27 ნოემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC BY-SA 2.0 / Levan Gokadze / Kazbegiდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 27 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

© Sputnik / Maria Tsimintiaმშვილდოსანი
27 ნოემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).

ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

აფეთქებული ვარსკვლავის გამოსახულება - Sputnik საქართველო
მშვილდოსანი: კომუნიკაბელური, თავისუფლების მოყვარული, გულღია - ზოგადი დახასიათება

27 ნოემბერს დაბადებულები

27 ნოემბერს დაბადებულები დახვეწილი ნატურები არიან. მათ განასხვავებს თანაგრძნობა, მგრძნობიარობა. არიან კეთილმოსურნენი, გულღია, კომუნიკაბელური ადამიანები, სხვისი გასაჭირი გულთან ახლოს მიაქვთ და ყოველთვის მზად არიან მათ დასახმარებლად, ხანდახან - საკუთარი თავის საზიანოდ.

27 ნოემბერს დაბადებულები იდილიურ რეალობაზე ოცნებობენ, რომელიც უდიდეს ჰარმონიად, პრაქტიკულად, სამოთხედ წარმოუდგენიათ. სამყაროს არასრულყოფილება მათში იმედგაცრუებას იწვევს და ამას ღრმა დეპრესიის პროვოცირება შეუძლია.

ამ დღეს დაბადებულები სხვა მშვილდოსნებს არ ჰგვანან. ისინი ძალზე კეთილი და ურთიერთობებში გულღია არიან. არ ახასიათებთ ვინმეს კრიტიკა, უბრალოდ, ისწრაფვიან ნებისმიერი ადამიანის გაგებისა და მისი საქციელის გამართლებისკენ. არიან ნაზი, მეოცნებე, მოსიყვარულ ადამიანები, ხშირად ძალზე მიმნდობი. მათი სიკეთით ბევრი სარგებლობს.

მონადირე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - მშვილდოსანი

ამ ადამიანებს სხვის პრობლემებში ზედმეტად ჩაღრმავება სჩვევიათ. ამით ისინი ზიანს აყენებენ საკუთარ თავსაც და მასაც, ვისაც დახმარება სჭირდება. დამხმარის პოტენციალი ოცნებებზე იხარჯება.

27 ნოემბერს დაბადებულები არაორდინარული პროფესიონალები არიან. არიან ჭკვიანი ადამიანები, აქვთ სპეციალისტისთვის საჭირო ყველა უნარი, მაგრამ მათი პრაქტიკაში გამოყენება ყოველთვის არ შეუძლიათ. ეს მათი იმპულსურობის ბრალია. იმპულსურად მოქმედების დროს ისინი იშვიათად ჩერდებიან, რათა შეამოწმონ, რამდენად სწორია მოძრაობის მიმართულება. შედეგად საქმე ზარალდება. არიან რთული თანამშრომლები, მაგრამ ძალზე სულიერი ადამიანები.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა

27 ნოემბერს დაბადებულების უმთავრესი პრობლემა ზედმეტი ნერვული დაძაბულობაა. ამ პრობლემების გადალახვა, როგორც წესი, მარტოს უჭირთ, მაგრამ სპეციალისტისთვის მიმართვისა პანიკურად ეშინიათ. შედეგად, სიტუაცია უფრო მძიმდება. თუ ცხოვრების გონივრულ რიტმს დაიცავთ, თავიდან აირიდებთ ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და ამით პროვოცირებულ დაავადებებს. არ ღირს სხვის პრობლემებში თავით გადაშვება. რა თქმა უნდა, სხვების დახმარება მშვენიერია, მაგრამ მსხვერპლის გაღება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ.

რჩევა:

თქვენ ბევრ რამეს გპატიობენ, რაც ერთგვარად გათამამებთ. კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს მოიმოქმედებთ, რომ შემდეგ ამაზე არ ინანოთ.

ყველა ახალი ამბავი
0