„წითელი სიზმარი“

სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე

22388
(განახლებულია 11:23 09.12.2020)
2021 – თეთრი ლითონის ხარის წელი უფრო მშვიდ ცხოვრებას გვპირდება, ვიდრე ეს 2020 ნაკიან წელიწადს იყო. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ამ წელს უფრო იოლი გახდება ურთიერთგაგება ახლობელ ადამიანებთან, თუმცა ურთიერთობებზე მუშაობა მაინც საჭირო იქნება

ხარის მფარველობა ძლიერი იქნება მათთვის, ვისაც სერიოზული ზრახვები აქვს. არშიყი და უმნიშვნელო შეხვედრები წლის პირველ კვარტალში შესაძლებელია, შემდეგ კი დაიწყება პერიოდი, როდესაც ურთიერთობების სიმტკიცე შემოწმდება.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, 2021 წელს ბედნიერების მოპოვებას სიყვარულში ყველა შეძლებს, მაგრამ ხარი მფარველობას გაუწევს მას, ვინც სერიოზულად არის განწყობილი ოჯახური ცხოვრებისადმი და მტკიცე ურთიერთობებზეა ორიენტირებული.

ვერძი

ვერძები 2021 წელს არ უნდა „ჩაიციკლოთ“ წარსულ ურთიერთობებზე. ის უკვე წარსულს ჩაბარდა და მათ აღდგენას არ უნდა ეცადოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება აწმყოზე გადმოიტანოთ და არ გაუშვათ ხელიდან საბედისწერო შეხვედრა.  ვინც სიყვარულს ეძებს, მას ეს შეხვედრა წლის პირველ ნახევარში ელოდება, ხოლო მეორე ნახევარი გრძნობების გამტკიცების პერიოდი იქნება. დაოჯახებული წყვილებისთვის რეკომენდაციაა, რომ მეტი დრო გაატარონ ერთად, მოძებნონ კომპრომისები და ტყუილუბრალოდ არ იჩხუბონ.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – ვერძი>>

კურო

ასტროლოგები პირადი ცხოვრების დალაგებას წლის პირველ ნახევარში გირჩევენ – სწორედ ამ დროს არის დიდი შანსი, რომ მონათესავე სულს შეხვდეთ. დაოჯახებულებს წელიწადი მოსაწყენად და ერთფეროვნად არ მოგეჩვენებათ – გელოდებათ ახალი რომანტიკული თავგადასავლები და გრძნობების სიმტკიცეზე შემოწმება. ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთისადმი ყურადღება და დაპირისპირებებისთვისთვის თავის არიდების უნარი დაგეხმარებათ. ახალ წელს სიყვარული და ჰარმონია ეწვევა მას, ვინც დაფიქრებულ ნაბიჯებს გადადგამს.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – კურო>>

ტყუპი

ტყუპებს 2021 წელს პირად ცხოვრებაში ბედნიერების მოპოვებაში ემოციების შეკავების უნარი დაგეხმარებათ, ასევე მნიშვნელოვანი იქნება, თუ წვრილმანებზე არ ინერვიულებთ. მეორე ნახევრის ძებნას ასტროლოგები წლის მეორე ნახევრიდან გირჩევენ – სწორედ ამ პერიოდში გაქვთ „ცხოვრების სიყვარულის“ შეხვედრის შანსი. წყვილებს სერიოზული კონფლიქტები არ ელოდება, ხარი ხომ უფრთხილდება სერიოზულ ურთიერთობებს და მფარველობს ყველას, ვინც რჩეულთან ჰარმონიული და ბედნიერი ცხოვრების აწყობისკენ ისწრაფვის.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – ტყუპი>>

კირჩხიბი

კირჩხიბებს, მიუხედავად დიდი სურვილისა, ბედნიერების მიღწევა სასიყვარულო ასპარეზზე ადვილად არ გამოგდით. 2021 წელს ძალზე მნიშვნელოვანია, რომ გონების ხმას მოუსმინოთ და არა გულის, წინააღმდეგ შემთხვევაში არის რისკი, რომ ცხოვრება ტოქსიკურ ადამიანს დაუკავშიროთ. ასევე გაგირთულებთ ცხოვრებას დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები მოჭარბებული ემოციურობის გამო. ბედნიერების საიდუმლო როგორც მარტოხელების, ისე დაოჯახებულებისთვის შინაგანი ჰარმონია და დაფიქრებული, წინდახედული ნაბიჯებია. სიყვარულის ძებნისთვის ყველაზე კარგი პერიოდი გაზაფხული და ზაფხულია. წყვილებში ურთიერთგაგება უნდა გამეფდეს, რასაც ასე აფასებს წლის მფარველი ხარი.

2021 წლის ჰოროსკოპი: კირჩხიბი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

ლომი

ლომებს თუ ბედნიერების მიღწევა გსურთ, ეგოიზმი უნდა დაივიწყოთ. საუკეთესო დრო რომანტიკული ურთიერთობებისთვის გაზაფხული–ზაფხულის პერიოდი იქნება, თუმცა, ასტროლოგები გადაწყვეტილების მიღებისას აჩქარებას არ გირჩევენ. ვისაც ლოდინი შეუძლია, ჰარმონიასა და ბედნიერ სიყვარულსაც ის მიაღწევს. დაოჯახებულებმა უნდა შეძლონ და პარტნიორს მოუსმინონ, დაძლიონ ეგოისტური ქცევები. ასე ტყუილუბრალო და წვრილმანების გამო ატეხილ ჩხუბსა და კონფლიქტებს აირიდებთ თავიდან.

2021 წლის ჰოროსკოპი: ლომი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

ქალწული

ქალწულებს ხარის წელიწადი მრავალ სასიხარულო მომენტს გაჩუქებთ, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობა მოგიწევთ. ვინც უკვე იპოვა სიყვარული, მას გონიერება და თავშეკავებულობა დაეხმარება. მარტოხელებს კი ექსპერტები თავდაჯერებულობაზე მუშაობას გირჩევენ. არ შეუშინდეთ ახალ ნაცნობობას. რომანტიკულ ურთიერთობებში თავით გადაშვება არ ღირს – მნიშვნელოვანია ჯერ გაიგოთ, რამდენად შეესატყვისება შერჩეული პარტნიორი სერიოზულ ურთიერთობებს.

2021 წლის ჰოროსკოპი: ქალწული – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

სასწორი

სასწორები მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ. წლის პირველი ნახევარი, დიდი ალბათობით, მშვიდი არ გელოდებათ: გაუგებრობებმა და ჩხუბმა, შესაძლოა, კალაპოტიდან ამოგაგდოთ, თუმცა პრობლემებთან გამკლავებაში პასუხისმგებლობის გრძნობა და მოქნილობა დაგეხმარებათ. სიფრთხილე მართებთ მათ, ვინც გულის სწორს ეძებს – დიდია რისკი იმისა, რომ წარსულ ურთიერთობებს დაუბრუნდეთ, რაც, დიდი ალბათობით, მტკივნეული დაშორებით დასრულდება.

2021 წლის ჰოროსკოპი: სასწორი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

მორიელი

მორიელები 2021 წელს ნამდვილად არ მოიწყენთ. წლის დასაწყისი იდეალური იქნება რომანტიკული ურთიერთობებისთვის. წლის შუა პერიოდში პასუხისმგებლობა და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რათა არჩევანში არ შეცდეთ, წლის ბოლო კი იდეალური დრო იქნება ქორწინებისთვის. არ მოიწყენთ არც დაოჯახებულები – იმისთვის, რომ ურთიერთობები სათადანადო დონეზე შეინარჩუნოთ, ემოციების გაკონტროლება უნდა ისწავლოთ.

2021 წლის ჰოროსკოპი: მორიელი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს 2021 წელს არაერთი საბედისწერო შეხვედრა გელოდებათ და ამისთვის მზად უნდა იყოთ – მოვლენებს გაფაციცებით უნდა ადევნოთ თვალი, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრა არ გამოგეპაროთ. დაწყვილებულ მშვილდოსნებს ასტროლოგები გირჩევენ, არ ჩააქროთ და პირიქით, გააღვივოთ სასიყვარულო ვნება. არ ღირს საყვარელ ადამიანთან მახვილსიტყვაობაში ვარჯიში. რაც უფრო ჰარმონიული იქნება ატმოსფერო სახლში, მით უფრო გაიოლდება პრობლემებთან გამკლავება.

2021 წლის ჰოროსკოპი: მშვილდოსანი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

თხის რქა

ახალ 2021 წელს თხის რქებს სიყვარულში ბედნიერების მოპოვებაში ლოდინისა და ბალანსის შენარჩუნების უნარი დაგეხმარებათ. წინდახედული ნაბიჯების გადადგმით შეძლებთ მრავალი იმედგაცრუებისა და კონფლიქტის თავიდან აცილებას, ასევე ძალის პოვნას საკუთარ თავში, რომ დაასრულოთ ურთიერთობები, რომელმაც თავისი თავი უკვე ამოწურა. ნაცნობობისთვის იდეალური დროა გაზაფხული. დაოჯახებულებს ექსპერტები ურჩევენ პარტნიორზე ფიქრსა და ეგოიზმზე უარის თქმას.

საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

მერწყული

მერწყულებს მრავალფეროვანი წელი გელოდებათ, თუმცა ასტროლოგები გირჩევენ, არ დაკარგოთ თავი და არ აჰყვეთ ცდუნებას მათი მხრიდან, ვინც მტკიცე ურთიერთობებში იმყოფება. წელი, მთლიანობაში, პოზიტიური იქნება, თუმცა არის ტოქსიკურ ადამიანებთან შეხვედრის რისკი, რომლებიც მხოლოდ ცხოვრებას გაგიმწარებენ. ასტროლოგები მარტოხელა მერწყულებს გირჩევენ, ჯერ კარგად გაიცნოთ ადამიანი და გრძნობებს მხოლოდ შემდეგ მისცეთ თავისუფლად გამოვლენის საშუალება.

ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა>>

თევზები

თევზებს ასტროლოგები გირჩევენ, რომ თუ გინდათ 2021 წელი პოზიტიურად გაატაროთ, განცდებსა და ეჭვებს თავი უნდა დაანებოთ. არ აჰყვეთ სხვადასხვა ნეგატიურ დებულებასა და კომპლექსს, მაგალითად გარეგნობასთან დაკავშირებულს. ისინი ცხოვრებას გაგირთულებენ. დროა, შეწყვიტოთ ჩარჩოებში მოქცევა. საკუთარი თავის სიყვარული ცხოვრების სიყვარულის პოვნაში დაგეხმარებათ. ვისაც უკვე ჰყავს მეორე ნახევარი, მაათვის რეკომენდებულია საყვარელ ადამიანთან მეტი დროის გატარება, ერთობლივი საქმიანობა.

22388
ხედი გრემიდან

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 მარტი

168
(განახლებულია 10:31 06.03.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 6 მარტია, შაბათი. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დღეს ფანტაზია უფრო კაშკაშა და საინტერესო იქნება, ვიდრე რეალობა. ბევრი მიანიჭებს უპირატესობას ვირტუალურ სამყაროში ჩაძირვას, იქნება ეს ოცნებების ღრუბლებში ფრენა, საინტერესო წიგნი, ახალი ფილმი, თამაში თუ ურთიერთობები ინტერნეტის მეშვეობით. ფანტაზია დიდ როლს შეასრულებს ჩვეულებრივ საქმეებშიც და მოსაწყენ ერთფეროვნებას ლამაზი ფერებით მოხატავს. ამასთან, სიფრთხილეც საჭიროა, რათა სასურველი სინამდვილედ არ მიიღოთ ან ვერ დაინახოთ ის, რაც ცხვირწინ დევს. ამიტომ ეს დღე ყველანაირი საქმიანობისთვის არ გამოდგება. ის საუკეთესოა შემოქმედების, გართობის, მეგობრობისა და სიყვარულისთვის.

ვერძი: როგორც იქნა, შეძლებთ და დაიკმაყოფილებთ ურთიერთობების სურვილს. რუტინისგან შვებას ეძებთ იქ, სადაც სიცოცხლე ჩქეფს. თუ დღეს მხიარულება გინდათ, სახლში ჯდომა არაფერს მოგიტანთ და ამაზე წინასწარ უნდა იფიქროთ – დარეკოთ სადაც საჭიროა, იქ. მთავარია, მარტომ არ იმოქმედოთ – შემოიკრიბეთ ირგვლივ მეგობრები და წინ – გაექეცით ყოველდღიურ მოსაწყენ რეალობას და იმხიარულეთ.

კურო: დღეს ვინმემ ან რამემ, შესაძლოა, იმედი გაგიცრუოთ. და არ არის გამორიცხული, რომ ეს ვინმე თქვენ თვითონ აღმოჩნდეთ. კალაპოტიდან თქვენი ამოგდება და მღელვარება ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია, მათ შორის, მცირეოდენ კრიტიკას გარშემომყოფების მხრიდან. ვარსკვლავები გირჩევენ, ასეთ რაღაცებზე ნერვები არ აიშალოთ და რაც მთავარია, პრობლემების რადიკალურად გადაჭრას არ შეეცადოთ. გახსოვდეთ, რომ თავის ტკივილის საუკეთესო საშუალება გილიოტინა არაა – ტკივილგამაყუჩებელი აბის მიღება სჯობს.

ტყუპი: დღეს თითოეული წუთით ტკბობას შეძლებთ. საქმეებისგან მოშორებით იქნებით, აჩქარების განწყობა არ გაქვთ და სამყაროსთან სრულ ჰარმონიას შეიგრძნობთ, გაიგებთ, რა არის ნამდვილი გრძნობები და ნამდვილი ცხოვრება. ამ მდგომარეობიდან გადაუდებელი საქმეებიც კი ვერ გამოგიყვანთ – დიდი ალბათობით, მოიფიქრებთ რამეს, რომ დაუყოვნებლივ გასაკეთებელი სამომავლოდ გადადოთ.

კირჩხიბი: დღეს სულ უბრალო წვრილმანებმაც კი შეიძლება გაგაღიზიანოთ. სწორედ წვრილმანებზეა საუბარი, რადგან თუ დიდ პრობლემას წააწყდით, მას მთელი სიმტკიცით დაუხვდებით. მცირე გაუგებრობა–უსიამოვნებების შემთხვევაში კი გრძნობებს გარეთ გამოსვლის უფლებას მისცემთ და თქვენი რეაქცია ავტომატური იარაღიდან გასროლილ ტყვიებს დაემსგავსება. ასე რომ, დღეს აჯობებს, თუ სერიოზული საკითხების გადაწყვეტას დაუთმობთ დროს და თან ისეთების, რომლებსაც მარტოც გაუმკლავდებით.

ლომი: დღეს თქვენი მომხიბვლელობით ყველას გულის დაპყრობა შეგიძლიათ. ასევე დიდი დადებითი ემოციების სხვებისთვის გაზიარების უნარი გაქვთ, ხართ არაჩვეულებრივი ორატორი. თუ საკუთარი პროექტის სხვებისთვის წარდგენას, იდეების გაზიარებას აპირებდით, ან, უბრალოდ, გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვის სურვილი გქონდათ, ამაზე საუკეთესო დროს ვერ ნახავთ. და თუნდაც თქვენი მონათხრობი გადაჭარბებით ან ფანტაზიებით გაჯერებული წარმოადგინოთ, სწორედ ეს გახდება ჯადოსნური ჯოხი ირგვლივ მყოფების მოსახიბლავად.

ქალწული: დღეს მზად ხართ უამრავ მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეს შეეჭიდოთ. განსაკუთრებით მიგიზიდავთ პირადი სივრცის მოწყობის პროექტები – სახლის, აგარაკისა თუ ავტომობილის. რომ იტყვიან, „ხელები მოგექავებათ“ რამის შეცვლის დიდი სურვილით. თუმცა, როგორც კი ერთი იდეის რეალიზებას შეუდგებით, მაშინვე გამოჩნდება მეორე, მერე მესამე... და სანამ გადაწყვეტთ, რომლით აჯობებს დაწყება, დღეც მიილევა...

სასწორი: სერიოზული საკითხების გადასაწყვეტად არცთუ კარგი დღეა. არ ხართ განწყობილი, რომ ისეთი საქმეები აკეთოთ, რომლებიც გამახვილებულ ყურადღებას საჭიროებს. სამაგიეროდ, თქვენს ფანტაზიას საზღვრები არ ექნება. გაგიჭირდებათ, გაუძლოთ ცდუნებას, რომ რამე ექსტრავაგანტული არ გააკეთოთ, ან რუტინას საკუთარი ოცნებების ფერად სამყაროში გაექცეთ. ისედაც, განა საჭიროა, შეეწინააღმდეგოთ იმას, რაც ესოდენ დიდ დადებით ემოციებს განიჭებთ?

