ჯიხვი თბილისის ახალ ზოოპარკში

2021 წლის ჰოროსკოპი: თხის რქა ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

8573
(განახლებულია 11:37 11.12.2020)
როგორი იქნება 2021 წელი თხის რქებისთვის, რას მოუტანს ის ამ ნიშნით დაბადებულ ქალებსა და მამაკაცებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

თხის რქები ფრთხილი და წინდახედული ადამიანები ხართ. 2021 წელს ეს თვისებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ესაა ბედის მოულოდნელი შემობრუნებებითა და მოვლენებით აღსავსე წელიწადი.

როგორი პერიოდიც არ უნდა გვქონდეს ცხოვრებაში, აუცილებლად უნდა მივყვეთ სამყაროს კანონებს. ეს ბედნიერების მოპოვებაში დაგვეხმარება. სამყაროში ყველაფერი გარკვეულ წესებს ემორჩილება და ამას გვერდს ვერ ავუვლით.

თხის რქებისთვის და ასევე ზოდიაქოს სხვა ნიშნებისთვის სარგებლის მომტანი იქნება 21 თებერვლიდან 27 აპრილის ჩათვლით პერიოდი, რადგან სწორედ დროის ამ მონაკვეთში რეტროგრადული არ იქნება არც ერთი პლანეტა.

ზოდიაქოს ლიდერი ნიშნები - ტოპ-ოთხეული>>

თხის რქა მამაკაცი

თხის რქა მამაკაცებისთვის 2021 წელი ძალზე უჩვეულო იქნება. იანვარ–თებერვალში მოსალოდნელია გარკვეული მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც მთელ წელზე მოახდენენ გავლენას. სახარბიელო პერიოდი იქნება გაზაფხულის ბოლო, შემოდგომის დასასრული და ზამთრის დასაწყისი. ასეთ პერიოდებში პრობლემები უკან იხევს და სხვადასხვა ხელსაყრელი მოვლენა ხდება.

ფინანსები და სამუშაო: საყიდლებისთვის არახელსაყრელი დრო ზაფხული იქნება. სამსახურსა და ბიზნესში 2021 წელს უნდა განეწყოთ იმისთვის, რომ კოლეგები და პარტნიორები დახმარებისთვის მუდმივად მოგმართავენ. უარის თქმა მათთვის ნამდვილად არ ღირს.

სიყვარული და ურთიერთობები: ამ სფეროში მამაკაც თხის რქებს ყველაფერი წესრიგში გექნებათ. უკვე არსებულ ურთიერთობებში მოსალოდნელია ჰარმონია და სტაბილურობა. ვისაც სიყვარული ჯერ არ უპოვია, მათ დრო საქმეებსა და სამუშაოს უნდა მიუძღვნან – პერსპექტივები ამ სფეროებში შესანიშნავად იმოქმედებს თქვენს თვითშეფასებაზე.

განწყობა და სიყვარული: საქმეები დაგეხმარებათ არა მხოლოდ სიყვარულში პრობლემებისგან აბსტრაგირებაში, არამედ სხვა ტიპის განცდებისგანაც. 2021 წელს განსაკუთრებით წაგადგებათ ფიზიკური ვარჯიში, სპორტი. უბრალო სიარულიც კი დაგეხმარებათ მოდუნებაში და ის თქვენს ცხოვრებას უკეთესს გახდის.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ>>

თხის რქა ქალი

ქალ თხის რქებს ორი დიდი იღბლიანი პერიოდი გექნებათ – გაზაფხული და შემოდგომა. ამ სეზონებზე თქვენი ცხოვრება შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. დიდი პლუსია ის, რომ შეიძლიათ არჩევნის გაკეთება – მიიღოთ ეს ცვლილებები თუ არა. გექნებათ ცხოვრების ყველა სფეროს გაკონტროლების საშუალება.

ფინანსები და სამუშაო: ასტროლოგები რომელიმე სფეროს წარმომადგენლებს ვერ გამოყოფენ – იღბალი ყველას თანმდევი იქნება, მაგრამ მოსალოდნელია საყურადღებო და საფრთხილო პერიოდებიც. შემოქმედებით თხის რქა ქალებს ასეთი დრო ზამთარში გელოდებათ, ხოლო დანარჩენებს – ზაფხულში. კარიერული წარმატებები სხვა სფეროებშიც დაგეხმარებათ, რომ სათანადო დონეზე იყოთ. საყიდლებისთვის საუკეთესო პერიოდი გაზაფხულია.

სიყვარული და ურთიერთობები: მეორე ნახევრის ძებნისთვის საუკეთესო დრო შემოდგომაა. ბევრი თქვენგანი შეძლებს სიყვარულის პოვნას. შესაძლოა, ურთიერთობების დასაწყისში, მამაკაცის შესანარჩუნებლად მეტი ინიციტივის გამოჩენა დაგჭირდეთ.

2021 წლის ჰოროსკოპი ქალებისთვის – რას უმზადებს თეთრი ხარის წელიწადი ზოდიაქოს ნიშნებს>>

განწყობა და ჯანმრთელობა: ამ მიმართულებით თხის რქებს დიდი და პოზიტიური ცვლილებები გელოდებათ. 2021 წელი დინამიკური იქნბება, ამიტომ დიდ ენერგიას მოითხოვს თქვენგან. ამასთან გამკლავებას შეძლებთ და შეიძლება, დახმარების თხოვნა არც დაგჭირდეთ – თხის რქა ქალები საკმაოდ ძლიერი იქნებით.

გაეცანით ასევე 2021 წლის ჰოროსკოპს ვერძების, კუროების, ტყუპების, კირჩხიბების, ლომების, ქალწულების, სასწორების, მორიელების, მშვილდოსნებისთვის.

8573
თბილისი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 იანვარი

66
(განახლებულია 13:46 23.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 24 იანვარია, კვირა. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

დღეს შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომე ნებისმიერ გადაუჭრელ საკითხში, ეხება ეს სამუშაოსა თუ პირად ცხოვრებას, სიცხადე შეიტანოთ. თუ შეძლებთ გრძნობების გაკონტროლებას, გაქვთ შანსი, რომ ჩაწვდეთ პრობლემის არსს და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. მაგრამ საფრთხე ისაა, რომ ვნებათაღელვა და ტემპერამენტი მომატებული იქნება, ამიტომ, ეცადეთ, გამოავლინოთ მხოლოდ პოზიტიური ენერგია, ხოლო ნეგატიური დამალოთ, არ მოაწყოთ „საქმის გარჩევა“ საყვარელ ადამიანთან – ეს შეიძლება ძალიან მძიმე შედეგით დამთავრდეს.

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ვერძი: დღეს უნარი გაქვთ, საქმის არსს ჩასწვდეთ და თითოეული საკითხი „ატომებისა და მოლეკულების“ დონეზე „დაშალოთ“. ამან, შესაძლოა, სრულიად ახალ, მათ შორის, მოულოდნელ დასკვნებამდე მიგიყვანოთ. ყველაზე უბრალო ყოველდღიურ საქმეებშიც კი, თუ მათ სხვა კუთხით შეხედავთ, ადრე უხილავ ნიუანსებს დაინახავთ. ასევე იქნება ადამიანებთან მიმართებითაც – ირგვლივ მყოფნი თქვენგან სულ უმნიშვნელო საიდუმლოსაც ვერ დამალავენ.

კურო: დღეს რაღაც ისეთ საქმეში იქნებით ჩართული, რომელიც ასე თუ ისე ფულთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს – ხელმძღვანელობასთან ხელფასზე საუბრიდან დაწყებული ბანალურ კამათამდე ზედმეტი ხარჯების გამო. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გაცხარდეთ ასეთი ლაპარაკის დროს და მოერიდოთ უსარგებლო დეტალებს. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ფაქტებზე გაამახვალითო ყურადღება. წყენასა და ურთიერთპრეტენზიებს სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია დღეს.

ტყუპი: დღეს თქვენ ხმაში მბრძანებლური ტონი გაიჟღერებს. გარშემომყოფებისთვის საკუთარ სიმართლის მტკიცებას დაიწყებთ და არაა გამორიცხული, რომ ზედმეტად გაცხარდეთ. ზედმეტად თავდაჯერებული ბრძანდებით, ასი პროცენტით გჯერათ, რომ რასაც აკეთებთ, სწორად აკეთებთ. ირგვლივ მყოფებს კი ამაში ეჭვი ეპარებათ და დახმარების სურვილი არა აქვთ, რაც, შესაძლოა, საბოტაჟს დაემსგავსოს. დღე რომ უაზრო კამათში არ გავიდეს, უნდა მოთოკოთ თქვენი მღელვარება, შეაჩეროთ სხვებზე ზეწოლა. ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება ამ ადამიანებთან შეთანხმება ჩხუბის გარეშე?

კირჩხიბი: კარგი დღეა იმისთვის, რომ ურთიერთობებში სიცხადე შეიტანოთ, თუ, რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობას ხედავთ. რაზეც ვერ ბედავთ დალაპარაკებას, კითხვები, რომლების დასმაც გერიდებათ – ეს ყველაფერი შეიძლება დღეს გააკეთოთ უშიშრად. თქვენი განწყობა იმგვარია, რომ იყოთ პატიოსანი, გულწრფელი და გამგები თანამოსაუბრე. ეს დაგეხმარებათ, რომ ისაუბროთ პრეტენზიების გარეშე თუნდაც ყველქზე ფაქიზ თემებზე.

ლომი: დღეს, შესაძლოა, რაღაც საკითხში თავდაჯერებულობამ გიღალატოთ. რაშიც ასი პროცენტით იყავით დარწმუნებული, არაა გამორიცხული, რომ სულ სხვაგვარად დაინახოთ, მოულოდნელი მხრიდან შეხედოთ მას. ასევე შესაძლებელია, რომ რაღაც საკითხზე მოსაზრება შეიცვალოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს მზად უნდა იყოთ ცვლილებებისთვის, თუნდაც ეს ცვლილებები მხოლოდ თქვენს თავში „დატრიალდეს“.

ქალწული: მზად ხართ, ყველაფერს ძირისძირობამდე ჩაუღრმავდეთ, თუნდაც სულ უბრალო და მცირე მნიშვნელობის საკითხი იყოს. გაურკვევლობა საქმეებში თუ სიტყვებში გაგაღიზიანებთ და იქამდე „იკირკიტებთ“ საკითხში, სანამ ყველაფერი ნათელი არ გახდება. ეს დაგეხმარებათ, რომ შეცდომებს აარიდოთ თავი. თუმცა, იმდენ კითხვას დასვამთ დაზუსტების მიზნით, რომ გარშემომყოფებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ დასცინით მათ.

სასწორი: დღეს უნდა გადაწყვიტოთ, რა არის ის, რისგანაც დიდი ხნის წინ უკვე უნდა გათავისუფლებულიყავით და ახლისთვის დაგეთმოთ ადგილი. შესაძლოა, უკან გექაჩებათ უკვე ყავლგასული რაღაც იდეები, განუხორციელებელი გეგმები, შეუსრულებელი ვალდებულებების ტვირთი. არ არის გამორიცხული, რომ დღეს რომელიმე ილუზიასთან ან ოცნებასთან დამშვიდობება მოგიწიოთ, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ წინ ნამდვილი პერსპექტივები გახსნათ.

მორიელი: დღეს არანაირ კომპრომისზე წასასვლელად არ ხართ მზად. თქვენი „დიახ“ ნიშნავს „დიახ“–ს და „არა“ – არას. მათ შორის სხვა არაფერი არსებობს. ასეთი უაპელაციო მცდელობა, რომ სამყარო შავ და თეთრ ფერებად დაყოთ, გარშემომყოფების მხრიდან აუცილებლად წინააღმდეგობას გამოიწვევს. დღეს ძალზე ემოციური და სიმართლისმოყვარული ბრძანდებით, ამიტომ ურთიერთობების გამორკვევის ნებისმიერი მცდელობა კამათით დამთავრდება. ეს რომ არ მოხდეს, უნდა გათავისუფლდეთ ილუზიისგან, რომ ვინმესთვის რამის დამტკიცებას შეძლებთ – ეს დღეს ნამდვილად არ გამოგივათ.

მშვილდოსანი: ექსპერტების მთავარი რჩევა დღეს ასეთია – არ იჩქაროთ არანაირი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება. სჯობს, დრო ინფორმაციის შეგროვებას დაუთმოთ. შესაძლოა, რაღაც ვერ გაითვალისწინეთ ან სათანადო ცნობები არ მოგეპოვებათ. შეცდომა არ დაუშვათ, დღეს ფაზლის ყველა დეტალი უნდა ააწყოთ: დაელაპარაკოთ საკითხის მცოდნე ადამიანებს, იპოვოთ პასუხები კითხვებზე, მოიძიოთ და ჩაუსხდეთ წიგნებს, შეისწავლოთ ფაქტები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ „ბრძოლის ველზე“ გასვლა.

თხის რქა: დიდი ალბათობით, მოგიწევთ საკუთარი შეხედულების გადახედვა რომელიმე ადამიანზე, რამე მოვლენაზე ან პრობლემაზე. ეს, შესაძლოა, საკუთარი სურვილის მიუხედავად გააკეთოთ, უბრალოდ, სიტუაციის გამო რაღაც ფაქტები შეიძლება ჩაგივარდეთ ხელში, რომელთა გათვალისწინებაც მოგიწევთ. ამან რომ მთელი დღე კალაპოტიდან არ ამოგაგდოთ, სჯობს, მოულოდნელობისთვის მზად იყოთ და აუცილებლობის შემთხვევაში რაღაც საკითხში მოქნილობა გამოავლინოთ.

მერწყული: დღეს გარშემომყოფებთან ურთიერთობებში, სავარაუდოდ, ძალიან გაჯიუტდებით. იმის გათვალისწინებით, რომ ძალზე ემოციური ხართ და ყველაფეი ადვილად გწყინთ, არ არის გასაკვირი, რომ ცხარე კონფლიქტების წყარო გახდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, დღეს თქვენთვის შეინახოთ ძვირფასი, „ერთადერთი სწორი“ მოსაზრება და მას ხმამაღლა გამოთქვამთ, მაშინ მზად იყავით, რომ კომპრომისზე წახვიდეთ და ბოდიშიც მოიხადოთ.

თევზები: ყველაფერი წესრიგში და სისუფთავეში უნდა იყოს – სულშიც, ფიქრებშიცა და მუშაობის მხრივაც. ყველაფერს ხედავთ და ამჩნევთ – სულ მცირე მტვრის ნაწილაკსაც კი და მთელი ძალით ცდილობთ დასუფთავებას. უმნიშვნელო არეულობას ან სიბინძურესაც კი გარშემომყოფების ნაკლოვანებების – მათი არაიდეალურად სუფთა საქციელისა და სიტყვების გამოვლენა შეუძლია. ნაკლებსავარაუდოა, რომ დღეს ვინმემ ან რამემ შეაკავოს თქვენი მისწრაფება, რომ პირდაპირ მიახალოთ სათქმელი სისუფთავის „დამრღვევს“.

66
წიწვოვანი ტყით დაფარული კლდე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 იანვარი

1708
(განახლებულია 11:58 23.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 23 იანვარია, შაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დღეს პრიორიტეტული ლოგიკა და პრაგმატიზმი იქნება. გამძაფრდება ისეთი თვისებები, როგორიცაა გონივრულობა, ფხიზელი გათვლები, ემოციები და გრძნობები მეორე პლანზე გადაიწევს. ლოგიკა სიყვარულშიც კი „ჩაერევა“, ამიტომ ეს დღე სრულიად არ შეესაბამება რომანტიკულ „სიგიჟეებს“, სამაგიეროდ იდეალურია კონკრეტული ნაბიჯებისა და წინადადებებისთვის. სხვა სფეროებში ცივი გონება ყველაზე რთული ამოცანების ამოხსნაშიც კი დაგვეხმარება.

ბედის სიურპრიზები 2021 წელს და ზოდიაქოს სამი რჩეული ნიშანი>>

ვერძი: დღეს ინტელექტუალური და ფილოსოფიური საუბრების ხასიათზე დადგებით, ამიტომ თქვენი მთავარი მიზანი ღირსეული თანამოსაუბრის პოვნა იქნება. თუნდაც ასეთი პიროვნება ვერ იპოვოთ, საკუთარ მოთხოვნილებას მაინც დაიკმაყოფილებთ თუნდაც უბრალო მეგობრულ საუბარში, რომელიც შეგიძლიათ გადააქციოთ ინტელექტუალურ კამათად ან ერუდიციაში აზარტულ შეჯიბრებაში. თქვენთვის მთავარი არა შედეგი, არამედ აზრების ემოციური გაცვლის პროცესი გახდება.

კურო: დღევანდელი დრო შეგიძლიათ დაუთმოთ გეგმების შედგენას და განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც ძალიან გეფონებათ გულზე. ვარსკვლავები დახმარებას გპირდებიან ნებისმიერ პროექტში, რომელიც თანხებთან და მის გონივრულ ინვესტიციებთან, ბიზნესის გაფართოებასთან ან შვებულების საინტერესო ადგილას გატარებასთან არის დაკავშირებული. თქვენი გონება მკაფიოდ და კონსტრუქციულად იმუშავებს, ხოლო იდეების მთავარი ღირსება პრაქტიკულობა იქნება.

ტყუპი: ეს ის დღეა, როდესაც, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ საკითხში შეგიძლიათ სიცხადის შეტანა. თქვენი გონება იმუშავებს მკაფიოდ, გააანალიზებს და ლოგიკურად გადაწყვეტს ამოცანებს. თუ რამე საკითხის არსში ჩაწვდომა მოგინდებათ, საკმარისი იქნება ფაქტების მოპოვება, ხოლო სწორ დასკვნებს თავად გამოიტანთ. თქვენი გამჭრიახობა ირგვლივ მყოფთა თვალში განსაკუთრებულად მომხიბლავი აღმოჩნდება და ეს გასაგებიცაა – არაფერი ისე არ ამშვენებს ადამიანს, როგორც საკუთარ თავთან მეგობრობა.

კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, ჩაიხედოთ საკუთარ გულში და დაფიქრდეთ, რომელიმე საკითხში ჩიხში ხომ არ შეხვედით? შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ გეშინიათ, რომ ამაში საკუთარ თავს გამოუტყდეთ. არა აქვს მნიშვნელობა, რას ეხება ეს საკითხი – მეგობრობას, მუშაობას, ფულსა თუ სიყვარულს. მთავარი ისაა, რომ თავის მოტყუების დრომ ჩაიარა, დროა, ფაქტებს პირდაპირ შეხედოთ თვალებში. თუ მოვლენებს გააანალიზებთ, მიხვდებით, რომ გზას გადაუხვიეთ, მაგრამ ეს საშიში არაა. კარგი დღეა იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ ილუზიებისგან და სხვადასხვა ვარიანტიდან ერთი სწორი შეარჩიოთ.

ლომი: ასტროლოგები გირჩევენ, ერთ–ერთი ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდითაა, კარგად გაიცნოთ. არ არის აუცილებელი, ეს რომანტიკული სწრაფვის ობიექტი იყოს. შეიძლება აღმოჩნდეს უბრალო ნაცნობი, კოლეგა ან შემთხვევითი ადამიანი. დღეს თქვენს ურთიერთობებში ლოგიკა იქნება წინა პლანზე წამოწეული და გაქვთ შანსი, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოთ ნებისმიერზე. ჩვეულებრივ საუბარს, მაგალითად ამინდზე, სჯობს, თანამოსაუბრის ბიოგრაფიისა და მისწრაფებების შესახებ მეტი ინფორმაცია გაიგოთ, თქვენიც გაუზიაროთ და ურთიერთობები ახალ დონეზე გადაიყვანოთ. ეს მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ.

ქალწული: დღეს კარგი იქნება, თუ ორომტრიალს გაერიდებით და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩებით, საკუთარ გულს მოუსმენთ. ფილოსოფიურად განწყობილებს თამამად შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვის დასმა – არის დიდი ალბათობა იმისა, რომ თუ საკუთარ თავში ჩაიხედავთ, პასუხსაც მიიღებთ. არ შეუშინდეთ ისეთ გლობალურ კითხვებსაც კი, როგორიცაა „რა მინდა ამ ცხოვრებისგან?“ „რა გავაკეთო მომავალში?“ და ა.შ. ამის პასუხები არის, ის თქვენს სულში ღრმადაა ჩამალული და სადღაც გულის კუთხე–კუნჭულში პასუხები უკვე იცით კიდეც.

