ბეღურა ხის ტოტზე

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 21–27 დეკემბერი

719
(განახლებულია 10:37 21.12.2020)
ვარსკვლავები და პლანეტები ამ კვირაში შედარებით ხელსაყრელ განლაგებაში არიან. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების უმრავლესობა შეძლებს პრობლემების გადაჭრას.

კვირის დაწყება სახლში დადებითი ენერგეტიკის ჩამოყალიბებით სჯობს – დაასუფთავეთ, მოაწესრიგეთ საცხოვრებელი ადგილი და გადაყარეთ უსარგებლო ნივთები. ეს დაგეხმარებათ, რომ 2021 წელს მძიმე და დამთრგუნველი ფიქრებით არ შეხვდეთ.

ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით>>

ყველაზე რთული და მრავალმხრივი დღე ამ კვირაში არის 21 დეკემბერი – მზებუდობის, ანუ ნაბუნიობის დღე, როდესაც მთავრდება ასტრონომიული შემოდგომა და იწყება ასტრონომიული ზამთარი. ესაა ერთგვარი ზღვარი, როდესაც ნათელი და ბნელი მხარეები ერთმანეთს ებრძვიან. იმისთვის, რომ სინათლემ გაიმარჯვოს, საჭიროა ფეხზე მყარად დგომა, სისუსტეებსა და ცდუნებებზე უარის თქმა.

როგორი იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის – ამის შესახებ ასტროლოგები გვიამბობენ.

ვერძი

თქვენმა სწრაფვამ ლიდერობისკენ და მზადყოფნამ, რომ ნებისმიერი ხერხით დაიცვათ საკუთარი სიმართლე, შესაძლოა სერიოზულად გავნოთ. გახსოვდეთ, რომ ხშირად „რბილი“ ძალა უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე უხეში. მოსალოდნელია სერიოზული ინფორმაციის მიღება, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. სტრესის მოსახსნელად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ივარჯიშეთ.

კურო

კუროები იღბლიანები ხართ ამ კვირაში. გელოდებათ დიდი ცვლილებები კარიერაში. შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ისეთი გარემოებები, რომ მოგიწიოთ გამოცდის გავლა სიმტკიცეზე, არჩევნის გაკეთება, ცდუნებების წინაშე დადგომა. გაჩნდება ფულის უსარგებლო ნივთებში ხარჯვის საშიშროება. მაგრამ შეძლებთ ყველანაირი პრობლემის მოგვარებას, გაჩნდება ცინცხალი იდეები, რაც დააჩქარებთ თქვენს კარიერულ წინსვლას.

ტყუპი

გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ინფორმაციასა და მოვლენებს, რომლებსაც შესაძლოა, ორშაბათს შეეჯახოთ. ვითარება სწრაფად იცვლება და მალე ყველაფერი სულ სხვაგვარად ჩამოყალიბდება. კვირა თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი დღეა. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ თქვენთვის ყველაზე საინტერესო საკითხებზე პასუხი იპოვოთ. იფრთხილეთ ახლობლებთან ურთიერთობებისას და ნუ იქნებით მათ მიმართ ხისტი გამონათქვამებში.

კირჩხიბი

პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდან, ნელ–ნელა გადაწყდება. თუნდაც აშკარა და თვალნათელი ნიშნები ამისა არ იყოს, იგრძნობთ, რომ ვექტორი იცვლება. უქმეებზე მეტი ყურადღება მიაქციეთ უფროს ნათესავებს, საყვარელ ადამიანს, რადგან მათ ცხოვრებაში შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები მოხდეს. ყველაფერი, რაც ამ კვირაში მოხდება, დიდ როლს შეასრულებს თქვენს პირად თუ საქმიან ცხოვრებაზე.

ლომი

ლომების ცხოვრებაში იღბლიანი პერიოდი იწყება, რომელიც შეეხება როგორც პირად, ისე, სამუშაო სფეროს. ეს დიდი ცვლლილებების დასაწყისი იქნება. შესაძლოა, მოგიწიოთ სერიოზული გადაწყვეტილების მიღება პირად და საქმიან ურთიერთობებთან დაკავშირებით. იქნება გარკვეული დასასრული ძველი ციკლისა და ახლის დასაწყისი. ცვლილებები ახალი წლის წინ თქვენს თვითშეფასებასა და განწყობას აამაღლებს. უქმეები შესანიშნავად მიესადაგება სიყვარულსა და რომანტიკას.

ქალწული

თქვენთვის ყველაზე აქტუალური თემა ამ კვირაში ჯანმრთლობა იქნება, ასე რომ, იზრუნეთ საკუთარ თავზე. ეს გიხსნით ზედმეტი დატვირთვისგან, დაძაბულობისგან და ახალ წელს კარგ ფორმაში შეხვდებით. კარგი იქნება, თუ უქმეებს შემოქმედებას დაუთმოთ – ეს დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ. წინა პლანზე გამოვა სამი თემა – რომანტიკა, იუმორი და წარმოსახვა.

სასწორი

ამ კვირაში მთლიანად მოგიწევთ საშინაო საქმეებსა და ოჯახის წევრების პრობლემების გადაჭრაში ჩაფლობა. მთავარია, რომ თქვენმა სურვილმა, რომ სახლი იდეალურად სუფთა იყოს, ლამაზი, ყველას უყიდოთ საახალწლო საჩუქარი და ა.შ. თქვენი გადაღლა და ენერგიისგან გამოფიტვა არ გამოიწვიოს. აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს და უქმეებზე დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალები.

მორიელი

ბევრ თქვენგანს ამ კვირაში გამგზავრება მოუწევს. მოგზაურობა კარგად ჩაივლის და პოზიტიურ სიახლეებს მოიტანს. კარგი კვირაა ასევე ინტელექტუალური მუშაობისთვის, მოლაპარაკებებისთვის. კვირა დღეს ყურადღება ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებზე გადაიტანეთ და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი უბრალო კამათიც კი კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს, ასე რომ – იფრთხილეთ.

მშვილდოსანი

საინტერესო და მრავალფეროვანი კვირა გელოდებათ. გაჩნდება შემდგომი წინსვლის შესაძლებლობები საქმეებსა და პროფესიულ სფეროში. კარგი დროა საჯარო გამოსვლებისა და მოსაზრებების გაცვლისთვის. არ არის გამორიცხული მოულოდნელი გამართლება რამე საქმეში, დიდი წარმატება, თანხის მიღება, ასევე იმ საკითხის გადაწყვეტა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. მოკლედ, მთელი კვირა პოზიტიური ემოციებით იქნება აღსავსე.

თხის რქა

მზე და მერკური თქვენს ნიშანშია. გაგიადვილდებათ ფიქრი, გადაწყვეტილებების მიღება, მოლაპარაკებების წარმოება, დოკუმენტებთან მუშაობა, ადამიანებთან ურთიერთობები. დროა, საკუთარი თავით იამაყოთ, ასევე განვითარდეთ და გაიუმჯობესოთ საკუთარი იმიჯი, აიმაღლოთ თვითშეფასება. წინა პლანზე გამოვა თქვენი პიროვნება და თქვენი მიზნები.

მერწყული

სატურნიდა იუპიტერი თქვენს ნიშანში გადავიდნენ. შეძლებთ პირადი პრობლემების მოგვარებას, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დაგროვდა, მაგრამ ამისთვის ძალისხმევა დაგჭირდებათ. არაა საჭირო საკუთარ გეგმებზე სხვებთან საუბარი – ასე უფრო დიდია ალბათობა, რომ გეგმებს განახორციელებთ. მოსალოდნელია ფინანსური საკითხების წარმატებით გადაჭრა, ამ კუთხით ასევე გაჩნდება ახალი პერსპექტივები.

თევზები

თევზებმა ემოციები უნდა აკონტროლოთ, განსაკუთრებით ორშაბათს. თანდათანობით ღრუბელი გაიფანტება და თქვენც ამოისუნთქავთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ კვირაში არ დაგეგმოთ ძალიან ბევრი საქმე და დაზოგოთ ძალები. კვირის მთავარი თემები ფინანსები გახდება, ასევე შესაძლებელია მემკვიდრეობის საკითხებიც ამოიწიოს. უქმეებზე შეგიძლიათ საახალწლო საჩუქრებზე იფიქროთ.

719
დედა ძუძუს აჭმევს ბავშვს

​​მიიღოს თუ არა მეძუძურმა დედამ ყავა და როგორ ვიკვებოთ სწორად: სპეციალისტის რჩევები

5
(განახლებულია 11:40 18.01.2021)
რა სარგებლობა მოაქვს ძუძუთი კვებას როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის, როგორ უნდა იკვებებოდეს მეძუძური დედა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ყარამან ფაღავამ საჯარო ლექციაზე ისაუბრა.

ამასთან, ფაღავა საუბრობს სწორი კვების მნიშვნელოვაზე და რჩევებს გვაძლევს, თუ როგორ მოვამზადოთ ჯანსაღი საკვები.

ყარამან ფაღავა
ყარამან ფაღავა

- მინდა საუბარი დავიწყო ბუნებრუვუ კვებით. დღემდე უამრავი ფორმულა და ნარევი იქმნება, მაგრამ ბუნებრივ კვებაზე უკეთესი პატარებისთვის არაფერი არ არსებობს. ადამიანი ცოტა თავკერძა და ეგოსიტიც არის. ქალბატონების საყურადღებოდ ვიტყოდი, რომ ბუნებრივი კვება მარტო ბავშვისთვის არ არის კარგი. დედისთვისაც ძალიან სასარგებლოა. რამხელა მუშტიც აქვს ქალბატონს, დაახლოებით იმხელა საშვილოსნო აქვს. საშვილოსნო ეს არის ქალისთვის მეორე გული. როდესაც დედა შვილს ძუძუს აძლევს, გამოიყოფა სპეციალური ჰორმონი, ოქსიტოცინი, რომელიც საშვილოსნოსაც შეკუმშავს. მოგეხსენებათ, ტონუსში მყოფი საშვილოსნო ეს არის ჯანმრთელობის ერთ-ერთი კრიტერიუმი.

- ბავშვისთვის რატომ არის კარგი ბუნებრივი კვება?

- დედის რძე საუკეთესო საკვები რომ არის მაგაზე აღარფერს ვამბობ. არის მეორე მომენტიც, პატარა ბავშვს დამცველობითი უნარი, მე ვგულისხმობ იმუნოლოგიური რეაქტიულობა შედარებით დაქვეითებული აქვს და დედის მეშვეობით იგი ღებულობს იმუნოგლობულინებს, ანტისხეულებს, ინეფერონებს და ეს იცავს მას ინფექციისგან. ამიტომაც არის, რომ ექვს თვემდე ჩვილი ბავშვი როგორც წესი არ ხდება ავად. თუ გარეთ ყივნაში შიშველს გაიყვანთ, ან უცხო ადამიანები სახეზე კოცნიან, შესაძლოა დაემართოს ინფექცია, მაგრამ დედის რძის საშუალებით გადასული დამცველობითი ნივთიერებები შესანიშნავად იცავს ბავშვს ასეთი ინფექციებისგან.

როცა დედა შვილს ძუძუს აძლევს, მათ შორის უხილავი სიმები იქმნება. ეს არის სიმები ურთიერთსიყვარულის, ურთიერთსითბოსი და პატივისცემის. მამამ ყოველთვის უნდა დაამტკიცოს თავისი მამობა. დედასა და ბავშვს შორის კი ისეთი კავშირებია, რომ რაც არ უნდა მოხდეს დედას და შვილს შორის ამ კავშირის გაწყვეტა შეუძლებელია.

- როგორ უნდა იკვებებოდეს მეძუძური დედა?

- ერთხელ ჩემმა პაციენტმა მითხრა, შვილოსნობა დასჯა ხომ არ არის, რატომ უნდა ავკრძალო საკვებიო? აბსოლუტურად მართალია. არაფრის აკრძალვა არ გვინდა, ყველაფრის მიღება შეიძლება, ოღონდ საღი აზრიდან გამომდინარე. ერთი აკრძალვა კი არის მაინც, დაუშვებელია მეძუძურმა დედამ მიიღოს ალკოჰოლი. დანარჩენი ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული ნიუანსები. მაგალითად, თუ ბავშვს აქვს მეტეორიზმი, ამ დროს არის საკვები, რომელიც დედამ ნაკლებად უნდა მიიღოს. ეს არის ლობიო, კომბოსტო, შაქარი. მე ამას კი არ გიკრძალავთ, უბრალოდ გეუბნებით, თუ ძალიან შეაწუხებს ბავშვს მეტეორიზმი, ეს პროდუქტები მიიღეთ ნაკლები რაოდნობით. თუ ძალიან შეკრულია მოერიდეთ ბრინჯს. მესამე მომენტია ფაღარათი, ამ დროს დედამ ნაკლებად უნდა მიიღოს ზეთიანი, ქონიანი, კრემიანი საკვები და თქვენ წარმოიდგინეთ შავი ქლიავიც. თუმცა კიდევ ვიმეორებ, თუ ბავშვს ყველაფერი წესრიგში აქვს, შესაძლოა დედამ მიიღოს ყველაფერი.

არის ზოგიერთი საკვები, სითხე, რომელიც ზოგჯერ ბავშვს ცოტათი აღაგზნებს. ეს არის ყავა, კაკაო, მაგარი ჩაი, კოკა-კოლა, ზოგჯერ შოკოლადიც კი. მეუღლეების საყურადღებოდ ვამბობ, დედას არაფერს ვუკრძალავთ. მეძუძურმა დედამ რაც არ უნდა მოინდომოს უნდა უშოვნო და მიუტანო. მაგრამ თუ ბავშვი ნამეტანი აღგზნებულია, ნუ დალევს დედა ხუთ ფინჯან ყავას და დალიოს ერთი.  მაგრამ ყველაზე კარგი საზომი არის ბავშვის მდგომარეობა. თუ დალია ერთი, ორი, სამი ფინჯანი და ბავშვი კარგად არის, დედას აქვს უფლება მიიღოს ყავა, თუ ასე ძალიან უყვარს.

- რაც შეეხება მოზარდი ადამიანის კვებას, როგორ უნდა იკვებოს უკვე მოზრდილმა ადამიანმა?

- რასაკვირველია, საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, ხან ასე უნდა გაამზადო, ხან ისე. გარკვეული წესები არის. ზეთში როდესაც ხარშავ რამეს, ზეთზე თერმული ზემოქმედებით ლიპიდების ზეჟანგები წარმოიქმნება. ლიპიდების ზეჟანგები კანცეროგენია. შებოლილი საჭმელი. ზოგიერთს გვიყვარს, მეც მიყვარს, მაგრამ ესეც კანცეროგენია. ზედმეტად შემწვარი, აი, ქერქი რომ არის კარტოფილის ძალიან შემწვარი, ესეც კანცეროგენია. მომზადების წესი მნიშვნელოვანია. ყველაზე უკეთესი საჭმელი უმი საჭმელია, ასევე ორთქლზე დამზადებული და მოხარშული. პატარა ნიუანსები არის მნიშვნელოვანი.

გაითვალისწინეთ, მარილის მოხმარებისას ზომიერების დაცვა აუცილებელია. ზოგიერთი ძალიან ჭარბად აყრის მარილს. ვინც ამას შეეჩვევა, მერე გემრიელად ეჩვენება. ყველაფერი შეჩვევაზეა. არის ერთი ძალიან საინტერესო ეპიდემიოლოგიური მონაცემი. ჩრდილოეთ და სამხრეთ იაპონიაში შეადარეს არტერიული წნევის სიხშირე და სისხლჩაქცევების მაჩვენებლები. ორივე მათგანი 4-5-ჯერ უფრო ხშირია ჩრდილოეთში. ისინი ბევრ გაყინულ და დამარილებულ თევზს ჭამენ. მარილი, პირველ რიგში, ზემოქმედებს წნევაზე.

არის მეორე მომენტიც- შაქარი. შაქარი საერთოდ არ არის ბუნებრივი საკვები. მარილს და შაქარს აქვს ერთი უპირატესობა, საჭმლის შენახვისთვის გამოდგება. თუ ფაღარათი აქვს დიდს ან მოზრდილს, ამ დროს მარილები იკარგება და მარილიანი საკვები უნდა მიირთვას. თუ ბავშვი არ ჭამს, დღეში ერთხელ ჭამს, ​ჰიპოგლიკემია დაემართა, იქ სწრაფად საჭიროა შაქრიანი საკვები. ისე შაქარი იწვევს სიმსუქნეს, კბილების გაფუჭებას, დიაბეტს. ეს არის რისკ-ფაქტორები, რომლებსაც ჩვენ თვითონ ვუქმნით ჩვენს თავს.

- როგორ უნდა მივხვდეთ, სწორად ვიკვებებით თუ არა?

- არის ძალიან მარტივი დასკვნა. ​სწორად ვიკვებებით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი წონა წესრიგშია, თუ არ გვაქვს საკვებთან დაკავშირებული დაავადებები, ანემია, ავიტამინოზი, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, თუ არ გვაქვს ნაოჭიანობა, კანის ფერის ცვლილება, თმის მტვრევადობა. გუნება-განწყობა თუ კარგია, ე.ი. სწორად ვიკვებებით. ჩვილ ბავშვებში ძალიან მნიშვნელოვანია წონის მატების მრუდი.

სწორი კვება ჯანმრთელობის საწინდარია. ხშირად ვამბობ, რომ ჯანმრთელობა შესანიშნავი რამ არის, მაგრამ მთავარი სამიზნე ცხოვრებაში ჯანმრთელობა არ არის. ჯანმრთელობა არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენი თავის რეალიზაცია მაქსიმალურად მოვახდინოთ.​ საკვების მიღებაში საკრარული ელემენტებიც არის. გაგახსენებთ: საიდუმლო სერობა, ტრაპეზი, ახლობლებთან ურთიერთობა, შეხვედრა, ერთად პურის გატეხვა. საკვების მომზადება სიყვარულის გამოვლინებაც არის. თუ მეუღლე ცდილობს გემრიელი საჭმელი გაგიკეთოს, გასიამოვნოს, ესეც ხომ სიყვარულის გამოვლინებაა. საკვები, კარგი კვება მარტო ჯანმრთელობა კი არ არის, ეს არის გრძნობები.

 

5
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ყვავილები ზღვის სანაპიროზე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 იანვარი

277
(განახლებულია 10:20 18.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 18 იანვარია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

დღეს განსაკუთრებით აქტუალური იქნება სიახლეებისადმი მისწრაფება. ჩვეული საქმიანობა და მოვალეობები მოსაწყენი გახდება და მათი სამომავლოდ გადადების სურვილი გაჩნდება. გამძაფრდება ემოციურობა, ცნობისმოყვარეობა და თუ ზოგიერთი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეეცდებით, დღე, შესაძლოა, საკმაოდ მრავალფეროვანი და კაშკაშა გამოვიდეს. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, ეს კამათია, რომელიც სულ უსაფუძვლოდ შეიძლება დაიწყოს და შემდეგ მისი შეჩერება ძალიან გართულდება.

სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე>>

ვერძი: დღეს დიდი ალბათობაა, რომ თქვენი ურთიერთობების გამოცდა მოეწყოს. ეს შეიძლება იყოს სამუშაო კონტაქტების ან ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობების შემოწმება. დღე კონფლიქტური სიტუაციების წარმოშობას შეუწყობს ხელს და თუ გამწვავებას მოერიდებით, მთელი დიპლომატიური უნარების გამოჩენა მოგიწევთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ როგორც არ უნდა მოგინდეთ გარშემომყოფების გაკრიტიკება, თავი შეიკავეთ და ეს არ გააკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალზე სავალალო შედეგები შეიძლება დადგეს.

კურო: ყურადღება გმართებთ იმის მიმართ, რასაც ირვლივ მყოფნი ლაპარაკობენ: შესაძლოა, რაღაც საინტერესო გაიგოთ, მაგალითად, ინფორმაცია, კარგი იდეა. დღეს ასევე არ ღირს გარშემომყოფების რჩევების იგნორირება, შემოთავაზებულ დახმარებაზე უარის თქმა, რადგან თქვენი წარმატების გასაღები არა მხოლოდ პირადი ძალისხმევა, არამედ გვერდით მდგომი ადამიანების ხელშეწყობაც იქნება.

ტყუპი: დღეს თქვენი ცნობისწადილი ძალზე გაზრდილი იქნება, ასევე თქვენი ემოციებით დამუხტავთ გარშემომყოფებს. შესაძლოა, სწორედ დღეს ახალი ჰობი გაგიჩნდეთ, ან ვინმე საინტერესო ადამიანი გაიცნოთ რომანტიკული ურთიერთობებისთვის. თქვენი ცნობისმოყვარეობა იმდენად მაღალ დონეზეა, რომ ინტერესის დასაკმაყოფილებლად მთების გადადგმა შეგიძლიათ. ამასთან ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი დღევანდელი გატაცება, დიდი ალბათობით, მყარი არ აღმოჩნდება და გაჩენილი ნაპერწკალი მალე მინავლდება.

კირჩხიბი: ვარსკვლავები დღეს კარგ შესაძლებლობებს მოგცემენ ისეთ საქმეებში, რომლებიც დაკავშირებულია გონებრივ მუშაობასთან და მოფიქრება–დაგეგმვასთან. არცთუ წარმატენული დღეა იმისთვის, რომ იდეებს ცხოვრებაში შეასხათ ხორცი, მაგრამ მათი გენერირებისთვის იდეალური დროა. დღეს მოფიქრებულ გეგმებს წარმატების დიდი შანსები აქვს. ასე რომ, ძილშიც კი მზად იყავით, რომ თუ გენიალური იდეა გეწვიათ, მაშინვე ჩაინიშნოთ და შემდეგ ცხოვრებაში განახორციელოთ.

ლომი: დღეს თქვენთვის ერთ ადგილზე ჯდომა უკუნაჩვენებია. ცხოვრება ახალ მოვლენებს, ემოციებს, შთაბეჭდილებებსა და სისხლში მეტ ადრენალინს მოითხოვს. დღეს ორ რამეში არ უნდა შეაკავოთ თავი: მოძრაობასა და ურთიერთობებში. ფიტნესი, შოპინგი, დილის გარბენა, ახალი ნაცნობობა – ეს ყველაფერი თქვენთვის, უბრალოდ, სასიცოცხლოდ აუცილებელია. შესაძლოა, სპორტის ექსტრემალური სახეობებით ნერვების „შეტოკება“ მოგინდეთ, ან უცნობთან ფლირტი. და რატომაც არა? მთავარია, სიტუაციაზე და საკუთარ თავზე კონტროლი არ დაკარგოთ.

ქალწული: დღეს გარშემომყოფებთან უთანხმოებებია მოსალოდნელი. საერთო ენის გამონახვა მეგობრებთან და ახლობლებთანაც კი შეიძლება გაგიჭირდეთ. ამის მიზეზი თქვენი კატეგორიულობა და კომპრომისზე წასვლის სურვილის არქონა გახდება. თუნდაც ასე არ იყოს, დღეს უსაზღვრო მოთმინებისა და დიპლომატიურობის გამოჩენა მოგიწევთ. ბოლოს და ბოლოს, თუ კამათი პრინციპუყლ საკითხებს არ შეეხება, რატომ არ უნდა დათმოთ? ეს ჯობია, ვიდრე მთელი დღე იმის გამორკვევაში გაატაროთ, ვინაა დამნაშავე და რა გააკეთოთ ამის შემდგომ.

სასწორი: დღეს ვითარებამ, შესაძლოა, არჩევნის წინაშე დაგაყენოთ და ტანჯვად გექცეთ საკითხი, თუ რა გააკეთოთ და როგორ მოიქცეთ. არჩევანი შეიძლება შეეხებოდეს სამუშაო პროექტებს, საყიდლებს ან პირად ცხოვრებას, შეიძლება სიყვარულის საკითხებს და თქვენს მომავალ ცხოვრებასაც. მთავარი ისაა, რომ როდესაც არჩევანს გააკეთებთ, სხვა ვარიანტები უნდა დაივიწყოთ, ამიტომ ვარსკვლავები მოგიწოდებენ, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ. და საუკეთესო არჩევნისთვის წესი ასეთი იქნება: გული გიკარნახებთ, რა გააკეთოთ და გონება – რა არ გააკეთოთ.

მორიელი: დღეს თქვენი გული და გონება ერთმანეთს დაუპირისპირდება: სურვილი ერთ მხარეს გიბიძგებთ, ხოლო ლოგიკა და ფაქტები – მეორე მხარეს. თუ ასეთი რამ მოხდა, ექსპერტები გირჩევენ, არ აჩქარდეთ, რადგან, დიდი ალბათობით, რა გზაც არ უნდა აირჩიოთ, არასწორი იქნება. ნამდვილი გადაწყვეტილება გულითა და გონების ერთად უნდა მიიღოთ. თუ თავდაჯერებული არ ხართ, მაშინ აჯობებს, სხვა ვარიანტები მოძებნოთ.

მშვილდოსანი: დღეს კარგი შესაძლებლობები მოგეცემათ იქ, სადაც სიცოცხლე ჩქეფს და ახალი ნაცნობობის გაბმის საშუალება გაქვთ. ხართ უმაღლეს დონეზე კომუნიკაბელური, ადვილად აბამთ ურთიერთობებს. თუ ძველი პრობლემის გადაჭრისთვის ახლებურ დამოკიდებულებას გადაწყვეტთ, წარმოსახვა გამოიყენეთ. თქვენი ფანტაზია იდეალურად მიესადაგება არა მხოლოდ პრობლემის გადაჭრას, არამედ ეს უნარი შეგიძლიათ გამოიყენოთ მუშაობაშიცა და ოჯახურ ცხოვრებაშიც.

თხის რქა: დღეს რუტინული სამუშაოს შესრულების განწყობა არ გექნებათ, რადგან მოგზაურობის სურვილის „ქარი დაუბერავს“. ვარსკვლავები გირჩევენ, სასიამოვნო სასარგებლოს შეუხამოთ და შვებულება დაგეგმოთ, თუნდაც მანამდე დიდი დრო იყოს დარჩენილი. ეს სამომავლო მიზანს დაგისახავთ, მოგცემთ მძლავრ პოზიტივს და ყოველდღიურ ყოფასთან შეგუებაში დაგეხმარებათ.

მერწყული: თავს სახლიდან მოშორებით იგრძნობთ. ოფისში ან სახლში მუშაობის განწყობა არ გექნებათ. გაჩნდება სურვილი, რომ ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვნება შეიტანოთ, გამდიდრდეთ ახალ–ახალი შთაბეჭდილებებით. გაისეირნეთ, შესაძლოა, რომანტიკულ ნაცნობობასაც გამოჰკრათ ხელი, შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს. ეს ყველაფერი თქვენს გრძნობებს გაამდიდრებს.

თევზები: დღეს განწყობა გექნებათ იმგვარი, რომ დროის სახლში გატარება არ მოგინდებათ. თუ ინერტულობას გადალახავთ და სახლიდან გახვალთ, არ ინანებთ – გაქვთ შანსი, რომ დრო საინტერესოდ გაატაროთ, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები. დროა, გაალამაზოთ ყოველდღიურობა და გახსოვდეთ, რომ კარგი დღე ისაა, რომელშიც ჩვეულ წესებს არ იცავენ და დღე არ იწყება მაღვიძარითა და არ მთავრდება ტელევიზორით.

277
თბილისის ინფექციური საავადმყოფო

მალე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს „ახალმოსახლეობა“ აღინიშნება

0
(განახლებულია 11:15 18.01.2021)
ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელი შენობა იყიდეს ინფექციური საავადმყოფოსთვის, მაგრამ პირობას დებს, რომ მალე მის პრეზენტაციას გამართავს

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ახალი შენობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის უკვე ნაყიდია და კლინიკის ექიმები პირველი პაციენტების მიღებას უკვე წლის ბოლოს შეძლებენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მთავრობის ჟესტი: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შენობისთვის 40 მლნ ლარი გამოიყოფა>>

„ინფექციური საავადმყოფოსთვის შენობა-ნაგებობა შეძენილია და იმედი მაქვს, წლის ბოლოსთვის ის იქნება ისე აღჭურვილი, რომ პაციენტების ახალ შენობაში მიღებას შეძლებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, წელს სახელმწიფო კლინიკების ინტენსიური გაძლიერება დაიწყო. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც ამ სისტემის მთავარი ღერძი უნდა ყოფილიყო, პანდემიამდე 96 საწოლი ჰქონდა. ამ კლინიკის განახლება უკვე დასრულდებულია და მისი პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იგეგმება ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს განახლება და აღჭურვა, ასევე ჩხობაძის საავადმყოფოსი ქუთაისში.

საქართველოს მთავრობამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შესაძენად გასულ წელს 40 მლნ ლარი გამოყო.

ტერიტორია, რომელზეც კლინიკა მდებარეობს, 2009 წელს გაიყიდა. ის კომპანია „ავერსი-ფარმამ“ შეიძინა. ამის შემდეგ ცენტრის თანამშრომლებს არაერთხელ დაუჩივლიათ, რომ პაციენტების სამკურნალოდ სათანადო ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ და ვერც შენობას არემონტებენ, ვინაიდან ის კერძო მფლობელობაშია. ობიექტი იმ პირობით გაიყიდა, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ ფართსა და შენობას მიიღებდა, მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა, დაპირება კი დაპირებად დარჩა - ცენტრი იძულებული იყო, ძველ ადგილზე უუფლებოდ დარჩენილიყო.

ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფო საყოველათაო ყურადღების ცენტრშია. მან პირველმა დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება და კვლავ წამყვანია COVID-19–ით დაავადებული ადამიანების მკურნალობის საქმეში, თუმცა მედპერსონალს ამორტიზებული შენობის მძიმე პირობებში უწევს მუშაობა.

0