კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო – 11–17 იანვარი

© Pixabay / Peggy_Marcoსაჰაერო ბურთები ცაში
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირამ რომ წარმატებით ჩაიაროს, ინტუიციას მიჰყევით და შეხედულებებში მეტი დამაჯერებლობა გამოავლინეთ – წლის მფარველ ხარს უყვარს მტკიცე და უდრეკი ადამიანები.

ეს კვირა იდეალურად მიესადაგება მასშტაბურ ცვლილებებს სასიყვარულო სფეროში. ზოგიერთი თქვენგანი, შესაძლოა, დაფიქრდეს, ღირს თუ არა ურთიერთობების გაგრძელება და არ არის გამორიცხული, უკვე სხვა კავშირის ძებნა დაიწყოთ. თუმცა, ბოლომდე პატიოსანი იყავით საკუთარ თავთან და პარტნიორთან და სანამ არჩევანს ახალ პარტნიორზე გააკეთებთ, ძველი საქმის კურსში ჩააყენეთ.

2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით>>

როგორი იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის – ამის შესახებ ასტროლოგები გვიამბობენ.

ვერძი

დროა, გარდერობი განაახლოთ – გათავისუფლდით ძველი ნივთებისგან და ახალი შეიძინეთ. ასევე დადებითად იმოქმედებს ავეჯის გადაადგილება, სახლის საფუძვლიანი დალაგება, მოწესრიგება, ძველმანების გადაყრა. ეს, სჯობს, კვირის დასაწყისშივე გააკეთოთ და არა უქმეებზე. პირად ფრონტზე მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება მატერიალური კეთილდღეობა 2021 წელს

კურო

კუროებს ამ კვირაში ბევრი რამის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ საცხოვრებელ სივრცეში – როგორც კი საახალწლო ორომტრიალი ჩაივლის, დაიწყებთ რემონტს ან მასშტაბურ ცვლილებებს, მაგალითად, ავეჯის გადაადგილებას. 11 და 12 იანვარი იდეალური დღეებია მუშაობის, სიყვარულისა და სწავლისთვის. ყველაფერში წარმატებებს მიაღწევთ, უბრალოდ, საჭიროა მოთმინება და დღის მკაფიოდ გაწერილი გეგმა.

ტყუპი

ამ კვირაში განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი მოვლენები მოსალოდნელი არ არის. ალბათ, თქვენი ყველაზე ახლო მეგობარი ინტერნეტი და ტელევიზორი გახდება. კვირის ბოლოს ინციატივას გამოიჩენთ. განსაკუთრებული წარმატება ელოდებათ შემოქმედებითი პროფესიების მქონე ტყუპებს. თავში უამრავი იდეა მოგივათ და ზოგიერთი, შესაძლოა, გენიალურიც.

შეყვარებულებისთვის: როგორი სიყვარული შეუძლიათ ზოდიაქოს ნიშნებს>>

კირჩხიბი

ეს კვირა არაა არც გამარჯვებებისა და არც დამარცხებებისა, არამედ კმაყოფილებისა და სიამოვნების პერიოდია. თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ცხოვრებისგან სიხარული მიიღოთ და წინსვლისთვის ძალები მოიკრიბოთ. დაისვენეთ, გაერთეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი მოვალეობები სახლსა თუ სამსახურში აუცილებლად შეასრულეთ. ასევე ამ კვირაში მრავალფეროვანი ურთიერთობები გელოდებათ, მაგრამ არ დაივიწყოთ თქვენი მეორე ნახევარი და უყურადღებოდ არ დატოვოთ.

გოგონა ლიანდაგებზე - Sputnik საქართველო
ბედის სიურპრიზები 2021 წელს და ზოდიაქოს სამი რჩეული ნიშანი

ლომი

შესაძლოა, თამამი ექსპერიმენტი ჩაატაროთ გარეგნობასთან დაკავშირებით, მაგალითად, ახალი ვარცხნილობა გაიკეთოთ, და ამან ირგვლივ მყოფებში დიდი აღფრთოვანება არ გამოიწვიოს. ახალ „მესთან“ შეგუება თავადაც გაგიჭირდებათ და დაიწყებთ კორექტივების შეტანას. ამავდროულად, ამ კვირაში დიდი წარმატებები გელოდებათ სიყვარულშიც, ბიზნესსა და სამუშაოზეც. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს განწყობას. გელოდებათ სიურპრიზები.

ქალწული

ქალწულებს დიდი წარმატება გელოდებათ სიყვარულში, მაგრამ ეს მხოლოდ სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. დანარჩენ დღეებში ვარსკვლავები და პლანეტები ნეგატიურად განწყობილი იქნებიან, ამიტომ რომანტიკული შეხვედრები, სჯობს, ამ დღეებში არ დანიშნოთ. ქალწულებს შემოქმედებითი მუზაც შეიძლება გეწვიოთ. თუ ასე მოხდა, შეგიძლიათ განმარტოვდეთ და კვირის ბოლოს თქვენი ქმნილებაც მზად იქნება.

ყველაზე მიუწვდომელი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: მათი გულის დაპყრობა ძალზე რთულია>>

სასწორი

კვირის ყველაზე რთული დღეები თქვენთვის ორშაბათი და სამშაბათი გახდება. ამ კვირაში ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ხშირად დაისვენოთ. გადაღლა არ შეიძლება, ამან, შესაძლოა, ჯანმრთელობის დიდი პრობლემები და პროდუქტიულობის შემცირება გამოიწვიოს. სიფრთხილეა საჭირო ფინანსური საკითხებისადმი. არ ღირს აჩქარება ამ საკითხებში. სავარაუდოდ, სასიყვარულო პარტნიორთან კვლავ იფეთქებს მგზნებარება (როგორც ეს თავიდან იყო). ასე რომ, წარმატებული პერიოდი გელოდებათ.

ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნები შეძლებენ განხეთქილებისთვის განწირული კავშირის გადარჩენას 2021 წელს

მორიელი

ამ კვირაში ძალზე კომუნიკაბელური იქნებით, იმდენად, რომ, შესაძლოა, სახლის კედლებში იშვიათად მოხვდეთ. ამ კონტაქტების დროს არაა გამორიცხული, რომ თქვენი ცხოვრების სიყვარულსაც წააწყდეთ. თუ არჩევნის წინაშე დადგებით, რისი ეკონომია გასწიოთ – ფულისა თუ დროის, არჩევანი პირველზე შეაჩერეთ. ახლა დრო უფრო მნიშვნელოვანია ფინანსებზე. ექსპერტები გირჩევენ, ყველაფერში ბალანსი დაიცვათ და უკიდურესობაში არ გადავარდეთ.

მშვილდოსანი

ცხოვრების ამ ეტაპზე დიდი ალბათობაა, რომ ძალზე მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას, საბედისწერო ნაცნობობა შედგეს როგორც საქმიანი, ისე პირადი ხასიათისა. იფრთხილეთ და გზა არ გადაუჭრათ საშიშ ადამიანებს. ამან თქვენი პროგრესი, შესაძლოა, საერთოდ გააქროს. ძალზე მნიშვნელოვანია სიფრთხილე, წინდახედულება და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. თუ ძვირადღირებული რამის შეძენას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ შემდეგ შეიძლება უარის თქმა მოგიწიოთ გართობასა და თავგადასავლებზე.

ზოდიაქოს ყველაზე კონფლიქტური ნიშნები – ტოპ-ხუთეული>>

თხის რქა

ამ კვირაში ახლობლების საქციელის მიმართ ძალზე კრიტიკული იქნებით. შესაძლოა, საყვარელ ადამიანთანაც იჩხუბოთ. ზოგადად, განწყობა ცვალებადი გექნებათ. ამასთან, ხუთშაბათიდან ენერგეტიკის შემცირებაა მოსალოდნელი, რაც დაღლილობამდე მიგიყვანთ. მკაფიოდ უნდა გამიჯნოთ სამსახური და სახლი, შრომა და დასვენება. ცოტაოდენი გადაღლაც კი თქვენს თავდაჯერებულობასა და ჯანმრთელობას ავნებს. ყველაფერი დაბალანსებული უნდა გქონდეთ.

„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო
სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე

მერწყული

ამ კვირაში მოახერხებთ დასვენებას და ძალების აღდგენას. მიხედავთ ჯანმრთელობას, დააწესებთ ფიზიკური აქტივობის რეჟიმს. ამაში ახლობლებიც შეგიწყობენ ხელს. ერთადერთი, რამაც დაძაბულობა შეიძლება გამოიწვიოს, ეს საყვარელ ადამიანთან ხშირი კამათი და ჩხუბია. სჯობს, კვირის დასაწყისი და ბოლო საოჯახო საქმეებს დაუთმოთ. ძალზე სასარგებლო იქნება, თუ შეიძენთ მცენარეებს, სახლში მოიყვანთ შინაურ ცხოველს. ასევე წაგადგებათ სამუშაო ადგილის მოწესრიგება.

თევზები

იდეალური კვირაა იურიდიული პრობლემების მოსაგვარებლად. 12 იანვრიდან კარგი დროა შოპინგის, ფულის ხარჯვისა და მუშაობისთვის. არ არის გამორიცხული, რომ გადაწყვიტოთ ის პრობლემები, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. შესაძლოა, მოგონებები მოგეძალოთ და თუ ძველ მეგობრებთან შეხვედრასა და დროის გატარებას გადაწყვეტთ, ურიგო არ იქნება, მაგრამ ამ ყველაფერმა, შესაძლოა, არასერიოზული ადამიანის იარლიყი მოგაკეროთ და თქვენი საყვარელი ადამიანი გაუგებრობაშიც კი ჩააგდოს.

ყველა ახალი ამბავი
0