კუს ტბა

21 დეკემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

179
(განახლებულია 09:48 21.12.2020)
გაეცანით 21 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-21 დეკემბერის პერიოდი

13-21 დეკემბერის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას სატურნი მართავს. ეს პლანეტა ამ ადამიანებს ანიჭებს ძალას, გონივრულობას, სიმტკიცესა და წინდახედულებას.

მნიშვნელოვანი წლებია: 19, 36, 38, 40, 45, 57, 75.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ლოტოსი.

ამ პერიოდში დაბადებულები სანდო ადამიანები არიან, აქვთ მტკიცე ხასიათი, ნებისყოფა. შეუძლიათ საქმიანი რჩევების მიცემა, არ არიან ეგოისტები.

21 დეკემბერს დაბადებულები

21 დეკემბერს დაბადებულები მთელ დროს ცხოვრების აზრისა და ჭეშმარიტების ძიებას ანდომებენ; ისინი აქტიურად სწავლობენ სამყაროს, აგროვებენ ცოდნასა და გამოცდილებას. მიღებული ცოდნის გარშემომყოფებისთვის გაზიარებას არ ჩქარობენ, არამედ ინფორმაციას დოზირებულად გასცემენ და ამით საკუთარი პიროვნების მიმართ ინტერესს აღვივებენ.

21 დეკემბერს დაბადებულები აქტიური, ამბიციური, ლიდერობაზე ორიენტირებული პიროვნებები არიან. უყვართ პირველობა. ახასიათებთ დაჟინებულობა, მოთმინება. თავიანთ მიზნებს ეს ადამიანები, პრაქტიკულად, ყოველთვის აღწევენ.

21 დეკემბერს დაბადებული მშვილდოსნები ზოდიაქოს თავიანთი ნიშნის სხვა წარმომადგენლებისგან ძლიერ განსხვავდებიან. არიან მომთმენი, თანამიმდევრულნი მოქმედებებში, არ ახასიათებთ იმპულსურობა; ყველაფერი წინასწარ დეტალურად აქვთ გათვლილი, ყურადღებას აქცევენ უმნიშვნელო ნიუანსებსაც; ამასთან, შეუძლიათ, ყველაფერს გლობალურად შეხედონ.

ამ დღეს დაბადებულები ბუნებით ლიდერი არიან, მაგრამ არა აქვთ სპორტული აგრესია. ლიდერობისკენ მიდიან ნაწილობრივ ფილოსოფიური გზით. უბრალოდ ფორმალური ლიდერები კი არ არიან, არამედ არიან მოძღვრები, მასწავლებლები.

21 დეკემბერს დაბადებულები ძლიერი პიროვნებები არიან თავისებური ხასიათით. მათთან საერთო ენის გამონახვა ადვილი არ არის. მათთვის უფრო კომფორტულია დამოუკიდებლად მუშაობა. საქმიანობის სფეროდ ნებისმიერი პროფესია შეუძლია აირჩიონ. დიდ წარმატებებს აღწევენ განათლების, მეცნიერების სფეროებში, კვლევებში. არიან ანალიტიკოსები. ზუსტი მეცნიერებები ნაკლებად აინტერესებთ, ასევე, ინჟინერია და კონსტრუირება.

ჯანმრთელობა

21 დეკემბერს დაბადებულების ჯანმრთელობის პრობლემები მათ აუხდენელ ოცნებებსა და სურვილებში იმალება. ეს მათში დეპრესიას ბადებს. სწორედ ამას უნდა ერიდონ ეს ადამიანები. დეპრესიული მდგომარეობა ამ დღეს დაბადებულების ცხოვრებას წამლავს. დამოუკიდებლად ისინი ამას ვერ უმკლავდებიან. დეპრესიის დროს ვერ ვითარდებიან, ეს კი უფრო მეტად ამძიმებს მათ მდგომარეობას.

რჩევა:

დასახული მიზნების მისაღწევად დუმილს იყენებთ. ხშირად გამოიყენეთ ეს ხერხი. ეს ის კოზირია, რომელიც თანამედროვე სამყაროში ცოტას თუ გააჩნია.

179
ყვავილი ზამთარში

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 იანვარი

26
(განახლებულია 12:08 26.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 27 იანვარია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

დღეს მგზნებარე ვნებებისა და განცდების დღეა. ემოციურ ფონზე მოსალოდნელია ცვალებადი განწყობა, სპონტანური მოქმედებები და გრძნობები, ექსცენტრულობა. ადამიანებს მწვავე რეაგირება ექნებათ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით ექსპერტები გირჩევენ, არ შეეხოთ სხვების გრძნობებსა და ინტერესებს – ეს, შესაძლოა, სავალალოდ დასრულდეს. ამ დღეს პლუსიც აქვს – მომატებული ამბიციურობა და პატივმოყვარეობა სამუშაოზე, კარიერასა და სიყვარულში წარმატებების მიღწევას შეუწყობს ხელს.

2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით>>

ვერძი: ექსპერტები გირჩევენ, რაც შეიძლება შორს დაიჭიროთ თავი ჭორებისა და ინტრიგებისგან, რომ ამაში ჩათრეული არ აღმოჩნდეთ. რაც არ უნდა ბობოქარი მოვლენები განვითარდეს ირგვლივ, განზე უნდა დარჩეთ, შეინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი და მხოლოდ საკუთარი საქმე გააკეთოთ. გარშემომყოფები თქვენ გარეშეც მოაგვარებენ სიტუაციას, მაგრამ თუ თავს ვერ შეიკავებთ და ვინმეს მხარეს დაიჭერთ, საბოლოოდ ეს სანანებელი გაგიხდებათ – ამან თქვენს რეპუტაციაზე დამღუპველად შეიძლება იმოქმედოს.

კურო: სასურველი შედეგის მისაღწევად დღეს მხოლოდ „შემოვლითი“ გზებით უნდა ისარგებლოთ. გარშემომყოფებთან პირდაპირი საუბრის მცდელობა არაფერს მოიტანს, ხოლო „პარტიზანული“ მეთოდები კი, როგორიცაა, მაგალითად, მინიშნებები, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდება. ასე რომ, თუ საკუთარი იდეის წამოწევა გინდათ, ამისთვის საუკეთესო საშუალება იქნება მოხერხებულობა, საჭირო ადამიანის დარწმუნება ამ იდეაში ისე, რომ მან იფიქროს, თითქოს თვითონ მოუვიდა ეს აზრი თავში.

ტყუპი: მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს მოულოდნელად საკმაოდ მაცდური წინადადება შეიძლება მიიღოთ. ეს, შესაძლოა, თქვენს შემოსავლებს, მუშაობას ან პირად ცხოვრებას ეხებოდეს. თუმცა, სანამ დათანხმდებით, ყველაფერი კარგად უნდა აწონ–დაწონოთ. როდესაც დეტალებს ჩაუღრმავდებით და კარგად გათვლით, მომგებიანია თუ არა ეს წინადადება თქვენთვის, მხოლოდ მაშინ შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

კირჩხიბი: დღეს ნამდვილ სუპერმენად იგრძნობთ თავს. ვარსკვლავები მოგანიჭებენ უსაზღვრო ენერგიას, აივსებით აზარტით, ვერ იგრძნობთ დაღლილობას და ამ ყველაფრის წყალობით მთების გადადგმა შეგიძლიათ. განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ რაღაც გადაუჭრელი საკითხები გაქვთ „მარაგში“ – დღეს შესანიშნავი შანსია ყველაზე უიმედო ჩანაფიქრის განხორციელებისთვისაც კი. და მაინც, როდესაც „მთების გადადგმას“ დაიწყებთ, ზედმეტიც არ მოგივიდეთ – ზომიერება მაინც კარგი რამაა.

ლომი: გარშემომყოფები რამე საკითხისადმი მოულოდნელი მიდგომით შეიძლება გააკვირვოთ. არაა გამორიცხული, რომ პრობლემის, რომელზეც ბევრი ადამიანი ამაოდ იმტვრევდა თავს, გადაჭრის ძალზე დახვეწილი მეთოდი წარმოადგინოთ. დღეს არასტანდარტული აზროვნება გახასიათებთ და ამის წყალობით ბევრ ამოცანას სხვა კუთხით შეხედავთ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება შემოქმედების სფეროებში მოღვაწე ლომებისთვის – შთაგონების მოზღვავებას იგრძნობთ.

ქალწული: დღეს განსაკუთრებულად დამოუკიდებლად იგრძნობთ თავს. ნებისმიერი მცდელობა ირგვლივ მყოფთა მხრიდან, რომ რჩევა მოგცენ ან გმართონ, პირად შეურცხყოფად იქნება თქვენი მხრიდან აღქმული. ასეთი პოზიცია, ერთი მხრივ, შესაძლოა, თქვენთვის გარშემომყოფებთან კონფლიქტებით შემობრუნდეს. მეორე მხრივ კი, დამოუკიდებლები ვერ მიიღებთ ვერანაირ ჩარჩოს, საზღვარს და ეს საქმეებზე შეიძლება პოზიტიურად აისახოს. იქ, სადაც სხვა ჩიხში მოექცევა, თქვენ არაორდინარულ გადაწყვეტილებას შესთავაზებთ.

სასწორი: დღეს რაღაც მოვლენამ შეიძლება გაგანაწყოთ და კალაპოტიდანაც კი ამოგაგდოთ. მაგრამ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა არ ღირს. ეს ნორმალურია – საქმეებში ხან ყველაფერი კარგად გამოდის და ხან – არა. ირგვლივ მყოფების იმედზე ყოფნაც ყოველთვის არ ღირს. დღეს უნდა გახსოვდეთ, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ანგარიში უნდა ჩააბაროთ და ვისი იმედიც უნდა გქონდეთ, ეს თვითონ თქვენ ხართ. ასეთ შემთხვევაში იმედგაცრუებაც ნაკლები გექნებათ.

მორიელი: დღეს დილიდან ლიდერის პოზიციაზე იგრძნობთ თავს. და საქმე ის კი არაა, რომ სხვებზე მბრძანებლობა მოგინდებათ, არამედ მთავარია ის, რომ გარშემომყოფები თქვენ სიტყვას დაუგდებენ ყურს. თქვენი ნათქვამი ძალზე დამაჯერებელი იქნება და ამის წყალობით დიდი ძალისხმევის გარეშე მიიპყრობთ ყურადღებას, დააინტერესებთ ადამიანებს და დაარწმუნებთ საკუთარ სიმართლეში. სწორედ ეს უნდა გააკეთოთ დღეს – წარმოადგინოთ თქვენი იდეები, პროექტები ხოლო ყოფით საკითხებზე დროის დახარჯვა მართლაც გაუმართლებელი იქნება.

მშვილდოსანი: დღეს გარშემომყოფები, თითქოს შეთანხმებულად, თქვენი მოთმინების გამოცდას მოაწყობენ, რომელიც ისედაც უკვე სავსეა. გასაკვირი არცაა, რომ რაღაც მომენტში მოთმინების ფიალა გაივსოს და „აფეთქდეს“ ეს რომ არ მოხდეს, ვარსკვლავები გირჩევენ, „ორთქლი ნელ–ნელა გამოუშვათ“ და არ დაელოდოთ მის ავსებას. სჯობს, მაგალითად, მთელი დღე იბუზღუნოთ, ვიდრე მრისხანება მთელი დღე აგროვოთ და მერე ერთიანად ამოხეთქოთ – მოაწყოთ გრანდიოზული სკანდალი.

თხის რქა: დღეს არაერთი სიურპრიზი შეიძლება გელოდებოდეთ. არა გამორიცხული, რომ ამის წყალობით რაღაც–რაღაცებს სრულიად სხვა კუთხით შეხედოთ. საქმეებში, შესაძლოა, ახალი ფაქტები გამოჩნდეს, არ გარშემომყოფებიდან ერთ–ერთმა აბსოლუტურად სხვა მხრიდან აჩვენოს თავი. ეს, რა თქმა უნდა, საქმეებისგან მოგწყვეტთ, მაგრამ ახალ შთაბეჭდილებებს მიიღებთ.

მერწყული: დღეს რისკავთ, რომ რომელიღაც საინტერესო იდეა საფუძველშივე ამოძირკვოთ. ამაში დამნაშავე თქვენი მოუთმენლობა იქნება გადაწყვეტილების მიღებისა და სურვილის არქონა, რომ დეტალებს ჩაუღრმავდეთ. მერე რომ სანანებელი არ გაგიხდეთ, გახსნილი უნდა იყოთ ნებისმიერი ახალი აზრის, პროექტისა და იდეისთვის. ბოლოს და ბოლოს, მათზე უარის თქმას ყოველთვის მოასწრებთ.

თევზები: დღეს საშუალება მოგეცემათ, რომ თქვენი ორგანიზატორული უნარები წარმოაჩინოთ, თუნდაც ეს ნიჭი „ღრმა ძილის მდგომარეობაში“ იყოს. გარშემომყოფებისთვის დავალების მიცემა, მოვალეობების გადანაწილება, ენთუზიაზმით დამუხტვა – ეს ყველაფერი დღეს თქვენთვის ძალზე იოლია. თუნდაც სხვების ხელმძღვანელობის საშუალება არ გქონდეთ, სულ მცირე, საკუთარი თავის შესანიშნავად ორგანიზებას მაინც მოახერხებთ.

26
გიორგი მანდარია გამარჯვებულ მოსწავლეებთან ერთად

ლოგიკური აზროვნება გამარჯვებისთვის ქართველი მოზარდები მსოფლიოში უძლიერესთა შორის

263
(განახლებულია 22:44 26.01.2021)
დიდი ხანია მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ქართველი მოზარდები ყველა სფეროში აღწევენ წარმატებას. ამჯერად ვისაუბრებთ ინფორმატიკის ოლიმპიადებზე, საიდანაც, არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოდან წარგზავნილს მედალი არ ჩამოეტანოს.

საქართველოში ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადა, ისევე, როგორც მსოფლიო ოლიმპიადა, 1989 წლიდან იმართება. ოლიმპიადის ჩატარება განათლების სამინისტროს ინფორმატიკის მთავარმა ცენტრმა დაიწყო და ბატონი გიორგი მანდარია მასში პირველივე დღიდანაა ჩართული. ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, რომელშიც ოთხი ძლიერი მოსწავლეა, ის 1990 წლიდან ხელმძღვანელობს. იმ წელს მეშვიდე გიმნაზიის მოსწავლემ გიორგი დათუაშვილმა, რომელიც საბჭოთა ნაკრებში მოხვდა, ინფორმატიკის მეორე მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აიღო.

იქიდან მოყოლებული ჩვენი ყველა გამარჯვება ბატონი გიორგისა და მისი გუნდის სახელს უკავშირდება. ყოფილი ოლიმპიელები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას დიდ ცხოვრებაშიც იყენებენ. ამის დასტურია ის, რომ ბევრი მათგანი როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში ცნობილ წამყვან კომპანიებში მუშაობს, ან თავად არიან კომპანიის მფლობელები.

გიორგი მანდარია
გიორგი მანდარია

- ბატონო გიორგი, როგორია ჩვენი ქვეყნის წარმატების სტატისტიკა?

- საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადებში 1996 წლიდან მონაწილეობს. 2000 წელს პირველი მედალი მოვიპოვეთ და ამის შემდეგ მედლების გარეშე აღარ დავბრუნებულვართ. პირველი ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს 2010 წელს ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ცოტნე ტაბიძემ მოუტანა. მეორე ოქროს მედალი 2014 წელს თბილისელი მოსწავლის ნიკოლოზ სვანიძის სახელთანაა დაკავშირებული (კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური 199-ე საჯარო სკოლა, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“). ევროპის ოლიმპიადებში 2015 წლიდან ჩავერთეთ. ამ წლების მანძილზე არაერთი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული. საბოლოო ჯამში მსოფლიოს და ევროპის ოლიმპიადებზე აღებული გვაქვს 14 ოქროს, 12 ვერცხლისა და 50 ბრინჯაოს მედალი.

გიორგი მანდარია
გიორგი მანდარია

- ასე რომ, მედლის გარეშე ფაქტობრივად არც ერთი ოლიმპიადიდან არ დავბრუნებულვართ?

- დიახ, სწორედ ასეა. ქართველი მოსწავლეები 2017 წელს ცენტრალური ევროპის ქვეყნების ოლიმპიადისა და სრულიად ევროპის პირველი ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩემპიონები გახდნენ. 2018 წელს იაპონიის მსოფლიო ოლიმპიადაზე ორი ოქროს მედალი მოვიპოვეთ და საქართველო 87 მონაწილე ქვეყნიდან მსოფლიოს რვა უძლიერეს ქვეყანას შორის მოხვდა. 2019 წელს მსოფლიო ოლიმპიადაზე ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს, სრულიად ევროპის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიადზე კი ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი დავიმსახურეთ. გასულ წელს რაც შეეხება, მსოფლიო ოლიმპიადაზე ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. ჩვენი ქვეყანა კი 87-დან ისევ მსოფლიოს რვა უძლიერეს ქვეყანას შორის მოხვდა.

გიორგი მანდარია
გიორგი მანდარია

- შარშან საქართველომ ონლაინ უმასპინძლა ევროპის ოლიმპიადას...

- დიახ, 2020 წელს საქართველომ ევროპის მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიადას ონლაინ რეჟიმში უმასპინძლა, რაც საკმაოდ რთული იყო. თუმცა იმას, რომ ოლიმპიადა მაღალ დონეზე ჩავატარეთ, საერთაშორისო კომიტეტის წევრების, მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელების, თვით ოლიმპიადის პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი სამადლობელი წერილები ადასტურებს. ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა უზრუნველყვეს. ხოლო სამეცნიერო-თემატური უზრუნველყოფა, ჩვენთან ერთად, ყოფილი ოლიმპიელებით დაკომპლექტებულმა სამეცნიერო-ტექნიკურმა კომიტეტმა მოახდინა. ქართველი მოსწავლეები ამჯერადაც წარმატებით გამოვიდნენ. ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. მომავალ წელს, პანდემიის პრობლემის მოხსნის შემთხვევაში, ევროპის მეხუთე ახალგაზრდულ ოლიმპიადას ისევ საქართველო უმასპინძლებს.

გიორგი მანდარია ინფორმატიკის ოლიმპიადაზე მონაწილეებთან ერთად
გიორგი მანდარია ინფორმატიკის ოლიმპიადაზე მონაწილეებთან ერთად

- თუ შეიძლება, რომ მკითხველს გამორჩეული მოსწავლეები გავაცნოთ...

- მოგახსენებთ. 2018 წელს ჩვენი ორი ოქროსმედალოსნიდან (ორივე კომაროვი, სასწავლო ცენტრი „მზიური“) ნიკოლოზ ბირკაძე 340 მონაწილიდან მსოფლიოს უძლიერეს ოთხეულში შევიდა, ხოლო გიორგი კლდიაშვილი მსოფლიოს 16 უძლიერეს მოსწავლეს შორის მოხვდა. საქართველო 87 მონაწილე ქვეყნიდან რვა უძლიერეს ქვეყანას შორის დასახელდა. წლევანდელი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ოქროსმედალოსანი ლუკა მოსიაშვილი ევროპის უძლიერეს მოსწავლეთა ოთხეულში შევიდა. გარდა ამისა, გიორგი კლდიაშვილი (დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ყოფილი მოსწავლე, სასწავლო ცენტრი „მზიური“) 2017 წელს ცენტრალური ევროპის ქვეყნების ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. საქართველო კი მონაწილე ქვეყნების უძლიერეს სამეულში შევიდა. ნიკოლოზ ბირკაძემ საქართველოს ოლიმპიადების ისტორიაში თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა. ის პირველია, ვინც 15 წლის ასაკში მათემატიკისა და ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადებზე ვერცხლის მედლები მოიპოვა. მანამდე გიორგი კლდიაშვილს ჰქონდა მეცხრე კლასში ორივე ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები მოპოვებული. გარდა ამისა, ნიკოლოზი 2017 წელს ევროპის პირველი ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. საბოლოოდ კი ის ბოლო ოთხი წლის მანძილზე მოპოვებული სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადების ყველა დროის უძლიერეს ოცეულში შევიდა.

გიორგი მანდარია მოსწავლეებთან ერთად
გიორგი მანდარია მოსწავლეებთან ერთად

- ამ სფეროში ბევრი ინიციატივა თქვენ სახელთანაა დაკავშირებული, მათგან მნიშვნელოვანი გაგვაცანით...

- ჩემ თანამოაზრეებთან ერთად 2008 წელს დავაფუძნე „საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“, რომლის გამგეობის თავმჯომარეც გახლავართ. ეს ასოციაცია 2015 წლიდან  განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულ ოლიმპიადებს საკუთარი ხარჯებით ატარებს. 2017 წელს დავაფუძნე ინფორმატიკის ოლიმპიადა OLYINFO, რომელსაც წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ვატარებ. ის განკუთვნილია იმ მოსწავლეების გამოსავლენად, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური მომზადება, არ იციან დაპროგრამება და ალგორითმები, მაგრამ გამოირჩევიან ლოგიკური აზროვნებით, რაც ამ სფეროში უცილებელია. ასევე, 2015 წელს დავაფუძნე საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის ოლიმპიადა, რომელსაც ყოველი წლის თებერვლის ბოლოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვატარებ უნივერსიტეტის ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერით.

მოსწავლეებთან და კოლეგებთან ერთად
მოსწავლეებთან და კოლეგებთან ერთად

- რითია გამოწვეული ის, რომ ოლიმპიადებზე ძირითადად საქართველოს ორი ქალაქის მოსწავლეები გამოდიან?

- დიახ, გეოგრაფიული არეალი, რომელსაც ვწვდებით, საკმაოდ ვიწროა, პრაქტიკულად, მარტო თბილისითა და ქუთაისით შემოიფარგლება. ეს ძირითადად ამ საგნის კვალიფიციური პედაგოგების სიმწირითაა გამოწვეული და იმითაც აიხსენება, რომ დღეს ჩვენს სკოლებში ინფორმატიკა არ ისწავლება. არადა, ეს საჭირო საგანი ალგორითმული აზროვნების ჩამოყალიბებასა და დაპროგრამების ელემენტების სწავლებას ითვალისწინებს. მეორე მხრივ, საქართველოს რეგიონებში ნიჭიერი ბავშვების დიდი პოტენციალია, რომელთა საინფორმაციო ტექნოლოგიებთან ზიარება და ამ სფეროთი დაინტერესება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში ძალიან დიდია კომაროვის სკოლის, ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური, ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლების, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრ „მზიურის“ როლი, სადაც ბავშვები პატარა ასაკიდან იწყებენ მეცადინეობას და სკოლის დამთავრებამდე აგრძელებენ.

დაჯილდოების ცერემონია
დაჯილდოების ცერემონია

- ამ სკოლების გარდა ქართველი მოსწავლეების მომზადებაში ვინ იღებს მონაწილეობას და ვინ აფინანსებს ოლიმპიადებზე მათ გამგზავრებას?

- საქართველოს ეროვნული ნაკრების მომზადებას და მსოფლიო თუ სხვა საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოსწავლეების გამგზავრებას განათლების სამინისტრო აფინანსებს. რაც შეეხება მათ მომზადებას, არ შემიძლია არ ვახსენო რამდენიმე პედაგოგი, რომელთა უანგარო და მრავალწლიანი თავდადებული შრომის შედეგია სწორედ ის წარმატებები, რომლითაც ასე ვამაყობთ. ჩვენ ერთად შევძელით არცთუ ისე დიდი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური ინფრასტრუქტურის შექმნა.  შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გუნდი ქვეყანას მაღალი დონის ცოდნით აღჭურვილ მომავალ თაობას უზრდის. მინდა ეს პედაგოგები ჩამოგითვალოთ: თბილისიდან – ზაზა გამეზარდაშვილი, გურამ ქოთოლაშვილი და პაატა ჯავახიშვილი, ქუთაისიდან – ვახტანგ შეკიშვილი და მალხაზ ჯინჯიხაძე. ასევე ის ყოფილი ოლიმპიელები, რომლებიც თავის ცოდნას უზიარებენ მომავალ თაობას. საბედნიეროდ, ისინი უკვე არცთუ ისე ცოტა არიან და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ბევრი წარმატებული ყოფილი ოლიმპიელი ფინანსურადაც გვეხმარება.

დაჯილდოების ცერემონია
დაჯილდოების ცერემონია

- სწორედ მათ შესახებ მინდა გკითხოთ, დღეს სად სწავლობენ ან რას საქმიანობენ წარმატებული ოლიმპიელები?

- ოლიმპიადებზე მიღებული ცოდნა-გამოცდილება დიდ ცხოვრებაშიც წარმატების საწინდარი ხდება ხოლმე, რაც განსაკუთრებით მახარებს. ჩვენი ოლიმპიელები დღეს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ. ხოლო ვინც დაამთავრა სწავლა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში ისეთ წამყვან კომპანიებში მუშაობენ, როგორიცაა Google, Facebook, Quora, Dropbox, Vmware და სხვ. ზოგიც საკუთარი კომპანიის მფლობელია. იმედია, თუ მომავალში ხელშეწყობა იქნება, საერთაშორისო ინტელექტუალურ ასპარეზზე საქართველო კიდევ არაერთხელ იტყვის თავის სიტყვას.

 

263