დენალი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 თებერვალი

2764
(განახლებულია 10:02 19.02.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 19 თებერვალია, პარასკევი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.

დღევანდელ დღეს დამოუკიდებლობა, თვითნებურება და ემოციურობა ახასიათებს. შესანიშნავი დღეა ინიციტივის, შემოქმედებითობის გამოსავლენად, ახალი პროექტის მოსაფიქრებლად. ყოფითი მოვლენები ენთუაზიაზმს არ გამოიწვევს, სამაგიეროდ ნებისმიერი არასტანდარტული იდეები და ამოცანები ძალზე საინტერესო გახდება. კარგი დღეა გლობალური ჩანაფიქრებისა და დიდი საქმიანობისთვის, თუმცა გართულებული იქნება გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა, ასე რომ, კარგი იქნება მნიშვნელოვანი განხილვისა და მოლაპარაკების სხვა დროისთვის გადადება.

როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში>>

ვერძი: დღეს, შესაძლოა, ფინანსებთან დაკავშირებული საკმაოდ მაცდური შესაძლებლობა გაგიჩნდეთ. თუ უარს იტყვით, არაა გამორიცხული, რომ ინანოთ. შეიძლება ახალმა პროექტმა ძველ გეგმაზე უარის თქმა მოითხოვოს, ან არსებული გადაწყვეტილების შეცვლა. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ახალი ნაბიჯები ბევრად ეფექტური იქნება, გარისკვაც შეიძლება და თუ არა – მაშინ ნამდვილად არ ღირს მოქმედება, რომელსაც ერქმევა „თხა გავყიდე, თხა ვიყიდე“.

კურო: ყველანაირი შანსი გაქვთ, რომ რაღაც სასარგებლო გააკეთოთ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოახერხებთ და გარშემომყოფებამდე თქვენი ნოვატორული იდეების არსს მიიტანთ. თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები დღეს უზარმაზარი იქნება, თუმცა ურთიერთობები ირგვლივ მყოფებთა – სუსტი ადგილი. მხოლოდ მოთმინებითა და დიპლომატიურობით შეძლებთ ჩანაფიქრის განხორციელებას ჩხუბისა და კონფლიქტების გარეშე.

ტყუპი: დღეს ვითარება არ მოგცემთ საშუალებას, რომ მოდუნდეთ და აკეთოთ ის, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ. საქმეები აქტიურ მოქმედებებს საჭიროებს და ნებსით თუ უნებლიეთ თამაშის ამ წესების მიღება მოგიწევთ. დღის ბოლოს უკვე შეიძლება მოგეწონოთ კიდეც ეს. პროცესში თქვენდა გასაკვირად შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გონება ძალზე მკაფიოდ მუშაობს და გთავაზობთ ძალზე დახვეწილ სვლებს, რომლებსაც მანამდე ვერც კი მოიფიქრებდით.

კირჩხიბი: დღეს თქვენი ბედნიერება თქვენს ხელშია, უფრო სწორად – თავში. როგორც ვარსკვლავები ამბობენ, სიტყვის ძალას ირგვლივ სამყაროს შეცვლა შეუძლია. თუ რამე საქმეში ეჭვი გეპარებათ, თქვით, რომ მისი გაკეთება შეგიძლიათ. ძალა აღარ გყოფნით? დაარწმუნეთ თავი, რომ ენთუზიაზმითა და ენერგიით ხართ სავსე. როგორც იტყვით, ისეც იქნება – ამას ვარსკვლავები გპირდებიან. მთავარი უნდა იყოს ის, რომ სწორი მიმართულებით იაზროვნოთ – ნეგატიური აზრებიც შეიძლება ახდეს.

ლომი: დღეს სირთულეებია მოსალოდნელი თვითორგანიზაციისა და დისციპლინის მხრივ – უეცრად ერთფეროვანი ცხოვრებისეული რიტმის დარღვევა მოგინდებათ. ნუ შეეწინააღმდეგებით ამ გრძნობას. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თუ რამის სპონტანურად, გულის კარნახით გაკეთების სურვილს აისრულებთ, არ ინანებთ. ეს სწრაფვა ცხოვრებაში ახალ შთაბეჭდილებებსა და ემოციებს მოგიტანთ, ასევე შეიძლება ახალი პროექტის დასაწყისი გახდეს, რომელსაც ყველანაირი შანსი აქვს წარმატების.

