ტყე

25 დეკემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

285
(განახლებულია 10:17 25.12.2020)
გაეცანით 25 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

22–31 დეკემბერის პერიოდი

22–31 დეკემბერის პერიოდი თხის რქის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმშვიდესა და გამჭრიახობას ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 30, 57.

ამ ადამიანთა სიმბოლოა ედელვაისი.

ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები არიან საიმედონი, მშვიდი, საუკეთესო მეგობრები.

25 დეკემბერს დაბადებულები

25 დეკემბერს დაბადებულების ცხოვრებაში პირველ ადგილზე საკუთარი პრინციპები დგას. ეს ადამიანები ძალიან მაღალი ზნეობრივი სტანდარტებით ცხოვრობენ. საკუთარ პრინციპებთან კომპრომისზე ისინი არანაირ ვითარებაში არ მიდიან; ამასთან ამ ადამიანებს შეუძლიათ უხერხულ სიტუაციებს თავი აარიდონ; არ უყვართ პირდაპირ კონფლიქტში ჩაბმა და თუ კომპრომისი გამოსავალი არაა, ურჩევნიათ, ჩხუბში არ ჩაერთონ.

25 დეკემბერს დაბადებულები თავიანთ თავში ჩაკეტილი ადამიანები არიან, მაგრამ უყვართ საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობები; საზოგადოებაში იშვიათად გადიან, არ უყვართ დიდი წვეულებები და საღამოები – ამ დროს თავს არაკომფორტულად გრძნობენ.

25 დეკემბერს ტიპური თხის რქები იბადებიან. ისინი პრინციპული, მაღალზნეობრივი ადამიანები არიან, არ გამოირჩევიან კომუნიკაბელურობით, მოსმენა ურჩევნიათ, ვიდრე ლაპარაკი. თუ ადამიანებთან საუბარი უწევთ, პასუხობენ უმეტესად მოკლედ და მკაფიოდ. მათ ისევე, როგორც თხის რქებს ზოგადად, არ უყვართ რთული ლინგვისტური კონსტრუქციების აწყობა. მათი სიტყვა მარტივი და გასაგებია, რასაც ნამდვილად ვერ უწოდებ ნაკლს.

თუ უსიამოვნო კომპანიაში მოუწიათ ყოფნა, ამ დღეს დაბადებულები სწრაფად და „ინგლისურად“ ტოვებენ ამ კომპანიას, რადგან ვერ ხედავენ უსარგებლო ურთიერთობებში დროის დაკარგვის აზრს.

25 დეკემბერს დაბადებული თხის რქები, რომლებიც ძალზე მიწიერი მოჩანან, სინამდვილეში, მეოცნებენი არიან; როდესაც სხვები თავს იმტვრევენ პროექტის ხორცშესხმაზე, ისინი ღრუბლებში დაცურავენ და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ გულწრფელად ოცნებობენ, რომ კაცობრიობას ცხოვრება შეუმსუბუქონ – სურთ რაიმე უნიკალურის, მოსახერხებელის, პრაქტიკულის შექმნა. ეს ყველაფერი მათ კარიერულ სვლას ხელს უშლის.

ჯანმრთელობა

სხვადასხვა დამოკიდებულება თხის რქების ფარული მტერია. ისინი თანდათანობით ხდებიან დამოკიდებული კოფეინზე, სპირტიან სასმელებზე, ტრანკვილიზატორებზე. ამას ეს ადამიანები გულმოდგინედ მალავენ, შედეგად კი პრობლემა ღრმავდება. სტიმულატორების ჩანაცვლება შესაძლებელია სპორტით, მაგრამ დატვირთვები რეგულარული უნდა იყოს.

რჩევა:

განვითარებული წარმოსახვის უნარი გაქვთ და ეს მშვენიერია, მაგრამ ოცნებებით ცხოვრება არცთუ საინტერესოა, სჯობს, სასურველს რეალურ სამყაროში მიაღწიოთ.

285
მძინარე ლომი დივანზე

თუ დაღლილი იღვიძებთ: სახელდება ძილის საუკეთესო და მავნებელი პოზები

46
მეცნიერებმა ათასობით ადამიანზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოავლინეს ძილისთვის საუკეთესო და ასევე მავნებელი პოზები

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ბევრი ადამიანი ძილის შემდეგ დაღლილობას მაინც გრძნობს, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ღამის დასვენებისთვის კომფორტული პოზის შერჩევით, მიაჩნიათ მეცნიერებს.

ნორვეგიელი და დანიელი მეცნიერების ჯგუფმა კვლევა ჩაატარა, რათა ძილისთვის იდეალური პოზა დაედგინათ. სკანდინავიელი ექსპერტების აზრით, მარცხენა მხარეს წოლისას ადამიანი კარგად იძინებს და დილაობით თავს შესანიშნავად გრძნობს.

ამის დასამტკიცებლად მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 20-დან 65 წლამდე ასაკის 1119 მამაკაცი და ქალი მონაწილეობდა. მეცნიერები ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მოხალისეთა მდგომარეობას. შედეგად აღმოჩნდა, რომ ფიზიკური ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ძილის დროს სხეულის მდგომარეობასთან, და რომ მარცხენა მხარეზე წოლა ოპტიმალური პოზიციაა.

ვისთვის არის სასიკვდილოდ სახიფათო დღისით ძილი: ქვეყნდება კვლევის შედეგები>>

ამასთან ამერიკელმა სპეციალისტებმა კვლევებით დაადგინეს, ძილის რომელი პოზაა ყველაზე მავნე.

ექსპერიმენტმა აჩენა, რომ მუცელზე ძილი ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, ვინაიდან ამ დროს ადამიანი ვერ სუნთქავს მთელი მკერდით და თანაც უბუჟდება კისრის კუნთები, რაც მავნებელია სისხლძარღვებისთვის. გარდა ამისა, იდრიკება ზურგი, რის გამოც შინაგან ორგანოებზე ზეწოლა ძლიერდება. 

46
თემები:
ექიმი გირჩევთ
ვაშლები კალათში

ვისთვის არ შეიძლება ვაშლის ჭამა: ექიმები ასახელებენ კატეგორიებსა და უსაფრთხო რაოდენობას

53
(განახლებულია 14:28 20.01.2021)
ყველაზე სასარგებლო ჯიშის ვაშლის გამორჩევა რთულია, ამიტომ მიირთვით ყველა და ცოტ-ცოტა — მწვანეც, ყვითელიცა და წითელიც, თუ...

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. დღეში ორი დიდი ვაშლის ჭამა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშეა დასაშვები, ფერს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა უმჯობესია, სხვადასხვა სახეობის მონაცვლეობა, ვინაიდან თითოეული მათგანი განსხვავებულ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, მიაჩნიათ ექიმებს.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გირჩევთ დღეში მინიმუმ 400 გრამი ხილისა და ბოსტნეულის მოხმარებას. ამავდროულად, თვალყური ადევნეთ, რომ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობა გარკვეულ პროპორციაში იყოს. საშუალოდ დღეში ორი დიდი ვაშლის ჭამა შესაძლებელია ზიანის მიყენების გარეშე“, — ამბობს  ექიმ-თერაპევტი, დიეტოლოგი ეკატერინა ბურლიაევა.

ექიმი აღნიშნავს, რომ ვაშლი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოს —რთულ ნახშირწყლებს, რომლებიც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, საკვები ბოჭკო ნაწლავებში დადებითი მიკროფლორის ზრდის სუბსტრატია და ასევე შეუძლია ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინისა და გლუკოზის გამოდევნა.

სპეციალსტის თქმით, ვაშლი ასევე შეიცავს სხვადასხვა მიკროელემენტს, მაგალითად მაგნიუმს, მანგანუმს, სპილენძს, კალციუმს, აგრეთვე B, C, E ჯგუფის ვიტამინებს. თუმცა ეს რაოდენობა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ დღიური ნორმა შეივსოთ.

„წითელი ვაშლი შეიცავს ანტოციანებს, რომლებიც მას ფერს აძლევს. ანტოციანები მნიშვნელოვანი ნივთიერებებია, ანტიოქსიდანტებია, ისინი იცავს ჩვენს ორგანიზმს დაბერებისგან. გარდა ამისა, მხედველობისთვისაა საჭირო. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ვაშლში არც იმდენი ანტოციანებია, რომ მათ წყაროდ ჩაითვალოს“, — აღნიშნავს ბურლიაევა.

ძლიერი საწამლავი: მეცნიერები ლაქებიანი ვაშლის ჭამას კრძალავენ>>

დიეტოლოგ ნატალია კრუგლოვას განმარტებით კი ვაშლი ასევე შეიცავს რკინასა და კალიუმს, მაგრამ მათი შემცველობა არც თუ ისე ბევრია. ექსპერტების აზრით, ყველაზე სასარგებლო ჯიშის ვაშლის არჩევა რთულია, უმჯობესია ყველა ცოტ-ცოტა მიირთვათ — მწვანეც, ყვითელიცა და წითელიც, რადგან თითოეული მათგანი გარკვეულ სარგებელს შეიცავს.

