დაშბადის ჩანჩქერი - წალკა

2021 წლის ჰოროსკოპი: მერწყული ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

3710
(განახლებულია 10:26 17.12.2020)
როგორი იქნება 2021 წელი მერწყულებისთვის, რას მოუტანს ის ამ ნიშნით დაბადებულ ქალებსა და მამაკაცებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

მერწყულებს იოლად შეგიძლიათ პრობლემებთან გამკლავება, რადგან სიფრთხილე არ გაკლიათ. 2021 წელს არაერთი მნიშვნელოვანი „შემოწმება“ გელოდებათ ამ მხრივ და თქვენ ამ პრობლემებს გადალახავთ.

პირველი და უმნიშვნელოვანესი რჩევაა თქვენთვის, რომ მოერიდოთ ეშმაკ და მანიპულატორ ადამიანებს. ასევე თვითონ უნდა მოერიდოთ ეშმაკობას წარმატების მისაღწევად – ამას უკუშედეგის მოტანა შეუძლია.

2021 წელს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნეგატიურად აზროვნება. გახსოვდეთ, რომ პოზიტიური ფიქრები წარმატების გარანტია.

მამაკაცი მერწყული

2021 წელი თქვენთვის ხელსაყრელად დაიწყება. გაჩნდება ახალი იდეები, რომლებიც საქმეებსა და სიყვარულში პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ. გაზაფხული სტაგნაციის პერიოდი იქნება, ხოლო შია ხაფხულიდან კვლავ გეწვევათ იღბალი.

ფინანსები და სამუშაო: ძვირადღირებული ნივთების შეძენა წლის დასაწყისსა და ბოლოში შეგიძლიათ. დიდი წარმატება გელოდებათ ფინანსურ გარიგებებში, შეხვედრებში. შეგიძლიათ ფულის ჩადება ახალ ბიზნესში, საკუთარ განვითარებაში.

სიყვარული და ურთიერთობები: სიყვარულში წარმატება ელოდება იმ მერწყულებს, რომლებსაც გრძნობების ღიად ჩვენება შეუძლიათ. აქტიურობაა საჭირო. თუ ვინმე მოგეწონათ, უნდა აღიაროთ თქვენი სიმპათია. ეს არსებითად გაზრდის ურთიერთობების წარმატებით დაწყების შანსებს.

განწყობა და ჯანმრთელობა: თქვენი განწყობა სტაბილური იქნება, ჯანმრთელობას კი ყურადღება უნდა მიაქციოთ. თავს უნდა გაუფრთხილდეთ – არის, მათ შორის, ტრავმების მიღების საშიშროება.

სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე>>

ქალი მერწყული

მამაკაცების მსგავსად ქალი მერწყულბისთვისაც იღბლიანი იქნება ზამთარი და შემოდგომა, ასევე ზაფხულის მეორე ნახევარი. წელიწადი ძალზე დინამიკურად, ერთი ამოსუნთქვით ჩაივლის. ვარსკვლავები ცხოვრების ყველა სფეროში დაგეხმარებიან.

ფინანსები და სამუშაო: უზარმაზარი ფინანსური წარმატება ელოდება შემოქმედებით სფეროში დასაქმებულ მერწყულებს. გაუგებრობების სწრაფად აცილებს შეძლებს ყველა, ვისაც არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და არ ეშინია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების. აჩვენეთ ყველას, რა შეგიძლიათ.

სიყვარული და ურთიერთობები: სასიყვარულო ურთიერთობებში ინტუიციას ენდეთ. ძალზე მნიშვნელოვანი წელი იქნება მარტოხელა მერწყული ქალებისთვის – შეძლებთ ოცნების მამაკაცის პოვნას. მხოლოდ უნდა იცოდეთ, სად ეძებოთ ის და გულღია იყოთ.

ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით>>

განწყობა და ჯანმრთელობა: 2021 წელს მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ. თუ რამე არ გამოგივათ, ეს აპათიის მიზეზი არ უნდა გახდეს. ასტროლოგები გირჩევენ, ნებისმიერ ვითარებაში რაციონალური გამოსავალი ეძებოთ, თუნდაც ეს ერთი შეხედვით არ ჩანდეს.

გაეცანით ასევე 2021 წლის ჰოროსკოპს ვერძების, კუროების, ტყუპების, კირჩხიბების, ლომების, ქალწულების, სასწორების, მორიელების, მშვილდოსნების, თხის რქებისთვის.

3710
თბილისი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 იანვარი

106
(განახლებულია 10:19 18.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 19 იანვარია, სამშაბათი. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

დღეს გაჩნდება მისწრაფება, რომ დაივიწყოთ შაბლონები, ჩარჩოები და ნებისმიერ საკითხს შემოქმედებითად მოეკიდოთ. ამის წყალობით საქმიანობა შეიძლება ძალიან გაიოლდეს, მაგრამ მოდუნება არ შეიძლება – ეს მისწრაფება ერთ–ორ დღეში გაქრება, ამიტომ ამ დღეს აჯობებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გააკეთოთ.

დაბადების დღე და მისი გავლენა ქალის ხასიათზე>>

ვერძი: დღე ზედმეტი ძალისხმევის გარეშეც იღბლიანად ჩაივლის. ეს ის იშვიათი დრო იქნება, როდესაც თქვენი შესაძლებლობები და სურვილები ერთმანეთს დაემთხვევა. არ არის გამორიცხული, რომ  სასიამოვნო სიურპრიზები, რომანტიკული შეხვედრები, მოულოდნელად შემოსული თანხა. თუ რამე დიდი პროექტის დაწყებას ან საპასუხისმგებლო საუბარს აპირებთ – სწორედაც რომ დროა. აქტიური მოქმედებების დღეა.

კურო: არცთუ საუკეთესო დღეა სწავლის, გონებრივი მუშაობისა და დაგეგმვისთვის – შეცდომების დაშვების დიდი ალბათობაა. და თუ მაინც მოგიწიათ გონებრივი მუშაობა, სჯობს, გარკვეულ დრომდე არავის აჩვენოთ შრომის შედეგები, ასევე არ ეცადოთ გეგმების განხორციელება – დიდი ალბათობით, ეს გეგმები რეალობისგან ძალიან შორსაა და მათზე ჯერ კიდევ მუშაობაა საჭირო.

ტყუპი: დღეს, ფაქტობრივად, არაფრის კეთება არ დაგჭირდებათ, რომ გარშემომყოფების სიმპათია და კარგი დამოკიდებულება მოიპოვოთ – ისინი ისედაც თქვენ მხარეს იქნებიან. სამუშაოზეც, ბიზნესშიც, მეგობრობაშიცა და სიყვარულშიც თქვენზე დიდი მოთხოვნილება იქნება. დღე მიუძღვენით ახალ კონტაქტებს, კოლექტივში შერწყმას, ვინმესგან მხარდაჭერის გარანტიის მიღებას. თქვებნი იდეები დღეს მიმზიდველი, ხოლო სიტყვები დამაჯერებელი იქნება, ასე რომ, გქონდეთ საჭირო შედეგის იმედი.

კირჩხიბი: დღეს საუკეთესო დღეა იმისთვის, რომ მოიფიქროთ ყველაზე რთული ამოცანბი და სამომავლო გეგმები დააწყოთ. პროექტების რეალიზაცია კი სჯობს გადადოთ, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება დღეს არ ღირს. დღეს მომატებული გექნებათ ანალიზის უნარი, ამიტომ შეგიძლიათ რთული სქემების აწყობა, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის გზის მოძებნა, თქვენი ამ დღეს შედგენილი გეგმები მომავალში ძალზე საფუძვლიანი და საიმედო იქნება.

ლომი: დღეს წარმატებას ნებისმიერ საქმეში გარშემომყოფებთან თანამშრომლობა მოგიტანთ. პრინციპში, დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ მოქმედება, თუმცა საუკეთესო შედეგს სწორედ გუნდთან ერთად მუშაობა მოგიტანთ. ზოგადად, დღეს პოზიტივი სწორედ ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან წამოვა. არ არის გამორიცხული, რომ ვინმემ საინტერესო აზრი მოგაწოდოთ, კარგი რჩევა მოგცეთ, ან, უბრალოდ, სასიამოვნო სიახლე გაცნობოთ.

ქალწული: დღეს წარმატებები გელოდებათ საქმიანობაში, მაგრამ ამაში „დამნაშავე“ ბრმა იღბალი სულაც არ იქნება. ვარსკვლავები მოგანიჭებენ განსაკუთრებულ სიმტკიცეს, აქტიურობას და კიდევ ბევრ სხვა კარგ თვისებას, რომელთა წაყლობითაც ადვილად გადალახავთ დაბრკოლებებს და ნებისმიერი სირთულის საქმეს შეეჭიდებით. მთავარი კი ისაა, რომ ზუსტად გეცოდინებათ პასუხი ორ კითხვაზე: რა უნდა გააკეთოთ და როგორ.

სასწორი: ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღეს თქვენსა და თქვენს გეგმებს შორის, შესაძლოა, დაბრკოლებები აღიმართოს. პრობლემები შეიძლება შეიქმნას იქაც კი, სადაც ეს ყველაზე ნაკლებად არის მოსალოდნელი; ან უკვე გადაწყვეტილი საქმე ისე შემობრუნდეს, რომ ახალი ძალისხმევით დაგჭირდეთ მისი გაკეთება. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი გეგმები ჩავარდა, უბრალოდ, ნებისმიერ ამოცანაზე ჩვეულებრივზე მეტი დროის დახარჯვა მოგიწევთ.

მორიელი: თუ დღეს რამე არ გამოგივათ, დამნაშავე მხოლოდ თქვენ იქნებით. დღე კარგ შესაძლებლობებს მოგანიჭებთ, თუმცა თქვენ, შესაძლოა, ეს შანსები არ გამოიყენოთ. გარდა ამისა, არის ალბათობა, რომ წარსულის შეცდომა გაიმეოროთ. დღე რომ პროდუქტიული იყოს, არ უნდა მოდუნდეთ. წარმატების გარანტი ყურადღება, ენერგიულობა და პოზიტიური განწყობაა.

მშვილდოსანი: დღეს დიპლომატიურობის უდიდეს ნიჭს გამოავლენთ და საერთო ენის გამონახვას ყველასთან შეძლებთ – კოლეგებთან, მეგობრებთან, ხელმძღვანელებთან უცნობებთანაც კი. თუ ვინმესთან რამე სათქმელი დაგიგროვდათ, არ გადადოთ საუბარი დელიკატურ თემებზე. ზუსტად შეძლებთ საკუთარი გრძნობებისა და აზრების გადაცემას, გაქვთ შანსი, რომ სწორად გაგიგებენ.

თხის რქა: ძალიან გაგიჭირდებათ ნებისმიერი საქმის ბოლომდე მიყვანა, თუმცა კიდევ უფრო რთული იქნება საქმეების დაწყება – დღეს მოდუნებული და გონებაგაფანტული ხართ. თუ საქმე თქვენს ჩარევას მოითხოვს, ის შეიძლება უსასრულობამდე გააჭიანუროთ. ჩვეულებრივი, ყოველდღიური საქმეებიც კი უსარგებლოდ მოგეჩვენებათ. რას ვიზამთ, ადამიანის ორგანიზმის მარაგი ამოუწურავი არ არის, ამიტომ ექსპერტები გირჩევენ, კარგად დაისვენოთ და აღიდგინოთ როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ძალები.

მერწყული: დღეს საქმეების მიმდინარეობით ფრიად კმაყოფილი იქნებით – მოვლენები ისე განვითარდება, როგორც თქვენ გეგმავდით. ასევე არ არის გამორიცხული ბედის სიურპრიზები, მაგალითად, მოულოდნელი პრემიის მიღება, იღბლიანი შენაძენი, სასიამოვნო ნაცნობობა, ქათინაური. მოკლედ, დღეს ცხოვრებაზე საწუწუნო არაფერი გექნებათ, გამოასხივებთ პოზიტივის და ირგვლივ მყოფებს თქვენს კარგ განწყობას გაუზიარებთ.

თევზები: ვარსკვლავები დღეს გაფრთხილებენ, რომ, შესაძლოა, რამე საკითხის გადაწყვეტისას ცოდნა ან გამოცდილება არ გეყოთ. ეს შეიძლება შეეხებოდეს როგორც სამუშაოს, ისე პირად ცხოვრებას, ადამიანებთან ურთიერთობებს. თუ ამას არ აღიარებთ, შეცდომების დაშვებით რისკავთ. ერთადერთი სწორი გზა გარშემომყოფებისთვის რჩევის კითხვაა. სამუშაო გარემოში რჩევა საქმის სპეციალისტს, ხოლო პირად ცხოვრებაში გამოცდილ მეგობარს ჰკითხეთ.

106
ბანანის პური ქიშმიშით და მზესუმზირის მარცვლებით

რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან პური წონაში დაკლების მიზნით: გპასუხობთ ცნობილი დიეტოლოგი

149
(განახლებულია 21:32 18.01.2021)
რით არის კარგი პური და ღირს თუ არა მისი რაციონიდან ამოღება წონის დაკლების მიზნით, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ექიმი-დიეტოლოგი ტატიანა რაზუმოვსკაია იძლევა პასუხებს.

პური სხვადასხვაგვარია. მთელმარცვლოვანი პური — ეს არის უჯრედისი, В ჯგუფის ვიტამინები (მაგალითად, B1, B6, რომლებიც ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის ნორმალიზებას განაპირობებს), ასევე კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფტორი და სხვა მინერალური ნივთიერებები. ეს ნივთიერებები ძირითადად მარცვლეულის გარსში შედის. ამიტომ ჯანმრთელობისთვის პურის სარგებელი დამოკიდებულია არა იმდენად მარცვალზე, რამდენადაც მისი დაფქვის სახეობაზე.

რაც უფრო წვრილად არის მარცვალი დაფქვილი, მით ნაკლებია მისი ღირებულება. მაგალითად, რაფინირებული ფქვილის პურში 0,05 მილიგრამი რკინაა, ხოლო მთელმარცვლოვან პურში — 4,9 მილიგრამი. განსხვავება ასჯერ მეტია. გამოდის, რომ თუ წვრილად დაფქული ხორბლის მარცვლის პურზე იტყვით უარს, მაშინ ორგანიზმი, დიდი ალბათობით, ვერც კი შეამჩნევს სასარგებლო ნივთიერებების დაკარგვას. აი მთელმარცვლოვან პურზე უარის თქმა კი დიდ სარგებელს არ მოგიტანთ.

წონაში დაიკლებთ, თუ...

პურის კალორიულობა საშუალოდ 250-300 კილოკალორიაა 100 გრამზე. ეს არც ისე ბევრია, თუმცა წვრილად დაფქულ ხორბლის პურს მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს — 85-90. შედარებისთვის: რძიანი შოკოლადისა და შოკოლადის „ბატონების“  ინდექსი დაახლოებით 70-ია, ხოლო ჭვავის პურის ინდექსი — 50-40. ზოგადად, 70-ზე ზემოთ რიცხვი მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა, 55-ზე ნაკლები კი — დაბალ მაჩვენებლად.

„როდესაც თეთრ პურს მიირთმევთ, ხდება ინსულინის ძლიერი გამოტყორცნა: სისხლში შაქარი მკვეთრად იზრდება, შემდეგ ისევ მკვეთრად ეცემა და სწრაფად გრძნობთ შიმშილს. ამრიგად, ასტიმულირებს რა მადას, წვრილად დაფქული ხორბლის მარცვლის პური ირიბად მოქმედებს წონაში მატებაზე. თუ დიდხანს ზიხართ და ცოტას მოძრაობთ, უმჯობესია ეს პროდუქტი მენიუდან საერთოდ ამოიღოთ“, — ამბობს დიეტოლოგი.

რაც შეეხება მთელმარცვლოვან პურს, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, რომელიც შიმშილის შეგრძნებას აქრობს, ის, პირიქით, შეიძლება დიეტაზე მყოფმაც მიირთვას.

ამასთან თუ მთელმარცვლოვან პურს რაციონიდან ამოიღებთ:

გაუარესდება ნერვული სისტემის მდგომარეობა

100 გრამი მთელმარცვლოვანი პური არის ვიტამინ B1-ის ყოველდღიური ნორმის თითქმის ნახევარი (დღე-ღამეში 1,1-1,2 მილიგრამი). თუ ვიტამინი საკმარისი არ არის, ადამიანი ხდება გაღიზიანებული, სწრაფად იღლება და კუნთების სისუსტე უვითარდება.

ამასთან პური შეიცავს უამრავ სხვა ვიტამინს, მაგალითად: PP-ს (ნიაცინი), რომელიც პასუხისმგებელია თავის ტვინის მუშაობაზე, და ასევე ვიტამინ B2-ს, რომლის ნაკლებობაც უძილობის პროვოცირებას იწვევს.

მოგაკლდებათ ენერგია 

„მთელმარცვლოვან პურში არის ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა), რომელიც იმუნიტეტისთვის შეუცვლელია. ის გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, იმაზე, თუ როგორ განახლდება ორგანიზმის უჯრედები და, შედეგად, ენერგიის საერთო დონე“, — ამბობს ტატიანა რაზუმოვსკაია.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ რაციონიდან პურის ამოღება, შეცვალეთ ის ნელი ნახშირწყლებით — ხორბლის მაგარი ჯიშების მაკარონით, წიწიბურის, ბრინჯის, ქერის ფაფებით.

ნაწლავები უარესად იმუშავებს

მთელმარცვლოვან პურში ბევრია საკვები ბოჭკო, ამიტომ დიდი რაოდენობით მისმა ჭამამ ​​შეიძლება შებერილობა და მეტეორიზმი გამოიწვიოს. მაგრამ თუ პურს ზომიერად მიირთმევთ (100 გრამ მთელმარცვლოვან პურში დაახლოებით 7,4 გრამი საკვები ბოჭკოა), პირიქით, ეს საჭმლის მონელებაში დაგეხმარებათ.

წვრილად დაფქული მარცვლეულის თეთრი პური კი, პირიქით, შეკრულობას იწვევს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში. ხოლო თუ ნაწლავების პრობლემები არსებობს, უმჯობესია მენიუდან ამოიღოთ.

ამასთან, დიეტოლოგის თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ: წვრილად დაფქული თეთრი პური — ეს სწრაფი ნახშირწყლებია, რაც ენერგიას უზრუნველყოფს ორგანიზმში. ამიტომ თუ სპორტით ხართ დაკავებული, მაშინ თეთრი პურის პატარა ნაჭერი (რა თქმა უნდა, კარაქის გარეშე) შეგიძლიათ ვარჯიშამდე 30-40 წუთით ადრე მიირთვათ.

 

149
თემები:
ექიმი გირჩევთ
გელათის მონასტერი

გელათის ბედით პოლიტიკოსები დაინტერესდნენ: „ლელო“ გამოძიებას ითხოვს

0
(განახლებულია 09:29 19.01.2021)
ძეგლის სახურავიდან წყალი კვლავ ჟონავს. წყალმა შეიძლება უნიკალური ფრესკები დააზიანოს. პრობლემის გადაწყვეტაში პოლიტიკოსები ერთვებიან

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ითხოვს, რომ დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, ვინაა დამნაშავე იმაში, რომ გელათის უნიკალურ ძეგლს სერიოზული საფრთხე შეექმნა.

პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს მთავარ საგამოძიებო სამმართველოში განცხადება შეიტანა.

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა. ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.

დროებითი თუნუქის სახურავი იქამდე იქნება, სანამ ის მთლიანად არ შეიცვლება ახლით, რომლის ხარისხსაც ლაბორატორიული კვლევები და ექსპერტების დასკვნები დაადასტურებს.

გელათის სახურავის დაზიანებით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ. ამ საკითხზე დაიკითხნენ მოწმეები. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უნდა განსაზღვროს, არის თუ არა პასუხისმგებელი სამუშაოების შემსრულებელი – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, გელათის ფრესკები უკვე წლებია, წიანდება და ამაზე არც ერთ უწყებას არ ჰქონია სათანადო რეაგირება. მან ამ საქმეში კორუფციის ნიშნებიც არ გამორიცხა.

გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები: საიამ პროკურატურას მიმართა>>

„ეს არის მორიგი თვალთმაქცობა და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. გამოძიება, რომელიც ამ უწყებამ გასულ წელს დაიწყო, არ არის იქითკენ მიმართული, რომ დაადგინოს ვინ არის ძეგლის დაზიანებაზე პასუხისმგებელი და გამოკვეთოს სახელმწიფო უწყებები, რომელთა უპატიებელი გულგრილობის გამო გელათი დაზიანდა. ის გამოძიება ეხება ფინანსურ ნაწილს და დიახ, შესაძლოა, მართლაც ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში კორუფციას, რაც არ გამორიცხავს ძეგლის დაზიანების გამო პასუხისმგებლობას. შეუიარაღებელი თვალითაც კი შესამჩნევია, რომ ფრესკები დაზიანებულია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონასტერია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათალიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და მისი განსასვენებელი გახდა.

მე-13 საუკუნეში სამონასტრო ანსამბლს დაამატეს წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგი ეკლესიები, ასევე სამსართულიანი სამრეკლო. კედლის მხატვრობა სხვადასხვა — XII-დან XVIII საუკუნის ჩათვლით — პერიოდს მიეკუთვნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია გვირგვინოსნების პორტრეტები.

0