ქალწული: გაგიჭირდებათ ყურადღების მხოლოდ ერთ რამეზე კონცენტრირება, ირგვლივ ხომ ამდენი საინტერესო რამაა. დღის განმავლობაში ვითარებები გაიძულებთ, რომ ყურადღება ხან ერთ საინტერესო რამეზე და ხან მეორეზე გადაიტანოთ. ახალი შთაბეჭდილებები, ადამიანები, იდეები, გეგმები, საქმეები... და ამ დროს თქვენი კონცენტრაციის უნარი მინიმალურია. სამაგიეროდ, მზად იქნებით ნებისმიერი ახალი იდეისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ერთი ყურიდან შესული მეორე ყურით არ „გამოფრინდება“ გარეთ.

სასწორი: დღეს მშვენიერ საბრძოლო ფორმაში ხართ და გარშემომყოფები ამას ღირსეულად დააფასებენ – თქვენ ხომ ბრძოლას სწორედ მათტან აპირებთ. თქვენს თვალში კი, ამავდროულად, ყველაფერი შეიძლება სულ სხვაგვარად მოჩანდეს: ფიქრობთ, რომ სწორედ ირგვლივ მყოფნი ახდენენ თქვენს პროვოცირებას და გაიძულებენ, რომ თავი დაიცვათ. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – დღეს საკუთარი მიღწევას ცდილობთ ისე, რომ ყურად არ იღებთ სხვების მოსაზრებებსა და ინტერესებს.

მორიელი: დღეს თქვენი ფიქრები ხან ერთი რამისკენ იქნება მიმართული და ხან მეორისკენ – თავში იდეებისგან „საცობი“ შეიქმნება. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა აზრი ფასეულია, თუმცა თქვენი ტვინი თავისუფალი იქნება შაბლობეისგან. ეს კი ნიშნავს, რომ არის დიდი ალბათობა, რომ რამე ძალზე მომგებიანი იდეაწამოაყენოთ. მთავარია, უამრავიდან მართლაც რომ ღირებული იდეა (ან იდეები) შეარჩიოთ. თქვენი დღის პრობლემაც სწორედ ეს შერჩევის პროცესი იქნება.

მშვილდოსანი: ის დღეა, როცა ნებისმიერმა, სულ მცირე პრობლემამაც კი მთელი თავით გაგიტაცოთ. აკვიატებული მელოდია, რომელიც გამუდმებით თავში ჟღერს, სამუშაო საკითხი, რომელიც მოსვენებას არ გაძლევთ, ძლიერი ემოციები წვრილმან რამეზე – ეს ყველაფერი დღეს კალაპოტიდან ამოგაგდებთ და ხელს შეგიშლით, რომ მართლაც მნიშვნელოვან რამეზე იყოთ კონცენტრირებული. სხვათა შორის, ამას თავისი პლუსებიც აქვს – საკუთარ მიკროსამყაროში შეგიძლიათ არსის „მოლეკულებამდე“ ჩაწვდომა. ეს დაგეხმარებათ ისეთ საქმეებში, სადაც კონკრეტიკაა საჭირო.

თხის რქა: ვარსკვლავები გირჩევენ, მოძევნოთ საკუთარი გზა თუ გარშემომყოფების გულებისკენ არა, მათი გონებისკენ მაინც. ადამიანები, ვისი მოსაზრებებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, თქვენს ახალ იდეებსა და არასტანდარტულ ხედვებს სათანადოდ დააფასებენ. დროთა განმავლობაში ეს საშუალებას მოგცემთ, განამტკიცოთ საკუთარი პოზიციები ან აიმაღლოთ სტატუსი. ასე რომ, ნუ დაკარგავთ დროს, თუ გსურთ თქვენი ინტელექტით გაიბრწყინოთ – თამამად იარეთ წინ.

მერწყული: დღეს უამრავი იდეა შეიძლება გიგჩნდეთ სახლის საქმეებთან (ძირითადად, მოწყობასთან) დაკავშირებით. როგორც კი იდეა გაჩნდება, ის სწრაფ და მტკიცე მოქმედებებს მოითხოვს. და რადგანაც ასეთ საქმეებს მარტო ვერ გააკეთებთ, სახლის ბინადრების ჩართვა მოგიწევთ. ასეთი „მბრძანებლური“ განწყობით ახლობლების მხრიდან პრეტენზიები შეიძლება დაიმსახუროთ. ბრძანება რა საჭიროა?

თევზები: დღეს თქვენ სახლში ან სამუშაო ადგილას საშინელი არეულობა და ქაოსი იქნება, მაგრამ რომ მოინდომოთ კიდეც, ამ უწესრიგობას ვერაფერს მოუხერხებთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები მზადდება და ქაოსი ირგვლივ ამ პროცესის ანარეკლია. ძალიან დიდი, გლობალური იდეებითა და გეგმებით იქნებით დაკავებული ბანალური დალაგებისთვის არ გეცლებათ. და სახლის დალაგება მაინც მოგიწევთ – დღეს თუ არა, ხვალ მაინც.

2764
ყვავილი თოვლზე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 თებერვალი

272
(განახლებულია 16:48 27.02.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 28 თებერვალია, კვირა. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

დღეს ინტუიცია და შემოქმედებითი პოტენციალი პიკს მიაღწევს. ის, რასაც სხვა დროს დიდ დროს ანდომებთ, დღეს იოლად გამოგივათ. ეს ეხება სწავლას, მუშაობას, მეცნიერულ საქმიანობას. ამასთან, დღეს პასიურობის დღეცაა და მაღალი შემოქმედებითი პოტენციალი შინაგანად შეიძლება დაუპირისპირდეს იმას, რომ ამ პოტენციალის რეალიზების სურვილი არ გექნებათ. ასე რომ, თუ გინდათ, რამე შედეგს მიაღწიოთ, თავი ხელში აიყვანეთ, ნებისმყოფა მოიკრიბეთ და საქმეს შეუდექით.

საუკეთესო კოლეგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: თუ მოისურვებთ, დღეს ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეს სურვილი შეიძლება არ გაგიჩნდეთ. დღე რომ გაიმრავალფეროვნოთ, საკმარისია, რამე საქმემ ან იდეამ გაგიტაცოთ, ან საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელმა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში თქვენს აქტიურობას დიდი წახალისება აღარ დასჭირდებათ – თქვენი შეჩერება, შეიძლება ითქვას, უკვე შეუძლებელი გახდება.

ვერძი: დღეს განწყობა იმისა, რომ ორგანიზატორული უნარები გამოავლინოთ, არ გაქვთ, მაგრამ მაინც თუ მოგიწიათ რამის ორგანიზება, ამას შესანიშნავად გაართმევთ თავს და შედეგებით ყველას გაახარებთ. რა სახისაც არ უნდა იყოს ღონისძიება, თქვენთვის საკმაირისია, რომ ინიციატივა აიღოთ ხელში და ამოცანები გადაანაწილოთ – გარშემომყოფები დიდი სიამოვნებით აგყვებიან და დაგეხმარებიან.

ტყუპი: დღეს არაფრის გაკეთების ხალისი არა გაქვთ. ამაში სიტუაციაც შეგიწყობთ ხელს – თქვენგან არ მოითხოვება რამე გმირობის ჩადენა ან გადაუდებელი საქმეების გაკეთება. და საჭიროც რომ იყოს თქვენი ჩარევა საქმეებში, იმდენად არასაქმიან განწყობაზე ხართ, რომ ამის შეცვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. საქმე მოიცდის – სწორედ ესაა დღეს თქვენი დევიზი. ამიტომ ეს დღე სამ მიმართულებას უნდა დაუთმოთ – საკუთარ თავს, ახლობლებსა და... კიდევ საკუთარ თავს.

კირჩხიბი: ძალზე იღბლიანი დღეა. ხართ ძალზე ენერგიული და გაქვთ შესაძლებლობა, ეს ბრწყინვალედ გამოიყენოთ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებთ, შეგიძლიათ წინ წაწიოთ, დაძრათ მკვდარი წერტილიდან. ვარსკვლავები გირჩევენ, დრო წვრილმანებზე არ დაკარგოთ – დღეს ძალიან გიმართლებთ, ხართ იღბლიანი, ამიტომ აჯობებს, თუ ისეთ საქმეს შეეჭიდებით, რომელიც მეტ სარგებელს მოგიტანთ.

ლომი: დღეს თქვენთვის არარეკომენდებულია დიდ საქმეებთან შეჭიდება. და სიმართლე უნდა ითქვას, არც პატარა საქმეებთან. ბოლო ხანს დიდი ძალა დახარჯეთ და საკმარისია დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, დროა, მოდუნდეთ და დაისვენოთ. ამასთან, ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება ცხოვრების იმ სფეროებს მიაქციოთ, რომლებიც ბოლო დროს თქვენი თვალთახედვის არეში აღარ მოქცეულა. გაითვალისწინეთ, რომ დასვენება მხოლოდ დივანი და ტელევიზორი არაა – შეგიძლიათ შეხვდეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებთან სასიამოვნო საღამო გაატაროთ, არ რომანტიკულ შეხვედრაზე იფიქროთ...

ქალწული: დღეს გარშემომყოფებთან დისონანსში იქნებით. მათ გაუჭირდებათ თქვენს ტემპზე აყოლა, თავად კი გრძნობთ, რომ უამრავი რამის გაკეთება შეგიძლიათ. საქმიანი აქტიურობა, მახვილი გონება და საჭირო დროს საჭირო რამეზე „კლანჭის“ გამოდების უნარი უმაღლეს დონეზე იქნება. აქედან გამომდინარე, გარშემომყოფების აპათია და გულგრილობა, სავარაუდოდ, გაგაღიზიანებთ. ამიტომ დილიდან განეწყვეთ იმისთვის, რომ დღეს მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა გქონდეთ.

სასწორი: მიეცით უფლება თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რომ თავიანთი პრობლემები თვითონ გადაჭრან. იმის ნაცვლად, რომ დრო სხვებზე დაკარგოთ, აჯობებს, თუ რამე სასიამოვნოს გააკეთებთ, მაგალითად, შემოქმედებით საქმიანობას შეუდგებით. ზუსტი მეცნიერებებისადმი კი ნამდვილად არ ხართ განწყობილი, ვერანაირად ვერ მოგხიბლავთ ციფრები, გრაფიკები და ცხრილები, ასე რომ, სჯობს შემოქმედებით აქტიურობაში გადაეშვათ თავით.

მორიელი: დღეს, უბრალოდ, ვალდებული ხართ, რომ საკუთარი აზრები სამყაროს გაუზიაროთ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ამ სამყაროს მცირე ნაწილს მაინც – ახლობლებს, კოლეგებსა თუ მეგობრებს. თქვენი ტვინი მკაფიოდ და არასტანდარტულად იმუშავებს და დიდებული იდეების გენერატორი გახდება. ამასთან, გამორიცხული არაა, რომ გარშემომყოფებმა ეს იდეები ვერ დააფასონ, ვერ გაიგონ. მაგრამ რას ვიზამთ – დღეს ნამდვილად ყველაზე წინ ხართ, ამიტომ ხანდახან უნდა შეჩერდეთ, რომ სხვებს საშუალება მისცეთ, დაგეწიონ.

მშვილდოსანი: დღეს, სავარაუდოდ, არ გექნებათ საკმარისი ძალა იმისთვის, რომ ენთუზიაზმით აკეთოთ საქმე. განწყობა გაქვთ იმგვარი, რომ რაც შეიძლება ნაკლები მოძრაობა გააკეთოთ. სამაგიეროდ, გონება იმუშავებს უმაღლეს დონეზე და პირველ რიგში, სამუშაო გეგმების დაწყობაზე. თქვენი აზრები, პირველ რიგში, უდიდესი ლოგიკურობითა და მოულოდნელი სვლებით იქნება გამორჩეული. ამ დღის ჩანაფიქრებს მომავალში კარიერული წინსვლისა და კარგი შემოსავლის უზრუნველყოფა შეუძლია.

თხის რქა: დღეს გაგიმართლებთ. მოგიწევთ იმის გაკეთება, რაც გიყვართ. ვარსკვლავები არჩევანსაც არ დაგიტოვებენ – სხვა რამეს თუ მოკიდებთ, მაინც ვერაფერს მიაღწევთ. რუტინული საქმეები აუტანელი იქნება თქვენთვის. მაგრამ თუ რამე საქმე მართლა დაგაინტერესებთ, ის აურაცხელ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ და ამასთან, შესანიშნავ შედეგსაც მიიღებთ.

მერწყული: დღეს თავის გამოჩენა შეგიძლიათ როგორც შესანიშნავ მეგობარსაც და როგორც საშიშ მეტოქესაც, ანუ ვის როგორ გაუმართლებს. ხართ გამჭრიახი, გრძნობთ ვითარებას და ყველაფერს გზადაგზა იტაცებთ. ნებისმიერი თქვენი გეგმა, რასაც არ უნდა ეხებოდეს ის (მეგობრებთან ერთად დროის გატარება თუ ვინმესთვის „სისხლის გაშრობა“), შემოქმედებითი აღმაფრენით იქნება გაჯერებული. ორივე შემთხვევაში წარმატება გელოდებათ. ასე რომ ოპონენტებს ურჩევნიათ, თქვენთან მეგობრობა არჩიონ.

თევზები: დღეს, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად ჩიხში იქნებით მოქცეული. კარგია, თუ ვითარება თქვენგან სწრაფ გადაწყვეტილებებს არ მოითხოვს – მაშინ თქვენი გონებაგაფანტულობა განსაკუთრებულ ზიანს არ მოგაყენებთ; მაგრამ თუ სერიოზული საქმის გაკეთება მოგიწიათ, არაა გამორიცხული, უეცრად ერთ ადგილზე გაშეშდეთ ან თავი ქვიშაში დამალოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს თქვენთვის ნებისმიერი აქტიური საქმიანობა უკუნაჩვენებია გარდა იმისა, რომელსაც არა შედეგისთვის, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის გააკეთებთ.

272
საქართველოს ზამთრის პეიზაჟები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 თებერვალი

2480
(განახლებულია 12:16 27.02.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 27 თებერვალია, შაბათი. სავსე მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

განსაკუთრებით კარგი დღეა რომანტიკისა და სიყვარულის, ახალი ნაცნობობისთვის. მოულოდნელად გაღვიძებული კაშკაშა ემოციები დიდ შესაძლებლობებს იძლევა იმისთვის, რომ შთაბეჭდილება მოახდინოთ საწინააღმდეგო სქესზე და გაიოლდეს ადამიანის გაცნობა. ამასთან ინტუიცია სათანადო სიმაღლეზე იქნება. ასეთ დღეებში შედარებით მარტივია ახალი ინფორმაციის აღქმა, სწავლა, არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება, ცოდნისა და უნარების გამოყენება. რაც შეეხება ბიზნესსა და სამუშაოს, ამ თვალსაზრისით არცთუ სახარბიელო დროა, რადგან ემოციებითაა გაჯერებული.

ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება>>

ვერძი: სცადეთ და ექსპერიმენტი ჩაატარეთ – გააკეთეთ რამე ახლებურად და ნახეთ, რას მოიტანს ეს. ექსპერიმენტი ნებისმიერ უბრალო რამეზე შეგიძლიათ ჩაატაროთ, რაც ჩვევად გაქვთ უკვე ქცეული, მაგალითად, გზის ერთი და იგივე მარშრუტი, სადილის მენიუ, საურთიერთობო წრე... ეს ყველაფერი შეგიძლიათ შეცვალოთ და ცხოვრებაში რაღაც არაპროგნოზირებადი შეიტანოთ. ამან, შესაძლოა, საინტერესო შედეგები და ცვლილებები გამოიწვიოს.

კურო: დღეს შეიძლება რამე წვეულებაზე მიგიწვიონ. თუ ასეთი რამ არ მოხდა, თვითონ უნდა ეცადოთ ყველანაირად, რომ რომელიმე ღონისძიებას დაესწროთ და საზოგადოებაში „გახვიდეთ“. ხართ მშვიდი, თავდაჯერებული, საღი გონებით, კომუნიკაბელური და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საკუთარ თავს მთელი სისავსით წარმოაჩენთ და საინტერესო ნაცნობობას გააბამთ. გარშემომყოფები მოხიბლული დარჩებიან თქვენი მსუბუქი კატეგორიულობით, იუმორის შესანიშნავი გრძნობითა და საუბარზე გავლენის მოხდენით.

ტყუპი: შესაძლოა, სადმე წასვლა მოინდომოთ, მაგრამ ვითარება სახლში დარჩენას გაიძულებთ. მოგიწევთ ჩვეულ „ტერიტორიაზე“ ყოფნა, მაგრამ შემოქმედებითი უნარების გამოვლენა. მეგობრების დაპატიჟება, თემატური საღამოს მოწყობა, კერძის მომზადება – დღეს საკუთარი დღის გალამაზება უამრავი მხიარული ფერებით შეგიძლიათ ისე, რომ სახლიდან არ გახვიდეთ.

კირჩხიბი: ცვლილებებისკენ ლტოლვა დღეს აპოგეას მიაღწევს. მზად იქნებით ყველანაირი საბაბი გამოიყენოთ იმისთვის, რომ ადგილს მოწყდეთ და გაიქცეთ. გარშემომყოფებს არ გაუჭირდებათ თქვენი ნებისმიერ ავანტიურაზე „გამოჭერა“, როგორიცაა, მაგალითად, ღონისძიებაში მონაწილეობა, მივლინება, სადმე გამგზავრება ან დეკორაციების შეცვლა. თვითონაც არ გაგიჭირდებათ, რომ მოიფიქროთ უამრავი გადაუდებელი საქმე, ოღონდ სახლში ან სამსახურში არ იყოთ.

ლომი: თავგადასავლების ძებნის დღეა, მაგრამ სჯობს, თბილ კომპანიასა და სულიერად ახლობელ ადამიანებთან ერთად გააკეთოთ ეს. თუ გარშემომყოფები არ შემოგთავაზებენ გართობის რამე ვარიანტს, თქვენში ორგანიზატორის ნიჭი გაიღვიძებს და უსწრაფესად მოიფიქრებთ, სად, ვისთან ერთად და როდის უნდა წახვიდეთ. პროგრამა საკმაოდ ფართო შეიძლება იყოს, მაგრამ საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ დროს საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარებთ.

ქალწული: დღეს ძალიან გაგიჭირდებათ რამე ფიქრისა და გრძნობის დამალვა – ყველაფერი სახეზე გექნებათ დაწერილი. უფრო მეტიც, წინააღმდეგი არ ხართ, ეს ხმამაღლაც თქვათ იმისდა მიუხედავად, ღირს თუ არა ამის გაკეთება, თუ დუმილი აჯობებს. ზოგადად, თქვენთვის დღეს ტაბუდადებული თემები არ არსებობს. გარშემომყოფებს არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ დაინდობთ და არაფერს იტყვით, თუ რამით ხართ უკმაყოფილო – სულაც არ აპირებთ ჩუმად ყოფნას.

სასწორი: დღეს გარშემომყოფების ემოციების გავლენის ქვეშ მოექცევით და ეს კარგია, თუ ეს ემოციები პოზიტიური იქნება. არ ხართ განწყობილი იმისთვის, რომ იაქტიუროთ და მით უმეტეს – საჯაროდ. სამაგიეროდ, იქნებით შესანიშნავი მაყურებელი, რომელსაც შეუძლია, ირგვლივ განვითარებული ნებისმიერი სპექტაკლი ღირსეულად შეაფასოს. ვარსკვლავები გირჩევენ, ეწვიოთ ისეთ ადგილებს, სადაც „ცხოვრება დუღს“ და სადაც გარშემომყოფებზე დაკვირვებას შეძლებთ.

მორიელი: დღეს თქვენს ცნობისმოყვარეობას საზღვარი არა აქვს. ამ ლტოლვის დათრგუნვა არ ღირს, პირიქით, უკვე დიდი ხანია, ღირს, რიგ საკითხებზე ეს ცნობისწადილი დაიკმაყოფილოთ. რაზე საუბარი – რომელიმე ადამიანთან ნაცნობობაზე, ახალი ფილმის ნახვაზე, ახალ ვარცხნილობაზე თუ ახალ კაფეში წასვლაზე – აქ ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიყენოთ შემთხვევა და ექსპერიმენტი ჩაატაროთ. თუნდაც ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც გინდათ, მაინც არ იქნებით ზარალში – თქვენი ცნობისმოყვარეობა ხომ დაკმაყოფილდება.

მშვილდოსანი: დღეს, რომ იტყვიან, შუაზე იქნებით გახლეჩილი ორ რამეს შუა: რისი გაკეთებაც გიწევთ და რისი გაკეთებაც გინდათ. ძალიან რთული იქნება ბალანსის დაცვა. ერთი მხრივ გადაუდებელი საქმეები უამრავ დროსა და ძალას ითხოვს, მეორე მხრივ კი თქვენი ფიქრები ამ საქმეებისგან ძალიან შორსაა, რადგან ფიქრობთ, როგორ გაატაროთ თავისუფალი დრო, ან, უბრალოდ, ოცნებობთ... შესაძლოა, თქვენი ფიქრების განხორციელება დღის ბოლოს მაინც შეძლოთ.

თხის რქა: დღეს თქვენზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება. ტელეფონი არ გაჩერდება, ადამიანების რაოდენობა კი, რომლებსაც სურთ, გაგიზიარონ სიხარული, იდეები, ჭორები, საიდუმლოებები, თავიანთი განცდები, ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გასცდება. თავად კი ურთიერთობებში თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში – თქვენი კომუნიკაციური უნარები და იუმორის გრძნობა დღეს უმაღლეს მწვერვალზეა.

მერწყული: დღეს მკაცრ განწყობაზე ხართ. გარშემომყოფები ამას მაშინვე იგრძნობენ, როგორც კი თქვენთან რამე საკითხის გადაწყვეტას შეეცდებიან. ყველაზე უბრალო შეწინააღმდეგებაც კი შეგიძლიათ გადააქციოთ დისკუსიაში, სადაც თანამოსაუბრეზე ზეწოლით მას დათანხმებას აიძულებთ. ერთადერთი, რაც ამ საქციელს ამართლებს, თქვენი გულწრფელობაა. ფიქრობთ, რომ ოპონენტს გარდაუვალი შეცდომისგან იცავთ. საინტერესო ისაა, რომ, შესაძლოა, ეს მართალიც იყოს.

თევზები: დღეს თქვენთვის საუკეთესო იქნება, თუ სხვა ქვეყანაში მოგზაურობაზე იფიქრებთ, მოამზადებთ ამისთვის საფუძველს: შეარჩევთ ქვეყანას (ან ქვეყნებს) შეისწავლით ტურებს, დაათვალიერებთ ვებ–გვერდებს და შეიძლება, შესაბის სააგენტოში დარეკოთ კიდეც. ეს დაგეხმარებათ, რომ შეეგუოთ ყოველდღიურ ერთფეროვნებას და წინასწარ მიიღოთ ეგზოტიკის მუხტი.

2480
სასწრაფო დახმარების ბრიგადები

COVID-19 საქართველოში 28 თებერვლის მონაცემები

0
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 265.114 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 525), გარდაიცვალა – 3.510  (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 323, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.472 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 171 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 248-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.510 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 265.114 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 525), გარდაიცვალა – 3.510  (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 323, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.472 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 171 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 27.885, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18.814, PCR ტესტით - 9.071

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 0,89%, ბოლო 14 დღის - 1,96%, ბოლო 7 დღის - 1,55%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0