რაჭა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 იანვარი

2061
(განახლებულია 11:58 04.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 4 იანვარია, ორშაბათი. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

დღის პირველ ნახევარში ზედმეტი ემოციურობაა მოსალოდნელი, რისი გაკონტროლებაც ძალიან რთული იქნება. ამიტომ აჯობებს, თუ ამ დროისთვის სერიოზულ საქმეებს არ დაგეგმავთ. ასევე არარეკომენდებულია რამის დაპირება, რადგან შემცირებულია საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური შეფასება.

2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით>>

დღის მეორე ნახევარი წარმატებული დროა ურთიერთობებისთვის, გეგმების დაწყობისთვის, ინტელექტუალური საქმიანობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის.

ვერძი: აქამდე საოცარი თავშეკავება გამოავლინეთ ადამიანებთან ურთიერთობებში, რომლებიც მუდმივად ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ. თუ ამ დღეს მიხვდებით, რომ აზრი არა აქვს შემდგომ მცდელობებს, უთხარით ამ ადამიანებს ამის შესახებ, გააფრთხილეთ, რომ მოთმენას აღარ აპირებთ. შანსი დიდი არაა, მაგრამ, სცადეთ.

კურო: თქვენ ინტერესებშია, რომ მეტი კრეატიულობა გამოამჟღავნოთ, რადგან დრო დადგა, გრანდიოზული გეგმების რეალიზებას შეუდგეთ. დაივიწყეთ სიამაყე და თუ საჭიროებას გრძნობთ, ითხოვეთ დახმარება. თუ ვინმეს რამეში დარწმუნება გჭირდებათ, გამოიყენეთ ხუმრობა, პირფერობა და ცოტაოდენი შეშინებაც კი. იყავით პატიოსანი ზრახვებში. გაუზიარეთ თქვენი ენთუზიაზმი სხვებსაც.

ტყუპი: თუ გსურთ, თქვენს გზაზე გაჩენილი დაბრკოლებები გადალახოთ, მტკიცე მოქმედებებია საჭირო. არავინ დაელოდება, სანამ მოქმედებების იდეალურ გეგმას შეადგენთ. საჭიროა წინსვლის გაგრძელება, რაც არ უნდა გართულეს მდგომარეობა. თქვენი ძალისხმევა საქმისადმი სერიოზულ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს და ამით სხვებს აჩვენებთ თქვენს ძალას, ნებისყოფასა და იმას, რომ ამ ადამიანების მიმართ გულგრილი არ ხართ.

კირჩხიბი: დღეს ურთიერთობებზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ და გაარკვიოთ, რომელია მართლა მტკიცე კავშირზე დაფუძნებული და რომლები მხოლოდ მოჩვენებითი მტკიცეა. თუ ადამიანებთან კავშირების გამტკიცება გსურთ, ვისთანაც მუდმივად გიწევთ ურთიერთობები, ერთადერთი – თქვენ თვინ უშლით ამას ხელს. ნუ შეუშინდებით საუბრის გაბმას სერიოზულ თემებზე, არ დაკარგოთ რწმენა იმისა, რომ თანამოსაუბრეც არ არის გულგრილი თქვენ მიმართ და მასაც სურს თქვენთან მყარი ურთიერთობები.

ლომი: დღე უამრავ ახალ შესაძლებლობას გახსნის თქვენ წინაშე, ინტუიცია კი გიკარნახებთ, რომელი შეარჩიოთ. თქვენი საქციელის მიზეზები ყოველთვის არ არის გასაგები ირგვლივ მყოფთათვის, მაგრამ მოვლენების განვითარება აჩვენებს, რომ მართალი იყავით. კარგი დღეა საყიდლებისთვის, მათ შორის – დაუგეგმავი. მაგრამ ოჯახის ბიუჯეტს ნუ გადააჭარბებთ. რა იყიდოთ და არა – არა, ამაშიც უნტუიცია დაგეხმარებათ.

ქალწული: ყველა ადამიანს აქვს ორი მხარე. თუ ვინმეს საქციელი თქვენს ნერვებზე ითამაშებს, ყურადღება გადაიტანეთ ამ პიროვნების იმ თვისებებზე, რომლებიც მოგწონთ. გააცალკევეთ სხვა ადამიანების კარგი და ცუდი თვისებები, ეს დაგეხმარებათ მათთან მტკიცე კავშირის დამყარებაში და უსარგებლო დრმაებში მონაწილეობისგან თავის არიდებაში. თუ ისეთ ადამიანთან მოგიწიათ ურთიერთობები, რომელიც გაღიზიანებთ, ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ.

სასწორი: გავრცელებული მოსაზრება, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ერთმანეთს იზიდავს, ყოველთვის არ მოქმედებს. დღეს შეიძლება დაინახოთ, რომ თქვენ გარშემო ორი ძალიან განსხვავებული, მაგრამ ერთნაირი ადამიანი ერთმანეთისკენ ისწრაფვის. მზად ხართ, რომ მათთვის „მაჭანკლის“ ფუნქცია იტვირთოთ? კარგად გააანალიზეთ სიტუაცია და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. ინტუიციაც მოიშველიეთ.

მორიელი: თქვენ ირგვლივ დღეს ძალიან ბევრი გაურკვეველი მომენტი შეიქმნება, ასე რომ, სიფრთხილე გმართებთ. არაფერში არ უნდა იყოთ დარწმუნებული. გაგიჭირდებათ მოქმედება, რადგან არ გეცოდინებათ, რითი ხელმძღვანელობენ ირგვლივ მყოფნი. ამან, შესაძლოა, მდგომარეობიდანაც კი გამოგიყვანოთ. თავად განრისხებაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, მთავარია, ეს რისხვა ისე „გადმოაფრქვიოთ“, რომ არავინ დაშავდეს.

მშვილდოსანი: მშვიდი და წყნარი დღე გელოდებათ, და გექნებათ შესაბამისი განწყობა, რომ ამით დატკბეთ. მოდუნდით გარკვეული დროით, მიეცით თავს ამის უფლება და მიხვდებით, რომ ასე სტრესის თავიდან აცილება შეგიძლიათ. თქვენი გონება კვლავ აქტიურია, ამიტომ არ ინერვიულოთ, რომ უსაქმურობის გამო აზროვნების უნარის მოდუნდება.

თხის რქა: ძალიან მალე თქვენს ცხოვრებაში ადრე დაკარგული ერთ–ერთი მეგობარი გამოჩნდება და მის გამოჩენასთან ერთად ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. დიდი ალბათობით, ეს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეხება. არაა გამორიცხული ასევე, რომ ახალ სასიყვარულო თავგადასავალსაც ეხებოდეს. ასე რომ, ყურადღებით: არ გამოტოვოთ ზარი უცხო ტელეფონის ნომრიდან, ან წერილი, რადგან ეს, შეიძლება, რაღაც გრანდიოზულის დასაწყისი იყოს.

მერწყული: ყველაზე ბრძნული რჩევა შეიძლება მიიღოთ ადამიანისგან, რომელიც ძალიან კარგად გიცნობთ. თუ გსურთ, ურთიერთობები მოაგვაროთ რომელიმე ნათესავთან, დაიწყეთ მოქმედება. მას თქვენი პრობლემების გადაჭრაში დიდი როლის შესრულება შეუძლიათ. დაურეკეთ, მისწერეთ წერილი და ნახეთ, რა რეაქცია ექნება მას. თქვენ შორის, როგორც ჩანს, მტკიცე კავშირია, რომლის იგნორირება არ შეიძლება.

თევზები: სანამ რამე ახალ პროექტს შეეჭიდებით, მოქმედებების გეგმა შეადგინეთ. ამის გარეშე არაფერი გამოგივათ. მხოლოდ, ის, რომ შთაგონება გეწვიათ, არაფერს ნიშნავს. საჭიროა ყველაფრის დეტალურად გათვლა. სერიოზული დაბრკოლება შეიძლება იყოს ის, რომ დრო არ გაქვთ, ამიტომ ფრთხილად იყავით.

2061
საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი თემურ წიკლაური

17-ის ვარ და ამ ციფრებს გინდა შეუცვალე ადგილი, გინდა არა!

398
(განახლებულია 15:14 22.01.2021)
დღეს ყველასთვის საყვარელი მომღერლის, თემურ წიკლაურის დაბადების დღეა, ეს ინტერვიუ მისგან, 2017 წელს, სწორედ ამ დღეს ჩავწერეთ. ამჟამად მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი მოგვარდება და ბატონი თემური მალე გამოჯანმრთელდება.

ამ გულწრფელ, ბუნებრივ დიალოგს თითქმის შეუცვლელად გთავაზობთ.

ამის უფლება მის მიმართ განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ  და პირადად მან მომცა. ასე რომ, იმედია, ჩვენი საუბრის გარკვეულად  თავისუფალ მანერას ყვითელი პრესისთვის ჩვეულ ფამილარობაში არ ჩამითვლით. 

-გამარჯობა, ძალიან კარგ ადამიანს და არაჩვეულებრივ მომღერალს ვულოცავ დაბადების დღეს!

— მადლობა, ბალღო, გაიხარე!

-ერთადერთი ადამიანი ხართ, ვინც დღემდე ბალღს მეძახის…

— ბალღი ხარ, აბა, ვინ ხარ? საერთოდ კი მინდა გითხრა, რომ ამ ქვეყნად რასაც დაირქმევ, ის ხარ!

-აი, თქვენ რას ირქმევთ?

— მეც ბავშვი ვარ!… მართლა გეუბნები.

-ასაკს არ გეკითხებით…

— მკითხე რა, 17-ის ვარ და ამ ციფრებს გინდა შეუცვალე ადგილი, გინდა არა!..

-როგორ მოახერხეთ, რომ ამ ასაკში ბავშვი დარჩით?

— როგორ და… გონით და გულით! მე რომ ვამბობ და ვმღერი: „გული არა ბერდება“ —თქო- მართლაც ასეა! ცხოვრებაში ძალიან უნდა გინდოდეს, რომ თავისუფლად და გემრიელად იყო, ისე როგორც ბავშვია.

-და გარემოებებმაც ხომ უნდა შეგიწყონ ხელი, არა?

— გარემოებები აბსოლუტურად არ მაინტერსებს!… ზოგიერთ ტელევიზიაში არ მიწვევენ ხოლმე და მე მათ გამო ვერ შევიცვლები. მე მესმის, რომ ახალი თაობა მოვიდა, რომელმაც სიმღერის ახალი კულტურა შემოიტანა, მაგრამ მე არ შევიცვლები, რადგან ისე, როგორც მე ვმღერი, ვთვლი, რომ ჩემს ქვეყანას და ხალხს ესეც სჭირდება! მე მიყვარს მაგალითად სიმღერა სამშობლოზე, სიყვარულზე, კაცობაზე, რწმენაზე, მეგობრობაზე… განსხავავებული წარმოდგენები გვაქვს!..

-ჩემნაირებიც ხომ არიან და მე ხომ მესაუბრებით ამ თემებზე?

— შენ ერთი ცალი ხარ რაა…

-ანუ, „შტუჩნი“ ვარ?

— ვააა, შტუჩნი? როგორ გამაცინე, შენ დახლს ქვეშ გადანახული ხარ!

-ახლა მთლად ნაფტალინში ნუ ჩამდეთ!…

— არა კაცო, პირიქით ვახსენე: ყოველთვის ახალი ხარ და თან კარგი ადამიანი.

- იმდენს მაქებთ, ჩემი დაბადების დღე მგონია!

— იცი, რომ მე ახალ წელს არ ვიხდი ხოლმე? იმიტომ, რომ ვთვლი, ახალი წელია ყოველთვის და მაშინ, როცა მიხარია!

-და როდის გიხარიათ ხოლმე? 

— მე მიხარია როცა აღდგომაა, ქრისტეშობაა. საქართველოში ახალ წელს როცა უნდათ, მაშინ იხდიან. ეგრე ვარ მეც!

-მაშინ დღეს ახალ წელსაც გილოცავთ! ერთი წელი ხომ მოგემატათ? ჰოდა, გილოცავთ ახალ წელს!

— ახალი წელია, აბა, რაა?! ისე, დაბადების დღის გადახდა ყოველთვის მრცხვენია ხოლმე, რა გავაკეთე ისეთი, რომ არიქა და შევძრა ქვეყანა და ეს დღე აღვნიშო?