მორიელი: დღეს გაგიჭირდებათ ფულთან დაკავშირებული რაღაც გაუგებრობის თავიდან აცილება. შესაძლოა, შეუმჩნევლად ბიუჯეტის ხარჯებს გადააჭარბეთ, იყიდეთ არასაჭირო ნივთი, ან საბანკო ანგარიშზე რაღავ გაურკვევლობა დააფიქსირეთ. ასეა თუ ისე, ამისთვის მზად უნდა იყოთ. და რაც არ უნდა გააკეთოთ არავითარ შემთხვევაში, ეს სიტუაციის დამოუკიდებლად გამოსწორების მცდელობაა – ასტროლოგების თქმით, ეს უარეს შედეგს გამოიწვევს. თუ დაცდა არ შეგიძლიათ, მაშინ თქვენი თანხის კონტროლის საქმეში ვინმეს ჩართვა მოგიწევთ.

მშვილდოსანი: დღეს შეიძლება თავში მოგივიდეთ იდეა, თუ როგორ შეცვალოთ რადიკალურად საკუთარი ცხოვრება. ეს გრანდიოზული გეგმები შეიძლება ეხებოდეს კარიერას, პირად ცხოვრებას ან სხვა რომელიმე სფეროს. თუნდაც ეს ჩანაფიქრი გენიალურად მოგეჩვენოთ, ასტროლოგები ვნებების დაცხრომას გირჩევენ: დიდია ალბათობა, რომ სასურველს სინამდვილედ იღებთ. აცადეთ თქვენს რევოლუციურ იდეებს „დაღვინება“, ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ.

თხის რქა: თუ საკუთარ ძალებში სრულად არ ხართ დარწმუნებული, საქმეს ხელს ნუ მოკიდებთ. სამწუხაროდ, ასეთი ბევრი საქმე გამოგიჩნდებათ. ეს დღე არ მიესადაგება სთული ამოცანების გადაწყვეტას და მით უმეტეს, ახალი პროექტების დაწყებას. თქვენ, უბრალოდ, ვერ შეძლებთ სწრაფად ცვლად ვითარებაში ორიენტირებას. სამაგიეროდ, დღეს უსაზღვროდ ნათელი შეხედულება გექნებათ სამყაროზე და მზეს შავად მოქუფრულ ცაზეც კი დაინახავთ.

მერწყული: ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი ნახევრად მივიწყებული ოცნებები გაიხსენოთ. თუმცა, ისინი, შესაძლოა, ვითარებამ თვითონ გაგახსენოთ. ნამდვილად ღირს ფანტაზიების სამყაროში ჩაძირვა, სადაც არანაირი საზღვარი არ არსებობს და ყველაფერია შესაძლებელი. თქვენი წარმოსახვა ხატოვანი იქნება, ხოლო შემოქმედებითი პოტენციალი – უმაღლეს დონეზე. გამოგონება, შექმნა, ოცნებებში ფრენა – ეს ყველაფერი დღეს ბედნიერს გაგხდით, რასაც მოსაწყენ ყოფით საქმეებზე ვერ ვიტყვით.

ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...>>

თევზები: ასტროლოგები გირჩევენ, სიზმრებს სერიოზული ყურადღება მიაქციოთ, რომლებიც დღეს განსაკუთრებით შთამბეჭდავი იქნება. ზღვარი სიზმრებსა და რეალობას შორის გაფერმკრთალდება. თქვენი სიზმარი რაც არ უნდა ფანტასტიკის სფეროში, მაინც ყურადღების ღირსია. შესაძლოა, სამყარო ამ სახით რაღაც ღირებულ რჩევას გაძლევთ რომელიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ, იყავით ყურადღებით!

168
ახალგაზრდა ქალები

ნახეთ იდეალური წონის ახალი სტანდარტები: თვალსაჩინო ცხრილი

216
(განახლებულია 21:35 05.03.2021)
სიტყვათშეთანხმება „იდეალური წონა“ ერთმანეთისგან განსხვავებულ ასოციაციებს იწვევს. ზოგს ამ დროს 90-60-90 ზომების მქონე მოდელი უდგება თვალწინ და ზოგსაც პირიქით, გემრიელად ხორცსავსე ქალი.

ზოგი კი საერთოდაც ვერ გარკვეულა, რომელია იდეალური წონა და ვერ ხვდება, სად, რომელ ნიშნულზე გაჩერდეს.

საქმე ისაა, რომ თითოეულ ადამიანს ბუნებისგან დაჰყვება ცხიმოვანი უჯრედების გარკვეული რაოდენობა. ის ადამიანები, ვისაც ეს უჯრედები უფრო მეტი აქვს, მიდრეკილია სიმსუქნისკენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რეგულარული მაძღრისად ჭამის შემთხვევაში თითოეული ცხიმოვანი უჯრედი ორად იყოფა, რითიც კიდევ უფრო იზრდება ორგანიზმში დაგროვილი ცხიმის რაოდენობა.

ჯანმრთელი წონა – ეს ის ნიშნულია, როდესაც ორგანიზმი თავს კარგად გრძნობს. თუ ამ ნიშნულს გადააბიჯებთ, პრობლემებიც დაგეწყებათ: გულის "ფრიალი", სახსრების ტკივილი, ჰორმონების თამაში თუ მეორე ტიპის დიაბეტის წარმოშობის რისკი.

ამასწინანდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე ქალები საშუალოდ იმაზე 6 კილოგრამით მეტს იწონიან, ვიდრე ოცი წლის წინ. შესაბამისად, შეიცვალა იდეალური წონის მაჩვენებელიც: ახლა ეს რიცხვი 5 კგ-ით მეტია.

ქვემოთ გთავაზობთ თვალსაჩინო ცხრილს, რომელიც ექიმებმა შეადგინეს და, გამომდინარე აქედან, შეიცავს რეალურ მაჩვენებლებს და არა იმას, რაც საზოგადოებამ დაადგინა ნორმად.

ნახეთ ეს ცხრილი და ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი წონა და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე.

სიმაღლისა და ჯანმრთელი წონის შესაბამისობის ახალი სტანდარტი
სიმაღლისა და ჯანმრთელი წონის შესაბამისობის ახალი სტანდარტი
216
თემები:
სასარგებლო რჩევები
კარვები პარლამენტის წინ

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას ქართველი მედიკოსები შეუერთდნენ

0
პროტესტში მონაწილეობასთან ერთად, მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს ვაქცინაციის აუცილებლობა მოსახლეობისთვის

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. ქართველი მედიკოსების ნაწილი შეუერთდა ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების აქციას - პარლამენტის წინ ისინი გადაუდებელი დახმარების კარავ დადგამენ.

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თბილისში, პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

„რამდენიმე დღეში ჩვენ დავდგამთ გადაუდებელი დახმარების კარავს, სადაც მუდმივად იქნებიან ექიმები და მედპერსონალი, რომლებიც მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას გაუწევენ“, - განაცხადა ექიმმა სოფო ჯაფარიძემ.

სხვა მედიკოსმა განმარტა, რომ დახმარება სრულიად უსასყიდლო იქნება.

„ამით ჩვენი მოქალაქეების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა გვსურს“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ექიმებმა, რომლებიც საპროტესტო აქციას შეუერთდნენ, კიდევ ერთხელ აღნიშნეს ვაქცინაციის აუცილებლობა მოსახლეობისთვის.

ვაქცინებთან დაკავშირებული სკანდალი მას მერე აგორდა, რაც ქვეყანამ ვერ მიიღო შეპირებული ვაქცინის (Pfizer) პირველი პარტია, რომელიც მედპერსონალის ასაცრელად იყო საჭირო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი განაცხადა, რომ COVAX–პლატფორმამ საქართველოს ჩათვლით 18 ქვეყანა განსაზღვრა, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინას გამონაკლისის სახით მიიღებენ.

COVAX-პლატფორმის დახმარებით ვაქცინის 1,4 მილიონი დოზის მისაღებად საქართველომ წინასწარ 5,3 მილიონი დოლარი გადაიხადა. ვაქცინების ეს რაოდენობა მოსახლეობის 20%-ის - 700 ათასი ადამიანის ასაცრელად არის განკუთვნილი.

გაბუნიას თქმით, აგრეთვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანაზე. სულ საქართველოს 2,5 მილიონი დოზა სჭირდება.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძენ გუშინ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში შესაძლოა ინდოეთიდან იქ ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილს ჩამოყვეს.

ტიკარაძე: ვაქცინის პირველი პარტია შესაძლოა ინდოეთიდან ალექსანდრე ხვთისიაშვილს ჩამოყვეს >>

ქვეყანაში უკვე შემოტანილია 50 ათასი სპეციალური შპრიცი, რომელიც აცრისთვის არის საჭირო. მობილიზებულია სპეციალური მაცივრები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინის შესანახად არის საჭირო. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება. 

0