დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 თებერვალი

© Sputnik / Viktor Kaminskyთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 22 თებერვალია, ორშაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

დიდი ალბათობით, წინასწარ დაგეგმილ გრაფიკს ვერ მიჰყვებით – რუტინული საქმიანობს განწყობა არ არის. ჩვეული საქმეები გართულდება, მოდუნების ფონზე მოულოდნელი სურვილები და გატაცებები შეიძლება გაჩნდეს. ასეთ მისწრაფებებს თქვენს ცხოვრებაში სიახლის ელემენტების შემოტანა შეუძლია, თუმცა ეცადეთ ფარგლებს ძალიან არ გასცდეთ. მოერიდეთ მკვეთრ ნაბიჯებსა და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

„უფულობის სენი" ზოდიაქოს ნიშნებში>>

ვერძი: დღის უდიდესი ნაწილი თქვენი საქმიანი აქტიურობა თითქმის ნულის ტოლი იქნება, სამაგიეროდ, დიდი სიამოვნებით გაატარებთ დროს ახლობლებთან, შესაძლოა, მეგობრული შეხვედრის ინიციატორიც იყოთ. აქტიური დასვენების პერსპექტივამ კი შეიძლება საშინელ განწყობაზე დაგაყენოთ. დღეს ყველაზე მეტად გსურთ დასვენება, სიმყუდროვე და კომფორტი.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2017
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

კურო: როგორც არ უნდა მოინდომოთ მოდუნება და დასვენება, ამის შესაძლებლობას სიტუაცია არ მოგცემთ. მოვლენები თქვენს აქტიურ მონაწილეობას მოითხოვს და გაიძულებთ, „არაფრის კეთების ნეტარების“ მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ. სხვა რა დაგრჩენიათ, მოგიწევთ ამ თავსმოხვეულ რიტმზე აყოლა, მაგრამ არ ინანებთ: მოგეცემათ საინტერესო შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ მოვლენების სრულუფლებიანი მონაწილე იქნებით.

ტყუპი: დღეს მოულოდნელი მოგება შეიძლება მიიღოთ, რომელიც საერთოდ არ გქონდათ გათვლილი, ან აღმოაჩინოთ ფულის გამომუავების უჩვეულო ხერხი. ასევე არაა გამორიცხული, დიდი თანხის დახარჯვის სურვილი გაგიჩნდეთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ,თქვენს ფინანსურ სფეროზე შეიძლება იმოქმედოსბედის სიურპრიზებმა ან თქვენმა განწყობის ცვლამ. სხვათა შორის, ეს მხოლოდ ფინანსებზე კი არა, ცხოვრების სხვა სფეროებზეც აისახება – სახლის საქმეებიდან დაწყებული, სიყვარულით დამთავრებული. ასე რომ, დღეს მოულოდნელობებისთვის სერიოზულად უნდა მოემზადოთ.

კირჩხიბი: დღეს თქვენი განწყობით ნებისმიერს გამოიყვანთ წყობილებიდან. მთელი დღე გექნებათ რაღაც შფოთვის შეგრძნება, რომელიც ხანდახან გარშემომყოფებზე გაღიზიანებების აფეთქებით „გადმოიღვრება“. ამ შფოთვის გრძნობამ შეიძლება გიბიძგოთ ასევე სხვა მოულოდნელი საქციელისკენ, მათ შორის, რომანტიკული თვალსაზრისით. მოკლედ, დღეს ერთ ადგილზე ვერ მოისვენებთ, როგორც არ უნდა უმტკიცებდეთ საკუთარ თავსა და ირგვლივ მყოფებს, რომ ყველაფერი პირიქითაა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2018
ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა

ლომი: დღეს დინებას უნდა მიჰყვეთ და ნება მისცეთ ცხოვრებასა და გარშემომყოფებს, არჩევანი თქვენ მაგივრად გააკეთონ. თუმცა, ზოგიერთმა მოვლენამ შეიძლება გაგაკვირვოთ, იმდენად არ ჩაჯდება ის თვქნეს ყოველდღიურ ყოფაში. ამას გარდა, დამკვირვებლის როლში ბევრ რამეს სხვა კუთხით შეხედავთ და დაინახავთ ბედისწერის მინიშნებებს იქ, სადაც ადრე მშვიდად ჩაუვლიდით გვერდს.