-დღეს ისეთები აღნიშნავენ პომპეზურად როომ…

— მე სხვა რას აღნიშნავს, არ მაინტერესებს — სხვა.. სხვა „ფინთ“ რაღაცეებსაც აკეთებს — მეც გავაკეთო? 

- მარტო ერთს გეტყვით: ქართული ესტრადის და მუსიკალური ისტორიის ნაწილი ხართ… 

— მე ასე გეტყვით: ჩვენ რაც შეგვეძლო — ყველაფერი გავაკეთეთ, ახლა სხვებმა გააკეთონ, — ის ნამდვილად ვიცი, რომ ისე ვიცხოვრე, აუგი არავის ვათქმევინე და დღემდე ქართულ ხელოვნებას და ქართულ საქმეს ვემსახურები!  ახლა ჯერ უფალს არ უნდა, რომ ამ ეტაპზე ახალი პროექტი გავაკეთოთ, რადგან ჩემი აზრით, ღმერთი რაღაც ძალიან დიდისთვის გვამზადებს!  მარტო ჩემს თავს არა, „ივერიას“ ვგულისხმობ: ჯემალს, გიას, ვახოს, ნუგზარს… ამ ახლის საკეთებლად ყველანი მზად ვართ!..

-ბატონო თემურ, თქვენ „ფეისბუკზე“ ხართ?  ერთი- ორი თემურ წიკლაური მგონი, მე მყავს მეგობრებში და…

— არა, ისინი მე არ ვარ!..ვიღაცეებმა დადეს და ერთობიან. მე არ დამიდია! 

- აბა, ხალხმა როგორ უნდა გაარჩიოს ნამდვილი წიკლაური ფეიკისგან, ანუ არა ნამდვილისგან? 

— ცხვირით განასხვავებთ! ეგენი უცხვირ-პიროები არიან და მე ცხვირი მაინც მაქვს! თუ ცხვირი დაინახე, ე.ი. მე ვარ! მათგან არწივის ცხვირით გამომaრჩევ! 

-თემურ წიკლაურს რას უსურვებთ? 

— აი, გინდა გაგანდო ახლა რას აკეთებს თემურ წიკლაური?— ჩუმად გავიგე: კლასიკური მუსიკის კონცერტს ამზადებს… ფილიპის არიას შევთავაზებ „დონ კარლოსიდან“, მურმანისა და აბესალომის პარტიებს — „აბესალომ და ეთერიდან“,  „სულო ბოროტოს“ ვიმღერებ. ეს ურთულესი არიები უკვე გაკეთებული მაქვს, ამას გარდა სამი ნეაპოლიტანური და ორი რუსული სიმღერა მზად მაქვს. ამას აპრილ-მაისში ვაპირებ.  ბატონ ალეკო ხომერიკთან ერთად ვემზადებოდი. ეს ყველაფერ ოპერის თეატრში იქნება. აბა, მიკროფონში ხომ არ ვიმღერებ არიებს?.. რადგან გატყობთ კმაყოფილობას — იქნება მეორე განყოფილობაც.. ბოლოს კლასიკას საესტრადი სიმღერებსაც მივაყოლებ… მინდა, რომ ქართველი მაყურებლის წინაშე ღირსეულა წარვდგე.

- წარმატებას, გამარჯვებას და თქვენთვის ჩვეულ მხნეობას გისურვებთ, ცხოვრებაში: „გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარო“- არასოდეს გეთქვათ!…

 

398
ბანგურიანი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 იანვარი

709
(განახლებულია 13:11 21.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 22 იანვარია, პარასკევი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.

იღბლიანი დღეა, აქტიურობისა და მკაფიო აზრების დრო. თუმცა, თვალი მიადევნეთ, რომ თქვენი თავდაჯერებულობა ზედმეტ სიამაყესა და ამპარტავნებაში არ გადაიზარდოს. დღე ხელსაყრელია ახალი წამოწყებებისთვის. ასევე ურიგო პერიოდი არაა ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მაგრამ ყურადღება მაინც გმართებთ – იგივე ზედმეტმა თავდაჯერებულობამ, შესაძლოა, სარისკო ნაბიჯებისკენ გიბიძგოთ და ჯანმრთელობის პრობლემები შეიქმნათ.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება მატერიალური კეთილდღეობა 2021 წელს>>

