თოვლიანი ტყე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 იანვარი

1492
(განახლებულია 10:55 11.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 11 იანვარია, ორშაბათი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

ეცადეთ, მეტი ეკონტაქტოთ ადამიანებს. ისინი კარგ რჩევებს მოგცემენ, ასევე ეს ურთიერთობები ახალ იდეებსა და საკუთარ ძალებში დარწმუნებას მოგიტანთ. მომთმენი იყავით კრიტიკის მიმართ, არ გაბრაზდეთ გამკრიტიკებლების მიმართ და ეცადეთ, ის თვითგანვითარებისთვის გამოიყენოთ. ასევე კარგი დღეა იმიჯის შეცვლისთვის.

ფორტუნის საათები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

ვერძი: როდესაც ველოსიპედით სიარულს სწავლობთ, მოულოდნელად ხელი გაგიშვეს და დამოუკიდებლად სიარული გაიძულეს. ამ წამში ერთდროულად განიცდით შიშს, აღფრთოვანებასა და თავისუფლების გრძნობას. დღეს ცხოვრება სწორედ ამ შეგრძნებებს გაჩუქებთ. როგორც იქნა, მოიხსნით ტვირთს მხრებიდან. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობები, ან პროექტი სამუშაოზე. უნდა გააცნობიეროთ, რომ ყველაფერი კარგად მიდის თავისთავად და ორომტრიალი საჭირო არაა.

კურო: არასდროს არაა გვიანი, რომ ახალ ცხოვრებისეულ გზას გაუყვეთ. თუ რამე გაინტერესებთ, აუცილებლად მოსინჯეთ და ეცადეთ, მიიღოთ. არ დაუშვათ, რომ ასაკმა, შემოსავლებმა ან სოციალურმა სტატუსმა თქვენი თავისუფლება შეზღუდოს. ყოველი დღე ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ და დღევანდელი დღეც გამონაკლისი არაა. შეწყვიტეთ ათასნაირი თავის გამართლების მოფიქრება. იცით, რა შეგიძლიათ, ასე რომ, იმოქმედეთ!

ტყუპი: არაფერია ცუდი იმაში, რომ ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილოთ. მაგრამ დღეს ყველა საიდუმლო საიდუმლოდ შეინახეთ. პასუხების ძებნა თქვენთვის საინტერესო კითხვებზე არანაის ახალ სასარგებლო ცოდნას არ მოგიტანთ, მხოლოდ თავისუფალ დროს წაგართმევთ. სჯობს, გაერკვეთ იმაში, რაც უკვე იცით, ოღონდ ინფორმაცია არანაირ ფილტრში არ გაატაროთ. მიიღეთ სამყარო ისეთი, როგორიც არის და ეცადეთ, ძალიან ბევრი კითხვა არ დასვათ.

კირჩხიბი: სურვილი, რომ ყველაფერი სათანადოდ აეწყოს, სრულიად ბუნებრივია. თუ რამე არ გამოგივათ, სანამ განერვიულდებით, მაქსიმუმი გააკეთეთ იმისთვის, რომ მოვლენების მიმდინარეობა საჭირო კალაპოტისკენ მიმართოთ. ემოციები, რომლებიც იმის გამო წარმოიშვა, რომ საწადელს ვერ მიაღწიეთ, გარე სამყაროზე არ უნდა მიმართოთ – გაბრაზება მხოლოდ საკუთარ თავზე შეგიძლიათ. ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერი თავისთავად გადაწყდება – იმოქმედეთ.

ლომი: ჩნდება კარგი იდეები. რომლებიც ახალ პერსპექტივებს ხსნის. თუ არ აჩქარდებით, დიდი წარმატებების მიღწევა შეგიძლიათ. შესაძლოა, ძველმა საქმიანმა პარტნიორებმა შეგახსენოთ თავი, არ არის გამორიცხული ძველ სამუშაო ადგილზე დაბრუნება. კარგი დღეა პროფესიული კავშირების აღსადგენად, თანამშრომლობის დასაწყებად – ახლა საკუთარი პირობების კარნახი შეგიძლიათ. გაგახარებენ ახლობელი ადამიანები – იგრძნობთ, რომ ისინი დიდად გაფასებენ.

