ამერიკული დოლარი

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება მატერიალური კეთილდღეობა 2021 წელს

4694
(განახლებულია 11:35 29.12.2020)
ხარის წელი მატერიალურ კეთილდღეობას ზოდიაქოს სამ ნიშანს ჰპირდება. მათი წარმატებები უკვე იანვარში დაიწყება და თუ ამ ნიშნების წარმომადგენლები ბედის საჩუქარს სათანადოდ მოეპყრობიან, „უხვი ფინანსური მოსავალი“ რამდენიმე წელს გაგრძელდება

ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ზოდიაქოს სამ ნიშანს მთელი წელი მუხლჩაუხრელი შრომა მოუწევს, მაგრამ ისინი დიდ ბედნიერებასა და კმაყოფილებას მიიღებენ იმისგან, რომ ეს შრომა დაუფასდებათ.

ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას>>

ეს გასაკვირი არცაა, რადგან ხარს მშრომელი ადამიანი უყვარს. ის ჯიუტად მიჰყვება თავის გზას ბოლომდე და დაგეგმილ ტრაექტორიას არ გადაუხვევს.

თუ ასეთივე ჯიუტი და შეუპოვარი ხასიათი გაქვთ, 2021 წელს აუცილებლად გამდიდრდებით.

და როგორც ვარსკვლავები გვამცნობენ, გამდიდრების ყველაზე მეტი შანსი აქვთ კუროებს, ვერძებსა და მორიელებს.

კუროებს 2021 წლის დადგომისთანავე ყველაფერში გაგიმართლებთ, რაც ფულთანაა დაკავშირებული (და არა მხოლოდ), სიმდიდრე შეუმჩნევლად, ნელი ნაბიჯებით შემოაღწევს თქვენ ცხოვრებაში.

გელოდებათ მნიშვნელოვანი შემოსავლები და ეს უკვე იანვარში გახდება საგრძნობი.

კიდევ ერთი ნიშანი ვერძია, რომელსაც 2021 წელს გამდიდრება „ემუქრება“. ხარის წელიწადს თქვენ ბიზნესთან და მოგზაურობასთან დაკავშირებულ საქმეებში გაგიმართლებთ. შეგიძლიათ გახსნათ საკუთარი საქმე.

ასტროლოგები გირჩევენ, არ დაწიოთ თამასა და მიჰყვეთ დასახულ მიზანს, სანამ მას არ მიაღწევთ.

თუ ასე იცხოვრებთ მთელი წლის განმავლობაში, ხარის წელი ფრიად ძვირფას საჩუქარს გაგიმზადებთ გამდიდრების სახით.

მორიელი ის იღბლიანი ნიშანია, რომელიც მთელი წელი მოიმკის ბედის მოულოდნელ და „გრძელვადიან“ საჩუქრებს

იანვრიდან უკვე ჯამაგირის გაზრდა გელოდებათ, რომელიც თქვენი აღმასვლის დასაწყისი გახდება და თანდათანობით სულ უფრო მეტსა და მეტს მიაღწევთ.

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

მორიელებს ხარის წელს ფულთან დაკავშირებით იღბალი გვერდიდან არ მოგშორდებათ. გაგიმართლებთ ყველაფერში – შესაძლოა, მოიგოთ ლატარიაში, იპოვოთ თანხა და ა.შ.

4694
პლიტვიცეს ჩანჩქერი

მერწყული რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე ზოგადი დახასიათება

20
(განახლებულია 10:42 20.01.2021)
მერწყული ერთ–ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ნიშანია, რომლის წარმომადგენლებიც მუდამ ახალი შეგრძნებების ძიებაშია არიან

მერწყულის ნიშნით იბადებიან 21 იანვარი – 19 თებერვლის პერიოდში.

ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია>>

მერწყული (Aquarius) – ჰაერის სტიქიის ნიშანია, რომელსაც ერთდროულად ორი პლანეტა – ურანი და სატურნი მართავს. ის ზოდიაქოს თანავარსკვლავედის ერთ–ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ნიშანია, რომლის წარმომადგენლები მუდამ ახალი შეგრძნებების ძიებაშია არიან. თავად მერწყულის ნიშანშია ჩადებული შინაგანი კონფლიქტი – ისინი მუდმივად ისწრაფვიან თავისუფლებისკენ, ახალი გამოცდილების, ახალი ინფორმაციის მიღებისკენ. ამ ნიშნის წარმომადგენლები იდეური ადამიანები არიან, რომლებიც თავისი იდეალიზმის პრიზმაში ატარებენ ამორალურ საქციელსაც, ან ყველაზე წარმოუდგენელი სექსუალური გამოცდილების ფორმებსაც კი. სხვათა შორის, სწორედ ამ ნიშის წარმომადგენლები ადვილად მეგობრობენ ყოფილ საყვარლებთან, რადგან სექსს ურთიერთობების ბუნებრივად ბაზად მიიჩნევენ.

მერწყულები, ერთი შეხედვით, კეთილი, რბილი და მერყევი ადამიანები ჩანან. ისინი ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის, დიდად აფასებენ მეგობრობას და ძალიან უყვართ ყოფის, ადამიანის არსებობის საიდუმლოებების შესწავლა – მათი ნატურის ფილოსოფიური შემადგენელი სამყაროზე მათ არასტანდარტულ შეხედულებას განსაზღვრავს. მერწყულები, გამოხატავენ რა სიძულვილს მატერიალური ფასეულობების, პათოსისა და ფუფუნების მიმართ, გულის სიღრმეში ძალზე დამოკიდებული არიან კონფორტსა და ფულზე, თუმცა, მათი ძირითადი იდეოლოგია ეხება ადამიანთა თანასწორობისა და დემოკრატიის იდეას, როგორც უმაღლეს ფასეულობას.

მერწყულები ყოველთვის ორიგინალობისკენ ისწრაფვიან, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფერში გამოიხატება – აზროვნების სტილიდან დაწყებული, ცხოვრების სტილამდე დამთავრებული. მათ თავიანთი მიღწევების სახალხოდ ჩვენება არ უყვართ, თუმცა ძალიან უყვართ, როცა მათი ინდივიდუალობა ღირსეულად ფასდება. ამ ნიშნის წარმომადგენლების მთავარი სულიერი პრობლემაა მთელი ინფორმაციის „შესრუტვა“ და ამის აღქმა, როგორც უმაღლესი ფასეულობისა, მაგრამ ამ ინფორმაციას ყოველთვის არა აქვს სათანადო და ღირსეული გამოყენება. ხშირად, ეზოთერულისა და ირაციონალურისადმი მიდრეკილებას მერწყულები მიჰყავს ისეთ პროფესიებთან, როგორიცაა ფოკუსების ოსტატი და მსახიობი. ამას გარდა, ისინი ძალიან კარგად შეიგრძნობენ ხელოვნებას და ხასიათის რომანტიკული წყობით გამოირჩევიან.

ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება>>

მერწყულების სუსტი მხარეებია: ინფანტილიზმი, ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანის უუნარობა, ნებისმიერი სოციალური ზღუდისა და ჩარჩოს უარყოფის სურვილი, სასოწარკვეთილების დროს და მაშინ, როდესაც ვერ უგებენ, დემონსტრირება იმისა, რომ ისინი უარყოფილნი არიან და სხვებს არ ჰგვანან.

მერწყული მამაკაცი

მამაკაცი მერწყულები ზეპასუხისმგებლიანი ადამიანები არიან, ამავდროლად, არასტანდარტული აზროვნებით გამოირჩევიან. მათ უყვართ გარისკვა, ექსპერიმენტები, გამოირჩევიან იუმორის ორიგინალური გრძნობით.

ურთიერთობებში მერწყული ზედაპირული ჩანს, თუმცა ხანდახან მისი ექსტრავაგანტულობა და რევოლუციონერობა არ გამორიცხავს წყნარი ნავსაყუდელისკენ სწრაფვას. ლამაზი ქალის დაპყრობის ფაქტი ხანდახან მისთვის ფიზიკურ ტკბობაზე მნიშვნელოვანია.

მერწყული მამაკაცი სამუშაოს თავდადებით ეკიდება, სანამ ის მისი თავისუფლების შეზღუდვას არ იწყებს – მერწყული თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გრძნობს, როდესაც თავს არ ახვევენ პირობითობებსა და სტანდარტულ სქემებს.

ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები>>

მერწყული ქალი

ქალი მერწყულები უშუალო, კომუნიკაბელური არიან, შეუძლიათ შთაბეჭდილების მოხდენა და სიმყუდროვის ატმოსფეროს შექმნა. კარგად ეხერხებათ მრავაფეროვნების შეტანა ინტიმურ ცხოვრებაში, ძნელია მათი შოკირება უხამსი წინადადებებით ან გამოუვალ სიტუაციაში ჩაყენება – მერწყული ქალები, არიან რა ყოველდღიურობაში მშვიდი და ყურადღებიანი, ძალზე კრეატიულნი არიან ეროტიკული თვალსაზრისით.

ქალი მერწყულები იცვამენ ორიგინალურად და ექსტრავაგანტულად და მოდას ძალზე მწვავედ შეგრძნობენ – ეს მათი ერთ–ერთი ძლიერი მხარეა. მათ უყვართ ხმაურიანი კომპანიები, ყურადღება, განსაკუთრებული ადგილები მოცალეობის ჟამს და იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ვისთანაც დროს მხიარულად და საინტერესოდ გაატარებენ.

სიყვარულში მერწყული ქალი მთლიანად იხარჯება, თავგანწირვით ხატავს იდეალისტურ სურათს. ამავდროულად, ძალზე მომთხოვნია და გულწრფელობასა და ერთგულებას მოითხოვს. ის ძალზე გულნატკენი რჩება საყვარელი მამაკაცის უყურადღებით მაშინ, როცა თვითონ, თუნდაც ყურებამდე იყოს შეყვარებული, ინტრიგაზე უარს არ ამბობს. მერწყულ ქალებს ბრუტალური, უხეში მამაკაცები არ იზიდავს, ჩვეულებრივ, მათთვის მნიშნელოვანია სულიერი კავშირი საყვარელ ადამიანთან.

2021 წლის ჰოროსკოპი: მერწყული – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

მერწყულის შეთავსება სხვა ნიშნებთან

მერწყულისთვის საუკეთესო იქნება კავშირი კირჩხიბთან, ტყუპთან და სასწორთან – ამ ნიშნების წარმომადგენლები ურთიერთობებში ასევე აფასებენ დახვეწილობასა და დეტალებს.

რთული, მაგრამ ცეცხლოვანი კავშირია მოსალოდნელი ვერძებთან და თავისივე ნიშნის წარმომადგენლებთან.

ასტროლოგების მოსაზრებით, ცუდია მერწყულის კავშირი მორიელთან და ლომთან, რომელთა საქმიანობა და აქტიურობა რამდენადმე მისტიკურ და იდუმალ მერწყულში გამოძახილს ვერ ჰპოვებს.

მერწყულის ნიშნით დაიბადნენ გამოჩენილი ადამიანები:

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ჩარლზ დიკენსი, ვირჯინია ვულფი, აბრაამ ლინკოლნი, ანტონ ჩეხოვი, ანა პავლოვა, კრისტიან დიორი, პაკო რაბანი, კლარკ გეიბლი, ანჯელა დევისი, იოკო ონო, ჯონ ტრავოლტა, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ეშტონ კატჩერი, ჯენიფერ ენისტონი და სხვა.

20
„ლიონროტის ფიჭვი“ - კარელიის სოფელ კალევალას სიმბოლო

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 იანვარი

44
(განახლებულია 09:54 20.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 21 იანვარია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

თუ თქვენი საქმეები გეგმის მიხედვით მიდის, ძალიან კარგი, თუ არა – მაშინ მეტი მოქნილობა გმართებთ. ერთი ადგილის ტკეპნით ვერაფერს მიაღწევთ – საჭიროა გამოსავლის პოვნა. დღეს არის დიდი ალბათობა, რომ რაღაც საინტერესო, მოხერხებულ ხრიკს მიაგნოთ და საქმე კვლავ სწორ გზაზე შემოაბრუნოთ.

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ვერძი: დღეს სიჯიუტის „შემოტევა“ შეიძლება გქონდეთ: თქვენი რამეში გადარწმუნება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება, შეჩერება კი – უაზრობა. სხვათა შორის, ამას თავისი პლუსებიც ექნება – თუ სიჯიუეტეს შესაბამისად და გონივრულად გამოიყენებთ, მთების გადადგმა შეგიძლიათ. მაგრამ ცუდი იქნება, თუ ძალას წვრილმან საკითხებზე დახარჯავთ. იმპულსური საქციელის შედეგები თქვენთვის დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს.

კურო: დღეს მზად ხართ, ყველაფრისადმი ფატალური დამოკიდებულება აჩვენოთ. რასაც ხელს მოჰკიდებთ, იმოქმედებთ დევიზით: „რაც მოსახდენია, მაინც მოხდება“. არის ალბათობა იმისა, რომ ზოგიერთ საქმეში გაუმართლებლად ენდოთ იღბალს, მან კი სრულიად შეუფერებელ მომენტში დაგაღალატოთ. ეს რომ არ მოხდეს, თქვენი დევიზი გადაასხვაფერეთ – ბედს კი მიენდეთ, მაგრამ ხელიც გაანძრიეთ. თუ ამ დღეს კეთილსინდისიერად შეასრულებთ თქვენს მოვალეობებს, წარმატებაც არ დააყოვნებს.

ტყუპი: დღეს დიდი ალბათობაა იმისა, რომ ვინმემ ან რამემ იმედი გაგიცრუოთ. შესაძლოა, რაღაც დანაკარგი გქონდეთ, ან ვინმემ თქვენი მოლოდინები არ გაამართლოს, ასევე, შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გინდოდათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ზედმეტი ყურადღება არ გაამახვილოთ იმაზე, რაც არ მოგწონთ. იქნება, თქვენი მოლოდინები გადაჭარბებულია? ამბობენ, ბედნიერების ძებნა უბედურების მთავარი წყაროაო. გაითვალისწინეთ ეს და ბევრად ბედნიერად იგრძნობთ თავს.

კირჩხიბი: დღეს ყველაფერში გაგიმართლებთ, რაც სიყვარულს, ნათესაურ და მეგობრულ, ზოგადად, ყველანაირ ურთიერთობებს ეხება. წარმატება გელოდებათ იქ, სადაც შეგიძლიათ ვინმეს ენდოთ, დაეყრდნოთ – მეგობრებს, ნათესავებს, საიმედო პარტნიორებსა თუ საყვარელ ადამიანს. ასევე გაჩნდება ახალი ნაცნობობის სურვილიც. დღეს წარმატებული იქნება მოლაპარაკებები, ხელშეკრულებების გაფორმება, სამუშაო და პირადი ნაცნობობა. მარტოხელებს კი რომანტიკული შეხვედრის შანსი გაქვთ.

ლომი: დღეს კარგი დროა ახალი პროექტების დასაწყებად, ისინი ადვილად წაიწევს წინ და პრაქტიკულად წარმატებისთვის იქნება „განწირული“. თამამი ნაბიჯი შეგიძლიათ გადადგათ ბიზნესშიც, კარიერაშიცა და სიყვარულშიც – გამოტყდეთ თქვენს გრძნობებში, დაიწყოთ ახალი სამსახურის ძებნა, მოითხოვოთ ხელფასის მომატება, დაიწყოთ რემონტი – ნებისმიერი წამოწყება თავის ნაყოფს მოიტანს, ასე რომ, იმოქმედეთ.

ქალწული: დღეს, შესაძლოა, სურვილი გაგიჩნდეთ, რომ გაუზიაროთ თქვენი ცოდნა ვინმეს, ან, სულაც, რომელიმე ადამიანს მფარველობა გაუწიოთ. დღეს სულიერი გულუხვობის დრო დადგება, რომლის დროსაც სურვილი გექნებათ, რომ ვინმესთვის ბრძენი მასწავლებლის როლი შეასრულოთ. თუ თქვენ თვალწინ რამე უსამართლობა მოხდება, მზად ხართ, სუსტი დაიცვათ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ: სამართლიანობა კარგია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არაა გამორიცხული, ეს „სუსტი“ ადამიანები შემდეგ კისერზე დაგასხდნენ.

სასწორი: დღეს დიდი შანსი გაქვთ, რომ წარმატებებს მიაღწიოთ. ვითარება, დიდი ალბათობით, თქვენ სასარგებლოდ განვითარდება და არაა გამორიცხული, რომ რომელიმე პროექტში დამსახურებულ წარმატებასა და გარშემომყოფების აღიარებას მიაღწიოთ, კარგი დღეა ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად, თან, რაც უფრო მნიშვნელოვანია ეს საქმეები, მით უკეთესი. დღეს იქნებით ენერგიული, შემტევი, იღბლიანი და თავდაჯერებული. ასეთი „არსენალით“ კი მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოთ.

მორიელი: ისეთი დღეა, როდესაც ბევრი იქნება დამოკიდებული თქვენს სიტყვაზე, საქციელზე, გრძნობებზე და ფიქრებზეც კი. შესაძლოა, რაღაც გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, რომელზეც შემდგომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. სხვათა შორის, დღევანდელ უმნიშვნელო საქციელსაც კი თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ამიტომ აუცილებელია, დღეს გააკონტროლოთ თქვენი ნებისმიერი სიტყვა და მოქმედება. კარგი ფიქრებიცა და კეთილი საქმეებით ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ.

მშვილდოსანი: ადამიანებთან ურთიერთობებში დღეს ნებისმიერი უკიდურესობაა შესაძლებელი. ადვილად ექცევით სხვისი გავლენის ქვეშ, შეიძლება ისეთ დათმობაზე წახვიდეთ, რაც თქვენთვის არაა მომგებიანი. ან, სულაც, პირიქით – თვითონ მოახდინოთ ზემოქმედება ირგვლივ მყოფ ადამიანებზე. ასეა თუ ისე, ხუთშაბათს თქვენს ურთიერთობებს გარშემომყოფებთან იდეალურს ვერ ვუწოდებთ. ეს რომ კონფლიქტის საბაბი არ გახდეს, ურთიერთობებში ოქროს შუალედი უნდა ეძებოთ.

თხის რქა: შესანიშნავი დღეა, რომელიც მოგიტანთსიმხნევეს, ენერგიასა და პოზიტივს. რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, შეატყობთ, რომ ყველაფერი თითქოს თავისით მიდის. ირგვლივ მყოფ ადამიანებს მიიზიდავთ, ბედი სასიამოვნო სიურპრიზებს მოგიმზადებთ. იღბლიანი შენაძენი, კარგი სიახლეები, საინტერესო წინადადებები, ურთიერთობები სასიამოვნო ადამიანებთან, რომანტიკული შეხვედრები – ეს შეიძლება სწორედ დღეს მოხდეს თქვენს ცხოვრებაში.

მერწყული: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღევანდელი დღე ოჯახსა და მეგობრებს დაუთმოთ – სწორედ ისინი არიან მთავარი თქვენსა და ზოგადად, ყელა ადამიანის ცხოვრებაში. არ არის მოსალოდნელი წარმატებები ბიზნესში, მუშაობაში ან სწავლაში, სამაგიეროდ მთლიანად შეგიძლიათ საკუთარი თავის წარმოჩენა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში. გულღია საუბრები, მეგობრული მხარდაჭერა სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ და გააცნობიერებთ, რომ ცხოვრება შესანიშნავია. თუ მარტოხელა ბრძანდებით, შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ სულიერად მონათესავე ადამიანი გაიცნოთ.

თევზები: ურთიერთობებისადმი თქვენმა მისწრაფებამ დღეს შეიძლება უკიდურესი ფორმა მიიღოს, რაც გამოიხატება ზედმეტ ლაპარაკსა და მოვლენების ცენტრში ყოფნის სურვილში. გექნებათ საინფორმაციო „შიმშილის“: გრძნობა. მზად ხართ, ნებისმიერ გაუზიაროთ თქვეი აზრები ნებისმიერ თემაზე – სიყვარულზე, მუშაობაზე, ბიზნესზე. მაგრამ არ ღირს მათთან კამათი – დღეს ნებისმიერი შეწინააღმდეგება გულთან ახლოს შეიძლება მიიტანოთ.

44