ვერძი: დღეს თქვენში წინა პლანზე გამოვა ისეთი თვისებები, როგორიცაა სიმტკიცე, მიზანსწრაფულობა და გამჭრიახობა. ამის წყალობით რთულ საქმეებსაც კი იოლად გაუმკლავდებით. არაა გამორიცხული, რომ ჩახლართული პრობლემიდან გამოსავალი იპოვოთ. თქვენი გეგმა მკაფიო იქნება, ხოლო მოქმედებები – ეფექტური. ეს მხოლოდ თქვენ საქმიანობას არ ეხება – პარასკევს ირგვლივ მყოფებსაც დაეხმარებით, ვინც ამის თხოვნით მოგმართავთ.

კურო: დღეს უზარმაზარი, პრაქტიკულად, უკიდეგანო პოტენციალით დასაჩუქრდებით. მთავარია, მომენტი ხელიდან არ გაუშვათ და ყველა მოცემული შესაძლებლობა გამოიყენოთ. ვარსკვლავები მოგიწოდებენ, სახლში არ დასხდეთ და ეცადოთ, მოვლენების ცენტრში აღმოჩნდეთ. თუ ასე მოიქცევით, ბევრი რამის მიღწევას შეძლებთ, გექნებათ შესაძლებლოა, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. თუ ასე არ მოიქცევით, როგორც ამბობენ, „არ მინდა“ მიზეზია, ხოლო „არ შემიძლია“ – საბაბი.

ტყუპი: ასტროლოგები გირჩევენ, ეს დღე სიჩუმეში გაატაროთ. დროა, მოწყდეთ მოვლენებს, ღათა ამ ყველაფერს გარედან შეხედოთ. ამისთვის საკმარისია, მოერიდოთ აქტიურ ურთიერთობებს და ქვეცნობიერის ხმას მოუსმინოთ. აუჩქარებელი ფიქრი, აბაზანა მოდუნებისთვის, არომატული სანთლები, ან, სულაც, უსაქმოდ წამოწოლა დივანზე დაგეხმარებათ, რომ საკუთარ თავს ჩაუღმავდეთ და იპოვოთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც გაღელვებთ.

კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა. თქვენი გრძნობები გაწონასოწრებული და ჰარმონიული იქნება იქნება როგორც სამყაროსთან, ისე საკუთარ თავთან. ამას თქვენ გვერდით მყოფი ადამიანებიც იგრძნობენ. პოზიტიური ემოციების წყალობით ადვილად მოიპოვებთ ადამიანების სიმპათიას, მათ მხარდაჭერას. იდეალური დღეა ახალი ნაცნობობის, ურთიერთობების, რომანტიკის, მოგზაურობის, შემოქმედებისთვის. გაატარეთ დრო თქვენთვის ძვირფასი ადამიანის გვერდით – გელოდებათ დიდი სიხარული, სიყვარული და წრფელი გული.

ლომი: შესანიშნავი დღეა კარიერის საკითხების ან სხვა ამბიციური მიზნების გადაწყვეტისთვის. იქნებით ორგანიზებული, გაძლიერდება ნებისყოფა და მიზნისკენ სვლის უნარი. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თუ ენერგიას სწორ კალაპოტში მიმართავს, უზარმაზარი ნაბიჯის გადადგმას შეძლებთ წინ. ერთადერთი „მაგრამ“ ისაა, რომ ყველაფერში გარშემომყოფებზე დაყრდნობა არ ღირს – პასუხისმგებლობისა და დისციპლინის თვალსაზრისით, თქვენგან გასნხვავებით, ისინი ძალიან მოიკოჭლებენ.

ქალწული: დღეს გაქვთ შანსი, რომ დარწმუნდეთ ამ ანდაზის ჭეშმარიტებაში – „ზოგი ჭირი მარგებელია“. დიდი ალბათობაა, რომ ერთი შეხედვით არახელსაყრელი გარემოება თქვენ სასარგებლოდ შემობრუნდეს. ასე რომ არ ღირს ბედზე წუწუნი და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა – პარასკევს არცთუ პოზიტიური მოვლენის უკან შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზი იმალებოდეს.

