კინჩხის ჩანჩქერი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 იანვარი

750
(განახლებულია 13:04 14.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 14 იანვარია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

ამ დღეს ვარსკვლავები კატეგორიულად წინააღმდეგი არიან რევოლუციური მოქმედებებისა და სარისკო ექსპერიმენტების და ემხრობიან უკვე ნაცადი, კონსერვატიული გზებით სვლას, დადგენილი წესების დაცვას წარმატებების მისაღწევად. ეს ცხოვრების ყველა სფეროს ეხება – ბიზნესსაც, ყოფასაცა და ადამიანებთან ურთიერთობებსაც.

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო – 11–17 იანვარი>>

ვერძი: დღეს ცვლილებებია მოსალოდნელი – საინტერესო სიახლეები, მოვლენები ან გეგმები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მრავალფეროვნებას შემოიტანს. საქმე შეიძლება ეხებოდეს ადამიანთან შეხვედრას, ახალ პროექტს, ახალ სამუშაოს, მოგზაურობას. მარტოხელებს ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას გიწინასწარმეტყველებენ. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ოთხ კედელშუა არ ისხდებით და თამამად გაეშურებით სიახლეებთან შესახვედრად.

კურო: დღეს იქნებით ძალზე გონებამოკრებილი, მიზანსწრაფული, საქმიანი გაწყობით. ცხოვრების ნებისმიერ სფეროში პრაქტიკულობითა და ამბიციებით იხელმძღვანელებთ. ასეთი განწყობის წყალობით შესანიშნავად გაუმკლავდებით მენისმიერ სამუშაოს. ერთადერთი, რაც დღეს არ ღირს, შემოქმედებითი საქმიანობაა. არ გასცდეთ ჩვეული საქმიანობის საზღვრებს. ექსპერიმენტის ჩატარების ნებისმიერი მცდელობა არაეფექტური იქნება.

ტყუპი: დღეს ურთიერთობებძი ძალზე დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – არ არის გამორიცხული გაუგებრობები და კონფლიქტები. აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მოისურვებენ უკმაყოფილების გამოხატვას, გაკრიტიკებას, ან, უბრალოდ, რაღაცაზე მოდავებას. თუ არ გინდათ ჩხუბი და კონფლიქტი, ყველაზე სწორი ტაქტიკა იქნება დიპლომატიურობა, კონფლიქტის ჩაქრობა დასაწყისშივე და „დარტყმების“ ყველანაირი ხერხით არიდება.

კირჩხიბი: დღეს ყველანაირი შანსი გაქვთ, რომ თავი გარემოებების ბატონ–პატრონად იგრძნოთ. გააკონტროლებთ და მართავთ სიტუაციას. ეს დაგეხმარებათ, რომ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. მაგრამ არის ერთი რამ – ვარსკვლავები ამ დღეს სიხისტისა და მოუთმენლობისკენ გიბიძგებენ. არ მოისურვებთ სხვისი მოსაზრების მოსმენას და გეგმის ჩავარდნის საფრთხისას დაუფიქრებლად შეიძლება წახვიდეთ კონფლიქტზე. გარშემომყოფებთან რომ ურთიერთობები არ გაიფუჭოთ, მეტი მოქნილობა უნდა გამოავლინოთ – მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი ყოველთვის არაა კარგი.

ლომი: დღეს, შესაძლოა, შინაგანი სისუსტე და მერყეობა იგრძნოთ, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო საქმეებში, გადაწყვეტილებების მიღებისას. სულ მარტივმა კითხვებმაც კი, მაგალითად, რა მომზადდეს ვახშმისთვის, თქვენში შეიძლება ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები გამოიწვიოს. აქ ასტროლოგებს ორი რჩევა აქვთ: ან გააძლიერეთ ნებისყოფა და ებრძოლეთ თქვენს ეჭვებს, ან ყველა სადავო საკითხზე ორგვლივ მყოფ ადამიანებს ჰკითხეთ რჩევა. რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტი აჯობებს.

ქალწული: დღეს არ ღირს საკუთსარ ინტუიციაზე მინდობა, თუნდაც დარწმუნებული იყოთ, რომ ზუსტად იგებთ მის მინიშნებებს. სამწუხაროდ, დიდი ალბათობაა, რომ წინათგრძნობა არასწორი აღმოჩნდეს და ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც მისი ზეგავლენით ჩაიდენთ, სულ სხვა მიმართულებით წაგიყვანთ. მთელი დღის განმავლობაში არ ენდოთ შინაგან ხმას, იღბალს, გამართლების მოჩვენებას. დაეყრდენით მხოლოდ ლოგიკას, ზუსტ გათვლებს; ზედმიწევნით გააცნობიერეთ, რას აკეთებთ – მხოლოდ ასე მიიღებთ საჭირო შედეგს.

სასწორი: დღეს კარგი იქნება, თუ უქმე დღეს მოიწყობთ, გაერიდებით ორომტრიალს და საკუთარ თავს მიხედავთ. საქმეებს მაინც ვერ გაართმევთ თავს სათანადოდ, ასე რომ, აჯობებს, ის გააკეთოთ საკუთარი თავისთვის, რისთვისაც ჩვეულებრივ დრო არ გყოფნით. ეწვიეთ სილამაზის სალონს, იშოპინგეთ. ეს ახალი შთაბეჭდილებების, პოზიტივისა და ახალი ძალების მიღების საშუალება იქნება. ცოტა „იეგოისტეთ“ კიდეც და საკუთარ თავზე მეტი ფული დახარჯეთ – ესაა ამ დღის უმთავრესი რჩევა.

მორიელი: დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი უთანხმოების მოგვარება, ფხიზელი, ნათელი გონების შენარჩუნება და მეტოქეების საკუთარი არგუმენტებით „მორჯულება“. არ იქნება გასაკვირი, თუ გარშემომყოფები სადავო საკითხში „მოსამართლედ“ სწორედ თქვენ შეგარჩევენ. თუ საკამათო არაფერი იქნება, ადამიანები უფრო ხშირად მოგაკითხავენ რჩევის საკითხავად. გამოიყენეთ თქვენი დიპლომატის ნიჭი, რათა აწარმოოთ მოლაპარაკებები, მოიპოვოთ საჭირო ადამიანების მხარდაჭერა, ან, უბრალოდ, გულღიად ესაუბროთ ახლობელ ადამიანს.

მშვილდოსანი: დღეს ჩვეულებრივზე არაორგანიზებული იქნებით. სიტყვა „საჭიროა“ თქვენში „ალერგიას“ გამოიწვევს. დიდი ალბათობით, გაურკვეველი ვადით გადადებთ საქმეებს, რომლებიც „საჭიროა“ მაგრამ არ გაინტერესებთ და გააკეთებთ იმას, რაც გინდათ. თუ მაინც მოგიწევთ რუტინული სამუშაოს შესრულება, დაზღვეული არ ხართ უამრავი შეცდომისგან. ასე რომ, სჯობს, გააკეთოთ ის, რაც გაინტერესებთ. არის კიდევ ერთი გამოსავალი – რაღაც საინტერესო მარცვალი იპოვოთ იმაში, რისი გაკეთებაც იძულებით მოგიწევთ.

თხის რქა: დღეს, შესაძლოა, მისწრაფება გაგიჩნდეთ, რომ რამე სახის სისტემაში ჩაეწეროთ: რომელიმე კოლექტივში, ინსტიტუტში, შეიცვალოთ სამუშაო ადგილი ან, თუნდაც, დაქორწინდეთ. სხვანაირად რომ ვთქვათ, დაფიქრდებით ცხოვრებაში საკუთარ ადგილზე და დაიწყებთ მოქმედებას, რომ ეს ღირსეული ადგილი იყოს. ნუ შეეწინააღმდეგებით ამ მისწრაფებას. გაქვთ ყველანაირი შანსი, რომ დროთა განმავლობაში სოციალურ ან კარიერულ კიბეზე წაიწიოთ.

მერწყული: დღეს, შესაძლოა, რთული ამოცანის წინაშე დადგეთ და იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტთ მას, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ დღეს მოგიწიოთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება რამე საკითხში, ან ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ცხოვრებაში ახალ მიმართულებას მოგცემთ. ასე რომ, თქვენი გადაწყვეტილება კარგად აწონილ–დაწონილი და მოფიქრებული უნდა იყოს. ამ არჩევნის შედეგი კიდევ დიდხანს შეგახსენებთ თავს.

თევზები: დღეს შეიძლება ისეთი მოვლენები განვითარდეს, რომ კალაპოტიდან ამოვარდეთ. და თუ ემოციებს აჰყვებით, მით უფრო დაიძაბება ვითარება. ბუზღუნითა და უკმაყოფილებით პრობლემას ვერ გადაწყვეტთ, ამიტომ საუკეთესო გამოსავალია მოდუნდეთ და ბედს მიენდოთ. ექსპერტების აზრით, ასე უფრო მოიგებთ, ვიდრე უაზროდ ნერვიულობით. თუ რამის შეცვლა გინდათ, გადადგით გაბედული ნაბიჯი და თუ იცით, რომ ვერაფერს შეცვლით – მოთმინებით აღიჭურვეთ.

750
მძინარე ლომი დივანზე

თუ დაღლილი იღვიძებთ: სახელდება ძილის საუკეთესო და მავნებელი პოზები

54
მეცნიერებმა ათასობით ადამიანზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოავლინეს ძილისთვის საუკეთესო და ასევე მავნებელი პოზები

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ბევრი ადამიანი ძილის შემდეგ დაღლილობას მაინც გრძნობს, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ღამის დასვენებისთვის კომფორტული პოზის შერჩევით, მიაჩნიათ მეცნიერებს.

ნორვეგიელი და დანიელი მეცნიერების ჯგუფმა კვლევა ჩაატარა, რათა ძილისთვის იდეალური პოზა დაედგინათ. სკანდინავიელი ექსპერტების აზრით, მარცხენა მხარეს წოლისას ადამიანი კარგად იძინებს და დილაობით თავს შესანიშნავად გრძნობს.

ამის დასამტკიცებლად მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 20-დან 65 წლამდე ასაკის 1119 მამაკაცი და ქალი მონაწილეობდა. მეცნიერები ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მოხალისეთა მდგომარეობას. შედეგად აღმოჩნდა, რომ ფიზიკური ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ძილის დროს სხეულის მდგომარეობასთან, და რომ მარცხენა მხარეზე წოლა ოპტიმალური პოზიციაა.

ვისთვის არის სასიკვდილოდ სახიფათო დღისით ძილი: ქვეყნდება კვლევის შედეგები>>

ამასთან ამერიკელმა სპეციალისტებმა კვლევებით დაადგინეს, ძილის რომელი პოზაა ყველაზე მავნე.

ექსპერიმენტმა აჩენა, რომ მუცელზე ძილი ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, ვინაიდან ამ დროს ადამიანი ვერ სუნთქავს მთელი მკერდით და თანაც უბუჟდება კისრის კუნთები, რაც მავნებელია სისხლძარღვებისთვის. გარდა ამისა, იდრიკება ზურგი, რის გამოც შინაგან ორგანოებზე ზეწოლა ძლიერდება. 

54
თემები:
ექიმი გირჩევთ
ვაშლები კალათში

ვისთვის არ შეიძლება ვაშლის ჭამა: ექიმები ასახელებენ კატეგორიებსა და უსაფრთხო რაოდენობას

59
(განახლებულია 14:28 20.01.2021)
ყველაზე სასარგებლო ჯიშის ვაშლის გამორჩევა რთულია, ამიტომ მიირთვით ყველა და ცოტ-ცოტა — მწვანეც, ყვითელიცა და წითელიც, თუ...

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. დღეში ორი დიდი ვაშლის ჭამა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშეა დასაშვები, ფერს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა უმჯობესია, სხვადასხვა სახეობის მონაცვლეობა, ვინაიდან თითოეული მათგანი განსხვავებულ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, მიაჩნიათ ექიმებს.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გირჩევთ დღეში მინიმუმ 400 გრამი ხილისა და ბოსტნეულის მოხმარებას. ამავდროულად, თვალყური ადევნეთ, რომ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობა გარკვეულ პროპორციაში იყოს. საშუალოდ დღეში ორი დიდი ვაშლის ჭამა შესაძლებელია ზიანის მიყენების გარეშე“, — ამბობს  ექიმ-თერაპევტი, დიეტოლოგი ეკატერინა ბურლიაევა.

ექიმი აღნიშნავს, რომ ვაშლი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოს —რთულ ნახშირწყლებს, რომლებიც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, საკვები ბოჭკო ნაწლავებში დადებითი მიკროფლორის ზრდის სუბსტრატია და ასევე შეუძლია ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინისა და გლუკოზის გამოდევნა.

სპეციალსტის თქმით, ვაშლი ასევე შეიცავს სხვადასხვა მიკროელემენტს, მაგალითად მაგნიუმს, მანგანუმს, სპილენძს, კალციუმს, აგრეთვე B, C, E ჯგუფის ვიტამინებს. თუმცა ეს რაოდენობა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ დღიური ნორმა შეივსოთ.

„წითელი ვაშლი შეიცავს ანტოციანებს, რომლებიც მას ფერს აძლევს. ანტოციანები მნიშვნელოვანი ნივთიერებებია, ანტიოქსიდანტებია, ისინი იცავს ჩვენს ორგანიზმს დაბერებისგან. გარდა ამისა, მხედველობისთვისაა საჭირო. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ვაშლში არც იმდენი ანტოციანებია, რომ მათ წყაროდ ჩაითვალოს“, — აღნიშნავს ბურლიაევა.

ძლიერი საწამლავი: მეცნიერები ლაქებიანი ვაშლის ჭამას კრძალავენ>>

დიეტოლოგ ნატალია კრუგლოვას განმარტებით კი ვაშლი ასევე შეიცავს რკინასა და კალიუმს, მაგრამ მათი შემცველობა არც თუ ისე ბევრია. ექსპერტების აზრით, ყველაზე სასარგებლო ჯიშის ვაშლის არჩევა რთულია, უმჯობესია ყველა ცოტ-ცოტა მიირთვათ — მწვანეც, ყვითელიცა და წითელიც, რადგან თითოეული მათგანი გარკვეულ სარგებელს შეიცავს.

ექიმები აზუსტებენ, რომ ვაშლი უნიკალური პროდუქტია, რადგან მისი ჭამა პრაქტიკულად ყველას შეუძლია. თუმცა არსებობს გამონაკლისი: წყლულოვანი დაავადების მწვავე ფაზა და პოსტოპერაციული პერიოდი. ამ შემთხვევაში ვაშლის ჭამას უნდა მოერიდოთ.

„ზოგადად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროსაც კი, ვაშლის მიღება შესაძლებელია, თუ გეცოდინებათ, რა სახით უნდა მიირთვათ ის. მათ, ვისაც კუჭში მარილმჟავას გამომუშავების დაბალი დონე აქვთ, ნედლი ვაშლი შეუძლიათ ჭამონ. ხოლო ვისაც მარილმჟავა ჭარბი რაოდენობით აქვს ორგანიზმში და გულძმარვა აწუხებს, მისთვის გამომცხვარი ვაშლია რეკომენდებული. თუმცა ცხადია, რომ გამომცხვარ ვაშლში ყველა ვიტამინი არ ნარჩუნდება“, — განმარტავენ ექიმები.

ამასთან სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ვაშლი არ უნდა მიირთვათ ცარიელ კუჭზე ან საღამოს. მთლიანობაში კი ეს ხილი შესანიშნავია წასახემსებლად. გარდა ამისა, შეგიძლიათ თავი  ვაშლის ჩიფსებითაც გაინებივროთ, რომლებიც ზეთის გარეშე მზადდება.

59
თემები:
ექიმი გირჩევთ
კახა კალაძე

კალაძე: თბილისის ტაქსის მძღოლები სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარებიან

0
(განახლებულია 16:30 20.01.2021)
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე „თბილისის ტაქსის“ მძღოლების PCR ტესტირებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
კალაძე: თბილისის ტაქსის მძღოლები სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარებიან
„ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად, მუდმივად მიმდინარეობს რისკ-ჯგუფების დადგენა და მათი PCR ტესტირება. ერთ-ერთ ასეთ რისკ-ჯგუფებს „თბილისის ტაქსის“ მძღოლები მიეკუთვნებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული, გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას. როგორც თავად ტაქსის მძროლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, ასევე იმ კონკრეტული ადამიანების, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ. გვქონდა სამწუხარო ფაქტები, როდესაც დაინფიცირებული ტაქსის მძღოლები აგრძელებდნენ მუშაობას. მე მგონია, რომ მათ არ იცოდნენ ინფიცირების შესახებ, რადგან იყვნენ უსიმპტომოები, თუმცა ის კონკრეტული ადამიანები ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობენ სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩდნენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ორ კვირაში ერთხელ „თბილისის ტაქსის“, როგორც A, ისე B კატეგორიის მძღოლების სავალდებულო PCR ტესტირება განხორციელდება.

0