ჯუთა

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 4–10 იანვარი

813
(განახლებულია 11:59 04.01.2021)
როგორი იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის – ამის შესახებ ასტროლოგები გვიამბობენ.

კვირის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზრდება მიზიდულობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს შორის. წარმატებული იქნება ახალი ნაცნობობაცა და არსებული სასიყვარულო კავშირის გამტკიცებაც.

კვირის მეორე ნახევარში კაშკაშა მოვლენები მოსალოდნელი არ არის.

ვერძი

კვირის დაწყება სახლის დალაგებითა და სამუშაო ადგილის მოწესრიგებით აჯობებს. შესანიშნავი შესაძლებლობა გექნებათ, რომ წელი ძალზე ხელსაყრელი ნოტით დაიწყოთ, წამოიწყოთ ახალი საქმეები, შესაძლოა, საქმიანობის სფეროს გამოცვლაზეც დაფიქრდეთ. გაგიჩნდებათ ცინცხალი იდეები. ამ კვირაში არ არის გამორიცხული საბედისწერო შეხვედრა–ნაცნობობა.

კურო

არასტაბილური კვირა გელოდებათ. ციური სხეულები ხშირად შეიცვლიან განწყობას და ეს თქვენზე, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს. როდესაც კარგი განწყობა გექნებათ, შეძლებთ პროდუქტიულობის გაზრდასა და ფინანსური რისკების შემცირებას. სამაგიეროდ წარმატებული კვირა იქნება სასიყვარულო სფეროში და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჰყავს პარტნიორი. შესაძლებელია ურთიერთობების სხვა უფრო მაღალ დონეზე გადაყვანა, ქორწილის თარიღის დათქმა და ა.შ. მთავარია, არ აჩქარდეთ და სასურველი რეალობად არ აღიქვათ.

ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში>>

ტყუპი

თქენთვის კვირის ყველაზე ხელსაყრელი დღეებია 4 და 5 იანვარი. შეძლებთ განწყობის ამაღლებას, თავდაჯერებულობის მოპოვებას. დიდი წარმატებები გელოდებათ შემოქმედებით ტყუპებს. ყველაზე კარგი დღეები მონოტონური სამუშაოსთვის პარასკევი და შაბათია. რაც შეეხება კვირა დღეს, ეს სრული რელაქსაციის დრო იქნება, დამშვიდდება ენერგეტიკული ფონი. ასტროლოგები გირჩევენ, არ გადადოთ სამომავლოდ მნიშვნელოვანი საქმეები.

კირჩხიბი

ამ კვირაში მოახერხებთ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას. ეს განსაკუთრებით სასიყვარულო სფეროს ეხება. ვისაც ჰყავს პარტნიორი, მათ საყვარელი ადამიანის პატიება უნდა ისწავლონ – წყენასა და ნეგატივს ბედნიერების დანგრევა შეუძლია. არასასურველი პერიოდია შორეული მგზავრობისთვის. დრო დაუთმეთ სახლის საქმეებსა და სამუშაოს. კარგი დროა ასევე სწავლისთვის, ინფორმაციის მიღებისა და დამუშავებისთვის.

ლომი

ლომებს წარმატებები გელოდებათ ფინანსურ და საქმიან სფეროებში. იდეალური კვირაა ვაჭრობის, ძვირფასი ნივთის შეძენისთვის, სხვადასხვა საბანკო მომსახურებისთვის. მაგრამ თავი უნდა აარიდოთ სესხის აღებას. რაც შეეხება სიყვარულს, მნიშვნელოვანი კვირაა მათთვის, ვისაც ახალი დაწყებული აქვს ურთიერთობები. მარტოხელები კი შეძლებთ გააცნობიეროთ, რა არის თქვენი მარტოობის მიზეზი. პარასკევიდან მოყოლებული მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, მეუღლეს, მშობლებსა და ბავშვებს.

ფორტუნის საათები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

ქალწული

4–8 იანვრის პერიოდში ვარსკვლავებისა და პლანეტებისგან ენერგეტიკულ რესურსებს ნუ დაელოდებით. მოგიწევთ საქმეების ძალზე ფრთხილად დაგეგმვა და ძალების გადანაწილება. ყველაზე რთული რაც იქნება, სჯ ობს, სამომავლოდ გადადოთ. 9 იანვრიდან ენერგეტიკული ვითარება გაუმჯობესდება. ამ კვირაში კარგი იქნება, თუ მხოლოდ მარტივ საკითხებს მიხედავთ. არ ღირს გადაღლა, ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობები – თქვენი ეჭვები და შიშები გეყოფათ. თუ ვინმე თქვენს ცხოვრებაში „ცეცხლს ნავთს დაასხამს“, შესაძლოა, საკუთარი თავის რწმენა დაკარგოთ, რაც დაუშვებელია.

სასწორი

თქვენთვის ამ კვირაში ყველა ფინანსური კარი ღია იქნება. ახლა მაქსიმალურად უნდა იაქტიუროთ. საქმეები თვითდინებაზე არ უნდა მიუშვათ. მთელი კვირა იდეალური დროა ნებისმიერი მასშტაბის შენაძენებისთვის. ასევე წარმატებული იქნება სასიყვარულო სფეროც. თქვენი მომხიბვლელობა გაასმაგდება. ადამიანები მეტად გენდობიან. ასევე მოახდენთ საუკეთესო შთაბეჭდილებას ადამიანების გაცნობისას. სჯობს, უპირატესობა თეთრ და წითელ ფერებს მიანიჭოთ.

მორიელი

ორშაბათი ნეიტრალური დღე იქნება, სამშაბათს კი საშიში დღე შეიძლება ვუწოდოთ, რადგან მწარე მოგონებების გამო განწყობა შეიძლება გაგიფუჭდეთ. გადაერთეთ პოზიტივზე და მთელი კვირა პროდუქტიული იქნება, თან ნერვებსა და დროსაც დაზოგავთ. ხელსაყრელი თქვენთვის პარასკევი და კვირა იქნება. ხელი არ ჰკრათ ახლობლის მხრიდან გამოწვდილ დახმარების ხელს. უქმეებზე მოერიდეთ ხმაურიან კომპანიებს, ფულის ზედმეტ ხარჯვას.

სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო>>

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს – როგორც დაქორწინებულებს, ისე მარტოხელებს – წარმატებები სიყვარულში გელოდებათ. მთელი ენერგია უნდა მიმართოთ იმ ადამიანის ძებნისკენ, რომელიც თქვენს სიხარულს გაიზიარებს. ეძებეთ გულღია და კეთილი ადამიანები. ამას ძალიან კარგი შედეგები მოჰყვება ბიზნესსა და საქმიანობაშიც.  სასიამოვნო ადამიანები თქვენში საკუთარი თავის რწმენას მოამძლავრებენ. კვირის ბოლოს ეცადეთ, არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები და მოერიდეთ შინაგან ორჭოფობას.

თხის რქა

თითოეულ ადამიანს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ძალის თავისი წყარო აქვს და ეს თხის რქებისთვის უდრეკობა და მიზანსწრაფულობაა. 4–7 იანვრის პერიოდში ენერგიის ვარდნა გელოდებათ, ამიტომ ენერგიის საკუთარი წყარო უნდა გაააქტიუროთ. ღამის მანათობლები არცთუ საუკეთესო განწყობაზე იქნებიან, ამიტომ ეჭვებისა და უარყოფითი აზრებისგან უნდა გათავისუფლდეთ. 8 იანვრიდან ხელსაყრელი დრო იწყება. შესაძლებელია იქნება ახალი საქმის დაწყება. რეკომენდებულია სუფთა ჰაერზე მეტი დროის გატარება. დრო გაანაწილეთ მუშაობასა და დასვენებას შორის – არ გადაიღალოთ.

მერწყული

ამ კვირაში ვარსკვლავები ჩანაფიქრის რეალიზებაში დაგეხმარებიან. ზედმეტი არ იქნება ახლობლების მხარდაჭერაც. შესაძლებელი გახდება შემოსავლების გაზრდა, ახალი სამუშაოს პოვნა, კარიერული წინსვლა. მთავარია, მოქმედება დაიწყოთ. მსგავსი სიტუაცია იქნება სიყვარულშიც – თუ ერთ ადგილზე არ ისხდებით და იმოქმედებთ, საოცრებამაც შეიძლება არ დააყოვნოს. საჭიროა ადამიანების გაცნობა, არშიყი, ინიციატივის გამოჩენა.

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

თევზები

მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას რთულ სიტუაციებში. მეექვსე გრძნობა არ დაგაღალატებთ. სჯობს, ირგვლივ მყოფთა რჩევებს არ მოუსმინოთ. ყველაზე რთული დღეა ოთხშაბათი, ამიტომ 6 იანვარს, სჯობს არ დაიწყოთ ახალი საქმეები, არავის არაფერს დაჰპირდეთ და არ გარისკოთ. თუ შესაძლებელია, დაისვენეთ და მხოლოდ სახლის საქმეები შეასრულეთ. უქმეებზე სასურველია გარმოს გამოცვლა.

813
საქართველოს ზამთრის პეიზაჟები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 იანვარი

218
(განახლებულია 10:39 25.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 25 იანვარია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

დღეს ადამიანების უმრავლესობას ისეთი განწყობა შეექმნება, რომ სულ უბრალო ცხოვრებისეული მოვლენებისგან უსაზღვრო სიხარულს მიიღებს და პოზიტიური ენერგიით დაიმუხტება. გასეირნება ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, ფინჯანი ყავა ან ჩაი მეგობრებთან ერთად, გემრიელი საჭმელი – ეს ყოველივე იმდენ პოზიტიურ ემოციას მოგიტანთ, რამდენსაც რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში მოგზაურობა მოგანიჭებდათ. ამ დღეს არ ღირს სერიოზულ გეგმებზე ფიქრი, რადგან დიდია ალბათობა, სასურველი რეალობად აღიქვათ. სამაგიეროდ, იდეალური დღეა რომანტიკისა და სიყვარულისთვის.

სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე>>

ვერძი: განწყობის ნატამალიც კი არ გაქვთ იმისა, რომ რამე გააანალიზოთ ან დეტალებს ჩაუღმავდეთ. მზად ხართ, გადაწყვეტილებები დაუფიქრებლად მიღოთ და გულისძახილს მიჰყვეთ. თუმცა, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ინტუიციაზე დაყრდნობა დღეს არ ივარგებს. წინათგრძნობა მცდარი აღმოჩნდება და მათზე დაფიძნებული გადაწყვეტილება – არასწორი. შესაძლო გართულებებისა და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, სჯობს, გადაწყვეტილებები ცხელ გულზე არ მიიღოთ.

კურო: დღეს ძალიან უნდა იფრთხილოთ, განსაკუთრებით სარისკო და ავანტიურულ პროექტებთან დაკავშირებით. იღბალზე მინდობა არ შეიძლება, არის დამანგრეველი კრახის საფრთხე. ასე რომ, თუ ფიქრობთ, რომ იღბალი თვითონ ჩაგივარდათ ხელში, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ მოჩვენებითია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გარისკოთ. გონივრული იქნება დროის მოგება და პროექტის სამომავლოდ გადადება: მალე სიტუაცია ცხადი გახდება და მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ.

ტყუპი: ისეთი ენთუზიაზმით ხართ სავსე, რომ უკუშედეგი შეიძლება მიიღოთ. იმის ნაცვლად, რომ წინ წახვიდეთ, გულმოდგინე „სწრაფვით, მგნებარებითა და გარღვევებით“ გარშემომყოფები შეიძლება გააღიზიანოთ და ეს ყველა წამოწყებას დაამუხრუჭებს. მსგავსი რამ რომ არ მოხდეს, სჯობს, დაზოგოთ ძალები და აქცენტი ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებზე გადაიტანოთ. ხოლო თუ ვითარება თქვენს აქტიურობას მოითხოვს, ეცადეთ, ზედმეტი ენთუზიაზმი და გატაცება არ გამოავლინოთ.

კირჩხიბი: დღეს ასტროლოგები მოდუნებასა და კარგად დასვენებას გირჩევენ. ეს აუცილებელია, რათა აღიდგინოთ ენერგია და სასიცოცხლო ძალები. ერთი კია – ირგვლივ მყოფების გაგების იმედი არ უნდა გქონდეთ, ამიტომ აჯობს, მოქმედების იმიტაციაზე იფიქროთ ისე, რომ არ დააზარალოთ არც საკუთარი თავი და არც სხვები. შესაძლოა, საკუთარი მოვალეობების ნაწილი სხვებს გადააბაროთ, ზოგიერთი სამომავლოდ გადადოთ. მთავარია, ამან არ დაგამძიმოთ – სულ მალე ამ საქმეებს ახალი შემართებითა და ძალებით შეუდგებით.

ლომი: დღეს კარგი „შეჯანჯღარება“ გჭირდებათ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყველაფერი სულერთია. სინამდვილეში კი თქვენი ემოციები რუტინამ ჩაახშო და თუ ყოველდღიურ ყოფაში მრავალფეროვნების შეტანას შეძლებთ, ჩამქრალ ენთიაზიაზმს გააცოცხლებთ. დაფიქრიდით, იქნებ ღირს, დროებით გადადოთ საქმეები და ქალაქგარეთ გახვიდეთ დასასვენებლად. ან პირიქით – ახალ პერსპექტიულ პროექტს შეეჭიდოთ, თუნდაც ეს პერსპექტივა ბოლომდე გამოკვეთილი არ იყოს. თქვენი გადასაწყვეტია, ვარსკვლავების აზრით კი დღეს ცოტაოდენი ავანტიურა არ გაწყენდათ.

ქალწული: დღეს ნებისმიერი რამ, რისი მამოძრავებელი ძალაც თქვენ ხართ, შეიძლება ჩავარდეს. და თუმცა ეს ჩავარდნები წვრილმანებს შეეხება, თქვენს ყურადღებას მთლიანად დაიპყრობს და აზროვნების კონცენტრირებაში შეგიშლით ხელს. შედეგად გაგიჭირდებათ კარგი შედეგებით თავის წარმოჩენა. სხვათა შორის, გარშემომყოფები და ხელმძღვანელობაც კი თქვენგან რამე სახის გმირობას არც ელოდება შექმნილი საერთო პრობლემების ფონზე.

სასწორი: ექსპერტები კატეგორიულად არ გიორჩევენ მარტო მოქმედებას. ეს ისეთი დღეა, როდესაც დამოუკიდებლად ვერაფერს გადაწყვეტთ და თუ მაინც ცდით, შეიძლება სავალალო შედეგები მიიღოთ. ასე რომ, თუ დღეს რამე მნიშვნელოვანი საკითხი გაქვთ მოსაგვარებელი, მოგიწევთ მისი გარჩევა ირგვლივ მყოფებთან, მათი რჩევების მოსმენა, კომპრომისის მოძებნა. მაგრამ შედეგი დახარჯული ძალისხმევის კომპენსირებას მოახდენს. ეს რთული გზა ბევრად ეფექტური აღმოჩნდება.

მორიელი: დღეს ავანტიურაში ჩაბმა კარგ არაფერს მოგიტანთ არც სამუშაო და არც პირად ცხოვრებაში. ყველგან, სადაც ოდნავ მაინც გაქვთ იღბლის იმედი, ჩავარდნა გელოდებათ. იღბალი დღეს თქვენთვის „ისვენებს“. უსიამოვნებები რომ აირიდოთ თავიდან, ამისთვის საკმარისი იქნება, რომ არ გარისკოთ და ყველაფერში ნაცადი, კონსერვატიული კურსი შეინარჩუნოთ. შეგიძლიათ მიმდინარე საქმეებს მიხედოთ – არე თუ გვიან, ისიც თქვენი გასაკეთებელია.

მშვილდოსანი: დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი არ უნდა გქონდეთ – ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეცდომებამდე შეიძლება მიგიყვანოთ. არ არის გამორიცხული, რომ ცხვირწინ ვერ დაინახოთ და შეამჩნიოთ რამე, ან ელემენტარული რამ შეგეშალოთ. სამაგიეროდ, შესანიშნავად შეძლებთ მუშაობას მეწყვილესთან ერთად – მისი კონტროლი შეცდომებისგან დაგიცავთ და უფრო ყურადღებიანი გახდებით.

თხის რქა: დღეს კარგი იქნება, თუ სხვების მონაწილეობით დიდ პროექტებს არ შეეჭიდებით – ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოგივიდეთ. იგივე ეხება ნებისმიერ ერთობლივ წამოწყებას. ერთადერთი ადამიანი, რომლის იმედიც უნდა გქონდეთ, ეს თვითონ თქვენ ხართ. ეს ნიშნავს, რომ ყურადღება იმ პროექტებზე უნდა გადაიტანოთ, სადაცთქვენ ხართ პირადად პასუხისმგებელი და სადაც ვერავინ შეგიშლით ხელს.

მერწყული: დღეს შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ მოაწყოთ პროექტის ან საკუთარი თავის პრეზენტაცია – გარშემომყოფები ამას ძალზე პოზიტიურად შეხვდებიან. გაქვთ განწყობა, რომ ემოციების ენაზე ისაუბროთ და ეს სწორედ ის ენაა, რომელსაც ყველა „ფრიადზე“ გაიგებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს არაა აუცილებელი, მსმენელი ციფრებითა და ფაქტებით დაამძიმოთ. საკმარისია კაშკაშა, გადამდები ემოციები და ადამიანები სიამოვნებით გამოგყვებიან უკან.

თევზები: უნდა მოემზადოთ იმისთვის, რომ შესაძლოა ყველაფერი ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამასთან სიურპრიზები შეიძლება იყოს როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნოც. მაგალითად, არაა გამორიცხული სირთულეები ისეთ საქმეებში, რომლებიც უკვე დიდი ხანია, გადაწყვეტილი გგონიათ. მოკლედ რტომ ვთქვათ, მთელი დღის განმავლობაში მოვლენების პულსზე უნდა გეჭიროთ ხელი და მზად იყოთ საქმეებში მოულოდნელობებისთვის.

218
თბილისი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 იანვარი

1482
(განახლებულია 12:50 24.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 24 იანვარია, კვირა. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

დღეს შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომე ნებისმიერ გადაუჭრელ საკითხში, ეხება ეს სამუშაოსა თუ პირად ცხოვრებას, სიცხადე შეიტანოთ. თუ შეძლებთ გრძნობების გაკონტროლებას, გაქვთ შანსი, რომ ჩაწვდეთ პრობლემის არსს და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. მაგრამ საფრთხე ისაა, რომ ვნებათაღელვა და ტემპერამენტი მომატებული იქნება, ამიტომ, ეცადეთ, გამოავლინოთ მხოლოდ პოზიტიური ენერგია, ხოლო ნეგატიური დამალოთ, არ მოაწყოთ „საქმის გარჩევა“ საყვარელ ადამიანთან – ეს შეიძლება ძალიან მძიმე შედეგით დამთავრდეს.

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ვერძი: დღეს უნარი გაქვთ, საქმის არსს ჩასწვდეთ და თითოეული საკითხი „ატომებისა და მოლეკულების“ დონეზე „დაშალოთ“. ამან, შესაძლოა, სრულიად ახალ, მათ შორის, მოულოდნელ დასკვნებამდე მიგიყვანოთ. ყველაზე უბრალო ყოველდღიურ საქმეებშიც კი, თუ მათ სხვა კუთხით შეხედავთ, ადრე უხილავ ნიუანსებს დაინახავთ. ასევე იქნება ადამიანებთან მიმართებითაც – ირგვლივ მყოფნი თქვენგან სულ უმნიშვნელო საიდუმლოსაც ვერ დამალავენ.

კურო: დღეს რაღაც ისეთ საქმეში იქნებით ჩართული, რომელიც ასე თუ ისე ფულთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს – ხელმძღვანელობასთან ხელფასზე საუბრიდან დაწყებული ბანალურ კამათამდე ზედმეტი ხარჯების გამო. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გაცხარდეთ ასეთი ლაპარაკის დროს და მოერიდოთ უსარგებლო დეტალებს. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ფაქტებზე გაამახვალითო ყურადღება. წყენასა და ურთიერთპრეტენზიებს სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია დღეს.

ტყუპი: დღეს თქვენ ხმაში მბრძანებლური ტონი გაიჟღერებს. გარშემომყოფებისთვის საკუთარ სიმართლის მტკიცებას დაიწყებთ და არაა გამორიცხული, რომ ზედმეტად გაცხარდეთ. ზედმეტად თავდაჯერებული ბრძანდებით, ასი პროცენტით გჯერათ, რომ რასაც აკეთებთ, სწორად აკეთებთ. ირგვლივ მყოფებს კი ამაში ეჭვი ეპარებათ და დახმარების სურვილი არა აქვთ, რაც, შესაძლოა, საბოტაჟს დაემსგავსოს. დღე რომ უაზრო კამათში არ გავიდეს, უნდა მოთოკოთ თქვენი მღელვარება, შეაჩეროთ სხვებზე ზეწოლა. ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება ამ ადამიანებთან შეთანხმება ჩხუბის გარეშე?

კირჩხიბი: კარგი დღეა იმისთვის, რომ ურთიერთობებში სიცხადე შეიტანოთ, თუ, რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობას ხედავთ. რაზეც ვერ ბედავთ დალაპარაკებას, კითხვები, რომლების დასმაც გერიდებათ – ეს ყველაფერი შეიძლება დღეს გააკეთოთ უშიშრად. თქვენი განწყობა იმგვარია, რომ იყოთ პატიოსანი, გულწრფელი და გამგები თანამოსაუბრე. ეს დაგეხმარებათ, რომ ისაუბროთ პრეტენზიების გარეშე თუნდაც ყველქზე ფაქიზ თემებზე.

ლომი: დღეს, შესაძლოა, რაღაც საკითხში თავდაჯერებულობამ გიღალატოთ. რაშიც ასი პროცენტით იყავით დარწმუნებული, არაა გამორიცხული, რომ სულ სხვაგვარად დაინახოთ, მოულოდნელი მხრიდან შეხედოთ მას. ასევე შესაძლებელია, რომ რაღაც საკითხზე მოსაზრება შეიცვალოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს მზად უნდა იყოთ ცვლილებებისთვის, თუნდაც ეს ცვლილებები მხოლოდ თქვენს თავში „დატრიალდეს“.

ქალწული: მზად ხართ, ყველაფერს ძირისძირობამდე ჩაუღრმავდეთ, თუნდაც სულ უბრალო და მცირე მნიშვნელობის საკითხი იყოს. გაურკვევლობა საქმეებში თუ სიტყვებში გაგაღიზიანებთ და იქამდე „იკირკიტებთ“ საკითხში, სანამ ყველაფერი ნათელი არ გახდება. ეს დაგეხმარებათ, რომ შეცდომებს აარიდოთ თავი. თუმცა, იმდენ კითხვას დასვამთ დაზუსტების მიზნით, რომ გარშემომყოფებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ დასცინით მათ.

სასწორი: დღეს უნდა გადაწყვიტოთ, რა არის ის, რისგანაც დიდი ხნის წინ უკვე უნდა გათავისუფლებულიყავით და ახლისთვის დაგეთმოთ ადგილი. შესაძლოა, უკან გექაჩებათ უკვე ყავლგასული რაღაც იდეები, განუხორციელებელი გეგმები, შეუსრულებელი ვალდებულებების ტვირთი. არ არის გამორიცხული, რომ დღეს რომელიმე ილუზიასთან ან ოცნებასთან დამშვიდობება მოგიწიოთ, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ წინ ნამდვილი პერსპექტივები გახსნათ.

მორიელი: დღეს არანაირ კომპრომისზე წასასვლელად არ ხართ მზად. თქვენი „დიახ“ ნიშნავს „დიახ“–ს და „არა“ – არას. მათ შორის სხვა არაფერი არსებობს. ასეთი უაპელაციო მცდელობა, რომ სამყარო შავ და თეთრ ფერებად დაყოთ, გარშემომყოფების მხრიდან აუცილებლად წინააღმდეგობას გამოიწვევს. დღეს ძალზე ემოციური და სიმართლისმოყვარული ბრძანდებით, ამიტომ ურთიერთობების გამორკვევის ნებისმიერი მცდელობა კამათით დამთავრდება. ეს რომ არ მოხდეს, უნდა გათავისუფლდეთ ილუზიისგან, რომ ვინმესთვის რამის დამტკიცებას შეძლებთ – ეს დღეს ნამდვილად არ გამოგივათ.

მშვილდოსანი: ექსპერტების მთავარი რჩევა დღეს ასეთია – არ იჩქაროთ არანაირი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება. სჯობს, დრო ინფორმაციის შეგროვებას დაუთმოთ. შესაძლოა, რაღაც ვერ გაითვალისწინეთ ან სათანადო ცნობები არ მოგეპოვებათ. შეცდომა არ დაუშვათ, დღეს ფაზლის ყველა დეტალი უნდა ააწყოთ: დაელაპარაკოთ საკითხის მცოდნე ადამიანებს, იპოვოთ პასუხები კითხვებზე, მოიძიოთ და ჩაუსხდეთ წიგნებს, შეისწავლოთ ფაქტები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ „ბრძოლის ველზე“ გასვლა.

თხის რქა: დიდი ალბათობით, მოგიწევთ საკუთარი შეხედულების გადახედვა რომელიმე ადამიანზე, რამე მოვლენაზე ან პრობლემაზე. ეს, შესაძლოა, საკუთარი სურვილის მიუხედავად გააკეთოთ, უბრალოდ, სიტუაციის გამო რაღაც ფაქტები შეიძლება ჩაგივარდეთ ხელში, რომელთა გათვალისწინებაც მოგიწევთ. ამან რომ მთელი დღე კალაპოტიდან არ ამოგაგდოთ, სჯობს, მოულოდნელობისთვის მზად იყოთ და აუცილებლობის შემთხვევაში რაღაც საკითხში მოქნილობა გამოავლინოთ.

მერწყული: დღეს გარშემომყოფებთან ურთიერთობებში, სავარაუდოდ, ძალიან გაჯიუტდებით. იმის გათვალისწინებით, რომ ძალზე ემოციური ხართ და ყველაფეი ადვილად გწყინთ, არ არის გასაკვირი, რომ ცხარე კონფლიქტების წყარო გახდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, დღეს თქვენთვის შეინახოთ ძვირფასი, „ერთადერთი სწორი“ მოსაზრება და მას ხმამაღლა გამოთქვამთ, მაშინ მზად იყავით, რომ კომპრომისზე წახვიდეთ და ბოდიშიც მოიხადოთ.

თევზები: ყველაფერი წესრიგში და სისუფთავეში უნდა იყოს – სულშიც, ფიქრებშიცა და მუშაობის მხრივაც. ყველაფერს ხედავთ და ამჩნევთ – სულ მცირე მტვრის ნაწილაკსაც კი და მთელი ძალით ცდილობთ დასუფთავებას. უმნიშვნელო არეულობას ან სიბინძურესაც კი გარშემომყოფების ნაკლოვანებების – მათი არაიდეალურად სუფთა საქციელისა და სიტყვების გამოვლენა შეუძლია. ნაკლებსავარაუდოა, რომ დღეს ვინმემ ან რამემ შეაკავოს თქვენი მისწრაფება, რომ პირდაპირ მიახალოთ სათქმელი სისუფთავის „დამრღვევს“.

1482
ადამიანები პირბადეებით

სპეციალისტები: შეზღუდვების ერთდროულად მოხსნა ინფიცირების ზრდას გამოიწვევს

0
(განახლებულია 10:30 25.01.2021)
სპეციალისტები შეზღუდვების სრულად მოხსნას ეწინააღმდეგებიან, თუმცა აცხადებენ, რომ გარკვეული შემსუბუქების დრო ნამდვილად დადგა

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთბაშად მოხსნა ინფიცირებული პაციენტების დრამატულ ზრდას გამოიწვევს, რასაც ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს, განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.

ტურბიზნესის წარმომადგენლებმა თბილისში შეზღუდვები გააპროტესტეს - ვიდეო>>

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

„შეზღუდვების ერთდროულად მოხსნა გამოიწვევს პაციენტების რაოდენობის ისეთივე დრამატულ მატებას, როგორიც გვქონდა ჩვენ ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში და დეკემბერში. იცით, რომ ამას ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ნამდვილად ვეღარ გავუძლებთ ვერც მედიკოსები, ვერც სისტემა“, - განაცხადა ენდელაძემ.

როგორც რეზიდენტი ონკოლოგიის მიმართულებით გიორგი ღოღობერიძე აღნიშნავს, ნელ-ნელა შეზღუდვები უნდა მოისხსნას, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზეც, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დაინფიცირებულთა ზრდა კვლავ დაფიქსირდება, შეზღუდვების შემოღება აუცილებელი გახდება.

„შეიძლება ჩვენ არ აღვადგინოთ უცხოელების ვიზიტი საქართველოში, მაგრამ შიდა ტურიზმი უნდა აღდგეს. ჩვენ უნდა ვაკვირდებოდეთ შემთხვევების მატებას და ამის მიხედვით გავამკაცროთ ან შევამსუბუქოთ რეგულაციები“,- განაცხადა ღოღობერიძემ.

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გუშინ დედაქალაქში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას, ზამთრის კურორტებისა და ბაზრობების გახსნას ითხოვს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 253,5 ათასს ჭარბობს, გარდაიცვალა 3 ათასზე მეტი ადამიანი.

„გაიგონონ ბავშვების ხმა“: მზიურში მშობლებმა სკოლების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს>>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები