თემები:
ექიმი გირჩევთ
გელათი

სააგენტო გელათის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ობიექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0
(განახლებულია 15:11 19.04.2021)
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტების შენახვისას გულგრილობაში დაადანაშაულეს

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი არტეფაქტების მუზეუმში გადატანა დაფინანსების უქონლობის გამო ვერ მოხერხდა.

გუშინ რამდენიმე მედია–საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა  სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ისტორიული ობიექტები სათანადო წესით არ შეინახეს. ჟურნალისტების განმარტებით, გელათის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტების მუზეუმში გადასატანად სახსრები ვერ გამოინახა და მათ ბრეზენტი გადააფარეს. 

წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარედ ჩატარებული გათხრებისას ანტიკური ხანის, ადრეული შუასაუკუნეების, დავით აღმაშენებლის ეპოქისა და გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურული ნაგებობები და არტეფაქტები დაფიქსირდა.  ეს არის ახალი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეების  დროინდელი ქვევრსამარხი, ადრეული შუასაუკუნეების (დაახლ: IX-X ს.ს.) მოზრდილი ქვებითა და დუღაბით ნაშენი დიდი ზომის სწორკუთხა ნაგებობა, რომელიც დავით აღმაშენებლის ეპოქაში სამეურნეო დანიშნულებით გადაკეთდა და განახლდა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა სათანადო წესით ობიექტების კონსერვაცია უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

 „პროცესი მოცემული ობიექტის შენარჩუნებისა და შემდგომი შესწავლის მიზნით განხორციელდა. კერძოდ, გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ჩრდილოეთით 2019 წელს არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების სამეცნიერო შესწავლასთან ერთად, ნაგებობები აღირიცხა და ფოტოგრაფიულად დაფიქსირდა. აღმოჩენილი არტეფაქტები და კერამიკული მასალა კი ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის სამუზეუმო ფონდებში 2019 წელსვე განთავსდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ნაგებობები, დროებით ქვიშისა და მიწის ფენით, საერთაშორისოდ მიღებული საკონსერვაციო მეთოდოლოგიით რეკულტივირდა. ამასთან, სააგენტოს განმარტებით, ამავდროულად, განათხარი არეალი ჰიდროლოგიურად გარკვეულ რისკს უქმნიდა წმინდა

0
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები