თბილისი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 თებერვალი

3135
(განახლებულია 13:37 20.02.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 20 თებერვალია, შაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დღევანდელი დღე კარგია შრომისა და კარიერაზე ზრუნვისთვის. მოიმატებს შრომისუნარიანობა, დამოუკიდებლობა და მოთმინების უნარი. რაც შეეხება კოლეგებთან ურთიერთობებს, აქ არცთუ სასიამოვნო მომენტებია მოსალოდნელი. სიყვარულის კუთხით კარგი დღეა ნაზი, მგრძნობიარე და სერიოზული ურთიერთობებისთვის, მაგრამ არა მსუბუქი ფლირტისა და წამიერი ნაცნობობისთვის.

ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული>>

ვერძი: დღეს ცნობისმოყვარეობა დაგძლევთ და სურვილი, რომ სხვისი საიდუმლოებები გაიგოთ. თუ ჩვეულებრივ დღეებში არც ისე გაღელვებთ, რას მალავენ გარშემომყოფები, დღეს კი დიდ ძალისხმევასაც არ დაიშურებთ, რომ გაიგოთ, ვინ რას მალავს. სხვისი საიდუმლოს დევნაში სიტუაცია, შესაძლოა, ისეც განვითარდეს, რომ უნებლიეთ საკუთარი საიდუმლოც გათქვათ. ეს რომ არ მოხდეს, დააჭირეთ ენას კბილი და მოერიდეთ ჭორიკანა ადამიანებს.

კურო: დღეს იძულებული იქნებით, საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე დაფიქრდეთ და ისინი წესრიგში მოიყვანოთ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პრობლემები გელოდებათ ფულთან დაკავშირებით, უბრალოდ, სიტუაცია მოითხოვს, რომ საკითხს ყურადღება მიაქციოთ. კარგი დღეა იმისთვის, რომ გაერკევთ პირად ბიუჯეტში, დაითვალოთ მოგება, შეადგინოთ უახლოესი კვირების ან დღეების ბიზნეს–გეგმა... ამ რჩევას თუ გაითვალისწინებთ, ბევრს მოიგებთ.

ტყუპი: დღეს იმდენად შრომისუნარიანი ხართ, რომ თვითონაც გაგიკვირდებათ, რომ არაფერო ვთქვათ კოლეგებსა და ახლობლებზე. ნებისმიერი პრობლემის არსს ჩაწვდებით და მოახერხებთ მასზე კონცენტრირებას, რითიც მის გადასაჭრელად „უნივერსალური გასაღების“ მორგებას შეძლებთ. სამეცნიერო სფერო, სწავლა, ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ყურადღებასა და მოთმინებას საჭიროებს, დღეს თქვენთვის გაიოლებული იქნება. მაგრამ განწყობა კი ხანდახან გიღალატებთ – გაღიზიანდებით ხშირად და ამასთან საბაბის გარეშეც.

კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, გარშემომყოფების მხრიდან ზედმეტ ყურადღებას მოერიდოთ. არ არის საუკეთესო დღე იმისთვის, რომ თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ. თუ საქმე მოიცდის, სჯობს, დაელოდოთ. სამაგიეროდ, დღე იდეალურია იმისთვის, რომ მომავალ წარმატებას საფუძველი შეუქმნათ. იმუშავეთ სათანადოდ საკუთარ პროექტზე, მოამზადეთ საჭირო მასალები, მოიფიქრეთ არგუმენტები და როცა ამის დრო დადგება, მოექცევით ყურადღების ცენტრში და ყველას გაოცებას შეძლებთ.

ლომი: დღეს არის შანსი, რომ შეეჯახოთ ისეთ იშვიათ და საინტერესო მოვლენას, როგორიცაა დეჟავუ. თქვენი შინაგანი სამყარო, ფანტაზიები, მოგონებები და ოცნებები რეალობას გადაეჯაჭვება და საზღვრებს წაშლის. არ გაგიკვირდეთ, თუ შეხვდებით ადამიანს წარსულიდან, ან მას, ვინც ამ ადამიანს ძალიან ჰგავს. ან სრულიად უცნობ ადგილზე ნაცნობ მონახაზებს შეამჩნევთ. მხოლოდ რეალობა არ ახდენს გავლენას ჩვენს შინაგან სამყაროზე, არამედ პირიქითაც ხდება.

ქალწული: დღეს მუშაობაზე ყურადღების კონცენტრირება უპრიანია, მაგრამ ამის გაკეთება არც ისე ადვილი იქნება. დღე თქვენგან სწორედ უამრავ საქმესთან გამკლავებას მოითხოვს. ამის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ გარშემომყოფები ერთმანეთის მიყოფებით გამოგიყვანენ მწყობრიდან და კონცენტრირებაში ხელს შეგიშლიან. იმის გასაკეთებლად, რაც დაგეგმეთ, გარკვეული პერიოდით უნდა მოცილდეთ ხმაურსა და ორომტრიალს. მოძებნეთ წყნარი ადგილი, ჩაკეთეთ კარი და ასე მთების გადადგმას შეძლებთ.

სასწორი: დღეს გულწრფელი ურთიერთობებისკენ გექნებათ სწრაფვა. ჩვეულებრივმა ზედაპირულმა საუბრებმა შეიძლება გაგაღიზიანოთ და დაპირისპირებაც კი გამოიწვიოს, თუმცა, თუ ადამიანის უკეთ გაცნობა გსურთ, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს სხვა დროისთვის არ გადადოთ. და მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის ეს ადამიანი – მის მიმართ რომანტიკული გრძნობები გაქვთ, კოლეგაა თუ პარტნიორი. ისაუბრეთ მასთან გულთადად, გაიგეთ, რას ფიქრობს ის და რისკენ ისწრაფვის. ეს შეიძლება პირველი ნაბიჯი გახდეს თქვენი მომავალი ურთიერთობებისა.

მორიელი: შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველანაირად ცდილობთ კონფლიქტებისთვის თავის არიდებას, მაგრამ კონფლიქტები თვითონ პოულობენ თქვენკენ მომავალ გზას. დაპირისპირებები, წყენა ცარიელ ადგილზე – ეს ყველაფერი მოსალოდნელია იქ, სადაც გამოჩნდებით. სინამდვილეში გაუგებრობების თავი და თავი თვითონ თქვენ ხართ: ჭარბი ემოციებით სავსე „კასრისთვის“ საკმარისია ნაპერწკალი, რომ დიდი ცეცხლი გაჩნდეს. თუ არ გინდათ, დღე კამათში გაატაროთ, არ აჰყვეთ გარშემომყოფების მცირე პროვოკაციებს.

მშვილდოსანი: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს არანაირი გრანდიოზული ამოცანა არ დაისახოთ. ეს ის დღეა, როდესაც არავის არაფერი არ უნდა დაუმტკიცოთ – არც საკუთარ თავსა და არც სხვებს. რაღაც საქმეები უკვე გაკეთებული გაქვთ, რაღაცები კიდევ მოითმენს. დღეს აჯობებს, თუ დროებით დაისვენებთ, მოდუნდებით. და თუ მაინც ვერ ისვენებთ, ისეთ საქმეებს მიხედეთ, რომლებიც დიდ სულიერ ენერგიას არ წაგართმევთ.

თხის რქა: დღეს თქვენი კონტაქტები გარშემომყოფებთან მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. და ამაში დამნაშავე, პირველ რიგში, თავად თქვენ იქნებით – ადამიანებთან ურთიერთობები ჩვეულებრივზე მეტად გაგიჭირდებათ. თავს თუ აიძულებთ და მაინც შეეცდებით კონტაქტს, ამისგან მაინც არაფერი გამოვა: თქვენმა გაღიზიანებამ ჩხუბის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, დღეს აჯობებს, თუ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გექნებათ და გააკეთებთ მხოლოდ იმ საქმეს, რომელსაც მარტოც გაართმევთ თავს.

მერწყული: ეს ის დღეა, როცა მთელი სისავსით გააცნობიერებთ გამოთქმას „ცხოვრება თეატრია“ და ამ სპექტაკლში მთავარ როოლს თქვენ ითამაშებთ. შეგრძნება, რომ სცენაზე დგახართ პროჟექტორების განათების ქვეშ, მთელი დღე არ მიგატოვებთ და ეს გაიძულებთ. შესაბამისად, ანუ დემოსტრაციულად მოიქცეთ. უფრო მეტიც, შეგიძლიათ ტრაგიკული როლი მოირგოთ და ირგვლივ მყოფებს გააგებინოთ, როგორ არ გაფასებენ და ვერ გიგებენ. ტრაგედია რომ კომედიად არ გადაიქცეს, ზედმეტი არ მოგივიდეთ და არ „გადაამლაშოთ“.

თევზები: ვარსკვლავები წყნარ, მშვიდ დღეს გპირდებიან, რომელიც სჯობს, სახლში გაატაროთ, შეგიძლიათ სამომავლო გეგმების დაწყობაც. დაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ სახლი, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეთ და ეს აზრების დალაგებაშიც დაგეხმარებათ. არ გაწყენთ ბოლო პერიოდში გაკეთებულს თუ შეაჯამებთ და შემდეგ ახალ გეგმებს დააწყობთ. ახლობლებთან დაპირისპირებას კი ყველანაირად უნდა მოერიდოთ – პატარა წყენასაც კი მძიმე ჩხუბის გამოწვევა შეუძლია.

3135
ნეგატივი და პოზიტივი

ცაცია ხართ თუ „მემარჯვენე?“ - ფსიქოლოგიური და ენერგეტიკული დახასიათება

44
(განახლებულია 17:00 26.02.2021)
ისტორიიდან ცნობილია, რომ წარსულში ადამიანებს ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მეტად ჰქონდათ განვითარებული და პრაქტიკულად ყველა ცაცია იყო

მარჯვენა ნახევარსფეროთი აზროვნება უფრო მეტად ინსტიქტებზე იყო დამყარებული და ადამიანებმა სწორედ ამის წყალობით მოახერხეს გადარჩენა. მოგვიანებთ ადამიანმა ორივე ხელის თანაბრად გამოყენება დაიწყო, მერე კი მარჯვენა მტევანი უფრო მეტად განუვითარდა.

ფიზიკური განსხვავება

გარდა იმისა, რომ ცაციებსა და „მემარჯვენეებს“ შორის ხილული ფიზიკური განსხვავება არსებობს, არის კიდევ ერთი, რაც ყველამ არ იცის:ეს განსხვავებული ბიოქიმიური შემადგენლობაა.

ირკვევა, რომ „მემარჯვენეების“ ორგანიზმში რკინის შემცველობა ჭარბობს, ხოლო ცაციებისაში — თუთიისა. ასეთი ბიოქიმიური შემადგენლობა ადამიანის გონებრივ მონაცემებზე გარკვეულ გავლენას ახდენს. ანუ, ცაციებს უფრო შემოქმედებითი აზროვნება აქვთ განვითარებული, ხოლო „მემარჯვენეებს“ — ლოგიკური.

ფსიქოლოგიური განსხვავება

ცაციები, როგორც წესი, უფრო ემოციურები არიან და დიდწილად საკუთარ გრძნობებსა და განცდებზე გახლავან დამოკიდებულები. ასეთებს კარგი კავშირი აქვთ საკუთარ ქვეცნობიერთან, რაც ინტუიციისა და ექსტრასენსორული თვისებების განვითარებას უწყობს ხელს. ხოლო შემოქმედებითი აზროვნება ცაციებს შექმნილი ვითარებიდან არასტანდარტული გამოსავლის მოძებნაში ეხმარება.

„მემარჯვენე“ ადამიანები უფრო მეტად ლოგიკურები და რაციონალურები არიან. მათ არაჩვეულებრივად გამოსდით საკუთარი ემოციების კონტროლი და წინასწარ მოხაზული სქემით მოქმედება.

ენერგეტიკული განსხვავება

იმის გამო, რომ ცაციები ზედმეტად მგრძნობიარეები და, ცოტა არ იყოს, ფხუკიანებიც არიან, უფრო მეტად ექცევიან უარყოფითი ენერგეტიკული ზემოქმედების ქვეშ. ისინი ძალიან მიმნდობები ბრძანდებიან და მზად არიან, ყველას გაუზიარონ საკუთარი სიკეთე. სწორედ ამიტომაც ეტანებიან ცაციებს ენერგეტიკული ვამპირებიცა და უბრალოდ ცუდი ხალხიც, რომლებსაც სხვების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება უყვართ. ჯადოს არსებობისა რომ გვჯეროდეს, გეტყოდით, რომ ასეთი ადამიანებისთვის ჯადოს გაკეთებას ბავშვიც კი მოახერხებდა.

  • კამათი იმის თაობაზე, რომელი ხელია მთავარი და ვინ არის უკეთესი — ცაცია თუ „მემარჯვენე“, უსასრულოდ შეიძლება. ჩვენ კი ერთს გეტყვით: სინამდვილეში, თუ ადამიანი მოისურვებს, თავისუფლად შეუძლია განივითაროს პასიური ხელი და ორივე მტევანი თანაბრად გამოიყენოს. ასეთებს ენერგეტიკაც უფრო უმძლავრდებათ და ექსტრასენსორული უნარ–თვისებებიც. გარდა ამისა, ეს გონებრივი აქტივობისთვისაც კარგია.

არსებობს სულიერი, ენერგეტიკული და ინტელექტუალური განვითარების მრავალი მეთოდიკა, რომელთა თანახმადაც ხელის შეცვლა, ანუ პასიური ხელის გააქტიურება, ძალიან, ძალიან სასარგებლოა.

დარგის სპეციალისტების თქმით, გამორიცხული არ არის, რომ თუ „მემარჯვენე“ მარცხენა ხელით დაიწყებს ჩანგლისა თუ კოვზის გამოყენებას, მეექვსე გრძნობასაც კი გაიაქტიურებს.

44
თემები:
იცით თუ არა, რომ...
ჩვილი ბავშვი საფენში

შეიძლება თუ არა ჩვილის მუცელზე დაძინება? ევგენი კომაროვსკის პასუხი მშობლებს

46
(განახლებულია 16:29 26.02.2021)
მსოფლიოს ყველა ქვეყნის პედიატრიულ ასოციაციებს აქვთ მკაფიო პოზიცია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის მუცელზე ძილი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის  რისკს

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ჩვილი ბავშვების მუცელზე დაძინება რეკომენდებიული არ არის, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.

ბავშვთა ცნობილ ექიმს ერთ–ერთმა მშობელმა ასეთი შეკითხვა დაუსვა: „თქვენ არ აძლევთ მშობლებს ბავშვების მუცელზე დაძინების რეკომენდაციას. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ მას ასეთ მდგომარეობაში უკეთ სძინავს? ბევრჯერ ვცადე, რომ პოზა შემეცვლევინებინა, მაგრამ ის მაინც ისე წვება, როგორც მოსწონს, ანუ მუცელზე. სხვაგვარად როცა წევს, ხშირად იღვიძებს და კაპრიზულობს. მშვიდდება მხოლოდ მაშინ, როცა მუცელზე წევს. იქნება მაინც მივცე მუცელზე ძილის საშუალება, რახან ასე ურჩევნია?“

ამაზე პასუხად ევგენი კომაროვსკი მშობელს წერს:

„მე უბრალოდ ვერ გეტყვით, რომ თქვენი ბავშვისთვის მუცელზე ძილი შეიძლება, ვინაიდან მისი ასაკი არ ვიცი. მსოფლიოს ყველა ქვეყნის პედიატრიულ ასოციაციებს აქვთ მკაფიო პოზიცია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის მუცელზე ძილი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის  რისკს.

დიახ, მე — როგორც პედიატრი, რომლის ხელშიც ასობით ათას ბავშვს გაუვლია, ვადასტურებ, რომ ბავშვებს მუცელზე უკეთ სძინავთ, ვიდრე ზურგზე. მაგრამ სამედიცინო მეცნიერების თანახმად, მართალია, ასეთი ძილი უფრო მაგარია, მაგრამ ამავდროულად უფრო სარისკოცაა ბავშვის სიცოცხლის კუთხით, ვიდრე ზურგზე ძილი.

ამიტომ ექიმი ვერ დაგრთავთ ამის ნებას. ექიმი ყოველთვის გეტყვით, რომ ჩვილის მუცელზე დაძინებას რისკები ახლავს. ამიტომ, როცა ბავშვს (სულ ცოტა, ერთ წლამდე მაინც) მუცელზე აძინებთ, მთელი ეს რისკები თქვენს სინდისზე იქნება.

ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ: თუ ბავშვი არანაირად არ იძინებს ზურგზე, სძინავს მხოლოდ მუცელზე, ამ დროს კი უკვე იცით, რომ ეს სახიფათოა, შეგიძლიათ ორი ძირითადი მეთოდით შეამციროთ რისკები.

  • პირველი: საწოლში ბავშვის გარდა არაფერი არ უნდა იყოს. ანუ მხოლოდ მყარი და სწორი ზედაპირის მქონე ლეიბი — ბალიშების, პლედების, სათამაშოებისა და სხვა ნებისმიერი ნივთის გარეშე. ბავშვს უნდა ეცვას შესაბამისად თბილად და ეძინოს ლეიბზე მკვრივად გადაჭიმულ ზეწარზე.

დაიმახსოვრეთ: მთავარია იდეალურად სწორი ზედაპირი და არაფერი ისეთი, რაშიც ბავშვს შეუძლია გაეხვეს ან ცხვირი შეყოს.

  • მეორე: ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის სწორი პარამეტრები. ანუ ბავშვს უნდა ეძინოს ოთახში, სადა ტემპერატურა არ არის 20 გრადუსზე მაღალი, ხოლო ენიანობა 40–60%-ს არ აღემატება.

ასე რომ, თუ მაინც გადაწყვეტთ ბავშვის მუცელზე დაძინებას, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის  რისკი“.

46
თემები:
ექიმი გირჩევთ
პატრული

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

0
(განახლებულია 20:18 26.02.2021)
სავარაუდო დამნაშავემ, სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან საპასუხო სროლა მოყვა

 

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ზუგდიდში დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყაჩაღობის ფაქტი ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მომხდარი ფაქტიდან უმოკლეს დროში დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. 

რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით, საპასუხო სროლა მოჰყვა.

შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი - 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციამ უგონო მდგომარეობაში ნახა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უწყების ინფორმაციით, გამომძიებლების მიერ ამ ეტაპზე ტარდება პირველადი საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში