საახალწლო ნაძვის ხე

31 დეკემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

268
(განახლებულია 09:57 31.12.2020)
გაეცანით 31 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

22–31 დეკემბერის პერიოდი

22–31 დეკემბერის პერიოდი თხის რქის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმშვიდესა და გამჭრიახობას ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 30, 57.

ამ ადამიანთა სიმბოლოა ედელვაისი.

ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები არიან საიმედონი, მშვიდი, საუკეთესო მეგობრები.

31 დეკემბერს დაბადებულები

31 დეკემბერს სერიოზული, მაგრამ ძალზე ქარიზმატული პიროვნებები იბადებიან. არიან ყურადღებიანი, მზრუნველი, ითვალისწინებენ სხვის აზრს. ეს ადამიანები არიან კომუნიკაბელური, მაგრამ არც საკუთარ თავთან მარტო დარჩენაზე ამბობენ უარს.

ამ დღეს ჯიუტი, მიზანსწრაფული ნატურები იბადებიან. მათ შორის ზარმაცები არ არიან. სამუშაო მათთვის თვითრეალიზაციის ხერხია და არა თვითმიზანი. ისინი აფასებენ მატერიალურ მოტივაციასა და აღიარებას. ამ უკანასკნელს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

თითოეული თხის რქა ინდივიდუალურია. მათ აერთიანებთ მომთხოვნელობა საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ, პატიოსნება, ინიციატივიანობა, საქმეზე ორიენტირებულობა, საკუთარი იდეალებისა და პრინციპების ერთგულება. 31 დეკემბერს დაბადებული თხის რქები ადვილად ლახავენ ცხოვრებისეულ სირთულეებს, საფრთხის დროს ყოველთვის პოულობენ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს.

არიან რაციონალური, პრაქტიკული ადამიანები, ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით არ უყურებენ. სხვა თხის რქების მსგავსად, სჯერათ საკუთარი სიმართლის. უყვართ, როდესაც გარშემომყოფებს საკუთარ მოსაზრებებს ახვევენ თავს.

ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით>>

31 დეკემბერს დაბადებულებს კულტურასთან დაკავშირებული ყველაფერი აინტერესებთ, ახლოსაა მათთან სილამაზის სფერო - მოდა, ასევე თეატრი, მუსიკა, ლიტერატურა.

კარიერას ეს ადამიანები მიზანსწრაფულად იკეთებენ. კონკურენტებს, საკუთარი ნიჭის წყალობით, სწრაფად იტოვებენ უკან და მუხლჩაუხრელი მუშაობის შედეგად გამარჯვებებს აღწევენ. ეფექტურად მუშაობენ როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად.

ჯანმრთელობა

31 დეკემბერს დაბადებულები თავიანთ ჯანმრთელობას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ჰიგიენის საკითხებს, კერძოდ, კბილებისა და კანის მდგომარეობას. მათ ხშირად აწუხებთ ალერგია. მიდრეკილი არიან ალკოჰოლის, თამბაქოს, ტრანკვილიზატორების მიმართ. თუ სურთ, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნონ,  ამ ნივთიერებების მიღება მათ აუცილებლად მინიმუმადე უნდა დაიყვანონ.

რჩევა:

თქვენ გიყვართ, როდესაც სხვებს საკუთარ აზრს ახვევთ თავს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ, შეიძლება, სხვას თავისი მოსაზრება ჰქონდეს. ასევე, ძალიან განიცდით კრიტიკას სხვების მხრიდან. ნუ განაწყენდებით კრიტიკოსებზე, გამოიტანეთ აქედან გაკვეთილი და იცხოვრეთ წყენისა და ბრაზის გარეშე.

268
თორნიკე ნინიკაშვილი

როგორ შეცვალა „გლოვოს" კურიერის ცხოვრება ნაპოვნმა საფულემ და სოციალურმა ქსელმა

124
(განახლებულია 18:26 20.01.2021)
შემთხვევა, რომელმაც ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრება სრულიად შეცვალა 4 იანვარს მოხდა. „გლოვოს“ თანამშრომელმა თორნიკე ნინიკაშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფულით სავსე საფულე იპოვა.

არც უფიქრია, მაშინვე მფლობელის ძებნა დაიწყო. პოსტი ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა და ამას რაც მოყვა, თორნიკე თავად მოგიყვებათ:

თორნიკე ნინიკაშვილი
თორნიკე ნინიკაშვილი

- ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. დავტოვე შეკვეთა მომხმარებელთან და უკან ვბრუნდებოდი. როცა „სითი მოლთან“ მოვედი, დავინახე ძირს დაგდებული საფულეს. ფული, ბარათები, პირადობის მოწმობა - ყველაფერი იქ იყო. თავიდან გადავწყვიტე პოლიციაში მიმეტანა, მაგრამ ასე რომ მოვქცეულიყავი, ფაქტიურად მთელი დღე იქ უნდა გამეტარებინა და მუშაობას ვეღარ შევძლებდი. ამიტომ ფეისბუქზე დავწერე პოსტი, რომ ვეძებდი საფულის მფლობელს.

დავხურე ფეისბუქი და გავაგრძელე მუშაობა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, როცა კვლავ გავხსენი სოციალური ქსელი, თვალებს არ დავუჯერე იმდენი გაზიარება ჰქონდა პოსტს. საბედნიეროდ მალევე ვიპოვეთ პატრონი. ძალიან აფორიაქებული და განერვიულებული იყო. როცა მოვიდა გახარებული ჩამეხუტა და დიდი სითბო მაგრძნობინა, საოცარი მადლიერება გამოხატა. სახლშიც მიმიპატიჟა მისმა ოჯახმა. თუმცა, მგონი მე მასზე უფრო გახარებული ვიყავი, რომ ასე გავაბედნიერე ადამიანი.

რამდენიმე მეგომარმა პოსტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მონიშნა. როცა საფულე მფლობელს დავუბრუნე, ბევრი მწერდა სამინისტროდან და მადლობას მიხდიდნენ ჩემი საქციელის გამო, პატრულის თანამშრომლები მაჩერებდნენ გზაზე და ხელს მართმევდნენ. ჩემს მშობლებს ყველა სიყვარულით ხვდებოდა რაიონში და ისინიც უბედნიერესები იყვნენ.

თორნიკე ნინიკაშვილი
თორნიკე ნინიკაშვილი

- ცოტა თქვენს შესახებაც მოგვიყევით...                                             

- დავიბადე და გავიზარდე ზესტაფონის რაიონში, ალავერდში. ვერ ვიტყვი, რომ ფუფუნებაში ვიზრდებოდი. პირიქით, გვიჭირდა, მაგრამ ყველაზე დიდი სიმდიდრე, თბილი და მოსიყვარულე ოჯახი მყავდა. სკოლას რომ ვამთავრებდი რეპეტიტორებთან მომზადების საშუალება არ გვქონდა, ჩემი ძალებით ჩავირიცხე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე და თბილისში გადმოვბარგდი. სამწუხაროდ გრანტი ვერ ავიღე. იმ დროს ჩემს ოჯახს მატერიალური პრობლემები ჰქონდა. დღე ვსწავლობდი, ღამე ვმუშაობდი. ძალიან მიჭირდა, მაგრამ როგორღაც ვახერხებდი... ბევრი მცდელობის მიუხედავად, უსახსრობის გამო სწავლის შეწყვეტა მომიხდა. ამჟამად სტატუსი მაქვს შეჩერებული. ვმუშაობ „გლოვოში“ კურიერად.

-  როგორ შეცვალა ამ ამბავმა თქვენი ცხოვრება?

- აი, ამას კი ნამდვილად არ ველოდი. ვერც კი წარმოვიდგენდი ამდენი ადამიანის სითბოს, სიყვარულს დაფასებას თუ დავიმსახურებდი. წარმოუდგენელი ამბავი ხდებოდა ჩემს ფეისბუქზე. უამრავი ადამიანი მწერდა. უამრავი საჩუქარი მივიღე. 1650 ლარიანი ფეხსაცმელი მაჩუქეს, რომელზედაც ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერც ვიოცნებებდი. ისეთი საჩუქარია ფეხზე ჩასაცმელად არც მემეტება.

ყველაზე მეტად იცით რამ გამაბედნიერა? საოცარმა ადამიანებმა ჩამირიცხეს თანხა და სრულად მომიგროვდა სწავლის საფასური. უბედნიერესი ვარ, რომ გავაგრძელებ და შევძლებ სწავლის დამთავრებას. უკვე მივწერე უნივერსიტეტის ადმინისრატორს, მასაც ძალიან გაუხარდა და სულ მალე მოვაგვარებთ ყველა დეტალს.

მე მაშინ ამ ყველაფერზე არც მიფიქრია, მხოლოდ იმ ადამიანზე  ვფიქრობდი, ვინც ეს საფულე დაკარგა. ერთი სული მქონდა მეპოვნა, ვიცოდი როგორ იდარდებდა, რა დღეში იქნებოდა. ცოტა ფული ნამდვილად იდო იმ საფულეში, ამასთან ყველა საბუთი და ბარათი. ბედნიერი ვარ, რომ მომცა უფალმა საშუალება სიხარული მეჩუქებინა ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანისთვის...