ქალწული: დღეს ბედი მოულოდნელად შეიძლება შემოტრიალდეს და თქვენ წინაშე ახალი ჰორიზონტები გახსნას. ამ „შემოტრიალებაში“ რომ ჩაეწეროთ, თქვენგან, შესაძლოა, გადაწყვეტილებების უსწრაფესი მიღება გახდეს საჭირო, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ვარსკვლავები გირჩევენ, არ ამოვარდეთ რეალობიდან და მოვლენებს თვალყური ადევნოთ. სჯობს, თავად გადაწყვიტოთ, გამოიყენოთ თუ არა შანსი, ვიდრე შემდეგ თავს უსაყვედუროთ, რომ ეს შესაძლებლობა ვერც კი შეამჩინეთ.

სასწორი: დღეს მოგეცემათ საშუალება, რომ თვითორგანიზაციისა და დისციპლინის საოცრებები წარმოადგინოთ იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად იქნება მცდელობა, რომ ყურადღება სხვა რამეებზე გადაიტანოთ. ხართ მტკიცე და მიზანსწრაფული, რომ ნებისმიერი საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. რაც შეეხება გარშემომყოფებს, მათი მცდელობა, რომ თქვენი ყურადღება სხვა რამეზე მიაპყრონ, უშედეგოდ ჩაივლის და თუ შეძლებენ ამას, ფრთხილად უნდა იყვნენ – თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა შესაძლოა, ძვირი დაუჯდეთ.

სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2019
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი

მორიელი: დღეს გექნებათ შანსი, რომ რომელიმე ადამიანზე თქვენი მოსაზრება შეცვალოთ. ისიც კი შეიძლება, რომ ეს ადამიანი თქვენ თვითონ აღმოჩნდეთ. ირგვლივ მყოფი ადამიანებიდან ვინმემ შეიძლება სრულიად უჩვეულო საქციელით გაგაკვირვოთ: „უღიმღამო“ არსება „ვამპირად“ გადაიქცეს, უძუნწესი ხელგაშლილი გახდეს, ვისგანაც საერთოდ არ ელოდებით, ჭკვიანური აზრი წამოაყენოს... გამონაკლისი არც თქვენ იქნებით – გარშემომყოფებს საკუთარი მრავალმხრივი ნატურის ახალი გამოვლინებებით გააკვირვებთ.

მშვილდოსანი: დილით რომ გაიღვიძებთ, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი ცვლილება შეიძლება მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. ეს დღე მრავალ სიურპრიზს გიმზადებთ: მოვლენები განვითარდება სრულიად მოულოდნელად, არა ისე, როგორც ვარაუდობდით. ეს გაიძულებთ, რომ გადაწყვეტილებები „გზადაგზა“ მიიღოთ. მოულოდნელი ცნობა, საქმეები, ახალი ნაცნობობა – ნებისმიერ მოვლენას შეუძლია თქვენს ბედზე ზეგავლენის მოხდენა. ეს უნდა გახსოვდეთ, რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ.

თხის რქა: ნამდვილად ღირს, რომ საკუთარ ინტუიციას მოუსმინოთ – ის სწრაფად ცვლად გარემოში ორიენტირებაში დაგეხმარებათ. საინტერესო და მრავალფეროვანი დღე გელოდებათ, ხოლო ბედის საჩუქრები არაპროგნოზირებადი იქნება. დღე რომ მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოთ, ამაში პოზიტიური განწყობა, ცნობისმოყვარეობა და მცირეოდენი ავანტიურული სული დაგეხმარებათ, და ეს რომანტიკულ სფეროსაც ეხება. არაა გამორიცხული, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს გულს ააძგერებს.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2018
პროფესია – ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

მერწყული: დღეს იუმორთან მწყრალად იქნებით, ეს გრძნობა დაგაღალატებთ, განსაკუთრებით, თუ ეს თქვენ მიმართ არის ნათქვამი. მთელი დღის განმავლობაში შეიძლება დაგიგროვდეთ გაღიზიანება, რომელსაც დიდი სიამოვნებით გადმოანთხევთ ნებისმიერზე, რომელიც გახუმრებას და რამეზე შეწინააღმდეგებას გაბედავს. გარშემომყოფებისა და საკუთარი თავის პროვოცირება რომ არ მოახდინოთ, კარგი იქნება, თუ მთელი თავით გადაეშვებით საქმიანობაში – სერიოზულობა მხოლოდ წაგადგებათ.

თევზები: დღეს გექნებათ შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ვინმეზე გაიმარჯვოთ და თან – არაერთხელ. თუნდაც თქვენს გეგმებში არ შედიოდეს საკუთარი უპირატესობების დამტკიცება, საკუთარი თავის მომგებიანად წარმოჩენის შესაძლებლობას თვითონ სიტუაცია მოგცემთ. ეს შეიძლება ეხებოდეს სამუშაოს, სწავლას, მეგობრობას, რომანტიკულ ურთიერთობებს – ნებისმიერ სფეროს.

ყველა ახალი ამბავი
0