ადამიანი და მისი სახე

ეს უცნაური ადამიანი: ფაქტები, რომლებიც, შესაძლოა, არც იცით საკუთარ თავზე

526
(განახლებულია 17:56 02.01.2021)
გთავაზობთ უცნაურ და საინტერესო ფაქტებს ადამიანის შესახებ, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ადამიანი ამოუცნობი არსებაა, ხოლო მისი ორგანიზმი — უნიკალური მექანიზმი.

 

526
ბანანის პური ქიშმიშით და მზესუმზირის მარცვლებით

რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან პური წონაში დაკლების მიზნით: გპასუხობთ ცნობილი დიეტოლოგი

88
(განახლებულია 16:25 18.01.2021)
რით არის კარგი პური და ღირს თუ არა მისი რაციონიდან ამოღება წონის დაკლების მიზნით, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ექიმი-დიეტოლოგი ტატიანა რაზუმოვსკაია იძლევა პასუხებს.

პური სხვადასხვაგვარია. მთელმარცვლოვანი პური — ეს არის უჯრედისი, В ჯგუფის ვიტამინები (მაგალითად, B1, B6, რომლებიც ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის ნორმალიზებას განაპირობებს), ასევე კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფტორი და სხვა მინერალური ნივთიერებები. ეს ნივთიერებები ძირითადად მარცვლეულის გარსში შედის. ამიტომ ჯანმრთელობისთვის პურის სარგებელი დამოკიდებულია არა იმდენად მარცვალზე, რამდენადაც მისი დაფქვის სახეობაზე.

რაც უფრო წვრილად არის მარცვალი დაფქვილი, მით ნაკლებია მისი ღირებულება. მაგალითად, რაფინირებული ფქვილის პურში 0,05 მილიგრამი რკინაა, ხოლო მთელმარცვლოვან პურში — 4,9 მილიგრამი. განსხვავება ასჯერ მეტია. გამოდის, რომ თუ წვრილად დაფქვილი ხორბლის მარცვლის პურზე იტყვით უარს, მაშინ ორგანიზმი, დიდი ალბათობით, ვერც კი შეამჩნევს სასარგებლო ნივთიერებების დაკარგვას. აი მთელმარცვლოვან პურზე უარის თქმა კი დიდ სარგებელს არ მოგიტანთ.

წონაში დაიკლებთ, თუ...

პურის კალორიულობა საშუალოდ 250-300 კილოკალორიაა 100 გრამზე. ეს არც ისე ბევრია, თუმცა წვრილად დაფქვილ ხორბლის პურს მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს — 85-90. შედარებისთვის: რძიანი შოკოლადისა და შოკოლადის „ბატონების“  ინდექსი დაახლოებით 70-ია, ხოლო ჭვავის პურის ინდექსი — 50-40. ზოგადად, 70-ზე ზემოთ ციფრი მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა, 55-ზე ნაკლები კი — დაბალ მაჩვენებლად.

„როდესაც თეთრ პურს მიირთმევთ, ხდება ინსულინის ძლიერი გამოტყორცნა: სისხლში შაქარი მკვეთრად იზრდება, შემდეგ ისევე მკვეთრად ეცემა და სწრაფად გრძნობთ შიმშილს. ამრიგად, ასტიმულირებს რა მადას, წვრილად დაფქვილი ხორბლის მარცვლის პური ირიბად მოქმედებს წონაში მატებაზე. თუ დიდხანს ზიხართ და ცოტას მოძრაობთ, უმჯობესია ეს პროდუქტი მენიუდან საერთოდ ამოიღოთ“, — ამბობს დიეტოლოგი.

რაც შეეხება მთელმარცვლოვან პურს, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, რომელიც შიმშილის შეგრძნებას აქრობს, ის პირიქით, შეიძლება დიეტაზე მყოფმაც მიირთვას.

ამასთან თუ მთელმარცვლოვან პურს რაციონიდან ამოიღებთ:

გაუარესდება ნერვული სისტემის მდგომარეობა

ასი გრამი მთელმარცვლოვანი პური არის ვიტამინ B1-ის ყოველდღიური ნორმის თითქმის ნახევარი (დღე-ღამეში 1,1-1,2 მილიგრამი). თუ ვიტამინი საკმარისი არ არის, ადამიანი ხდება გაღიზიანებული, სწრაფად იღლება და კუნთების სისუსტე უვითარდება.

ამასთან პური შეიცავს უამრავ სხვა ვიტამინს, მაგალითად: PP-ს (ნიაცინი), რომელიც პასუხისმგებელია თავის ტვინის მუშაობაზე, და ასევე ვიტამინ B2-ს, რომლის ნაკლებობაც უძილობის პროვოცირებას იწვევს.

მოგაკლდებათ ენერგია 

„მთელმარცვლოვან პურში არის ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა), რომელიც იმუნიტეტისთვის შეუცვლელია. ის გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, იმაზე, თუ როგორ განახლდება ორგანიზმის უჯრედები და, შედეგად, ენერგიის საერთო დონე“, — ამბობს ტატიანა რაზუმოვსკაია.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ რაციონიდან პურის ამოღება, შეცვალეთ ის ნელი ნახშირწყლებით — ხორბლის მაგარი ჯიშების მაკარონით, წიწიბურის, ბრინჯის, ქერის ფაფებით.

ნაწლავები უარესად იმუშავებს

მთელმარცვლოვან პურში ბევრია საკვები ბოჭკო, ამიტომ დიდი რაოდენობით მისმა ჭამამ ​​შეიძლება შებერილობა და მეტეორიზმი გამოიწვიოს. მაგრამ თუ პურს ზომიერად მიირთმევთ (100 გრამ მთელმარცვლოვან პურში დაახლოებით 7,4 გრამი საკვები ბოჭკოა), პირიქით, ეს საჭმლის მონელებაში დაგეხმარებათ.

წვრილად დაფქვილი მარცვლეულის თეთრი პური კი, პირიქით, შეკრულობას იწვევს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში. ხოლო თუკი ნაწლავების პრობლემები არსებობს, უმჯობესია მენიუდან ამოიღოთ.

ამასთან, დიეტოლოგის თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ: წვრილად დაფქვილი თეთრი პური — ეს სწრაფი ნახშირწყლებია, რომლებიც ენერგიას უზრუნველყოფს ორგანიზმში. ამიტომ, თუ სპორტით ხართ დაკავებული, მაშინ თეთრი პურის პატარა ნაჭერი (რა თქმა უნდა, კარაქის გარეშე) შეგიძლიათ ვარჯიშამდე 30-40 წუთით ადრე მიირთვათ.

 

88
თემები:
ექიმი გირჩევთ
ცაცხვი

ცაცხვი და მისი სამკურნალო თვისებები

89
(განახლებულია 17:35 18.01.2021)
ცაცხვს სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებენ. ის შეუდარებელია გაციების, მაღალი სიცხის, ბრონქიტის, ანგინისა და სხვა დაავადებების დროს.

ცაცხვი (Tilia) ფოთოლმცვენი ხეა, სიმაღლეში იზრდება 35 მეტრამდე. არსებობს მისი 40-მდე სახეობა.

ბაბუაწვერა – ბუნების საჩუქარი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში>>

ცაცხვს ადამიანის ორგანიზმისთვის მრავალი სამკურნალო და სასარგებლო თვისება გააჩნია. მას იყენებენ როგორც არატრადიციულ მედიცინაში, ისე თანამედროვე სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად.

სამკურნალოდ გამოიყენება ცაცხვის თითქმის ყველა ნაწილი – ქერქი, ფოთლები და ყვავილები, ნაყოფი. ტოტებისა და მერქნისგან ამზადებენ კუპრს. არის ძვირფასმერქნიანი მცენარე.

ხის ქერქი შეიცავს ზეთების მნიშვნელოვან რაოდენობას (8 პროცენტამდე), ასევე ტილიროზიდს, ტრიტერპენოიდებს; ფოთლების შემადგენლობაშია ასკორბინის მჟავა, კაროტინი, ნახშირწყლები. ცაცხვის ყვავილები კი შეიცავს: ეთერზეთებს, საპონინებს, ორგანულ შაქარს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას, ფლავონოიდებს, კაროტინს, გლიკოზიდებს, ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს.

ბროწეული და მისი სასარგებლო თვისებები>>

ცაცხვი გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

ანგინა, ლარინგიტი, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბაქტერიული ინფექციები, შარდმდენი სისტემის ორგანოების პათოლოგიები, პოდაგრა, რევმატიზმი, ნევრალგიური დაავადებები, კრუნჩხვები, გონის დაკარგვა, ციებ-ცხელება, ნაწლავების სპაზმები, კუჭის წყლული, სტომატოლოგიური დაავადებები, დამწვრობა (გარეგანი გამოყენებისთვის), გინეკოლოგიური დაავადებები, ჰემოროი, პროსტატა, გაციება და სიცხის დამწევი საშუალება. ასევე მცენარე გამოიყენება როგორც კოსმეტიკური საშუალება.

რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ცაცხვმა

ცაცხვის ყვავილების მუდმივმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ (მაგალითად, რამდენიმე თვე ზედიზედ) შეიძლება მხედველობაზე იმოქმედოს, თან სწრაფად და მოულოდნელად. გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა მიიღოთ ხანმოკლე პერიოდების განმავლობაში და დღეში 2–3-ჯერ, არ გადააჭარბოთ დოზას.

ცაცხვმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, გულის პათოლოგიები, ნერვული დაავადებები, კენჭები შარდის გამომყოფ სისტემაში.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ მცენარის ნახარშები არ უნდა შეუთავსოთ ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატს. 

ცაცხვის ნაყენის დამზადების წესი:

გთავაზობთ ცაცხვის ნაყენის დამზადების ერთ-ერთ ვარიანტს.

ცაცხვის ყვავილების ეს ნაყენი გამოიყენება ნევრალგიური დაავადებების, გაციების, ხველების, პოდაგრის, რევმატიზმის დროს.

კომში და მისი სასარგებლო თვისებები>>

2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ყვავილებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი. მიიღეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში ოთხჯერ, როგორც ჩვეულებრივი ჩაი.

89
რეტრო კინოკამერა

40 წლის შემდეგ - ტელემაყურებლები სოსო ჩხაიძის ფილმ „შვიდკაცას“ ნახავენ

0
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ცნობილი ქართველი რეჟისორის, სოსო ჩხაიძის კინოფილმს აღადგენს

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. 40 წლის შემდეგ მაყურებლები ნახავენ სოსო ჩხაიძის მრავალსერიან მხატვრულ ფილმ „შვიდკაცას“, რომლის დასრულებაც კინორეჟისორს სიცოცხლეში არ დასცალდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

ფილმზე რეჟისორი სოსო ჩხაიძე 1979 – 1987 წლებში მუშაობდა, მაგრამ შემდეგ ეს პროექტი მიივიწყა. ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა კინორეჟისორი აგროვებს მასალებს სადიპლომო ფილმის გადასაღებად გურულ პოლიფონიურ სიმღერაზე. მაყურებელი თითქოს მასთან ერთად მოგზაურობს და ეცნობა გურული ხალხური სიმღერის დიდოსტატებს. ფილმში ასახულია 80-იანი წლების თბილისიც რეალური პერსონაჟებით.

„სამწუხაროდ, სოსო ჩხაიძეს არ დასცალდა ფილმის დასრულება, მაგრამ მან მოასწრო გადაღება, დამონტაჟება და გურიის ეპიზოდების ნაწილობრივი გახმოვანება. ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ფილმზე მუშაობა წელს საბოლოოდ დასრულდება და მაყურებელი იხილავს შვიდსერიან სატელევიზო მხატვრულ ფილმს“, - აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში.

ფილმის დასრულებისთვის დაგეგმილია შემდეგი სამუშაოების ჩატარება: არსებული მასალის აღდგენა, ხმის გაწმენდა, ფერთა კორექცია, დიალოგების ნაწილის ჩაწერა, მონტაჟის დასრულება, მიქსინგი, ტიტრებისა და სუბტიტრების დამზადება.

ქართველი სცენარისტი და რეჟისორი იოსებ ჩხაიძე 1937 წლის 18 მარტს დაიბადა თბილისში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1964-1969 წლებში სწავლობდა „ვგიკში“ გრიგორი ჩუხრაის სარეჟისორო სახელოსნოში. იგი არის შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ალბერტ შვეიცერის მედლის მფლობელი. სოსო ჩხაიძე 1992 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა.

0