სასწორი: დღეს თქვენი წარმატების გარანტი საკუთარი ძალების ობიექტურად შეფასებაა. დღის განმავლობაში შეიძლება გაჩნდეს ისეთი ვითარება, როდესაც სპეციალისტის კონსულტაცია დაგჭირდებათ. შესაძლოა, ეს ინფორმაციის ნაკლებობა იყოს, ან ექიმის რჩევა დაგჭირდეთ. ასეა თუ ისე, უნდა გახსოვდეთ, რომ ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი – უკეთესი. ყველას რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონდეს, დღემდე პირველყოფილებივით გამოქვაბულებში ვიცხოვრებდით.

მორიელი: დღეს, შესაძლოა, დისკუსიის სურვილი გაგიჩნდეთ. ამასთან მარტო დისკუსიის კი არა, არამედ სკანდალის. თქვენი საბრძოლო განწყობა კამათში გამოვლინდება, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ გარშემომყოფებს თქვენი სიმართლე დაუმტკიცოთ და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება. ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, ისაა, რომ დაეთანხმონ თქვენს არგუმენტებს და აღიარონ თქვენი ინტელექტუალური უპირატესობა – ასეთ შემთხვევაში სრულიად კმაყოფილი დარჩებით.

მშვილდოსანი: დღეს თავდაჯერებულობა მოგაკლდებათ. მერყეობა მოგეძალებათ თითქმის ყველა საქმეში, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ეს, რა თქმა უნდა, თქვენს საქმიანობაზე კარგად არ აისახება. თუნდაც ყველაფერი თავისი რიგით მიდიოდეს, მაინც უამრავი ეჭვი გაგიჩნდებათ. ამის გამო შეიძლება საქმე დაყოვნდეს, შეფერხდეს. აუცილებელია, რომ დილიდანვე განეწყოთ აქტიურად, საქმიანად. ამისთვის საკმარისი იქნება დილის ვარჯიში და კონტრასტული შხაპის მიღება. ნახავთ, რომ ცხოვრებაში ახალი ნათელი ფერები შემოიჭრება და მერყეობა სადღაც გაქრება.

თხის რქა: დღეს გაქვთ შანსი, რომ რაღაც ახალი ვალდებულებები აიღოთ, რომლებიც კარგ პერსპექტივებს გპირდებათ. საუბარი შეიძლება იყოს ხელისა და გულის შემოთავაზებაზე, სამუშაოს ახალ მიმართულებაზე, კარიერაზე და ა.შ. თუ ასე არ მოხდა, შეიძლება ახალ იდეას ან ვითარებას „გადაეყაროთ“, რომელიც დროთა განმავლობაში ახალ სიმაღლეზე აგიყვანთ. ექსპერტები გირჩევენ, არ შეუშინდეთ ახალ ვალდებულებებსა და მოვალეობებს – ის საკმაოდ კარგ წარმატებებს მოგიტანთ.

მერწყული: დღეს, თუ მოინდომებთ, ნებისმიერ საუბარში შეძლებთ თქვენი ცოდნითა და გონებით გაბრწყინებას. ხართ ძალზე კომუნიკაბელური და გაქვთ უნარი, რომ თანამოსაუბრეს საკუთარი ერუდიცია ძალდაუტანებლად წარუდგინოთ. ეს დაგეხმარებათ სხვადასხვა პროექტის წარდგენაში, მოლაპარაკებების წარმოებაში და სხვ. ინტელექტუალურ ურთიერთობებში ტოლს ვერავინ დაგიდებთ. თქვენი ერუდიცია აქტუალური იქნება ყველაფერში, სიყვარულშიც კი.

თევზები: დღეს, შესაძლოა, საკუთარი სახლის ან რამე პირადი სივრცის – ავტომობილის, აგარაკის, სამუშაო ადგილის მოწყობის სურვილი გაგიჩნდეთ. ამასთან, ამ პროცესში სხვების ჩართვის სურვილიც გაიღვიძებს – თქვენი იდეები იმდენად „გლობალური“ იქნება, რომ მარტო ამას ვერ გაუმკლავდებით. თქვენს ახლობლებს გაუმართლებს, თუ მხოლოდ საფუძვლიანი დალაგებით შემოიფარგლებით. ისეთ განწყობაზე ხართ, რომ არაა გამორიცხული, კაპიტალური რემონტიც კი წამოიწყოთ.

1708