სასწორი: დღეს უზარმაზარი შესაძლებლობები გელოდებათ, რომლებიც არ იქნება დამოკიდებული გზაზე გაჩენილ დაბრკოლებებზე. განწყობა საბრძოლო გექნებათ და ბარიერები და რთული ამოცანები თქვენს აზარტს კიდევ უფრო გაახელებს. იგივე შეეხება მეტოქეებს – პარასკევს ისინი მეტ სტიმულს მოგცემენ და ხარის წინ აფრიალებული წითელი ქსოვილის ფუნქციას შეასრულებენ. ასე რომ, არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს – სწორედ ისინი მოგცემთ ბრძოლისა და გამარჯვების ბიძგს.

მორიელი: დღეს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, შესაძლოა, საკმაოდ მაცდური წინადადება მიიღოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, ასტროლოგები კარგად დაფიქრებას გირჩევენ. შესაძლოა, წინადადება მართლაც მომგებიანი იყოს, მაგრამ ასევე არაა გამორიცხული, რომ სარისკოც აღმოჩნდეს. ამის გამოსარკვევად ჯერ შეაგროვეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. ხომ გაგიგიათ, ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრწყინავს.

მშვილდოსანი: ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ დღეს საქმეებისადმი ზედმეტად სერიოზული დამოკიდებულება არ ღირს. ეს განსაკუთრებით ყოფით საკითხებს, რუტინულ სამუშაოსა და წვრილმანებს ეხება. პარასკევს თქვენი განწყობა იმგვარი იქნება, რომ ნებისმიერ არასწორად გაკეთებულ საქმეს თქვენი სულიერი წონასწორობის დარღვევა შეუძლია. მცირეოდენი შეცდომის გამო ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს. სხვათა შორის, ამის გამოსწორება სულაც არ იქნება რთული: საკმარისია, საკუთარ თავს გარედან შეხედოთ და თან იუმორიც არ დაივიწყოთ.

თხის რქა: დღეს ბედმა, შესაძლოა, სასიამოვნო სიურპრიზი მოგიმზადოთ. არ არის გამორიცხული დაწინაურება სამსახურში, საჩუქრის მიღება, დაუგეგმავი თანხის შემოსვლა. ერთადერთი პრობლემა გარშემომყოფებთან ურთიერთობებში შეიძლება შეიქმნას, თუ მხოლოდ საკუთარ თავზე და წარმატებებზე იფიქრებთ. შესაძლოა, მიზნის მიღწევისას ვინმეს გზა გადაუღობოთ, ან ვინმეს თქვენი მიღწევების ძალიან შეშურდეს. ასეა თუ ისე, დღეს მეტი მოკრძალება გმართებთ, ეცადეთ, სხვის გრძნობებს არ შეეხოთ.

მერწყული: ემოციებითა და სულიერი კავშირებით დატვირთული დღეა. დაუთმეთ რაც შეიძლება მეტი დრო საყვარელ ადამიანს, მეგობრებს, ნათესავებს. ეს მძლავრი პოზიტიური ენერგიით დაგმუხტავთ. თუ ახლობელ ადამიანთან სერიოზული საუბარი გსურთ, პარასკევი სწორედ რომ შესაფერისი დღეა ამისთვის. სჯობს, არ გადადოთ და დაელაპარაკოთ მას. თქვენი ნათქვამი სწორად იქნება გაგებული.

თევზები: საქმიანობაში უზარმაზარი აქტიურობის ჩვენება შეგიძლიათ, თუმცა ექსპერტები გირჩევენ, ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ და არაფერი მოიმოქმედოთ, სანამ კარგად არ მოიფიქრებთ. ამ დროს კი თქვენი განწყობა პირიქითაა – რაღაც ძალა ჯერ მოქმედებისა და შემდეგ დაფიქრებისკენ გიბიძგებთ. ეს, რა თქმა უნდა, საქმეებზე კარგად არ აისახება. აქედან გამომდინარე, სჯობს, ემოციებს არ აჰყვეთ და იმოქმედოთ წესით – ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი.

709

პოლიციამ „წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა - ვიდეო

0
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აზერბაიჯანის მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ს.ა. საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს

დაკავებულს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ორ შეკვრად დაფასოებული 119,21 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი”.

0