დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 მარტი

ფშავი - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 27 მარტია, შაბათი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დღეს დომინანტური ორი მომენტი იქნება: სწრაფვა დამოუკიდებლობისადმი და სწრაფვა სამართლიანობისადმი. თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში სულ მცირე, „მიკროსკოპული“ პრობლემაც კი შენიშნეთ, სჯობს, ერთი დღით დაისვენოთ ერთმანეთისგან და თუ მაინც მოგიწიათ შეხვედრა, მწვავე საკითხებს ყველანაირად მოერიდეთ. ეს დღე ადამიანებს კამათისა და კონფლიქტებისკენ უბიძგებს. ასევეა სამუშაო საკითხებშიც – მძაფრდება სამართლიანობის გრძნობა, სწრაფვა დამოუკიდებლობისა და თვითნებობისკენ, ეს კი საპასუხისმგებლო საქმიანობისთვის ხელის შემშლელია.

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები>>

ვერძი: დღეს რისკავთ, რომ სხვადასხვა სახის კონფლიქტში აღმოჩნდეთ ჩართული. ამის მიზეზი არა გარშემომყოფების აგრესიულობა იქნება, როგორც თქვენ დაინახავთ ამას, არამედ საკუთარი კრიტიკულობა და თითოეულ წვრილმანზე გამოკიდება. ძალიან გაგიჭირდებათ სხვისი მოსაზრებების გათვალისწინება და კიდევ უფრო იმასთან შეგუება, რომ გარშემომყოფებს თქვენი მოსაზრება მაინცდამაინც არ აინტერესებთ. ასე რომ, დღეს ყველა თავის მოსაზრებაზე დარჩება.

ქალები სიცილის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
ყველაზე კარგი სიდედრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ანუ სიძეების საუკეთესო „ადვოკატები“

კურო: ეს ის დღეა, როდესაც ძალზე მაღალია კონფლიქტში ჩაბმის რისკი, რაც, თუ ეს მოხდა, უარყოფითად აისახება თქვენს მდგომარეობაზე საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები კატეგორიულად გირჩევენ, მოერიდოთ ნებისმიერი სახის ურთიერთობებში საქმის გარჩევებს, მით უმეტეს – პირდაპირ დაპირისპირებებსა და ჩხუბს. საქმე ისაა, რომ გარშემომყოფები თქვენს პროვოცირებას არაერთხელ შეეცდებიან. ეცადეთ, ამას ყურადღება არ მიაქციოთ, სხვა შემტხვევაში, საკუთარი რეპუტაციის აღდგენა სულ „ნაწილ–ნაწილ“ მოგიწევთ.

ტყუპი: დღეს საკმარისია ერთი უხერხული შენიშვნაც კი და თქვენი თვალებიდან „მრისხანების ნაპერწკლები“ გადმოცვივა. განსაკუთრებით, თუ ეს შენიშვნა თქვენი ცხოვრების წესსა და ჩვევებს ეხება. უფრო იოლად გადაიტანთ კოლეგების კრიტიკას პროფესიული თვისებების კუთხით, ვიდრე თუნდაც უბრალო ხუმრობას ოჯახში თქვენს ურთიერთობებზე. ამასთან, განსაკუთრებით მწვავე იქნება თქვენი რეაქცია ახლობელი ადამიანების შენიშვნებზე. ფრთხილად! ეს ჩხუბი, შესაძლოა, ურთიერთობებში შესამჩნევი ბზარით დასრულდეს.

კირჩხიბი: თქვენს თავში დღეს, რომ იტყვიან, გზადაგზა, არაერთი პერსპექტიული იდეა შეიძლება გაჩნდეს, ამავდროულად, ეს იდეები საკმაოდ მკაფიო და ჩამოყალიბებული იქნება, თითქოს მანამდე ისინი კარგად მოიფიქრეთ. არ არის საჭირო, მათი განხორციელება დაუყოვნებლივ დაიწყოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ. რაც შეეხება დანარჩენს, აჯობებს, თუ ხელმძღვანელობას დღეს ნაკლებად დაენახვებით და ამით კრიტიკის ნაკლებ საფუძველს მისცემთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2018
ზოდიაქო: მამაკაცის ხიბლის 12 ელფერი

ლომი: დღეს თქვენთვის პირველ ადგილზე ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხი იდგება. მაგრამ ხელფასის მომატების საკითხის დაყენება დღეს არ ღირს – ეს შეიძლება მაღალ ტონებში ლაპარაკითა და კიდევ უფრო უარესი შედეგით დასრულდეს. სჯობს, ამ პრობლემაზე თქვენი ძალებით იზრუნოთ, მაგალითად, იფიქროთ კრედიტის აღებაზე ან ახალი სამუშაოს მოებნა დაიწყოთ. ხელფასის მომატების თხოვნა სხვა დროისთვის გადადეთ.

ქალწული: დღეს თქვენში ხელმძღვანელობის სურვილი გაიღვიძებს. სამწუხაროა, მაგრამ იმაში, რომ ეს სამართლიანი იქნება, გარშემომყოფების დარწმუნებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ. ამის გამო მთელი დღე გაღიზიანებული იქნებით. თუ გინდათ, რომ გაღიზიანების „ნაპერწკლებიდან“ ცეცხლი არ გაღვივდეს, მიხედეთ საკუთარ საქმეებს და საკუთარი მოსაზრებები თქვენთვის შეინახეთ.

სასწორი: იგრძნობთ, რომ ძალა არ შეგწევთ, მიმდინარე მოვლენებზე ზეგავლენა მოახდინოთ და მით უმეტეს, რამე შეცვალოთ და საჭირო მიმართულება მისცეთ. სჯობს, ამისთვის წნასწარ განეწყოთ, რომ მერე მთელი დღე უკმაყოფილო და გაღიზიანებული არ იყოთ. სხვებს კი ასტროლოგები ურჩევენ, დღეს საერთოდ არ „შეეხონ“ სასწორებს – აზრი არა აქვს, შედეგი მაინც არ იქნება.

აფეთქებული ვარსკვლავი კოსმოსში - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2018
ზოდიაქოს ყველაზე ბედნიერი ნიშნები

მორიელი: დღეს ყველაზე მთავარი, რაც შეგაწუხებთ, ეს სამართლიანობის ძიებაა. არაა საჭირო, რომ მთელი სამყაროს სამართლიანობის ძებნას შეუდგეთ. უფრო სავარაუდოა, რომ გარშემომყოფების თქვენდამი დამოკიდებულებაზე იქნება აქცენტი გაკეთებული. აქ საქმე თავმყოვარეობაზეც არაა. უბრალოდ, სამართლიანობა გინდა და მორჩა! სხვა საკითხია, თუ რას „უზამთ“ ამ სამართლიანობას, როცა მას მიაგნებთ?

მშვილდოსანი: დღეს თქვენი ფიქრები და გეგმები საოცარი სიცხადით იქნება გამორჩეული. კარგი იქნება, თუ დროს რამე კონკრეტული საკითხებისა და პრობლემების გადაწყვეტას დაუთმობთ, განსაკუთრებით, თუ ეს საკითხები მომწიფდა. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სხვის იმედზე ყოფნა არ ღირს, ამიტომ მხოლოდ იმ საქმეებს უნდა შეეჭიდოთ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

თხის რქა: დღეს თვალნათლივ ხედავთ, რა გსურთ და როგორ მიაღწიოთ მას – უპირატესობას მარტივ და ბუნებრივ გზებს ანიჭებთ. გეგმების გამჭვირვალობასთან შერწყმული მიზნების ასეთი სიცხადე, რა თქმა უნდა, ძალზე შთამბეჭდავად გამოიყურება. მაგრამ პირდაპირი გზა ყოველთვის არაა ყველაზე მოკლე. თუ გინდათ, თავი აარიდოთ ხარვეზებსა და გაუგებრობებს, სჯობს, „შემოვლითი“ გზებიც მოძებნოთ იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ „რქებით გაიტანოთ“ დაბრკოლებები.

შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ

მერწყული: დღეს ვერანაირად ვერ შეეგუებით იმას, რომ ვინმე ჩაერიოს თქვენს საქმეებსა და გეგმებში. ნებისმიერი მცდელობა, რომ ვინმე შეგეწინააღმდეგოთ ან ზეწოლას ეცადოს თქვენზე, უდიდეს განრისხებას გამოიწვევს. ზოგადად, დღეს თქვენთვის გუნდში მუშაობა არარეკომენდებულია. სჯობს, იმ საქმეებს მიხედოთ, სადაც თქვენ ხართ გადამწყვეტი და ყველაფერი თქვენ ხელშია.

თევზები: დღეს სურვილი გაქვთ, რომ ყველაფერში გარკვეულობა და სიცხადე დაინახოთ. ნებისმიერი ორაზროვნება და არაკონკრეტულობა უსიამოვნო გრძნობებს აღძრავს თქვენში. ნებისმიერ საკითხში გინდათ საბოლოო გარკვევა, ყველა პუნქტის განსაზღვრა. სამწუხაროა, რომ ეს ყოველთვის არაა შესაძლებელი. ხანდახან ისეც ხდება, რომ დაუმთავრებელი წინადადება ან მოქმედება უფრო ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე ბოლომდე ნათქვამი.

ყველა ახალი ამბავი
0