ოფისი

საუკეთესო კოლეგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

1782
(განახლებულია 12:39 16.02.2021)
ბუნებრივია, იოლია მუშაობა იქ, სადაც კარგი ადამიანები არიან, რომლებიც მუდამ დაგიჭერენ მხარს და დახმარების ხელს გამოგიწოდებენ. შესანიშნავი კოლეგიალობით ზოდიაქოს ოთხი ნიშანი გამოირჩევა

ზოდიაქოს ეს ნიშნები გუნდური მუშაობისთვის არიან დაბადებული. მათ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები აქვთ კოლეგებთან და მათ ყოველთვის დაეხმარებიან რჩევებითა თუ მხარდაჭერით.

მერწყული

ძალზე კრეატიული ნიშანია. ბავშვობიდანვე საინტერესო იდეები უჩნდებათ და მათ პრაქტიკაში გამოყენებას არ უშინდებიან. მერწყულები ეხმარებიან კოლეგებს, ხელმძღვანელებს, ამოცანების შესრულებას უფრო სასიამოვნოს ხდიან და ყველა პროექტში შემოქმედებით პოტენციალს დებენ. ამიტომ ისინი სიმპათიას იწვევენ. ეს ადამიანები კოლეგებს პოზიტიურად განაწყობენ და მათ სამუშაო განწყობას უქმნიან. იციან, როგორ უნდა გააუმჯობესონ გუნდის განწყობა და როგორ გამოიყენოს თავისი პოტენციალი სრულად გუნდის თითოეულმა წევრმა.

თხის რქა

ზოდიაქოს ყველაზე შრომისმოყვარე წარმომადგენელია. თხის რქები ხშირად კარიერას პირველ ადგილზე აყენებენ, სამუშაო მათთვის საუკეთესო მეგობარია. არიან ძალზე მოტივირებული და ამბიციური. უყვართ გუნდში მუშაობა და სარგებლის მოტანა. მათ იციან, რა სურთ და როგორ მიაღწიონ ამას. ასევე ყოველთვის შეუძლიათ მოძებნონ სხვებისთვის მოტივირების ხერხი.

კურო

კუროები ბევრს მუშაობენ და ძალიან ჯიუტები არიან. ამიტომ აღწევენ ყველაფერს, რასაც ჩაიფიქრებენ. ადვილად არ ნებდებიან და მუშაობა სულ არ აშინებთ. ამ ნიშნით დაბადებულები მკაცრად იცავენ დაწესებულ ვადებს და ყოველთვის ძალზე სერიოზულები არიან. კოლეგებს კუროები ეხმარებიან, ამხნევებენ და ასწავლიან, როგორ გახდნენ უფრო ენერგიული.

სასწორი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები სიმტკიცით გამოირჩევიან, რომ საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინონ და როცა ეს აუცილებელია, ძალ–ღონეს არ იშურებენ ამისთვის. უყვართ მხიარულება და გარშემომყოფებს პოზიტივით მუხტავენ. სამუშაოს სიხარულად აქცევენ. მათ ნებისმიერი გუნდისთვის განწყობის ამაღლება შეუძლიათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქარაფშუტები არიან – ნებისმიერ ამოცანასთან გამკლავება შეუძლიათ. ამასთან, ხშირად იმასაც აკეთებენ, რაც მათ მოვალეობაში არ შედის.

1782
მწვანე ლობიო

მწვანე ლობიოს სალათი: დაბალკალორიული რეცეპტი წონაში დაკლების მსურველებისთვის

42
(განახლებულია 17:26 24.06.2021)
 მწვანე ლობიო უნივერსალური ბოსტნეულია, ვინაიდან უამრავ ვიტამინს შეიცავს და ამასთან დაბალკალორიულია

სპეციალისტების თქმით, მწვანე ლობიოს რეგულარული მიღება, მასში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების წყალობით, ანელებს დაბერების პროცესს, აძლიერებს იმუნიტეტს, აღკვეთს თვალის ბადურის დეგენერაციას, სასარგებლოა შარდის ბუშტის დაავადებების დროს − აჩქარებს შარდმჟავას ორგანიზმიდან გამოდევნას და აღკვეთს თირკმელებში ქვების წარმოქმნას, აუმჯობესებს სისხლის შედედების უნარს, მენოპაუზის დროს ამცირებს „ალების“ რაოდენობას, აძლიერებს ძვლოვან ქსოვილს...

ამასთან მას აქვს ძალიან დაბალი გლიკემიური ინდექსი (GL 15), რაც იმას ნიშნავს, რომ მწვანე ლობიო არ იწვევს სისხლში შაქრის ნახტომისებურ მატებას.

თუმცა ის რეკომენდებული არ არის კუჭის დაავადებების − დაბალმჟავიანი გასტრიტისა და წყლულის, ასევე  ქოლეცისტიტის შემთხვევაში, მწვანე ლობიოს ასევე უნდა მოერიდნენ მეტეორიზმისადმი მიდრეკილი ადმიანებიც.  

ყველა სხვა შემთხვევაში ეს მართლაც ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, რომელიც ამავდროულად ძალიან დაბალკალორიულიცაა: 100 გ პროდუქტში სულ რაღაც 31 კილოკალორიაა. მიუხედავად ამისა, მწვანე ლობიო, მასში შემავალი ბოჭკოების წყალობით, რომელთა გადამუშავებასაც შედარებით მეტი დრო სჭირდება, მადას საგრძნობლად აქვეითებს.

შესაბამისად, მწვანე ლობიოსგან მომზადებული ზოგი კერძი პირდაპირ მისწრებაა მათთვის, ვინც დიეტაზეა.

ქვემოთ ერთი ასეთი უცხო სალათის რეცეპტს გაგაცნობთ.

ინგრედიენტები

  • მწვანე ლობიო − 400 გ;
  • ლაიმის წვენი − 2 ჩაის კოვზი;
  • ნიორი − 2 კბილი;
  • ზეითუნის ზეთი − 2 სუფრის კოვზი;
  • ყველი (ბრინზა) 50 გ;
  • სოიოს სოუსი − 1 ჩაის კოვზი;
  • პომიდორი − 3 ცალი;
  • გამომცხვარი ბულგარული წიწაკა − 2 ცალი;
  • რეჰანი − რამდენიმე ძირი.

მომზადების წესი

მოაშორეთ ლობიოს ყუნწები, დაამტვრიეთ დაახლოებით სამ სანტიმეტრიან ნაწილებად და კარგად გარეცხეთ. შემდეგ მოამზადეთ ორთქლზე დაახლოებით 7-10 წუთის განმავლობაში (ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სპეციალური ქვაბი, ისე მდუღარე წყლიან ქვაბზე დადებული ჩვეულებრივი საწური − „დრუშლაგი);

სანამ ლობიო მზადდება, დაჭერით კუბებად ყველი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ნიორი (შეგიძლიათ დაჭყლიტოთ ან დანაყოთ) და რეჰანი. აურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთში;

შემდეგ ცალკე ჭურშელში შეაზავეთ ლაიმის წვენი, ზეითუნის ზეთი და სოიოს სოუსი.

როდესაც მწვანე ლობიო მოითუშება, ეს ყველაფერი ზემოდან  მოაყარეთ და მოასხით და კარგად მოურიეთ.

თქვენი სალათი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
42
თემები:
გემრიელი სამზარეულო
სახსრების ვარჯიში

სახსრების ტკივილი: ოთხი საუკეთესო დანამატი სამკურნალოდ და ტკივილების მოსახსნელად

46
(განახლებულია 15:51 24.06.2021)
ბრიტანელი სპეციალისტების თქმით, ამ დანამატმა კვლევებისას ისეთი ძლიერი ეფექტი გამოავლინა, რომ პაციენტებმა ტკივილგამაყუჩებლების მიღება შეწყვიტეს

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. სახსრები სხვადასხვა დაავადებისა და ასაკის მატების ფონზე ნაკლებად მოქნილი ხდება და ამასთან იმატებს ანთებითი პროცესები, თუმცა ეს არ უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ ტკივილი მოითმინოთ, წერს Express-ი.

გამოცემის ინფორმაციით, გარდა სამკურნალო პროცედურებისა, არსებობს არაერთი დანამატი, რომელთა ხანგრძლივი ეფექტი სახსრების მკურნალობაში უკვე დადასტურებულია.

ასე მაგალითად, როგორც მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, გლუკოზამინის სულფატის ყოველდღიური მიღება სახსრებში ოსტეოართრიტის განვითარებას ამუხრუჭებს და ასევე ამცირებს დაავადებით გამოწვეულ ტკივილს.

ამასთან აღინიშნება, რომ გლუკოზამინი სახსრების გარშემო ხრტილოვანი ქსოვილის საკვანძო კომპონენტია.

გარდა ამისა, სახსრების მდგომარეობაზე შესანიშნავ გავლენას ახდენს ომეგა-3, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ფექტი აქვს და კარგი საშუალებაა სახსრებში ტკივილების მოსახსნელად.

„2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში ომეგა-3-ის რეგულარული მიღება ამცირებს სახსრებში დისკომფორტსა და „შებოჭილობას“.  ამასთან ზოგ შემთხვევაში ეფექტი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ პაციენტებმა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება შეწყვიტეს“, - ნათქვამია Express-ის სტატიაში.

ექიმები სახსრების ტკივილის შემთხვევაში ასევე გვირჩევენ კურკუმისა და ჯანჯაფილის გამოყენებას. თუმცა განმარტავენ, რომ კვლევებისას კურკუმამ მხოლოდ ხანმოკლე ანთებები შეამცირა, ხოლო ჯანჯაფილის ექსტრატმა, რომელსაც ჩვეულებრივი დანამატების სახით ვიღებთ, მაინცდამაინც ძლიერი ეფექტი ვერ გამოავლინა.

 

46
თემები:
ექიმი გირჩევთ
ღვინო

ლონდონში ქართულმა ღვინომ ბრიტანელი ექსპერტების საუკეთესო შეფასება მიიღო

0
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო, რომელიც დიდი ბრიტანეთის ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის Swirl Wine Group ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა დაესწრო.

სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის ადგილობრივმა იმპორტიორებმა დეგუსტაციაზე 50-ზე მეტი ქართული ღვინის სხვადასხვა ბრენდი წარმოადგინეს, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე.

„წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინოები, რომლებიც ამ ეტაპზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ცდილობენ ქართული ღვინის სტრატეგიულ, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ღვინის დეგუსტაცია  ლონდონის პრესტიჟულ რესტორან Trivet-ში ჩატარდა, რომლის ღვინის მენიუც შედგენილია ღვინის განსაკუთრებულ ისტორიაზე დაფუძნებით. ამ აღიარებულ რესტორანში საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, შესაბამისი ადგილი უკავია მსოფლიოს სხვა საუკეთესო ღვინოებს შორის.

0