დაშვებულ შეცდომაზე ყურადღების გამახვილება, მისი გაანალიზება და სწორი გადაწყვეტილების მიღება — ამ ყველაფერში ის რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება დაგეხმარებათ, რომლებსაც ქვემოთ სპეციალურად თქვენთვის მოვუყარეთ თავი.
ჩვენი რჩევაა, დროდადრო გადახედოთ ხოლმე მათ.
- არასდროს არაფერი მიუტევოთ მოღალატეს — ასეთები არ იცვლებიან.
- ილაპარაკეთ მხოლოდ სიმართლე და აღარ მოგიწევთ სხვა ვერსიების დამახსოვრება.
- ნუ დასცინებთ სხვების ოცნებებს — საკუთარს მიხედეთ.
- არ იწუწუნოთ. პრობლემას წუწუნი კი არა, მოგვარება სჭირდება.
- ნუ გაავრცელებთ ჭორებს, ნუ ჩაერთვებით „ენის ფხანის“ პროცესში. გახსოვდეთ, სწორედ ამ ადამიანებს თქვენზეც შეუძლიათ ჭორაობა.
- აღიარეთ შეცდომები. გახსოვდეთ, შეუმცდარი მხოლოდ ისაა, ვინც არაფერს აკეთებს.
- თუ რამ უსიამოვნო საქმე გაქვთ მოსაგვარებელი, დილიდანვე მოიშორეთ თავიდან, რათა მთელი დარჩენილი დღე ამაზე ფიქრსა და ნერვიულობას არ შეალიოთ.
- ეცადეთ არ ისესხოთ ფული — აღება იოლია, დაბრუნება კი ძნელი.
- იყავით თავაზიანი. ეს არც რთულია და არც რაიმე განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. სამაგიეროდ ადამიანები ამის გამო დაგაფასებენ და პატივისცემით მოგეპყრობიან.
- ნუ იცხოვრებთ ნურც წარსულის წარმატებებით და ნურც ჩავარდნებით. ნუ მისცემთ უფლებას წარსულს, ყოველთვის განსაზღვროს თქვენი მომავალი!