ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 19 დეკემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

590
(განახლებულია 10:45 19.12.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

19 დეკემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის  ნიშანშია. საღამოს, თბილისის დროით 16:44 საათზე მთვარე თევზების ნიშანში გადავა.

მთვარე მერწყულის ნიშანში – ამ დღეს ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

საღამოს, როდესაც მთვარე თევზების ნიშანში გადავა, მოიმატებს რომანტიკული განწყობა და ადამიანებს დასვენებისა და შემოქმედების სურვილი გაუჩნდება. ძლიერდება სენტიმენტალობა, ემოციურობა, მგრძნობელობა, ინტუიცია. შესანიშნავი დროა შემოქმედებითი ადამიანებისთვის. კარგი დღეა იურიდიული პრობლემების მოგვარებისთვის.

თუ სიყვარული ამ დღეს გეწვიათ, მან, შესაძლოა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბოს. ამ გრძნობის შესანარჩუნებლად კი საჭიროა არა მხოლოდ ემოციები, არამედ სიფხიზლე, რეალობა, ძალა, პატიოსნება, გულწრფელობა და პასუხისმგებლობა სხვა ადამიანის მიმართ. პასუხისმგებლობის გრძნობა ერთმანეთის მიმართ კავშირს განამტკიცებს. ინტუიცია არ დაგაღალატებთ.

რეკომენდებულია მატერიალური საკითხების გადაწყვეტა, მუშაობა, ბიზნეს–საქმიანობა, გარკვეული პასიურობა, მიმდინარე მოვლენების გაანალიზება, მომავალზე დაფიქრება.

არარეკომენდებულია ფულის გასესხება, გადაღლა და დაძაბულობა სამუშაოზე, ფინანსურ სფეროში არსებულ ვითარებაზე ძლიერი ზეწოლა, ვაჭრობა, ვალის დაბრუნება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს სჯობს, თმის შეჭრისგან თავი შეიკავოთ. შეღებვისთვის კარგი დროა. მანიკურისთვის ძალზე ხელსაყრელი დღეა.

როდესაც მთვარე თევზების ნიშანში გადავა, ასევე არახელსაყრელი საღამო იქნება თმის შეჭრისთვის, შეღებვისთვის, ასევე მანიკურისთვის – ფრჩხილების გაკეთებამ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

მებაღეობა: ვინაიდან მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია, შეიძლება მხოლოდ ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, არ ღირს პიკირება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

თევზები კი ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი ნიშანია.ხელსაყრელი დროა ოთახისა და აივნის ყვავილების მორწყვის, გაზონის გაკრეჭისთვის, ყვავილებისთვის სასუქის მიცემისთვის.

590
საახალწლო მორთულობა

პოპულარული საშობაო სიმღერები და მათი საოცარი ისტორიები

37
(განახლებულია 17:03 15.01.2021)
საშობაო დღეები ალბათ წლის ერთადერთი პერიოდია, რომელსაც საკუთარი საუნდტრეკები აქვს. ტელევიზიაში, რადიოში, ქუჩებში, მაღაზიებში, წვეულებებზე ყველგან საშობაო საგალობლები და სადღესასწაულო ჰანგები ისმის.

მართალია, კოვიდ-პანდემიამ მსოფლიოში ახალი დღის წესრიგი დაამყარა და შობა–ახალი წელიც განსხვავებული ფორმატით აღვნიშნეთ, საშობაო სიმღერები მაინც არ დავივიწყეთ და ახლა უკვე სახლები ავავსეთ ამ მისტიკური მელოდიებით, წელიწადში მხოლოდ ერთხელ რომ ვუსმენთ და მუდამ ბედნიერებისა და იმედის განცდით გვავსებს.

შეიძლება ბევრი ფიქრობდეს, რა უნდა საშობაო სიმღერის შექმნასო, თითქოს ყველა ერთი პრინციპით იწერება – დაამატეთ სანტებს თოვლი და მხიარულება და სადღესასწაულო მელოდიაც მზადაა. მაგრამ ძალიან ბევრი ცნობილი საშობაო სიმღერის უკან საოცარი ისტორიები იმალება.

დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ პოპულარულ საშობაო მელოდიებს და მათი შექმნის საინტერესო ისტორიებს, რომელიც ალბათ აქამდე არ იცოდით.

Jingle Bells

შეუძლებელია ჩვენი საშობაო სიმღერების ჩამონათვალი სხვა მელოდიით დაგვეწყო. სიმღერა, რომელიც ყველასთვის ახალ წელთან და შობასთან ასოცირდება, თავდაპირველად მადლიერების დღისთვის შეიქმნა. Jingle Bells საჯაროდ პირველად ეკლესიაში, მადლიერების დღის მსახურებაზე შესრულდა 1857 წელს. სიმღერა იმდენად მოეწონათ, რომ ერთი თვის შემდეგ შობაზეც შეასრულეს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიოსთვის ის საშობაო ჰიმნი გახდა. სიმღერის ავტორად ამერიკელი ჯეიმზ ლორდ პიერპონტი ითვლება.

თუმცა, ეს ერთადერთი საინტერესო ინფორმაცია არ არის ამ კლასიკად ქცეული საშობაო მელოდიის შესახებ. როდესაც ამბობენ, რომ Jingle Bells მხოლოდ ამ სამყაროს არ ეკუთვნისო, არ ხუმრობენ: ეს მელოდია გინესის რეკორდების წიგნშია შესული – როგორც კოსმოსში შესრულებული პირველი სიმღერა.

 

White Christmas

Jingle Bells არ არის ერთადერთი გინესის რეკორდსმენი სიმღერა ჩვენს სიაში. ბინგ კროსბის მიერ შესრულებული „თეთრი შობის ღამეც“ მსოფლიო რეკორდსმენია – როგორც ყველა დროის ყველაზე მეტი რაოდენობით გაყიდული სინგლი. სიმღერის დებიუტი 1942 წელს შედგა ფილმში Holiday Inn. ამ მელოდიას ყველა ამერიკელის ოჯახში დღემდე ზამთრის ულამაზესი დღესასწაულის განწყობა და სიხარული შეაქვს. 

„თეთრი შობის ღამე" მისი კომპოზიტორის ირვინგ ბერლინის ტრაგედიას ეხება: მას შობის დღეს შვილი გარდაეცვალა. მიუხედავად საოცრად სევდიანი და ნოსტალგიური მელოდიისა, ამ სიმღერის გარეშე ამერიკაში არც ერთი საშობაო დღესასწაული არ ჩაივლის. 

ამ საშობაო მელოდიას კიდევ ერთი საინტერესო ისტორია აქვს: ის ამერიკელმა ჯარისკაცებმა ვიეტნამის ომის დროს საიგონის ევაკუაციისას საიდუმლო სიგნალად გამოიყენეს.

All I Want for Christmas is You

სანამ All I Want for Christmas is You უდიდესი ჰიტი გახდებოდა, მერაია ქერი ფიქრობდა, რომ ის ძალიან ახალგაზრდა იყო საშობაო ალბომის ჩასაწერად, მაგრამ მისმა მენეჯერმა ქმარმა ტომი მოტოლამ მოახერხა მისი დარწმუნება. მათ სტუდია საშობაო დეკორაციებით აგვისტოში მორთეს და ეს საოცარი მელოდიაც სულ რაღაც 15 წუთში ჩაიწერა.

Let it snow

სიმღერა, რომელიც ჩვენთვის შობასა და ახალ წელთან ასოცირდება, პაპანაქება სიცხეში, 1945 წლის ივლისში დაიწერა და მისი ავტორები ამ მელოდიით უფრო გრილ ამინდს ნატრობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ტექსტში ერთი სიტყვაც არაა ნახსენები დღესასწაულზე, Let it snow მაინც საშობაო სიმღერად განიხილება.

Last Christmas

Last Christmas ჯორჯ მაიკლმა დაწერა, იყო მისი პროდიუსერი და თითოეულ ინსტრუმენტზეც თვითონ უკრავდა. ჯორჯს არ სურდა ვინმე დახმარებოდა.

სინამდვილეში სიმღერას ძალიან ცოტა აქვს საერთო შობასთან. ის ძირითადად წარუმატებელ ურთიერთობებს და ერთი წლის შემდეგ მათთან პირისპირ დადგომას ეხება. მხოლოდ ერთადერთ ფრაზაში – Last Christmas ისმის შობა.

ბედნიერ შობა–ახალ წელს გისურვებთ!

37
შხარა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 იანვარი

681
(განახლებულია 11:29 15.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 15 იანვარია, პარასკევი. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.

დღეს გრძნობებთან და სურვილებთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო – ემოციები ჭარბად იქნება. აქედან გამომდინარე, ყველაფერი შეიძლება სულ სხვაგვარად, მოულოდნელი შედეგებით დასრულდეს. მაგალითად, ჩვეულებრივი შოპინგი ფულის უაზრო ხარჯვაში გადაიზარდოს, შემთხვევითი ნაცნობობა – ღალატში და ა.შ. ასე რომ, თავი აარიდეთ არასაჭირო ცდუნებებს, რომლის შედეგებიც შემდეგ სანანებელი შეიძლება გაგიხდეთ. ამასთან, ამ დღეს ბევრი პლუსიც აქვს – გაზრდილია შემოქმედებითი პოტენციალი, კომუნიკაბელურობა, ინტუიცია. გამოიყენეთ ეს და მიიღეთ სასიამოვნო დივიდენდები.

დაბადების დღე და მისი გავლენა ქალის ხასიათზე>>

ვერძი: თუ რაღაც დისკომფორტს გრძნობთ, ფიზიკური იქნება ეს თუ ემოციური, ეს აუცილებლად ცუდის ნიშანი არაა. იმის ნაცვლად, რომ იწუწუნოთ ან თანაგრძნობას დაელოდოთ სხვებისგან, ეცადეთ, სამყარო ისეთად აღიქვათ, როგორიც ის არის. როგორც კი ამას გააკეთებთ, მაშინვე მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორ გეჩვენებოდათ. ბოლომდე არ აფასებთ საკუთარ უნარს, რომ გარემოებებს მოერგოთ. თქვენში მეტი მოქნილობაა, ვიდრე გგონიათ. დღეს ინტუიცია გამძაფრებული გექნებათ, რაც საქმეების წარმოებაში დაგეხმარებათ.

კურო: ეს ის დღეა, როდესაც სიტუაცია შესაძლებლობას მოგცემთ, განამტკიცოთ მიღწეული პოზიციები და უფრო მეტიც – წინ წახვიდეთ. ხელსაყრელი დროა ნებისმიერ სფეროში მოქმედებისთვის – ბიზნესიდან და კარიერიდან დაწყებული სიყვარულამდე. გექნებათ დიდი ენერგია და ძალების მოზღვავება, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ. თქვენი დევიზი ამ დღეს გახდება ფრაზა „წარმატება მათი ხვედრია, ვინც ეს დაიმსახურა“. თუ არ იმოქმედებთ, ეს თქვენი არჩევანი იქნება. ასეთ შემთხვევაში მოგიწევთ მაცდურ პერსპექტივებზე უარის თქმა.

ტყუპი: ეს დღე ადამიანებთან ურთიერთობებს უნდა მიუძღვნათ, სადაც არ უნდა იყოთ. თქვენი კომუნიკაბელურობა სათანადო დონეზე იქნება და საშუალებას მოგცემთ, იოლად გადაჭრათ სხვადასხვა საკითხი, დაარწმუნოთ ვინმე რამეში, გააბათ ახალი ნაცნობობა. რომანტიკულიცა და საქმიანი კავშირებიც ჩვეულებრივზე ადვილად წარიმართება. შეგიძლიათ კარიერაზეც იზრუნოთ – საჭირო ადამიანების მხარდაჭერა გექნებათ, თუ სასიყვარულო პარტნიორს ეძებთ – ამის დიდი შანსი გაქვთ.

კირჩხიბი: დღეს ურთიერთწინააღმდეგობებით იქნებით სავსე: ერთი მხრივ, მოჭარბებულ ძალასა და ენერგიას იგრძნობთ, რისი წყალობითაც ნებისმიერ ამოცანას ადვილად გაუმკლავდებით, ხოლო მეორე მხრივ დღე იოლ გზებს არ გპირდებათ, პირიქით, სირთულეებისა და ბარიერების გადალახვა მოგიწევთ. შეგიძლიათ თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ, ასე რომ, განაწყენება და ნერვიულობა არ ღირს, თუ რამე დაბრკოლებას გადააწყდებით ან ძალების დაძაბვა მოგიწევთ – მხოლოდ ასე შეძლებთ საკუთარი მძლავრი პოტენციალის გამოყენებას და წარმატების მიღწევას.

ლომი: დღეს ვარსკვლავები ფორტუნის ბედნიერ შანსებს გიწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენებთ ამას. საქმე ისაა, რომ დღეს ენერგიული არ ხართ და არც კარგი რეაქციები გაგაჩნიათ, მოვლენები კი შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს და თქვენგან გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება გახდეს საჭირო. ასე რომ, ასტროლოგები ერთ რამეს გირჩევენ: კარგად გამოფხიზლდეთ, თავს შეუძახოთ, იმოქმედოთ აქტიურად და მთელი დღე ტონუსში იყოთ. ამ დღეს მოდუნება არ შეიძლება.

ქალწული: ექსპერტები გირჩევენ, დღეს რაც შეიძლება შორს დადგეთ რუტინისა და ყოველდღიური ორომტრიალისგან. ამის გაკეთება სხვადასხვანაირად შეიძლება – არჩევანი თქვენზეა. ამასთან, ექსპერიმენტების ჩატარებაც შეგიძლიათ, მაგალითად, შემოქმედებაში, კულინარიაში, ასევე შეიძლება გარდერობის განახლება, პაემნის დაგეგმვა... მთავარია, პირველი ნაბიჯი გადადგათ ცვლილებებისკენ და მოვლენები შემდეგ უკვე თვითონ მიგასწავლით გზას.

სასწორი: ერთადერთი, რაც ხვალ არ უნდა გააკეთოთ, ეს მარტო ყოფნაა. მოდუნდით, გაერთეთ, როგორც ეს შესაძლებელია, იყავით ყურადღების ცენტრში და თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში. დღეს იქნებით ძალზე კომუნიკაბელური, მომხიბლავი, კაშკაშა ემოციებით სავსე. ამის წყალობით ნებისმიერ კოლექტივში გაიბრწყინებთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ეს დრო არა მხოლოდ გართობისთვის, არამედ საჭირო კონტაქტების დამყარებისთვისაც გამოიყენოთ.

მორიელი: დღეს მოგეცემათ შანსი, საკუთარ თავზე გამოსცადოთ, რომ თანამშრომლობა, მხარდაჭერა, პარტნიორობა მხოლოდ ლამაზი სიტყვები არაა. მოვლენები დღეს იმგვარად შეიძლება განვითარდეს, რომ ვინმე დაგეხმაროთ, ან თქვენ ამოუდგეთ მხარში ადამიანს, რომელიც გასაჭირშია ჩავარდნილი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს დაგაფიქრებთ იმაზე, თუ თქვენ ირგვლივ როგორი ადამიანები არიან შემოკრებილი. ასევე იფიქრებთ იმაზე, თუ ვის შეიძლება ენდოთ და ვის – არა...

მშვილდოსანი: დღეს გარკვეულწილად არაორგანიზებული იქნებით, დაგავიწყდებათ რაღაც–რაღაცები, შესაძლოა, ისე, რომ ვერც მიხვდეთ, საზღვრებიც დაარღვიოთ – სუბორდინაციის, ვინმეს მოთმინების, პირადი სივრცის და ა.შ. ნებისმიერ საქმეს კარგად გაართმევთ თავს, რომელიც შემოქმედებითი იქნება, ხოლო საქმეებში, სადაც კონკრეტიკაა საჭირო, წარმატების შანსები თითქმის არაა. ასევე მოერიდეთ რამე სახის გართულებულ ვითარებას, საქმის გარჩევებს, რომ ვინმეს „ცხელ გულზე“ ხელში არ მოხვდეთ.

თხის რქა: დღეს მოვლენები იმგვარად განვითარდება, რომ საკუთარ ფინანსებზე მოგიწევთ ყურადღების მიქცევა. შესაძლოა, ბედი საჩუქარს გიგზავნით პრემიის ან ხელფასის მატების კუთხით, ან, სულაც, არცთუ სასიამოვნო სიახლე გელოდებათ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი თანხა დღეს მოულოდნელად შეიძლება გაიზარდოს, ან პირიქით – გაუარესდეს. დანაკარგებს რომ თავი აარიდოთ, არ ღირს გარისკვა და საეჭვო ფინანსურ ოპერაციებში მონაწილეობა.

მერწყული: დღეს, შესაძლოა, საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწიოთ და ამის გაკეთებას უპრობლემოდ შეძლებთ. გაქვთ სხვების საკუთარ სიმართლეში დარწმუნების უნარი და ირგვლივ მყოფნი ყურადღებით მოისმენენ თქვენს არგუმენტებს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს პლუსი გამოიყენოთ არა მხოლოდ სადავო საკითხების გადაწყვეტისთვის, არამედ მოლაპარაკებების წარმოებისა და საკუთარი იდეების ან პროექტების წარდგენისთვის.

თევზები: დღეს კარგი იქნება, თუ თქვენს სიზმრებს მიაქცევთ ყურადღებას. და აქ საქმე არა იმდენად მისტიკას ეხება, რამდენადაც იმას, რომ დღისით ვითარების გაანალიზებას სურვილები და ემოციები უშლის ხელს. ქვეცნობიერის მოტყუება კი რთულია და მისი ხმა, ჩვეულებრივ, ღამით, ძილში ისმის. თქვენი ინტუიცია კი დღეს უმძაფრესი იქნება და ქვეცნობიერის ხმა – განსაკუთრებით მკაფიო. ამიტომ ღირს, ყური დაუგდოთ სიზმრებს და ნებისმიერ კითხვაზე – „მინდა – არ მინდა“ მიიღოთ სათანადო პასუხი – ამას წინათგრძნობა გიკარნახებთ.

681
საპატრულო პოლიცია

თბილისის ზღვაზე მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი

0
ბრალდებულმა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაპირისპირებას წინ უძღოდა შელაპარაკება.

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 42 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 38 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ცივი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0