124
პლიტვიცეს ჩანჩქერი

მერწყული რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე ზოგადი დახასიათება

226
(განახლებულია 12:50 21.01.2021)
მერწყული ერთ–ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ნიშანია, რომლის წარმომადგენლებიც მუდამ ახალი შეგრძნებების ძიებაშია არიან

მერწყულის ნიშნით იბადებიან 21 იანვარი – 19 თებერვლის პერიოდში.

ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია>>

მერწყული (Aquarius) – ჰაერის სტიქიის ნიშანია, რომელსაც ერთდროულად ორი პლანეტა – ურანი და სატურნი მართავს. ის ზოდიაქოს თანავარსკვლავედის ერთ–ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ნიშანია, რომლის წარმომადგენლები მუდამ ახალი შეგრძნებების ძიებაშია არიან. თავად მერწყულის ნიშანშია ჩადებული შინაგანი კონფლიქტი – ისინი მუდმივად ისწრაფვიან თავისუფლებისკენ, ახალი გამოცდილების, ახალი ინფორმაციის მიღებისკენ. ამ ნიშნის წარმომადგენლები იდეური ადამიანები არიან, რომლებიც თავისი იდეალიზმის პრიზმაში ატარებენ ამორალურ საქციელსაც, ან ყველაზე წარმოუდგენელი სექსუალური გამოცდილების ფორმებსაც კი. სხვათა შორის, სწორედ ამ ნიშის წარმომადგენლები ადვილად მეგობრობენ ყოფილ საყვარლებთან, რადგან სექსს ურთიერთობების ბუნებრივად ბაზად მიიჩნევენ.

მერწყულები, ერთი შეხედვით, კეთილი, რბილი და მერყევი ადამიანები ჩანან. ისინი ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის, დიდად აფასებენ მეგობრობას და ძალიან უყვართ ყოფის, ადამიანის არსებობის საიდუმლოებების შესწავლა – მათი ნატურის ფილოსოფიური შემადგენელი სამყაროზე მათ არასტანდარტულ შეხედულებას განსაზღვრავს. მერწყულები, გამოხატავენ რა სიძულვილს მატერიალური ფასეულობების, პათოსისა და ფუფუნების მიმართ, გულის სიღრმეში ძალზე დამოკიდებული არიან კონფორტსა და ფულზე, თუმცა, მათი ძირითადი იდეოლოგია ეხება ადამიანთა თანასწორობისა და დემოკრატიის იდეას, როგორც უმაღლეს ფასეულობას.

მერწყულები ყოველთვის ორიგინალობისკენ ისწრაფვიან, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფერში გამოიხატება – აზროვნების სტილიდან დაწყებული, ცხოვრების სტილამდე დამთავრებული. მათ თავიანთი მიღწევების სახალხოდ ჩვენება არ უყვართ, თუმცა ძალიან უყვართ, როცა მათი ინდივიდუალობა ღირსეულად ფასდება. ამ ნიშნის წარმომადგენლების მთავარი სულიერი პრობლემაა მთელი ინფორმაციის „შესრუტვა“ და ამის აღქმა, როგორც უმაღლესი ფასეულობისა, მაგრამ ამ ინფორმაციას ყოველთვის არა აქვს სათანადო და ღირსეული გამოყენება. ხშირად, ეზოთერულისა და ირაციონალურისადმი მიდრეკილებას მერწყულები მიჰყავს ისეთ პროფესიებთან, როგორიცაა ფოკუსების ოსტატი და მსახიობი. ამას გარდა, ისინი ძალიან კარგად შეიგრძნობენ ხელოვნებას და ხასიათის რომანტიკული წყობით გამოირჩევიან.

ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება>>

მერწყულების სუსტი მხარეებია: ინფანტილიზმი, ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანის უუნარობა, ნებისმიერი სოციალური ზღუდისა და ჩარჩოს უარყოფის სურვილი, სასოწარკვეთილების დროს და მაშინ, როდესაც ვერ უგებენ, დემონსტრირება იმისა, რომ ისინი უარყოფილნი არიან და სხვებს არ ჰგვანან.

მერწყული მამაკაცი

მამაკაცი მერწყულები ზეპასუხისმგებლიანი ადამიანები არიან, ამავდროლად, არასტანდარტული აზროვნებით გამოირჩევიან. მათ უყვართ გარისკვა, ექსპერიმენტები, გამოირჩევიან იუმორის ორიგინალური გრძნობით.

