ჰიმალაის მთები, ნეპალი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 იანვარი

2606
(განახლებულია 13:54 03.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 3 იანვარია, კვირა. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

თუ ბოლო დროს ოცნებებში ცხოვრობდით და ბროლის კოშკებს აგებდით, ახლა სწორედ რომ დროა, გამოფხიზლდეთ და ოცნებების ხორცშესხმაზე იზრუნოთ. მხოლოდ რეალობა აჩვენებს, აქვს თუ არა თქვენს გეგმებს მყარი საფუძველი და შესაძლებელია თუ არა მათი ცხოვრებაში განხორციელება. თუ კვლავ ოცნებებით იცხოვრებთ, ხელიდან გაუშვებთ მნიშვნელოვან შანსს და ფუჭად დახარჯავთ ასეთ ფასეულ ენერგიას.

ვერძი: თქვენი მოთმინების ყველაზე დიდი გამოცდა დღეს საკმაოდ უჩვეულო წყაროდან წამოვა. საკუთარი სურვილები გაიძულებენ „აღვირის ამოდებას“, რომელიც თავადვე გაიკეთეთ. ნუ აჩქარდებით და ნუ მოეჭიდებით ყველაფერს, რაც ძალიან ახლო გგონიათ. ეს ამ მომენტში არაგონივრულია. ჩვეული ტემპით განაგრძეთ მოძრაობა, რადგან ამჟამინდელი გზა წარმოადგენს გარკვეულ ფასეულობას. თუ ბოლო მნიშვნელოვან ნაბიჯებს გამოტოვებთ, მოგაკლდებათ „ჭკუის სასწავლებელი“ გამოცდილება.

კურო: უნდა განაგრძოთ სვლა ფუფუნებისკენ. დღე, გატარებული სპა–სალონში, ფულის თავქარიანი ხარჯვის „შემოტევა“ მაღაზიებში, ძვირფასი ღვინო სადილზე – ეს ყველაფერი მხიარული დღის გარანტიას გაძლევთ. მოიშორეთ დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ თავი გაინებივრეთ. დროდადრო თქვენთვის აუცილებელია სინატიფით, ფუფუნებით ტკბობა. თქვენ ხომ ძალიან აფასებთ ხარისხიან, სათანადო დონის ცხოვრებას.

ტყუპი: ამჟამინდელი დაბრკოლებები თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოა და მათი გადალახვის დროს განცდილი გაგართობთ კიდეც, ეს ჩვეულებრივ დღეს ცოტაოდენ მღელვარებას შემატებს. ამ დროისთვის თქვენ გაკმაყოფილებთ და გამშვიდებთ თქვენი დღის განრიგი, მაგრამ, როგორც ჩვეულებრივ, მზად ხართ, ახალ გამოწვევას კარი გაუღოთ. ამას, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, დიდი ნიჭითა და ჩვეული სტილით გაუმკლავდებით.

კირჩხიბი: თქვენი მომხიბვლელობა დღეს ბევრად ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. სხვადასხვა სიტუაციაში ამ უპირატესობის გამოყენებას შეძლებთ. ურთიერთობების თვალსაზრისით ბევრს მოუნდება თქვენ გვერდით ყოფნა. გაქვთ სტილი, ენერგია, ინტელიგენტურობა, რაც საშუალებას გაძლევთ, სხვადასხვა სოციალური სტატუსტის ადამიანებთან უნიკალური საუბარი წარმართოთ. ამ ახალი პოპულარობის წყალობით მთელი დღის განმავლობაში ღიმილი არ მოშორდება თქვენს სახეს.

ლომი: ნათქვამია, ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო. ძალიან კარგია, როდესაც ადამიანს კარგი ჩვევები აქვს, მაგრამ როდესაც ისინი მავნეა და ვნებს ადამიანს, აზარალებს მისი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, მაშინ აუცილებელია მისგან გათავისუფლება. დაფიქრდით, იქნებ დადგა დრო, რომ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ? დაიწყეთ და სცადეთ. გაგიმართლებთ და მიხვდებით, თუ რაოდენ მშვენიერია ცხოვრება, როდესაც თქვენ აკონტროლებთ მავნე მისწრაფებებს და არა პირიქით.

ქალწული: დღეს დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ და გაიფართოვოთ ჰორიზონტი. იდეალური დღეა გეგმების დასაწყობად, განსაკუთრებით თუ ეს გეგმები გამგზავრებას ეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ამ გამგზავრების საკითხი გართულდეს, მაგრამ თუ ახლა იზრუნებთ ამაზე, გართულებების თავიდან არიდებას მოახერხებთ.

სასწორი: დღეს თქვენი ანდამატური მომხიბვლელობა უამრავი ადამიანის ყურადღებას მომართავს თქვენკენ, შეიძენთ ახალ მეგობრებს. თუმცა, შესაძლოა, ამ ადამიანებს რომ ყურადღება მიაქციოთ, ამის დრო არ გქონდეთ. მაგრამ ასტროლოგების რჩევაა, აუცილებლად გამონახოთ დრო და იზრუნოთ ახალი კონტაქტების განვითარებაზე.

მორიელი: თქვენ და ადამიანი თქვენს ცხოვრებაში იდეებსა და პოზიციებში უფრო და უფრო შორდებით ერთმანეთს. მალე ეს, შესაძლოა, ნამდვილ პოლარულ დაშორებაში გადაიზარდოს, თუ ამ ადამიანის მოტივებში გასარკვევად რეალურ ნაბიჯებს არ გადადგმათ. არაა აუცილებელი, მას დაეთანხმოთ, მაგრამ აუცილებელი და ძალზე მნიშვნელოვანია, მოუსმინოთ მას, გაიგოთ, რას ამბობს და აღიაროთ, რომ მას აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს.

მშვილდოსანი: დღეს თქვენთვის ძალზე იოლი იქნება, ხელი გაუწოდოთ ადამიანებს. კომუნიკაბელური შესაძლებლობები ძლიერი გაქვთ. მოგიწევთ ერთ–ორ უცნობთან საინტერესო საუბრის გაბმა. თვალი ადევნეთ თქვენი დღის წესრიგის დეტალებს. ახალი ნაცნობობისგან გამოწვეული მღელვარების გამო, შესაძლოა, ჯანმრთელობის საკითხებს ყურადღება აღარ მიაქციოთ (ბევრი საკვები ან სასმელი მიიღოთ). გაითვალისწინეთ ეს და ყურადღებით იყავით.

თხის რქა: ცხოვრებაში ახლა არაფერი არ მოგიტანთ ისეთ სასიამოვნო მღელვარებას, როგორც ცოტაოდენი რომანტიკა. თუ გსურთ, შეიგრძნოთ გამაცოცხლებელი რომანტიზმის ძალა, თქვენი შინაგანი არსების კარი უნდა გააღოთ. გაიღეთ საჭირო სიგნალები და საპასუხო გამოძახილსაც მიიღებთ. გაგზავნეთ ვიზუალური  და არავერბალური სიგნალები, რაც შემდეგ ვერბალურ კონტაქტში დაგეხმარებათ.

მერწყული: დღეს წარსულში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდება თქვენთვის როგორც უპირატესობის, ისე პრობლემის წყარო. იგრძნობთ, რომ ეს ადამიანი კვლავ გიზიდავთ. მაგრამ იქნებ არ ღირს წარსულის შეცდომის გამეორება? ან იქნებ, მეორე შანსი უნდა მისცეთ? გამოარკვიეთ, რას ფიქრობენ თქვენი ახლობლები ამასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც სიმართლეს არ დაგიმალავენ, ენდეთ მათ და მიეცით უფლება, თავიანთი აზრი გამოთქვან, თუნდაც ეს არ მოგეწონოთ.

თევზები: სამყარო მგრძნობიარე ენერგიით გავსებთ, რომელიც თქვენს სისუსტედ ხელოვნებას აქცევს ყველა თავისი ფორმით. მუსიკა, პოეზია, ცეკვა, მხატვრობა დღეს ახალი იდეებს შემოგთავაზებთ. გამონახეთ დრო და მოიძიეთ ახალი ხელოვნებაში. მაგალითად, მუსიკა, გაიგეთ, რა შეიქმნა ბოლო დროს და რა მიესადაგება თქვენს გემოვნებას. შესაძლოა, ამ ყოველივემ თქვენში თავგადასავლების წყურვილი გააჩინოს და სხვა დროსა და ადგილში გადაგიყვანოთ.

2606
მურღვა არდოტელი

„სამასმეერთე არაგველი“, რომელმაც საკუთარი გვარი დააარსა და სოფელი აღადგინა

18498
(განახლებულია 12:45 19.01.2021)
მურღვა არდოტელი - მასზე ნახევრად ხუმრობით ამბობენ, რომ ასეთი ქართველი საქართველოს „წითელ წიგნშია“ შესატანიო.

მარტო სიტყვით არ ქართველობს — ასი იმდენს, უკვე წლებია, საქმითაც ამტკიცებს. მისი ცხოვრების ამბავი ის იშვიათი შემთხვევაა, როცა კაცმა ჩვენს დროში დიდი წინაპრის სახელი დაირქვა, საკუთარი გვარი დააარსა და საზღვართან მდებარე ხევსურთა სოფელში, რომელიც თავადვე აღადგინა, 27 წლის მანძილზე ცხოვრობს და იზამთრებს. პროფესიით ფილოლოგია და მასავით ალალ და მართალ ლექსებს წერს. ამ ადამიანის თქვენ წინაშე წარდგენას მისი ერთი, თითქმის ავტობიოგრაფიული ლექსით დავიწყებ:

ერთი მლოცველი მეცა ვარ

შენი წყლისა და ქვიშისა.

ვინა ვარ?— სამასმეერთე

არაგველთა ვარ ჯიშისა!

შენი გაზრდილი ბოკვერი,

მტრისთვის შემკვლელი თავისა,

სულს სხვა რა უნდა სტკიოდეს,

თუ არ სამშობლო თავისა.

საერთო ნაცნობებმა გაგვაფრთხილეს, მურღვა ამჟამად ორი კვირითაა სოფელ გამარჯვებაში ჩამოსული, მიუსწარით, თორემ მერე მასთან გასაუბრებას მობილურითაც ვერ მოახერხებთო. ჩვენც არ დავაყოვნეთ და დავუკავშირდით.

მურღვა არდოტელი ოჯახთან ერთად
მურღვა არდოტელი ოჯახთან ერთად

- ბატონო მურღვა, თქვენ შესახებ ბევრი რამ მოგვითხრეს მეგობრებმა, თქვენმა მეუღლემაც გვითხრა, ოჯახის საქმეს გვერდით გადადებს ხოლმე და პირველ რიგში სახალხოს და საქვეყნოს აკეთებსო…

— მთლად ეგრეც არ არის, ჩვეულებრივი ვარ, მაგრამ თუკი ადამიანს, გარდა საკუთარისა, გაჩენილს დღიდან სულთამოსვლამდე, ქვეყნის პასუხისმგებლობა აქვს აღებული — სულ მასე იქნება. ზუსტად ვერ ვაყალიბებ რასაც ვგულისხმობ, მაგრამ საერთოც და საკუთარიც ხომ ერთნაირად უნდა გვტკიოდეს, მერე კიდევ… ის საერთოც ხომ საკუთარია, არა?!..

- რა კარგად თქვით: ბევრმა სწორედ ეგ ვერ გააცნობიერა — საერთოც საკუთარი რომაა… მურღვა ვინ დაგარქვათ?

— ეს ჩემი ზუსტი სახელი არ არის, პასპორტში ნიკოლოზი მიწერია — ნიკოლოზ არდოტელი ვარ. მურღვა ჩემი წინაპრის სახელია, ის მეთორმეტე საუკუნეში იყო და გიორგი ერქვა. მურღვა ფშავლებმა დაარქვეს და ფშავურ დიალექტზე ეს — მეომარს, მოშუღლარს, მოუსვენარს ნიშნავს, სალიტერატუროზე კი — მღვრიეს. მე ჩემი წინაპრის სახლ-კარი აღვადგინე და დღეს იმ ფუძეზე და კერაზე ვცხოვრობ, სადაც ის იყო. როცა პოეტმა ბაღათერ არაბულმა ჩემი ამბავი გაიგო, ასე მითხრა: ნამდვილი მურღვა ყოფილხარო. ის, ჟურნალ „ცისკრის“ დამატება გამოდიოდა – „ნობათი“ და ლექსებს იქ მიბეჭდავდა. როცა დავფიქრდები ხოლმე, იმ დიდი წინაპრის სახელი დიდი პასუხისმგებლობაცაა — თავისი ისტორიით, ცხოვრებით, ფიქრებით…

სოფელი არდოტი
სოფელი არდოტი

-  გვარი არდოტელი თქვენ დააარსეთ?

— არდოტელი ტოპონიმიკური გვარია, რომელიც 1987 წელს მე თვითონ დავაარსე. ჩვენ დიდი წინაპრის, მურღვას შთამომავლები, 560 კაცი დავრჩით. ჩემი ნამდვილი გვარი ჭინჭარაულია, მაგრამ საბჭოთა პერიოდში, როცა კომუნისტებმა გვარების გადაკეთება დაიწყეს (წინაპრის სახელიდან გამომდინარე) ყველანი მურღოევებად დაგვწერეს. როცა წამოვიზარდე, მინდოდა ჩვენი გვარი დაგვებრუნებინა, მაგრამ მაშინდელი კანონი ამის უფლებას არ გვაძლევდა. იუსტიციის სამინისტროში მოხსენებაც წავიკითხე ამ თემაზე და ყველაფერი საბუთებით თვალნათლივ დავამტკიცე, მაგრამ მაშინ ჭინჭარაულად რომ დავწერილიყავით, მაინც ვერ მოვახერხე. ერთხელაც მინდა, ჩემი გვარის ისტორია გამოვაქვეყნო. მთაში ასვლამდე სახელმწიფო მუზეუმში ვმუშაობდი, სადაც მეცნიერ-მუშაკი ვიყავი. დავიწყე ასპირანტურისთვის მზადება, მთელი ჩრდილოეთ კავკასია შემოვიარეთ, ის მხარე გამოვიკვლიეთ. პროფესიით ფილოლოგი ვარ ფოლკლორის სპეციალიზაციით, ამ თემასთან ბავშვობიდან ვარ ახლოს.

მურღვა არდოტელი და მისი სტუმრები
მურღვა არდოტელი და მისი სტუმრები

- ვიცი, რომ სოფელ არდოტში ადგილობრივი ოჯახების დაბრუნება თქვენი ოჯახით დაიწყო, როგორ მოხდა ეს ამბავი?

— ძალიან მინდოდა, მთაში დავბრუნებულიყავით, ამიტომ მურღვას შთამომავლები შევკრიბე და გადავწყვიტეთ, ჩვენი წინაპრების სოფელი არდოტი აღგვედგინა და გაგვემაგრებინა. 80-იან წლებში შატილის აშენება დაიწყო. მაშინ არდოტში მასწავლებლად დავბრუნდი და ჩემთან ერთად 15 ოჯახი დაბრუნდა. თავის დროზე ჩვენმა პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ არდოტში გზა შეიყვანა. მაშინ შევხვდი მთავრობის წარმომადგენლებს და ვთხოვე, რომ აქაურობის პრობლემები გადაეწყვიტათ. ამ საქმეს ჩემი ძმადნაფიცი, ზურა ჯაფარიძე უძღვებოდა. მას დიდი სამეგობრო ჰყავდა და ბევრ ხალხს იცნობდა. ზვიად გამსახურდიამ ამ საქმისთვის მილიონი გამოჰყო და ჩვენს ხეობას 300 000 მოხმარდა. კონსტანტინე გამსახურდია რომ წერს: „ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვსო“, ქართული საქმეც ეგრეა — გულის სისხლს მოითხოვს. მაშინ გიორგი წიკლაური ხევსურეთის თემთა საბჭოს თავმჯდომარე იყო და საქმის კურსში იყო. ის სოფელ გამარჯვებაშიც მოვიწვიე, მთაშიც გადავიყვანე. მან დიდი საქმე გაგვიკეთა და 700 000 არდოტისკენ წამოვიდა. მაშინ ორი კვირაში მუცოდან კლდე გაჭრეს და იქ გზა გავიდა. ამან ჩვენი მთისკენ მიბრუნება გამოიწვია.

- ბატონო მურღვა, თქვენ იმ მხარეში სკოლა-ინტერნატის მასწავლებელი იყავით, მაგრამ მერე სოფელი ისევ დაცარიელდა, რატომ?

— როგორც გითხარით, არდოტში იმ დროს 15 ოჯახი მივტრიალდით და 51 სული ვიყავით. შატილში სკოლა-ინტერნატი გაიხსნა და იქ მასწავლებელი არ ჰყავდათ. მე დავტოვე თბილისი და 1991 წელს იქ დავბრუნდი. მას მერე მთაში ვარ. მერე კი 5 წელიწადში ის ადგილები ნელ-ნელა ისევ დაცარიელდა, საშველი არ დაადგა. ყველაფერი გაჩერდა და მე შემოვრჩი იქ მასწავლებლად, ბოლოს 12 მოსწავლე მყავდა. მერე მათაც დაამთავრეს და სხვადასხვა რეგიონებში წავიდნენ. ბოლოს, 2009-2010 წლებში ჩემს ორ უფროს ბავშვს ვასწავლიდი. დუშეთის გამგეობას ვთხოვე, რომ ნუ დამიხურავთ–მეთქი სკოლას და მათ გულთან ახლოს მიიტანეს ჩემი ტკივილი, მაგრამ მერე, სამწუხაროდ, ბავშვი აღარავინ გამოჩნდა… სოფელი ისევ დაცარიელდა და ჩემს ბავშვებს სწავლა-განათლება რომ მიეღოთ, სოფელ გამარჯვებაში ჩამოვიყვანე. მე უკვე რვა წელია, ზამთარში მარტო ვარ. ახლა ივნისამდე ვეღარ გადმოვალ.

- გავიგე, სადაც იზამთრებთ, იქ მობილური არ იჭერს და ამიტომ თქვენთან კომუნიკაცია ფაქტობრივად ვერ ხერხდება?

— ეგრეა… იქ რომ მობილურმა დაიჭიროს, ამისთვის ან არდოტნის მთაზე უნდა ახვიდე, ან მუცოში და შატილში  ჩახვიდე, სხვაგან ტელეფონი არსად იჭერს. იქიდან თვეობით ვერ ჩამოვდივარ, ტელეფონის ანძა რომ იყოს, ოჯახთან შეგვეძლება დალაპარაკება. მთაში ბუნებას ვესაუბრები ხოლმე. ამწუთას არდოტში სამი კაცი ვართ, მერე მე ავალ. ერთი მოხუცი გვყავს 79-ე წელშია, იმედა, არდოტელი კაცია. ღვთისანაბარაა და არავინ ჰყავს. კიდევ მე ვარ და ზურა ადროტელი. იქ მეურნეობა მაქვს, საქონელი მყავს, მაგრამ დამხმარე არავინაა. გაზაფხულზე, მაისის მერე კი 9-10 ოჯახამდე ამოდის და მაშინ უკვე სოფელი სოფელს ჰგავს. გულდასაწყვეტია, რომ ჩვენს წინაპრებს, ვინც იქ, საზღვრის პირას ცხოვრობდნენ და ქვეყნისთვის თავი გასწირეს, ჩვენ ვერ ვბაძავთ…

არდოტის ღვთისმშობელი
არდოტის ღვთისმშობელი

- მურღვა ბატონო, როგორ ეტყვით თქვენს საწუხარს ქართველებს, როგორ დააკვალიანებთ მათ?

— მე, როგორც ფილოლოგს, ქართველს, სამშობლოზე ჩაფიქრებულს და დადარდიანებულს, გულღიად გკითხავთ: ისეთი რა გაგვიჭირდა, რომ ვერ გადავნაწილდით? თბილისი, გასაგებია, ყველას გვიყვარს, დედა ქალაქია, აქედან გამოდის კულტურა, მაგრამ თუ ყველაფერი დავივიწყეთ, თუ  წინაპართა საფლავები დავტოვეთ, მთას თუ არ მივეფერეთ, მოყვარეს და (მტერი ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ) მტერსაც არ დავხვდით — ცხოვრება რაღად ეღირება?!… კაცი მაშინ უფრო ბედნიერი იქნები, როცა წინაპართა სულის წინაშე ჯვარ-ხატსა და სალოცავთა წინაშე მართალი ხარ! მარტო ის ხომ არაა, რაღაც იშოვო და გამდიდრდე? სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობაც ხომ არ უნდა დავივიწყოთ. მე ვერავის დავაკვალიანებ, მაგრამ სიმარტოვეს რომ გრძნობ, ობოლივით რომ დადიხარ შენს ქვეყანაში და ქართული ლაპარაკი გენატრება — ეს ძალიან დიდი ტკივილია! ასე არ უნდა გავწიროთ ადამიანები. ხელისუფლებას მივმართავ: ხომ შეიძლება, თანხები ისე განაწილდეს, რომ საქართველოს ეს მხარეები არ დავკარგოთ! ქართული ხასიათი და სამყარო არ უნდა გაუბრალოვდეს…

 

18498
გოგრა

დიეტური, გემრიელი, სასარგებლო - გოგრის დესერტი

38
(განახლებულია 15:04 19.01.2021)
დიეტური ნუგბარი, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ, ძალიან გემრიელია, ნაკლებად კალორიულია და თანაც სწრაფად მზადდება.

გთავაზობთ დიეტური, დაბალკალორიული ნუგბარის რეცეპტს, რომელიც გოგრისგან მზადდება, თან სწრაფად – სულ რაღაც 15 წუთში.

დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

გოგრის რბილობი — 200 გრამი

ხაჭო 0%-იანი — 100 გრამი

კვერცხი — 1 ცალი

ქიშმიში — 20 გრამი

ვანილი, დარიჩინი — გემოვნებით

მომზადების წესი:

გოგრა გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ხაჭო, კვერცხი და ქიშმიში ავურიოთ ერთმანეთში. დავაწყოთ ტაფაზე ფენებად — გახეხილი გოგრა, შემდეგ — ხაჭო კვერცხით. გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში.

დაემშვიდობეთ სისხლში მაღალ ქოლესტერინს, გლუკოზას, ლიპიდებსა და ტრიგლიცერიდებს>>

ამ დესერტის მიღება შეუძლიათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებსაც, თუმცა, სასურველია ინგრედიენტებიდან ქიშმიში ამოვიღოთ.

38
თემები:
სასარგებლო რჩევები
ოპოზიცია

ვენეციის კომისია პარტიების დაფინანსება/რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტებს განიხილავს

0
(განახლებულია 17:21 19.01.2021)
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში  კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა მას შემდეგ გაიმართება, რაც  ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის  პოზიცია გახდება ცნობილი.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიას პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შეფასების თხოვნით მიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას კომისია სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. 

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატილი საქართველო" ვენეციის კომისიას ის ორი სადავო კანონპროექტი  გადაუგზავნა, რომლებიც პარტიების დაფინანსების წესს და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება (საარჩევნო კოდექსის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესწორებების პროექტი; საარჩევნო კოდექსის 791-ე მუხლის პროექტი (პარტიის რეგისტრაციის გაუქმება).

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები გასული წლის დეკემბერში პირველი მოსმენით, 83 ხმით მიიღო. თუმცა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს  ინიციატივით, კანონპროექტის შემდგომი განხილვა, ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის დასკვნამდე შეჩერდა.

ძირითადი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის. მმართველი გუნდის კანონპროექტის მიხედვით, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მისი დეპუტატების მინიმუმ ნახევარი უარს არ იტყვის მანდატებზე. 

პარტია ასევე ვერ შეძლებს წლიური დაფინანსების მიღებას, თუ მისი დეპუტატების ნახევარი პარლამენტის წინა სესიის ყველა სხდომას არასაპატიო მიზეზით გააცდენს. გარდა ამისა, დაფინანსების გარეშე დარჩება ბლოკში შესული პარტია, თუ მისი დეპუტატების ნახევარი პარლამენტში არ შევა, ან თუ პარლამენტში შესული პირები წინა ექვსი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენენ პარლამენტის სხდომებს. ამასთან ერთად, პარტიები, რომლებსაც დაფინანსება შეუწყდებათ, ვერ შეძლებენ ახალი საარჩევნო კამპანიის პერიოდში უფასო საეთერო დროით სარგებლობას.

კიდევ ერთი ინიციატივის მიხედვით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. როგორც კობახიძემ აღნიშნა,  ინიცირებული კანონპროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა. ამით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარლამენტში გასული რვიდან ექვსი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე.

საქართველოს პარლამენტმა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო>>>

საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთი თვის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, თუმცა იანვრის დასაწყისში ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის წევრებმა პარლამენტში შესვლის მზადყოფნა გამოთქვეს. დეპუტატებმა ავთანდილ ენუქიძემ, ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტია დატოვეს და შექმნეს ახალი პოლიტიკური ძალა სახელწოდებით „ევროპული სოციალისტები“.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში ბარიერის გადალახვა შეძლეს, ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ამ ხნის მანძილზე დასავლელი დიპლომატები ოთხი რაუნდის განმავლობაში ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე, ხელისუფლება კი – გარკვეულ დათმობებზე წასვლაზე დაეთანხმებინათ, თუმცა – უშედეგოდ.

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება