ბარი რესტორანში

ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში

3984
(განახლებულია 18:11 01.01.2021)
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში, როგორ გავლენას ახდენს ალკოჰოლი სხვადასხვა თანავარსკვლავედის წარმომადგენლებზე - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და შეადარეთ საკუთარ თავსა თუ თქვენს ახლობლებს.

საინტერესოა, როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში. როგორც ამბობენ, ალკოჰოლი ზოგს მარწუხებიდან, კომპლექსებიდან ათავისუფლებს, ზოგს კი - გონებას უბნელებს... ერთი ქართული გამონათქვამისა არ იყოს: სასმელი ჭკვიან კაცს აბრძენებს და გიჟს უფრო ახელებს, ასე რომ, ვნახოთ, ვინ როგორ იქცევა სიმთვრალეში თავისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე - ხუმრობანარევი ჰოროსკოპი:

ვერძი

ვერძს სიმთვრალისას საოცარი საქციელის ჩადენა შეუძლია. მასთან დალევა საშიშია, რადგან, მოულოდნელად, შესაძლოა, ყველაფერი სულ სხვაგვარად შემოტრიალდეს.

კურო

კურო მთელი საღამოს განმავლობაში ყველას დაუმტკიცებს, რომ სრულიად ფხიზელია მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დალია. მისი გადარწმუნება არ ღირს - დაე, გაერთოს. როცა კურო მთვრალია, ის ცხოვრებისგან ყველაფერს იღებს, ასე რომ, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ტყუპი

როცა ტყუპი სვამს, მისი ორბუნებოვანი არსებიდან ერთ-ერთი წინა პლანზე გამოდის. აქ კი, როგორ გაუმართლებს: შეიძლება, მთელი საღამო კეთილი და საყვარელი იყოს, ან პირიქით - ყველას პირში მიახალოს, ვიზეც რას ფიქრობს.

ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის>>

კირჩხიბი

კირჩხიბი სიმთვრალეში კომპლექსებისგან თავისუფლდება და თავის ჭეშმარიტ არსს აჩვენებს. თუ იცნობთ კირჩხიბს თუნდაც ათი წელი და არც ერთხელ არ გინახავთ ის მთვრალი, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ მას არ იცნობთ.

ლომი

მთვრალი ლომი თითქმის არაფრით განსხვავდება ფხიზლისგან, ერთადერთი, ხმა უფრო ომახიანი უხდება, ხოლო ქცევები - უფრო მეფური. სიმთვრალეში ლომს განსაკუთრებით ახასიათებს ის, რომ გაუთავებლად შეუძლია თავის გამარჯვებებზე, მიღწევებსა და ცხოვრებისეულ მიზნებზე საუბარი.

ქალწული

ქალწული სიმთვრალის სამ ეტაპს გადის. პირველი: „ისე დავთვერი“, მეორე - „ყველა მიყვარს“, და მესამე - „ბორჯომი!“. მიწის სტიქიის ნიშანი მიწიერი პრობლემებით, აზრებითა და გრძნობებით, რომელიც უკვე პირველი ჭიქის შემდეგ პოულობს თავისუფლებას.

სასწორი

სასწორი სიმთვრალეში უფრო მტკიცე ხდება და მკაფიოდ იცის, რა სურს. ის, ბოლოს და ბოლოს, პოულობს ჰარმონიასა და სულიერ წონასწორობას, რისკენაც მუდამ ისწრაფვის სიფხიზლეში.

იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

მორიელი

მორიელს შეუძლია დალევა და კიდევ სხვების დათრობა. ის ხშირადაა კომპანიის სული და გული და, რა თქმა უნდა, თამადა. სვამს „ჭიქის გამოუტოვებლად“. ბოლოს კი აღმოჩნდება ხოლმე, ისაა ყველაზე ფხიზელი და შერაცხადი.

მშვილდოსანი

მთვრალ მშვილდოსანთან ცოტა გაუგებარი ვითარებაა. თავდაპირველად ის ყვება, როგორ კარგად აეწყო მისი ცხოვრება და როგორი ბედნიერია, მესამე ჭიქის შემდეგ კი იწყებს ტირილს და საკუთარ თავს უიღბლოსა და წარუმატებელს უწოდებს.

თხის რქა

თხის რქა სიმთვრალეში უფრო გულღია ხდება. ფხიზელს იშვიათად ნახავთ, რომ ვინმეს ქათინაურებს ეუბნებოდეს, სიყვარულს უხსნიდეს ან სულელურ ხუმრობაზე იცინოდეს.

მერწყული

მთვრალი მერწყული პროგრესის მამოძრავებელი ძალაა. ასეთ მომენტებში მსოფლიოში ჩნდება ახალი აღმოჩენები, იწერება გენიალური თხზულებები და ხდება მრავალი სულელური საქციელი. და ყველაფერი იმიტომ, რომ მთვრალ მერწყულს მუზა ეწვია.

ზოდიაქოს ნიშნების კრიმინალური „ქრონიკა">>

თევზები

მთვრალი თევზები საშიშროებას წარმოადგენენ. მათ შეუძლიათ, ერთი საღამოს განმავლობაში ჩაიდინონ ყველაფერი, რასაც ზოდიაქოს ყველა ნიშანი, ერთად აღებული, გააკეთებს. მათი ემოციურობა, უბრალოდ, პიკს აღწევს.

3984
ფურისულა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 ივნისი

35
(განახლებულია 10:45 13.06.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 14 ივნისია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

არ იჩქაროთ. დღეს შეიძლება ბევრი რამ ჩვეულებრივზე რთული გასაკეთებელი იყოს. უკან არ დაიხიოთ, თუ გზაზე დაბრკოლებები შეიქმნა. ასევე რთული იქნება ერთობლივ სამუშაოზე შეთანხმება, ადვილი არ იქნება კომპრომისის მოძებნა. სერიოზული უთანხმოებების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნება, თუ მეგობრულად და ტაქტიანად მოიქცევით.

მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: ხართ ენერგიული, წარმატების მისაღწევად უკან არაფერზე იხევთ. გზაზე არ გაჩნდება დაბრკოლება, რომლის გადალახვასაც ვერ შეძლებთ. გაგახარებთ მეგობრებთან ურთიერთობები. შესაძლოა, მათ რამე ახალი ინფორმაცია მოგაწოდონ ან საინტერესო იდეა შემოგთავაზონ. არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები. ურთიერთობები საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული იქნება, შესანიშნავად უგებთ ერთმანეთს.

კურო: მშფოთვარე დღეა. არ არის გამორიცხული, რომ გეგმების შეცვლა მოგიწიოთ გზადაგზა და ეს მაინცდამაინც არ მოგეწონებათ. შესაძლოა გადაიდოს შეხვედრები, რომლებსაც მოუთმენლად ელოდებოდით, საკითხების გადაჭრა, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენთვის. სამაგიეროდ გაიხსნება ახალი შესაძლებლობები. უნდა ეცადოთ, რომ მოცემული შანსი ხელიდან არ გაუშვათ. გამოიჩინეთ ინიციატივა როგორ საქმეებში, ისე პირად ურთიერთობებში.

ტყუპი: იღბლიანი იქნება დღის პირველი ნახევარი. დარწმუნებული ხართ თქვენს წარმატებებში და ინტუიცია არ გღალატობთ – მართლაც შესანიშნავი შედეგების მიღწევა შეგიძლიათ. კარგი დროა გეგმების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება ადრე დაწყებული საქმეების დამთავრება, პასუხების პოვნა კითხვებზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსვენებას არ გაძლევთ.

კირჩხიბი: დღის დასაწყისი ძალზე ხელსაყრელია. გაქვთ შანსი, რომ წარმატებას მიაღწიოთ მნიშვნელოვან საქმეში, რომლისთვისაც ძალღონე არ დაიშურეთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა საქმიან სფეროში თანდათანობით მიილევა, მაგრამ ის კვლავ ძლიერი დარჩება პირად ურთიერთობებში. საღამო სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ შეყვარებულ კირჩხიბებს. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან ერთად საერთო გეგმები განიხილოთ და იოცნებოთ.

ლომი: მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საქმე და საზრუნავი გექნებათ, დღეს ვერც უიღბლოსა და ვერც დაძაბულს ვერ ვუწოდებთ. ბევრ რამეს შესანიშნავად უმკლავდებით, მათ შორის, რთულ ამოცანებსაც. მოსალოდნელია შეხვედრა ძველ ნაცნობებთან, შესაძლებელია მათთან საერთო გეგმებიც გაჩნდეს.. კარგი დღეა სწავლისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საჭიროა ყურადღება მცირე დეტალების მიმართ, რაც ზოგიერთ თქვენგანს გაუჭირდება.

ქალწული: დღის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული ემოციური ფონით იქნება გამორჩეული. შესაძლოა, მცირე წვრილმანებზეც კი ინერვიულოთ; მოსალოდნელია უთანხმოებები ახლობლებთან. ეს გაგანერვიულებთ. დროთა განმავლობაში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და დაგიბრუნდებათ ოპტიმიზმი, უკეთ გააკონტროლებთ თავს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა. ახლობლებთან და საქმიან პარტნიორებთან შედეგიანი საუბრები.

სასწორი: ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში არ გადაიღალოთ. ეს ცუდად იმოქმედებს როგორც ფიზიკურ მდგომარეობაზე, ისე განწყობაზე. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. ყველაფრის მშვიდად მოსაფიქრებლად დრო გჭირდებათ. დღის მეორე ნახევარი მსუბუქი და ხელსაყრელი იქნება. მოგეცემათ რაღაც მნიშვნელოვან საქმეებთან გამკლავების საშუალება. ბევრი მიაღწევს წარმატებას იქ, სადაც ფანტაზიაა საჭირო.

მორიელი: დღის დასაწყისი შესაფერისი დროა საქმიანი შეხვედრებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ მიიღოთ წინადადება, რომელიც ძალიან დაგაინტერესებთ. ასევე შეიძლება გაჩნდეს ძველი საქმიანი კავშირების აღდგენის შანსი. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ საშუალება, რომ გამოასწოროთ რომელიმე ძველ საქმეში დაშვებული შეცდომები. დიდი ალბათობაა, რომ თანხა მიიღოთ – შესაძლოა, დიდი არა, მაგრამ ეს მაინც დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი ნივთების შეძენაში.

მშვილდოსანი: შეიძლება ითქვას, რომ აღმაფრენის დღეა, რომელიც მოგიტანთ კარგ და მნიშვნელოვან სიახლეებს. გექნებათ ძველი კავშირების აღდგენის საშუალება. ასევე მოსალოდნელია, რომ მიიღოთ უჩვეულო, საინტერესო წინადადება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფინანსური საკითხების გადაწყვეტისთვის, მომგებიანი გარიგებების დადებისთვის, თანამშრომლობაზე შეთანხმებისთვის. არ არის გამორიცხული დაუგეგმავი ხარჯებიც, მაგრამ ეს ფუჭად დახარჯული ფული არ იქნება.

თხის რქა: ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ ახალი საქმის დაწყება, მაღალია წარმატებების სწრაფად მიღწევის შანსი. არაა გამორიცხული სასარგებლო ნაცნობობა. ხართ ძალზე მომხიბვლელი, ამიტომ თქვენდამი გულგრილი ვერავინ დარჩება. შესაძლოა, ვიღაც თქვენდამი სასიყვარულო გრძნობითაც განიმსჭვალოს. დღის მეორე ნახევარში კარგად წარიმართება სახლის საქმეები. შეგიძლიათ იყიდოთ ავეჯი, ყოფითი ტექნიკა და სხვა ნივთები სახლისთვის.

მერწყული: ეცადეთ, შეინარჩუნოთ ჯანსაღი აზრი და სწორად შეაფასოთ თქვენი ძალები. რეალური შეხედულებები იმედგაცრუებისგან გიხსნით. აჯობებს, თუ ყურადღებას გაამახვილებთ პრაქტიკულ ამოცანებზე, ისეთზე, რომლებიც უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგების მიღების საშუალებას იძლევა. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია შეხვედრები ძველ ნაცნობებთან. ეს ძალიან გაგახარებთ. მოგეცემათ ადრე დაშვებული შეცდომის გამოსწორების შანსი.

თევზები: დღე კარგად აეწყობა, მაგრამ თქვენ დაჟინებით ცდილობთ მოძებნოთ საბაბი იმისთვის, რომ აღელდეთ და განაწყენდეთ. ეცადეთ, უფრო პოზიტიურად განეწყოთ. ამ შემთხვევაში ბევრ საინტერესო შესაძლებლობას აღმოაჩენთ, მიხვდებით, როგორ მიაღწიოთ წარმატებას. არ გარისკოთ იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის. ფრთხილად მოქმედებით ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. დაფიქრებით ნათქვამი სიტყვა და მოქმედება როგორც საქმიან სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

35
ნინო სამხარაძე

როცა შვილს ექიმის სახელს არქმევენ - მადლიანი ხელების სიკეთე

477
(განახლებულია 05:42 12.06.2021)
„წარმოუდგენელია, მოვეფერო ჩემს პაწაწინას და არ გამახსენდეს, რომ ღვთის წყალობასთან ერთად შენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა ის, რომ დედის სტატუსს ვატარებ.“

„მაკვირვებს, თითქოს ასაკისთვის შეუფერებელი შენი პროფესიული ცოდნა, ადამიანური სიბრძნე, თავშეკავება და თავმდაბლობა, რომელიც მთავარი შტრიხია შენი ხასიათის.“

„ვიცი, ყველას უყვარხარ შენი უშუალობის, სიკეთის, მშვენიერებისა და ჰუმანურობისთვის. ეს ის თვისებებია, რაც აუცილებლად უნდა გააჩნდეს მოწოდებით და მით უფრო, შენი სპეციალობის ექიმს. უფალმა დალოცოს შენი მადლიანი ხელები და ბუნების სიხალასე.“

ამ წერილების ადრესატის სადღეგრძელო დღეს ბევრ ოჯახში ტრადიციად დამკვიდრდა, მისი სახელი ნანატს შვილს, უკვე ბევრმა დაარქვა. საუბარია „იმედის კლინიკის“ მეან-გინეკოლოგ ნინო სამხარაძეზე, რომელიც საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის წევრია. ამ მასალის დაწერა პირველ რიგში, მისი პაციენტების ინიციატივა და ექიმის მიმართ გულწრფელი მადლიერების გამოხატულებაა.

ნინო სამხარაძე
ნინო სამხარაძე

- ქალბატონო ნინო, თავად ჯერ არ ხართ დედა, მაგრამ კარგად იცით როგორ ცვლის ქალს დედობა...

- მე დაოჯახებული არ ვარ, შვილი არ მყავს, მაგრამ იმდენჯერ ვარ დედა-შვილის პირველი შეხვედრის მომსწრე, რომ ზუსტად ვიცი, ეს რა გრძნობაა. დედობა სრულიად ცვლის ქალს, როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად.  იცვლება ადამიანის მიზნები და მისწაფებებიც. დედობის მერე ქალი გრძნობს, რომ შვილისთვის შეუძლებელსაც შეძლებს.

ნინო სამხარაძე იმედის კლინიკის კოლეგებთან ერთად
ნინო სამხარაძე "იმედის კლინიკის" კოლეგებთან ერთად

- ექიმობაზე ოცნება თქვენი იდეა-ფიქსიც იყო?

- ექიმობა ბავშვობის ოცნება იყო, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. ჩემს ცხოვრებაში იყო პოსტდიპლომური, ხუთ წლიანი პრაქტიკული სწავლების პერიოდი, რასაც რეზიდენტურა ჰქვია. ექიმობა სიცოცხლის სამსახურია, მეან-გინეკოლოგობა კი ერთდროულად ორ ან მეტ სიცოცხლეს ემსახურება. ამაზე მადლიანი პროფესია არ არსებობს. დღეს მეან-გინეკოლოგი ვარ, ვამშობიარებ, საკეისრო და გინეკოლიგიურ ოპერაციებს ვაკეთებ. ასევე ამბულატორიულად მყავს ორსულები და გინეკოლიგიური პაციენტები.

ნინო სამხარაძე  კოლეგებთან ერთად
ნინო სამხარაძე კოლეგებთან ერთად

- თქვენ კარგად იცნობთ მედიცინის ამ სფეროს, თუ შეგიძლიათ იმის თქმა, ხშირ შემთხვევაში რა ხდება საქართველოში უნაყოფობის მიზეზი?

- მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, უნაყოფობის წილი 10-15% -ია. მცდარია შეხედულება, როდესაც უშვილობას მხოლოდ ქალის პრობლემად განიხილავენ, ეს წყვილის პრობლემაა. უნაყოფობა შეიძლება იყოს ორგანული, ფუნქციური, იმუნური, გენეტიკური ან უცნობი გენეზისის. დედობას ყველა ქალი იმსახურებს და დამხმარე რეპროდუქტიულმა საშუალებებმა შვილის ყოლის ბედნიერება ბევრ წყვილს მიანიჭა.

ნინო სამხარაძე
ნინო სამხარაძე

- ფსიქოლოგიურ განწყობას თუ აქვს მნიშვნელობა?

- არც თუ იშვიათია ფსიქოგენური უნაყოფობა. როდესაც ქალის ფიქრები მხოლოდ ორსულობაზე კონცენტრირდება და არ დგება ის ეტაპი, რომელიც ყველაზე სასურველია. ამ შემთხვევაში, ფსიქოთერაპევრის როლი უმნიშვნელოვანესია.

ნინო სამხარაძე ახალშობილთან ერთად
ნინო სამხარაძე ახალშობილთან ერთად

- ვიცი, რომ ბევრი პაციენტი გემადლიერებათ...

- ექიმისთვის მადლიერების გამოხატველი სიტყვები ძალიან დიდი სტიმულია, გავიწყებს დაღლას და გაძლევს იმის ენერგიას, რომ მუშაობა შემართებით გავაგრძელოთ. როცა ქალი მისთვის ძვირფასს არსებას ექიმის სახელს არქმევს, ეს პატივისცემის ყველაზე დიდი გამოვლენაა. ჩემს შემთხვევაში, ასეთი ფაქტი რამდენჯერმე იყო და იმის გარანტია, რომ ყოველთვის ემახსოვრება ექიმის წვლილი მის ბედნიერებაში.

ნინო სამხარაძე
ნინო სამხარაძე

- საქართველოში დღესაც ბიჭს უფრო თვლიან სასურველ შვილად თუ შეიცვალა ამ თემისადმი დამოკიდებულება?

- ჩვენში მართლა იყო პერიოდი, როდესაც ვაჟის დაბადებას მეტი სიხარულით ხვდებოდა ოჯახი, განსაკუთრებით თუ ის პირველი შვილი იყო. საბედნიეროდ ეს დამოკიდებულება დღეისთვის შეცვლილია. წყვილების უმრავლესობა ამბობს, რომ მათთვის შვილის სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ასეც უნდა იყოს... დედობა უმთავრესი სტატუსია, რასაც ქალი ატარებს, დედობრივი სიყვარული ყველაზე ძლიერი გრძნობაა. როდესაც ქალისთვის ამ სტატუსის მინიჭებაში წვლილი შეგაქვს, ეს სიამაყის და სახარულის საოცარი განცდაა. ამ დროს მისი ბედნიერების თანაზიარი ხდები და სურვილი გიჩნდება, რაც შეიძლება მეტი ქალი გააბედნიერო...

 

 

477