დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 თებერვალი

© Sputnik / STRINGERბუნება
ბუნება - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 14 თებერვალია, კვირა. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

დაივიწყეთ სამუშაო თუნდაც ერთი დღე: დღეს უფრო ფანტაზიების სურვილი მოგვეძალება, ვიდრე საქმის კეთების. შედგენილი გეგმები, რაც არ უნდა გრანდიოზული იყოს, ბევრად განსხვავებული არ იქნება იმედებისგან. ამიტომ ფინანსური დანაკარგის თავიდან ასაცილებლად ნუ ეცდებით ამ გეგმების ცხოვრებაში განხორციელებას. ზოგადად, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში. არის რისკი, რომ სასურველი სინამდვილედ აღვიქვათ და შედეგად დიდი შეცდომა დავუშვათ.

ვის გაუმართლებს თებერვალში – ზოდიაქოს ოთხი იღბლიანი ნიშანი>>

ვერძი: იქნება განწყობა, რომ დინებას გაჰყვეთ და არანაირი ყურადღება არ მიაქციოთ პრობლემებსა და გაუგებრობებს. განზე დგომის სურვილი შეიძლება გაჩნდეს იმ საქმეებიდანაც, რომლებიც დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს. ასეთ მდგომარეობაში შეიძლება იყოთ საღამომდე და შემდეგ აღმოაჩინოთ, რომ პრობლემები თავისით არ გადაჭრილა და არსად გამქრალა და ისინი მაინც თქვენი გადასაწყვეტია.

Северное сияние звездное небо - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2018
საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

კურო: დღეს გაგიჭირდებათ ემოციებისა და სურვილების შეკავება. თავის ქვიშაში ჩარგვა და საკუთარი მისწრაფებების დამალვა არ გამოვა – გრძნობები დაჟინებით შეგახსენებთ თავს და გარეთ გამოსვლას შეეცდება. ყველაზე საუკეთესო, რაც შეიძლება ექსპერტებმა გირჩიონ, ესაა იპოვოთ საკუთარი გრძნობებისთვის რამე უსაფრთხო „მეხამრიდი“, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება „აფეთქდეთ“.

ტყუპი: დღეს თქვენში ერთმანეთს საოცრად შეეხამება რომანტიკულობა და პრაქტიკულობა, ანგარიშიანობა. როგორც არ უნდა დაცურავდეთ ღრუბლებში, თქვენი ტვინის სადღაც სიღრმეში ყურადღებიანი „ბუღალტერი“ იჯდება დიდი „საკანცელარიო საანგარიშოთი“. და ეს „ბუღალტერი“ არ მოგცემთ უფლებას, ოცნებებს აყოლილებმა რამე დიდი სისულელე ჩაიდინოთ.

კირჩხიბი: შესანიშნავი შანსი გაქვთ, შინაგანი სამყარო გაამდიდროთ და გაამრავალფეროვნოთ. ცუდი არ იქნება, თუ თავისუფალ დროს საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობებს დაუთმობთ, მათ შორის, გააბამთ ახალ ნაცნობობას. ეს ძალზე სასარგებლო იქნება, რადგან აქტიური მოქმედებების განწყობა არ გაქვთ. საქმეები თქვენში აპათიას გააჩენს. და ასეთ დროს საუკეთესო საშუალება საინტერესო ადამიანებთან საუბრებია.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2018
როგორია თქვენი ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ლომი: დღეს მოსალოდნელია, რომ საკუთარ თავში ჩაღრმავების სურვილი მწვავედ მოგეძალოთ. ფიქრები და საქმეები უიმედო ვერდიქტს დაუბრუნდება: „სხვანაირად უნდა გამეკეთებინა“ ან „თვითონ ვარ დამნაშავე“. ეცადეთ, ძალიან არ გაგიტაცოთ ამგვარმა თვითგვემამ. საკმარისია მხოლოდ დასკვნების გამოტანა სამომავლოდ, რათა ამ თემას უკვე აღარ დაუბრუნდეთ.

ქალწული: დღეს თქვენში აქტიური თეორეტიკოსი გაიღვიძებს, თუმცა, პრაქტიკოსის გაღვიძებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ. რისკავთ, რომ მთელი დღე გაატაროთ მსჯელობაში, რა, როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა გააკეთოთ საქმეები. ასეთი ბევრი ფიქრი იქნება და ყველა საოცრად კარგი. სამწუხარო ისაა, რომ რამის განხორციელება აქედან დღეს არ გამოვა.

სასწორი: მთელი დღე ეცდებით, თავი ხელში აიყვანოთ და რეაგირება არ გქონდეთ დასანან გაუგებრობებზე. გაუგებრობა კი საკმაოდ ბევრი იქნება. გარშემომყოფები, თითქოს სპეციალურად თქვენთვის, არალოგიკურად და არათანმიმდევრულად მოიქცევიან. ამ ყველაფერს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გაუმკლავდებით და შესაშურ თავშეკავებას გამოავლენთ. მაგრამ ეს დაძაბულობა თქვენს სულში დარჩება და შემდეგ შეიძლება მოულოდნელად ამოხეთქოს. ამიტომ დაფიქრდით, იქნებ, არ ღირს ნეგატივის დაგროვება და უპრიანი იქნება „ორთქლის“ ნელ–ნელა გამოშვება?

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2018
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი: ნებისმიერი მცდელობა გარედან, რომ თავს მოგახვიონ საქმეები, რომლებიც თქვენს მოვალეობაში არ შედის, არაფერ შედეგს არ მოიტანს. ამასთან, საკუთარ მოვალეობებსაც მაინცდამაინც პასუხისმგებლობით არ ეკიდებით. სამაგიეროდ, თქვენში დიდი დიპლომატის ნიჭი გაიღვიძებს და აქედან გამომდინარე, სიტუაცია, დიდი ალბათობით, ვერაფერს გავნებთ. დღე მშვიდად ჩაივლის და ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეგიძლიათ სამომავლოდ გადადოთ.

მშვილდოსანი: დღეს შეიძლება სახლის ახლებურად მოწყობის გრანდიოზული გეგმა გაგიჩნდეთ. იდეა ალბათ ძალიან კარგი იქნება, მაგრამ მისი განხორციელება კატეგორიულად არარეკომენდებულია. დღეს საკუთარი ჩანაფიქრის რეალისტურობაზე დაფიქრება, დიდი ალბათობით, არ გამოვა და „შემოქმედებითი აღმაფრენის“ დროს შეიძლება საყრდენი კედლის გადატანაც კი მოინდომოთ და ზოგადად, მშენებლობის ყველა ნორმა და წესი დაარღვიოთ.

თხის რქა: დღეს თქვენი ყველა აზრი და გეგმა უჩვეულო სიღრმითა და თვალსაჩინოებით იქნება გამორჩეული. და მნიშვნელობა არა აქვს, რომ ეს იდეები შეიძლება ვერც ვერასდროს განხორციელდეს. მაგრამ რა მოხდა? ოცნება ხანდახან სასარგებლოა. ეს დღე ბევრ ბედნიერ წუთს აჩუქებთ მას, ვინც შემოქმედებითი ფანტაზიის ნაკლებობას არ უჩივის. და ზოგადად, დღე ყველა თხის რქისთვის საკმაოდ კარგი იქნება.

დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2019
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

მერწყული: დღე საკმაოდ მშვიდად ჩაივლის, მაგრამ ეს სიმშვიდე მოჩვენებითი იქნება. სინამდვილეში, უბრალოდ, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ პრობლემებზე – ფინანსური იქნება თუ ურთიერთობებთან დაკავშირებული – დროებით თვალები დახუჭოთ. ხანდახან თვალის დახუჭვის ასეთი პოლიტიკა სასარგებლოა, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თვითონ პრობლემები არსად ქრება და მათი გადაწყვეტა მაინც მოგიწევთ.

თევზები: დღეს თქვენში ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები დაუპირისპირდება ერთმანეთს. ერთი მხრივ, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ იყოთ თავშეკავებული და მეორე მხრივ, ნაკლებსავარაუდოა, ეს გამოგივიდეთ. თუ არ გინდათ, რომ თქვენმა ემოციებმა ერთიანად ამოხეთქოს, არ ღირს მათი მიჩქმალვა სიღრმეში. აჯობებს, თუ ადამიანს პირდაპირ, მაშინვე ეტყვით სათქმელს, რას ფიქრობთ მასზე, ვიდრე სიტუაციის გამოსწორებასა და „კვალის დაფარვას“ შეეცდებით.

ყველა ახალი ამბავი
0