ქალწული: ურთიერთობები ადამიანებს შორის ყოველთვის არაპროგნოზირებადი და რთულია. დღეს მეგობრულ ურთიერთობებს შეიძლება ახლებურად შეხედოთ და მიხვდეთ, რა სურს სინამდვილეში ამ ადამიანს. ყურადღებით იყავით მინიშნებების მიმართ, შესაძლოა, მეგობრისთვის იდეალური საჩუქარი შეარჩიოთ. ან იქნებ მიხვდეთ, რომ ამ ადამიანს რაღაც უჭირს და დახმარების თხოვნა ერიდება.

სასწორი: დროებით შეამცირეთ ხარჯები – ფულის ზედმეტი ფლანგვა ცუდია. მერე შეიძლება ვეღარ იყიდოთ ნივთი, რომელიც ნამდვილად გსურთ და გჭირდებათ. დაელოდეთ ფასდაკლებას, ან მოძებნეთ უკეთესი ფასი. ეს მოთმინებასა და ფულის დაფასებას გასწავლით. ახლა რომ ჩვეულებრივზე მეტი ფული გაქვთ, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი თანხა ქარს გაატანოთ.

მორიელი: ახლა სწორედაც რომ დროა, ემოციებით ნაკარნახევ დასკვნებს გადახედოთ და ანალიტიკურ მსჯელობაზე გადაერთოთ. ერთი დღით ამოიგდეთ თავიდან არსებული ურთიერთობები და დაინახავთ არსებულ ვითარებას ნათლად და ობიექტურად. ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფაქტი თვალნათელი გახდება. ამას გარდა, შეძლებთ პოტენციურად არახელსაყრელი სიტუაციის გაშიფვრას და ამის წყალობით თავიდან აირიდებთ კონფლიქტს.

მშვილდოსანი: სანამ თავით გადაეშვებით ჭაობში, ჯერ ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეთ და ყურადღებით დააკვირდით სიტუაციას. დარწმუნდით, რომ სწორად და საჭირო დროს მოქმედებთ. ნუ მისცემთ უფლებას საკუთარ იდეალიზმს, რომ დაგარწმუნოთ ყველაფერი ისე გამოვა, როგორც იმედი გაქვთ. მოვლენებზე რაღაც უცნობი ფაქტორები მოქმედებს, ამიტომ უნდა დაიცადოთ და შემდეგ იმოქმედოთ. იფრთხილეთ ყველაფერში.

თხის რქა: დღევანდელი დღე უამრავ დადებით ემოციას გაჩუქებთ. შესაძლოა, პასუხი იპოვოთ კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია, გაწუხებთ, ან გადადგათ სტრატეგიულად სწორი ნაბიჯი და ამის წყალობით შემდეგ დონეზე გადახვიდეთ. არ არის გამორიცხული, რომ ამის მერე მიმდინარე მოვლენებს ძალიან მსუბუქად შეხედოთ, მაგრამ ექსპერტები ამას არ გირჩევენ. მეტი ძალისხმევა გამოიჩინეთ და განაგრძეთ მუშაობა.

მერწყული: დღეს დანიშნულების ადგილზე მიხვალთ, მაგრამ, შესაძლოა, ეს ვერც გააცნობიეროთ. ამ მიზნის მისაღწევად იმდენი ენერგია დახარჯეთ, რომ თვალთ დაგიბინდდათ და რეალობის დანახვა გიჭირთ. სწორედ ამიტომ დღეს დაცდა აჯობებს, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. მიეცით თავს საკმარისი დრო იმისთვის, რომ ახალ ვითარებას შეეგუოთ და გააცნობიეროთ, რომ მართლა მიაღწიეთ მიზანს. რამის შეცვლა ახლა არასასურველია.