ექიმები აზუსტებენ, რომ ვაშლი უნიკალური პროდუქტია, რადგან მისი ჭამა პრაქტიკულად ყველას შეუძლია. თუმცა არსებობს გამონაკლისი: წყლულოვანი დაავადების მწვავე ფაზა და პოსტოპერაციული პერიოდი. ამ შემთხვევაში ვაშლის ჭამას უნდა მოერიდოთ.

„ზოგადად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროსაც კი, ვაშლის მიღება შესაძლებელია, თუ გეცოდინებათ, რა სახით უნდა მიირთვათ ის. მათ, ვისაც კუჭში მარილმჟავას გამომუშავების დაბალი დონე აქვთ, ნედლი ვაშლი შეუძლიათ ჭამონ. ხოლო ვისაც მარილმჟავა ჭარბი რაოდენობით აქვს ორგანიზმში და გულძმარვა აწუხებს, მისთვის გამომცხვარი ვაშლია რეკომენდებული. თუმცა ცხადია, რომ გამომცხვარ ვაშლში ყველა ვიტამინი არ ნარჩუნდება“, — განმარტავენ ექიმები.

ამასთან სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ვაშლი არ უნდა მიირთვათ ცარიელ კუჭზე ან საღამოს. მთლიანობაში კი ეს ხილი შესანიშნავია წასახემსებლად. გარდა ამისა, შეგიძლიათ თავი  ვაშლის ჩიფსებითაც გაინებივროთ, რომლებიც ზეთის გარეშე მზადდება.

53
თემები:
ექიმი გირჩევთ
ნინო ლომჯარია

ლომჯარია მთავრობას პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობაზე რაეგირებას სთხოვს

0
(განახლებულია 16:40 20.01.2021)
საქართველოს სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით  საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. უკანასკნელი თვეების განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებების ადმინისტრაციისა და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარასა და აგრესიას, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარია: „მაყურებლების“ გარეშე პატიმრები ომბუდსმენის წარმომადგენლებთანაც ვერ საუბრობენ>>

„ამ უკანონო ქმედებების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციისა და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მისი ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებების მართვის მოდელი დაფუძნებულია პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე, სადაც „ციხის მაყურებლები“ ციხეებში უზრუნველყოფენ მოჩვენებით წესრიგს, რაც მიზნად ისახავს პატიმართა გაჩუმებასა და მათთვის პრობლემებზე საუბრის აკრძალვას.

„აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები და უკანონო ქმედებები იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან, რაც დასრულდა იმით, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არამარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა“, - ნათქვამია ლომჯარიას განცხადებაში.

კრიმინალური სუბკულტურა და ძალადობა საქართველოს ციხეებში: ომბუდსმენის სკანდალური ანგარიში>>

როგორც მან აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ციხეებში ვიზიტების დროს ციხის ადმინისტრაციების მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ რეალური საფრთხე, სახალხო დამცველი განიხილავს პრევენციული მონიტორინგის ვიზიტების მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების ზომების პირობებში განხორციელების შესაძლებლობას, რაც ბუნებრივია, დააბრკოლებს პატიმართა უფლებების ეფექტიანად დაცვის ღონისძიებებს. ბუნებრივია, აპარატი გააგრძელებს ინდივიდუალურ შეხვედრებს პატიმრებთან.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივმართავთ: საქართველოს მთავრობას, მიიღოს მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად; საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დაუყონებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისა და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი ასევე მიმართავს საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გამოყენებით შეისწავლოს ნახევრად ღია დაწესებულებების მართვის უკანონო მოდელი, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს მათ პრობლემებზე და უფლებადარღვევებზე მიმართვის შესაძლებლობა შესაბამისი დაწესებულებებისთვის ან ორგანიზაციებისთვის.

ლომჯარია მიმართავს საქართველოს პროკურატურასაც, რომ დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც წინადადება უკვე წარდგენილია პროკურატურაში.

ლომჯარიას განცხადებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, სახალხო დამცველი ინფორმაციას მიაწვდის გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტსა (SPT) და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს (CPT), რათა მათ განახორციელონ საქართველოში ვიზიტი პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით.

0