დაბნელება, ახალმთვარეობა, ვარსკვლავთცვენა: 14 დეკემბერი – 2020 წლის უმნიშვნელოვანესი დღე

გამოწერა
ასტროლოგები 14 დეკემბერს 2020 წლის ყველაზე მნიშვნელოვან დღედ მიიჩნევენ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაატარებთ ამ დღეს

მნიშვნელოვანი 14 დეკემბერი რამდენიმე მიზეზის გამოა. პირველია მზის დაბნელება – ბოლო დაბნელება 2020 წელს. ის მშვილდოსნის ნიშანში ჩაივლის, რაც მომავალი ცვლილებების კუთხით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

ეს მოვლენა ბევრი ადამიანის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ინიციატივის საკუთარ ხელში აღება. ამ დღეს უნდა გათავისუფლდეთ წყენებისა და განცდებისგან, ყველაფერი ცუდისგან, რაც ფსკერისკენ გითრევთ. თუ ასე არ მოიქცევით, პრობლემები წლის ბოლოსა და 2021 წლის დასაწყისში უფრო გამძაფრდება და საშიში გახდება.

ეს დღე მრავალ რისკთანაა დაკავშირებული. მისი გავლენა ცხოვრების ყველა სფეროზე გავრცელდება.

დაბნელების ასტროლოგიური თავისებურებანი

  • დეკემბრის მზის დაბნელება მშვილდოსნის ნიშანში ჩაივლის
  • იქნება სრული დაბნელება
  • დაიწყება თბილისის დროით 17:33 საათზე, მაქსიმალურ ფაზას მიაღწევს 20:13 საათზე და დასრულდება 22:53 საათზე.
  • მზის დაბნელების ხილვა შესაძლებელი იქნება სამხრეთ ამერიკაში, წყნარ, ატლანტიკის, ინდოეთის ოკეანეებსა და ანტარქტიდაში.
  • დაბნელების ენერგეტიკული ზემოქმედება 18 დეკემბრამდე გასტანს.
  • მიუხედავად იმისა, რომ მის დანახვას ყველა ვერ შეძლებს, ეს მოვლენა მაინც დიდ გავლენას მოახდენს პლანეტის მოსახლეობაზე.
  • დღე პოზიტიური იქნება მათთვის, ვინც სინათლისკენ ისწრაფვის, ხოლო ნეგატიური – ვინც შეეცდება ცხოვრებაში ბედნიერების მოტყუებით მოზიდვას.

რჩევები მზის დაბნელების დღისთვის: 14 დეკემბერს არარეკომენდებულია ფინანსური ოპერაციების განხორციელება. ეს საშიში შეიძლება იყოს – არის ავანტიურაში ჩაბმისა და დანაზოგის დაკარგვის რისკი. ეს დღე განკუთვნილია პრიორიტეტების გადაფასებისა და შეცვლისთვის, ასევე მომავალი საქმეების დაგეგმვისთვის.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

რაც შეეხება ურთიერთობებს – ეს არცთუ საუკეთესო დღეა ახლობლებთან ურთიერთობების გამორკვევისთვის. ამ დღეს გრძნობები გამძაფრებულია და არ არის გამორიცხული სკანდალებისა და კონფლიქტების პროვოცირება.

14 დეკემბერს ასევე არასასურველია სიყვარულის ძებნა, ზოგადად, ახალი ნებისმიერი სახის ურთიერთობების დაწყება – სასიყვარულო იქნება ეს თუ საქმიანი და მეგობრული.

ემოციური ფონი არასტაბილური იქნება. ასეთ დღეებში ხშირია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები, ამიტომ აუცილებელია მდგომარეობის გაკონტროლება – არ შეიძლება გადაღლა, ფიზიკური დატვირთვა, გაციება და ა.შ.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ახალმთვარეობა ამ დღეს ნიშნავს, რომ ადამიანებს გეგმური განახლება სჭირდება. განახლდება ენერგია, რადგან მთვარე ახალ ციკლს დაიწყებს. ეს ძალზე სახარბიელოდ იმოქმედებს ადამიანებზე, რომლებსაც არ მოსწონთ თავიანთი ცხოვრება. ზოგადად, წლის ბოლო ახალმთვარეობა ყოველთვის დიდი მოვლენაა.

ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

ახალმთვარეობა მშვილდოსნის ნიშანში თბილისის დროით 17:16 საათზე დადგება.

მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა 14 დეკემბერს – ეს ვარსკვლავთცვენაა. გემინიდების მეტეორული ნაკადი 13-14 დეკემბრის ღამით გააქტიურდება და დედამიწის მოსახლეობა შეუიარაღებელი თვალით შეძლებს დაინახოს ცეცხლისფრად აელვარებული მეტეორები.

ამ ღამეს მრავალი ვარსკვლავის „ჩამოვარდნაა“ მოსალოდნელი – საათში 100–ზე მეტი. დაკვირვებისთვის საუკეთესო დროა თბილისის დროით 14 დეკემბრის დილის 4–დან 5 საათამდე.

მეტეორული ნაკადი ტყუპის თანავარსკვლავედს უკავშირდება (აქედან ეწოდა კიდეც მას სახელი – ლათ. Gemini). ეს ვარსკვლავთცვენა უძველესი დროიდან ასოცირდება ცვლილებებთან – გლობალურთან თუ ლოკალურთან.

როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვარსკვლავების „წვიმა“ პოზიტიური ენერგეტიკით ხასიათდება. ადამიანები უძველესი დროიდან ფიქრობდნენ, რომ გემინიდებს მოაქვთ ბედნიერება სიყვარულში, მეგობრობაში, ჰარმონია ოჯახში.

ვარსკვლავთცვენის დროს არსებობს ტრადიცია – უნდა ჩაიფიქროთ სურვილი. განსაკუთრებით კარგია, თუ სურვილი სიყვარულს, ურთიერთობებს ან თვითრეალიზაციის სფეროს უკავშირდება. სურვილი მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოთ და დარწმუნებით წარმოთქვათ (გულში ან ხმამაღლა).

ასტროლოგების რჩევები ამ სამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით

რჩევები ვრცელდება ასევე მომდევნო რამდენიმე დღეზეც.

პირველ რიგში, გახსოვდეთ პასუხისმგებლობა – ამ დღიდან დაწყებული, არ შეიძლება მნიშვნელოვანი საქმეებისადმი ზერელე და ქარაფშუტული დამოკიდებულება, ასევე ფუჭი დაპირებების მიცემა არც საკუთარი თავისთვის და არც სხვებისთვის.

თეთრი ხარი - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

საკუთარი დრო და ენერგია უნდა ჩადით იმ საქმეში, რაც იმ მომენტისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აუცილებელია პრიორიტეტების სწორად განლაგება, რათა მეორეხარისხოვანი უკანა პლანზე გადავიდეს.

მიმართეთ თქვენი ფიქრები სწორი კალაპოტისკენ. მიიყვანეთ საქმეები ბოლომდე და არ გადაუხვიოთ დღის სტანდარტული წესისგან.

ადამიანებთან ურთიერთობებს გვერდი არ აუაროთ – მიეცით მათ მეორე შანსი, გაუხსენით კარი. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან დაბნელება, ახალმთვარეობა და ვარსკვლავთცვენის პიკი ნდობით გამსჭვალული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დღეს

შორს გამგზავრება

ძვირადღირებული ნივთების შეძენა

ადამიანების მოტყუება და მათთვის ფუჭი დაპირებების მიცემა

როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

აგრესია, ლანძღვა, ჩხუბი – ეცადეთ, მოერიდოთ ტოქსიკურ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი პროვოცირება და მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლიათ.

მუშაობა ბაღ–ბოსტანში.

14 დეკემბრის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • ვერძი: მოსალოდნელია გართულებული დამოკიდებულება ხელმძღვანელობის ან თანამშრომლების მხრიდან. არაა გამორიცხული არაკეთილმოსურნეების გააქტიურება. შესაძლოა, უსიამოვნო სიახლე გაიგოთ.
  • კურო: მატერიალური მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, მაგრამ, ამავდროულად, მოულოდნელი მოგებაც. არ გარისკოთ. არ ენდოთ პირველ შთაბეჭდილებას.
  • ტყუპი: ძალზე ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით შემოქმედებითი ტყუპებისთვის. მატერიალურ მდგომარეობაში არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. არ გარისკოთ.
  • კირჩხიბი: გათავისუფლდით ეჭვებისგან, თავდაჯერებულობის გრძნობას გასაქანი მიეცით. მოიქეცით ბუნებრივად, უარი საკუთარ თავს არაფერზე უთხრათ. შესაძლებელია გარისკვაც კი. სიყვარულსა და საქმეებში ენდეთ პირველ შთაბეჭდილებას.
  • ლომი: მამაკაც ლომებს მშვენიერი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობები საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობას გაგიმტკიცებთ და გაგათავისუფლებთ უარყოფითი ემოციებისგან. ქალ ლომებს კი ელოდება ცვლილებები, რომლებიც გაზრდის წარმატების შანსს ან მატერიალურ კეთილდღეობას.
  • ქალწული: ფრთხილი და ეკონომიური ქალწულები ამ დღეს დიდსულოვანი და მფლანგველი გახდებით. გაჩნდება შესანიშნავი პირობები ნაყოფიერი მუშაობისთვის, განსაკუთრებით შემოქმედებით სფეროებში. ასევე წარმატებაა მოსალოდნელი კომერციულ საქმეებში.
  • სასწორი: გაიზრდება სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური შესაძლებლობები. გაჩნდება შესაძლებლობა, რომ გაიაზროთ წარსული გამოცდილება და სამომავლო გეგმები შეადგინოთ. სიყვარულსა და საქმეებში შეგიძლიათ პირველ შთაბეჭდილებას ენდოთ.
  • მორიელი: გელოდებათ ცვლილებები პირად ცხოვრებაში. თუ არამდგრადი ურთიერთობები გაქვთ, ის დასრულდება. ბევრი თქვენგანი იგრძნობს უკმაყოფილებას პარტნიორის მიმართ. ზოგიერთს საბედისწერო შეხვედრა ელოდება.
  • მშვილდოსანი: ხელსაყრელი დღეა. გულმოდგინება, ერთგულება და შრომისუნარიანობა ნაყოფს გამოიყებს. პირად ცხოვრებაში გართულებებია მოსალოდნელი, რისი მიზეზიც თქვენი თავისუფლებისადმი მოუთოკავი ლტოლვა შეიძლება გახდეს.
  • თხის რქა: მოსალოდნელია ნოსტალგიური განწყობა – შესაძლოა, გაგიჩნდეთ ძლიერი სურვილი, რომ შეხვდეთ ძველ მეგობრებს, აღადგინოთ მივიწყებული ურთიერთობები. ზოგიერთის ღრუბლებში მოცურავე ფიქრები და სურვილები დაუფიქრებელი ნაბიჯებისკენ გიბიძგებთ.
  • მერწყული: ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი არიან. განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იქნებიან შემოქმედებით და აღზრდით დაკავებული მერწყულები. გაუზიარეთ გარშემომყოფებს თქვენი სულიერი სითბო. კარგი დღეა ოჯახური პრობლემების გადასწყვეტად.
  • თევზები: ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ექსპერიმენტებისგან და გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ. იყავით თანამიმდევრული და მტკიცე საქმესთან დაკავშირებულ საკითხებში. მოუსმინეთ მეგობრებს, რათა რამე სისულელე არ ჩაიდინოთ. მოსალოდნელია ნერვული დაძაბულობა, ემოციური „აფეთქება“.
ყველა ახალი ამბავი
0