ურთიერთობებში მერწყული ზედაპირული ჩანს, თუმცა ხანდახან მისი ექსტრავაგანტულობა და რევოლუციონერობა არ გამორიცხავს წყნარი ნავსაყუდელისკენ სწრაფვას. ლამაზი ქალის დაპყრობის ფაქტი ხანდახან მისთვის ფიზიკურ ტკბობაზე მნიშვნელოვანია.

მერწყული მამაკაცი სამუშაოს თავდადებით ეკიდება, სანამ ის მისი თავისუფლების შეზღუდვას არ იწყებს – მერწყული თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გრძნობს, როდესაც თავს არ ახვევენ პირობითობებსა და სტანდარტულ სქემებს.

ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები>>

მერწყული ქალი

ქალი მერწყულები უშუალო, კომუნიკაბელური არიან, შეუძლიათ შთაბეჭდილების მოხდენა და სიმყუდროვის ატმოსფეროს შექმნა. კარგად ეხერხებათ მრავაფეროვნების შეტანა ინტიმურ ცხოვრებაში, ძნელია მათი შოკირება უხამსი წინადადებებით ან გამოუვალ სიტუაციაში ჩაყენება – მერწყული ქალები, არიან რა ყოველდღიურობაში მშვიდი და ყურადღებიანი, ძალზე კრეატიულნი არიან ეროტიკული თვალსაზრისით.

ქალი მერწყულები იცვამენ ორიგინალურად და ექსტრავაგანტულად და მოდას ძალზე მწვავედ შეგრძნობენ – ეს მათი ერთ–ერთი ძლიერი მხარეა. მათ უყვართ ხმაურიანი კომპანიები, ყურადღება, განსაკუთრებული ადგილები მოცალეობის ჟამს და იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ვისთანაც დროს მხიარულად და საინტერესოდ გაატარებენ.

სიყვარულში მერწყული ქალი მთლიანად იხარჯება, თავგანწირვით ხატავს იდეალისტურ სურათს. ამავდროულად, ძალზე მომთხოვნია და გულწრფელობასა და ერთგულებას მოითხოვს. ის ძალზე გულნატკენი რჩება საყვარელი მამაკაცის უყურადღებით მაშინ, როცა თვითონ, თუნდაც ყურებამდე იყოს შეყვარებული, ინტრიგაზე უარს არ ამბობს. მერწყულ ქალებს ბრუტალური, უხეში მამაკაცები არ იზიდავს, ჩვეულებრივ, მათთვის მნიშნელოვანია სულიერი კავშირი საყვარელ ადამიანთან.

2021 წლის ჰოროსკოპი: მერწყული – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

მერწყულის შეთავსება სხვა ნიშნებთან

მერწყულისთვის საუკეთესო იქნება კავშირი კირჩხიბთან, ტყუპთან და სასწორთან – ამ ნიშნების წარმომადგენლები ურთიერთობებში ასევე აფასებენ დახვეწილობასა და დეტალებს.

რთული, მაგრამ ცეცხლოვანი კავშირია მოსალოდნელი ვერძებთან და თავისივე ნიშნის წარმომადგენლებთან.

ასტროლოგების მოსაზრებით, ცუდია მერწყულის კავშირი მორიელთან და ლომთან, რომელთა საქმიანობა და აქტიურობა რამდენადმე მისტიკურ და იდუმალ მერწყულში გამოძახილს ვერ ჰპოვებს.

მერწყულის ნიშნით დაიბადნენ გამოჩენილი ადამიანები:

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ჩარლზ დიკენსი, ვირჯინია ვულფი, აბრაამ ლინკოლნი, ანტონ ჩეხოვი, ანა პავლოვა, კრისტიან დიორი, პაკო რაბანი, კლარკ გეიბლი, ანჯელა დევისი, იოკო ონო, ჯონ ტრავოლტა, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ეშტონ კატჩერი, ჯენიფერ ენისტონი და სხვა.

226

პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავა - ვიდეო

0
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ა.ლ. ბათუმში, დროებით საცხოვრებელ სახლში დააკავეს

გამოძიებით დადგენილია, რომ ძებნილი პირი საქართველოში 2020 წლის იანვრიდან იმყოფება.

რუსეთის ფედერაციამ ა.ლ.-ზე ძებნა ეროვნულ დონეზე 2020 წლის 19 აგვისტოდან გამოაცხადა, ხოლო 2020 წლის 9 ნოემბრიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მასზე საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა.

აღნიშნული პიროვნება იძებნებოდა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 126-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით (8 ეპიზოდი) და 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულებისთვის, რაც დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნას და მართვას, ადამიანის გატაცებას, მუქარით გამოძალვას, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციის ორგანიზებას, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვას, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას, ასევე, საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

დაკავებული პირი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

0