30 ნოემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnikრაჭა
რაჭა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 30 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).

აფეთქებული ვარსკვლავის გამოსახულება - Sputnik საქართველო
მშვილდოსანი: კომუნიკაბელური, თავისუფლების მოყვარული, გულღია - ზოგადი დახასიათება

ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

30 ნოემბერს დაბადებულები

ენამჭევრი, ენამახვილი, ოპტიმისტი - ასეთი არიან 30 ნოემბერს დაბადებულები. ისინი მომხიბლავი, გულღია, კომუნიკაბელური თვისებებით გამოირჩევიან, ახასიათებთ გამჭრიახობა და დაკვირვების უნარი. აქვთ პრაქტიკულად განუსაზღვრელი შემოქმედებითი პოტენციალი.

30 ნოემბერს დაბადებულები ვერ იტანენ სიცარიელეს; არ უყვართ მარტოობა. შეუძლიათ რამდენიმე საქმე ერთდროულად გააკეთონ. მუდმივად აფართოებენ საურთიერთობო წრეს, სრულყოფენ ორატორულ შესაძლებლობებს და ავითარებენ მსმენელის ნიჭს.

ზოდიაქოს ნიშნები - ოთხი დრო, ოთხი სტიქია>>

30 ნოემბერს დაბადებული მშვილდოსნები მოურჯულებელი, არაორდინარული ადამიანები არიან. მათი გონება მუდამ პასუხს ეძებს უამრავ ცხოვრებისეულ კითხვაზე. ისინი განვითარებაზე არიან ორიენტირებული, მუდამ წინ მიიწევენ.

მონადირე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - მშვილდოსანი

ამ დღეს დაბადებულები ბუნებით მკვლევარები არიან. ისწრაფვიან ახალი ცოდნისკენ, წარმატებებს აღწევენ მეცნიერების სხვადასხვა დარგში. მაგრამ ასევე ბევრია მათ შორის პრაქტიკოსი. ისინიც ასევე დიდ წარმატებებს აღწევენ პროფესიულ საქმიანობაში.

30 ნოემბერს დაბადებულები ორ ტიპად იყოფიან. პირველისთვის კარიერა წინა პლანზეა. ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია ამბიციურობა, თანამიმდევრულობა; ზუსტად იციან, რა უნდათ. მეორე ტიპის მშვილდოსნებისთვის სამუშაო არსებობისთვის სახსრების მიღების წყაროა, ისინი არ ისწრაფვიან ლიდერობისკენ, კარიერის გაკეთებისკენ, უპირატესობას ანიჭებენ სტაბილურ გრაფიკსა და ნორმირებულ სამუშაო დღეს.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ>>

ამასთან, ორივე ტიპის წარმომადგენლები მაღალკვალიფიციური პროფესიონალები არიან. ზოგადად, მშვილდოსნებს ცუდად მუშაობა არ შეუძლიათ. თუ საკმარისი ცოდნა არა აქვთ, ისინი თავიანთ კვალიფიკაციას აუცილებლად აიმაღლებენ.

კაირო - Sputnik საქართველო
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად

ჯანმრთელობა

30 ნოემბერს დაბადებულები, სხვა მშვილდოსნების მსგავსად, დეპრესიისადმი არიან მიდრეკილი. დეპრესიასთან ბრძოლა კი პროფესიონალის დახმარების გარეშე არ ღირს. თვითმკურნალობამ და განსაკუთრებით, დამამშვიდებელი პრეპარატების მიღებამ, შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს. ამას გარდა, ამ დღეს დაბადებულებს სხვადასხვა ფობია აწუხებთ, რაც, შესაძლოა, აკვიატებებსა და სოციოპათიაში გადაიზარდოს.

რჩევა:

ხშირად გიწევთ თქვენ მიმართ ნეგატივთან შეჯახება. ბევრისთვისაა გაუგებარი თქვენი პრინციპები, იდეები. აუცილებელია, რომ ეს თავდასხმები მშვიდად მიიღოთ, არ ღირს შურისძიება, ეს მორალურ კმაყოფილებას არ მოგიტანთ.

ყველა ახალი ამბავი
0