თევზები: ეცადეთ, რაც შეიძლება მალე დაასრულოთ დაწყებული საქმეები. დღის მეორე ნახევარში უფრო საინტერესო საქმეები გამოგიჩნდებათ და ამისთვის მეტი თავისუფალი დრო დაგჭირდებათ. ამ ორომტრიალში თქვენი ენერგია აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი იქნება. მისი საჭირო დონეზე შენარჩუნებისთვის ეცადეთ, სწორად იკვებოთ, მოერიდეთ ზედმეტ შაქარს, ცხიმს და მიეძალეთ ბოსტნეულს.

1492
პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში

თუ კორონავირუსი გადაიტანეთ: ექიმები ასახელებენ „ღრმა შეცდომას“, რომელსაც ხშირად ვაწყდებით

84
(განახლებულია 13:32 28.01.2021)
ექიმები კორონავირუს-გადატანილ პაციენტებს „ღრმა“ შეცდომაზე მიუთითებენ და აუცილბლად გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს აძლევენ

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. პაციენტებმა, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, არ უნდა იჩქარონ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა და ასევე ვაქცინაციის ჩატარება, აცხადებენ ექიმები.

იმუნოლოგი ილია კუკინი სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ზოგი დაავადება–გადატანილი ყველა ღონეს ხმარობს, რომ სწრაფად დაუბრუნდეს ავადმყოფობამდელ ფიზიკურ მდგომარეობას.

„ეს უკიდურესად საშიშია და მიუღებელი. ვირუსის შემდეგ თქვენი იმუნიტეტი ჯერ კიდევ სუსტია, თქვენი ორგანიზმი ჯერ კიდევ არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ასეთ დატვირთვებს გაუძლოს. <...> ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა შეცდომა“, — აღნიშნა ექიმმა.

ამასთან სპეციალისტი აზუსტებს, რომ ფიზიკურმა გადატვირთვამ შეიძლება პოსტკოვიდური გართულებები და ხელახალი დაავადებაც კი გამოიწვიოს.

ექიმის თქმით, COVID-19-ის დროს ჯანმრთელი უჯრედები ენერგიის მომატებულ რაოდენობას ხარჯავს, ამიტომ აუცილებელია, რომ ორგანიზმს აღსადგენად დრო მივცეთ.

ინფექციოლოგი ნიკოლაი მალიშევი კი აცხადებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებისთანავე საჭირო არ არის.

სპეციალისტის აზრით, ამ კატეგორიის ადამიანებს ვაქცინაცია დაავადებიდან 6-9 თვის შემდეგ უნდა ჩაუტარდეთ.

სამეცნიერო კვლევების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ანტისხეულების დონე ორგანიზმში თანდათან იკლებს, ეს სულაც არ ნიშნავს უჯრედული იმუნიტეტის ან უჯრედული მეხსიერების სრულ დაკარგვას. ამ პერიოდში ხელახალი ინფიცირება საკმაოდ იშვიათია.

ამასთან ექიმები კორონავირუს–გადატანილებს ურჩევენ, რაციონში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები შეიტანონ, რომლებიც გვხვდება, მაგალითად, მწვანე ჩაიში ან ციტრუსებში.

84
თემები:
ექიმი გირჩევთ
სავსე მთვარე

სავსემთვარეობა 28 იანვარს რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

126
(განახლებულია 11:48 28.01.2021)
დღეს 2021 წელს პირველი სავსემთვარეობაა, რომელიც ლომის ზოდიაქოს ნიშნის მფარველობით ჩაივლის. როგორი დღე გველოდება, რისი გაკეთება შეიძლება, რას უნდა მოვერიდოთ – ამის შესახებ ჩვენს სტატიაში შეიტყობთ

სავსემთვარეობა 2021 წლის 28 იანვრის 22:17 საათზე დადგება.

სავსემთვარეობის დღეს მთვარე თავისი ზრდის პიკს აღწევს. ამ დროს მისი გავლენა ძლიერდება და მაქსიმალურ დონეს აღწევს: მცენარეები განსაკუთრებით სწრაფად იზრდებიან, ძლიერდება აღდგენითი პროცესები, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა. ადამიანზე სავსე მთვარე განსაკუთრებული სიძლიერით ახდენს გავლენას.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად კი ეს დღე სიყვარულისა და პოზიტიური შემოქმედების დღეა, ასევე ადამიანები ზედმეტად აღგზნებული, გაღიზიანებული ხდებიან, უმატებენ ფუსფუსს, იზრდება გაუგებრობები, ხშირდება კონფლიქტები და ჩხუბები.

მთვარე ლომის ნიშანში, ერთი მხრივ, ხელსაყრელია ამბიციური ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, ქმნის ცრუ შთაბეჭდილებას, რომ ძალა ყველაფრისთვის საკმარისია. ადამიანები ხდებიან მერყევი პირფერობისა მიმართ, მაგალითად, უყურადღებონი არიან დოკუმენტებზე ხელმოწერის დროს.

რისი გაკეთება შეიძლება 28 იანვარს, სავსემთვარეობის დღეს

შესანიშნავი დღეა აქტიური მოქმედებებისა და გამარჯვებებისთვის. იღბალი და წარმატება ადამიანების თანმდევი იქნება პირად, საზოგადოებრივ, შემოქმედებით თუ საქმიან ცხოვრებაში.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

საჭიროა დადებითი განწყობა. თუნდაც ვინმე გაწყენინოთ ან შეურაცხყოფა მოგაყენოთ, თუ ჰარმონიასა და წონასწორობას შეინარჩუნებთ, დღეს საკმაოდ კარგად ჩაივლის.

ამ დღეს სასურველია სხვების მოსმენა და ამის კონსტრუქციულად გამოყენება.

ასევე კარგი დღეა დასვენებისთვის. თუ მუშაობთ ამ დღეს, საღამოს ეცადეთ მოდუნდეთ, დაისვენოთ.

ამ დღეს ნეგატიური (ისევე, როგორც პოზიტიურ) ფიქრებს ადამიანები ერთმანეთს გადასცემენ. არ არის გამორიცხული, რომ ვინმეს მერყეობა და პესიმიზმი „გადმოგედოთ“. ასე რომ არ მოხდეს, მოერიდეთ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს და დროებით დაივიწყეთ ინტერნეტი, სოციალური ქსელები და საინფორმაციო გადაცემები.

რისი გაკეთება არ შეიძლება 28 იანვარს, სავსემთვარეობის დღეს

მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს არ დაირღვეს შინაგანი ჰარმონია. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, უკმაყოფილება არ გამოხატოთ.

მთვარე ლომის ნიშანში აძლიერებს ავანტიურისადმი მისწრაფებას, დაუფიქრებელი სარისკო ნაბიჯების გადადგმისკენ ლტოლვას. ამიტომ საჭიროა ყველა ფინანსური სერიოზული საქმის გადადება. არასასურველია უძრავ ქონებასთან, აქციებთან დაკავშირებული გარიგებების დადება, შეთანხმებების გაფორმება.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

ამ დღეს ასევე არასასურველია ძვირადღირებული რამის შეძენა, ურთიერთობების გამორკვევა, გადაჭარბებული მუშაობა, ფუჭი დაპირებების მიცემა, ტყუილის თქმა.

126

კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო - ვიდეო

0
(განახლებულია 13:30 28.01.2021)
საქართვეოში საკალათბურთო თასის გათამაშება დაიწყო, რომელიც 1 თებერვალს დასრულდება ფინალური შეხვედრით

საქართველოს თასის გათამასება, ტრადიციულად იანვარში იმართება. მასში სულ 16 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან 11 სუპერლიგის გუნდია, ხოლო დანარჩენი 5 - „ა“ ლიგას წარმოადგენს.

ტურნირი მიმდინარეობს თბილისის ოლიმპიურ სასახლესა და თელავის დარბაზში.

0