ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 18 დეკემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

137
(განახლებულია 10:31 18.12.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

18 დეკემბერი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

მთვარე მერწყულის ნიშანში – ამ დღეს ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

რეკომენდებულია  სესხის დაბრუნება, დაწყებული საქმეების დასრულება, საკუთარ სამუშაო ადგილზე ცვლილებები – ავეჯის გადაადგილებით დაწყებული საქმიანობის კონცეფციით დამთავრებული, ახალი ნაბიჯების გადადგმა საქმის წარმოების მეთოდების შეცვლამდე.

არარეკომენდებულია ფინანსური საქმეების წარმოება – ფულთან დაკავშირებული საკითხები, სჯობს, შემდგომისთვის გადადოთ, ახალი საქმეების დაწყება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს სჯობს, თმის შეჭრისგან თავი შეიკავოთ. შეღებვისთვის კარგი დროა. მანიკურისთვის ძალზე ხელსაყრელი დღეა.

მებაღეობა: ვინაიდან მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია, შეიძლება მხოლოდ ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, არ ღირს პიკირება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

137
პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში

თუ კორონავირუსი გადაიტანეთ: ექიმები ასახელებენ „ღრმა შეცდომას“, რომელსაც ხშირად ვაწყდებით

90
(განახლებულია 13:32 28.01.2021)
ექიმები კორონავირუს-გადატანილ პაციენტებს „ღრმა“ შეცდომაზე მიუთითებენ და აუცილბლად გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს აძლევენ

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. პაციენტებმა, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, არ უნდა იჩქარონ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა და ასევე ვაქცინაციის ჩატარება, აცხადებენ ექიმები.

იმუნოლოგი ილია კუკინი სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ზოგი დაავადება–გადატანილი ყველა ღონეს ხმარობს, რომ სწრაფად დაუბრუნდეს ავადმყოფობამდელ ფიზიკურ მდგომარეობას.

„ეს უკიდურესად საშიშია და მიუღებელი. ვირუსის შემდეგ თქვენი იმუნიტეტი ჯერ კიდევ სუსტია, თქვენი ორგანიზმი ჯერ კიდევ არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ასეთ დატვირთვებს გაუძლოს. <...> ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა შეცდომა“, — აღნიშნა ექიმმა.

ამასთან სპეციალისტი აზუსტებს, რომ ფიზიკურმა გადატვირთვამ შეიძლება პოსტკოვიდური გართულებები და ხელახალი დაავადებაც კი გამოიწვიოს.

ექიმის თქმით, COVID-19-ის დროს ჯანმრთელი უჯრედები ენერგიის მომატებულ რაოდენობას ხარჯავს, ამიტომ აუცილებელია, რომ ორგანიზმს აღსადგენად დრო მივცეთ.

ინფექციოლოგი ნიკოლაი მალიშევი კი აცხადებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებისთანავე საჭირო არ არის.

სპეციალისტის აზრით, ამ კატეგორიის ადამიანებს ვაქცინაცია დაავადებიდან 6-9 თვის შემდეგ უნდა ჩაუტარდეთ.

სამეცნიერო კვლევების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ანტისხეულების დონე ორგანიზმში თანდათან იკლებს, ეს სულაც არ ნიშნავს უჯრედული იმუნიტეტის ან უჯრედული მეხსიერების სრულ დაკარგვას. ამ პერიოდში ხელახალი ინფიცირება საკმაოდ იშვიათია.

ამასთან ექიმები კორონავირუს–გადატანილებს ურჩევენ, რაციონში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები შეიტანონ, რომლებიც გვხვდება, მაგალითად, მწვანე ჩაიში ან ციტრუსებში.

90
თემები:
ექიმი გირჩევთ
სავსე მთვარე

სავსემთვარეობა 28 იანვარს რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

127
(განახლებულია 11:48 28.01.2021)
დღეს 2021 წელს პირველი სავსემთვარეობაა, რომელიც ლომის ზოდიაქოს ნიშნის მფარველობით ჩაივლის. როგორი დღე გველოდება, რისი გაკეთება შეიძლება, რას უნდა მოვერიდოთ – ამის შესახებ ჩვენს სტატიაში შეიტყობთ

სავსემთვარეობა 2021 წლის 28 იანვრის 22:17 საათზე დადგება.

სავსემთვარეობის დღეს მთვარე თავისი ზრდის პიკს აღწევს. ამ დროს მისი გავლენა ძლიერდება და მაქსიმალურ დონეს აღწევს: მცენარეები განსაკუთრებით სწრაფად იზრდებიან, ძლიერდება აღდგენითი პროცესები, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა. ადამიანზე სავსე მთვარე განსაკუთრებული სიძლიერით ახდენს გავლენას.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად კი ეს დღე სიყვარულისა და პოზიტიური შემოქმედების დღეა, ასევე ადამიანები ზედმეტად აღგზნებული, გაღიზიანებული ხდებიან, უმატებენ ფუსფუსს, იზრდება გაუგებრობები, ხშირდება კონფლიქტები და ჩხუბები.

მთვარე ლომის ნიშანში, ერთი მხრივ, ხელსაყრელია ამბიციური ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, ქმნის ცრუ შთაბეჭდილებას, რომ ძალა ყველაფრისთვის საკმარისია. ადამიანები ხდებიან მერყევი პირფერობისა მიმართ, მაგალითად, უყურადღებონი არიან დოკუმენტებზე ხელმოწერის დროს.

რისი გაკეთება შეიძლება 28 იანვარს, სავსემთვარეობის დღეს

შესანიშნავი დღეა აქტიური მოქმედებებისა და გამარჯვებებისთვის. იღბალი და წარმატება ადამიანების თანმდევი იქნება პირად, საზოგადოებრივ, შემოქმედებით თუ საქმიან ცხოვრებაში.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

საჭიროა დადებითი განწყობა. თუნდაც ვინმე გაწყენინოთ ან შეურაცხყოფა მოგაყენოთ, თუ ჰარმონიასა და წონასწორობას შეინარჩუნებთ, დღეს საკმაოდ კარგად ჩაივლის.

ამ დღეს სასურველია სხვების მოსმენა და ამის კონსტრუქციულად გამოყენება.

ასევე კარგი დღეა დასვენებისთვის. თუ მუშაობთ ამ დღეს, საღამოს ეცადეთ მოდუნდეთ, დაისვენოთ.

ამ დღეს ნეგატიური (ისევე, როგორც პოზიტიურ) ფიქრებს ადამიანები ერთმანეთს გადასცემენ. არ არის გამორიცხული, რომ ვინმეს მერყეობა და პესიმიზმი „გადმოგედოთ“. ასე რომ არ მოხდეს, მოერიდეთ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს და დროებით დაივიწყეთ ინტერნეტი, სოციალური ქსელები და საინფორმაციო გადაცემები.

რისი გაკეთება არ შეიძლება 28 იანვარს, სავსემთვარეობის დღეს

მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს არ დაირღვეს შინაგანი ჰარმონია. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, უკმაყოფილება არ გამოხატოთ.

მთვარე ლომის ნიშანში აძლიერებს ავანტიურისადმი მისწრაფებას, დაუფიქრებელი სარისკო ნაბიჯების გადადგმისკენ ლტოლვას. ამიტომ საჭიროა ყველა ფინანსური სერიოზული საქმის გადადება. არასასურველია უძრავ ქონებასთან, აქციებთან დაკავშირებული გარიგებების დადება, შეთანხმებების გაფორმება.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

ამ დღეს ასევე არასასურველია ძვირადღირებული რამის შეძენა, ურთიერთობების გამორკვევა, გადაჭარბებული მუშაობა, ფუჭი დაპირებების მიცემა, ტყუილის თქმა.

127
გზის გაწმენდა თოვლისგან

ვითარება გზებზე: გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

0
(განახლებულია 15:04 28.01.2021)
შეზღუდვა თოვლისა და ლიპყინულის გამო დაწესდა. მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. რეჟიმის დაცვა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით მოხდება.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

0
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში