კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 23-29 ნოემბერი

გამოწერა
როგორი იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის – ამის შესახებ ასტროლოგები გვიამბობენ.

ასტროლოგების პირველი და მთავარი რჩევაა – ისწავლეთ საკუთარი თავის მოსმენა. ყველაზე არასახარბიელო მომენტებში, ან როდესაც დილემის წინაშე დგახართ, აუცილებელია შინაგან ხმას მიმართოთ დახმარებისთვის. ახლა ეს საუკეთესო ხერხია ენერგიის შესანარჩუნებლად და სწორი არჩევნის გასაკეთებლად.

რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან>>

ვერძი

ვერძებისთვის ხელისაყრელი პერიოდი დგება: ყველაფერი სტაბილურადაა, განწყობის მკვეთრი ცვლა და მოულოდნელი პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ერთადერთი, რასაც თვის ბოლოს უნდა გაუფრთხილდეთ, ეს ჯანმრთელობაა. კარგი იქნება, თუ საქმეების კეთებისას ძალიან არ დაიღლებით.

თეთრი ხარი - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დანარჩენ ყველაფერში საოცარი იღბლიანობა გელოდებათ. შეძლებთ ფინანსურ და სასიყვარულო სფეროში წარმატებების მიღწევას. ვისაც ჰყავს პარტნიორი, შეძლებს ურთიერთობების გამტკიცებას, ხოლო ვისაც არ ჰყავს, მისი პოვნის დიდი შანსი აქვს. მთავარია, სწორად მოიქცეთ, რადგან შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა არ გექნებათ.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – ვერძი>>

კურო

კუროები არ უნდა ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და დიდხანს განმარტოებით არ უნდა იყოთ. ახლა ფინანსური ნაკადები ძლიერია, ამიტომ მთელი ძალ–ღონე სამუშაოსა და ბიზნესზე მიმართეთ. შუა კვირაში, შესაძლოა, კოლეგების მხრიდან გაუგებრობას წააწყდეთ.

მოქნილობა ახლობლებთან ურთიერთობებშიც დაგჭირდებათ. ძალზე ადვილია, რამე გეწყინოთ ან სხვას აწყენინოთ, ამიტომ იფრთხილეთ. უქმეებზე ასტროლოგები სათანადოდ დასვენებას გირჩევენ, ასევე გარემოს შეცვლას, საყიდლებზე წასვლას. ვინც კვირის განმავლობაში კარგად იშრომა, მას სასიამოვნო სიურპრიზებიც ელოდება.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – კურო>>

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით

ტყუპი

არასასიამოვნო დღე თქვენთვის ორშაბათი იქნება, მაგრამ შემდეგ ვარსკვლავები თანდათანობით გააძლიერებენ ენერგიას და პიკს კვირას მიაღწევენ, როდესაც ნეპტუნი რეტროსვლას შეწყვეტს.

ახლობლები, მეგობრები და კოლეგები თქვენს მოსაზრებებს ყურს დაუგდებენ. შეძლებთ საკუთარი გავლენის გაზრდას და ნებისმიერ სფეროში საუკეთესო შედეგების მიღებას. ახლა უარი არ უნდა თქვათ ირგვლივ მყოფთა დახმარებაზე, რადგან უახლოეს მომავალში, შესაძლოა, თქვენ დაგჭირდეთ მათი დახმარება.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – ტყუპი>>

კირჩხიბი

ამ კვირაში თქვენი ცხოვრება „ამერიკულ მთებს“ დაემსგავსება – იქნება არაპროგნოზირებადი პერიოდი. კვირის დასაწყისში გარკვეული უარყოფითი მოვლენები შეიძლება მოხდეს. თუ ბევრი სამუშაო და საზრუნავი გექნებათ, არ დაივიწყოთ დასვენება, რომ თქვენი ორგანიზმი ენერგიისგან არ გამოიფიტოს.

მაკროსამყარო კაკლის ნაჭუჭში  - Sputnik საქართველო
„საკარანტინო“ ჰოროსკოპი: როგორ ცხოვრობენ ზოდიაქოს ნიშნები თვითიზოლაციის პირობებში

აუცილებელია, რომ მთელი საშინაო საქმეებისა და საზრუნავის საკუთარ თავზე აღება შეწყვიტოთ: დროა, საქმეები სწორად და თანაბრად გადაანაწილოთ, რათა ჩხუბი და სკანდალი აიცილოთ თავიდან. ასტროლოგები გირჩევენ, მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე და უარი თქვათ მავნე ჩვევებზე.

ლომი

ლომებს ამ კვირაში ბევრი ურთიერთობა გელოდებათ: ახალი ნაცნობობა, შეთანხმებები, კომპრომისების მოძებნა. არ არის გამორიცხული, რომ მარტოხელებმა მეორე ნახევარიც იპოვოთ. ახალ ნაცნობებს შორის შეიძლება უსიამოვნო და ტოქსიკური ადამიანებიც შეგხვდეთ, მათ ამოცნობაში ინტუიცია დაიხმარეთ.

ფინანსურ სფეროში თქვენი მოქმედებების ზოგიერთი ასპექტი ხელახლა უნდა გაიაზროთ. იქნებ, ეკონომიის დრო დადგა, რაც ასე ძალიან არ გიყვართ. მაგრამ „ასკეტური“ ცხოვრება ამაში არ იგულისხმება, უბრალოდ, მეტი ზომიერება და სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...

ქალწული

ქალწულებისთვის კვირის დასაწყისი არცთუ სასიამოვნო იქნება. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვინც ბევრს მუშაობს . ახლა იდეალური დროა სამომავლო გეგმების დასაწყობად , პრიორიტეტების გასანაწილებლად. კვირის დასაწყისში ნუ შეეჭიდებით ახალ საქმეებს – სჯობს, ჯერ უკვე დაწყებული დაასრულოთ.

მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოსა და ბიზნესში არ დაუშვათ წარუმატებელი შედეგები იმ საკითხებში, რომლებიც უშუალოდ თქვენზეა დამოკიდებული. ასეთი მარცხი თქვენს რეპუტაციას შებღალავს. ახლობელ ადამიანებთან და კოლეგებთან ურთიერთობებისას მეტად იაქტიურეთ. საჭიროა წვრილმანი შეცდომების პატიება და ყურადღების გამახვილება არა ნეგატიურ მომენტებზე, არამედ ჩახლართული ვითარებიდან გამოსავლის პოვნაზე.

სასწორი

ყველანაირად უნდა შეეცადოთ, რომ თავი აარიდოთ ტოქსიკურ ადამიანებს, მათთან ურთიერთობებს, ვინც გაღიზიანებთ ან მიზნების მიღწევაში გიშლით ხელს. გაეცალეთ ასეთ ადამიანებს და მათთან არანაირი შეთანხმება არ დადოთ და არც არაფერს დაჰპირდეთ.

ვარსკვლავური სისტემა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს თითოეული ნიშანი, როგორც სტიქიური უბედურება

ორშაბათსა და სამშაბათს შოპინგისთვის ხელსაყრელი დღეებია, მაგრამ ოთხშაბათიდან ფულის ფლანგვა უნდა შეწყვიტოთ. არასახარბიელო დროა საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ელექტრონიკის, ავტომობილის, მობილური ტელეფონის, სმარტფონის ყიდვისთვის. რაც შეეხება სიყვარულს, რომანტიკასა და ფლირტს, ამისთვის საუკეთესო დღეებია პარასკევი და შაბათი.

მორიელი

მორიელებისთვის დგება დრო, როდესაც უნდა ისწავლოთ, აიმაღლოთ ცოდნა, მიიღოთ გამოცდილება და პრობლემებს ფილოსოფიურად შეხედოთ. კარგი იქნება საღამოების მეგობრებთან ერთად გატარება, ხოლო უქმეებზე – სპორტი, სეირნობა და რელაქსაცია.

იდეალური დროა ფულის გამომუშავებისთვის. ყურადღებაა საჭირო საქმიანი წინადადებების მიმართ – არის არაკეთილსინდისიერი ადამიანების მხრიდან მოტყუების რისკი. ორშაბათი კარგი დღეა სახლის დალაგებისთვის, რაც ენერგიის პოზიტიური ნაკადების შემოდინებას შეუწყობს ხელს. საოჯახო საქმეებს ასევე უქმეებზეც შეგიძლიათ მიხედოთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე

მშვილდოსანი

ვარსკვლავები და პლანეტები ამ კვირაში დაგეხმარებიან, რომ სწორ გზას დაადგეთ. ყურადღება უნდა მიაქციოთ მინიშნებებს, ყველაფერს, რაც თქვენ ირგვლივ ხდება. სიფრთხილე გმართებთ კვირის დასაწყისში. შესაძლოა, მნიშვნელოვანი არჩევნის გაკეთება მოგიწიოთ.

სჯობს, არავის არაფერს დაჰპირდეთ ტყუილუბრალოდ. უნდა იყოთ ძალზე პატიოსანი და გულღია. ოთხშაბათიდან გაჩნდება სამუშაოზე საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა. სასიყვარულო სფეროში მეტი ინიციატივაა საჭირო, რათა ბედნიერების შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

თხის რქა

ამ კვირაში წინა პლანზე ფინანსური სფერო გამოვა. დროა, აჩვენოთ, რა შეგიძლიათ. უქმეების გეგმებთან დაკავშირებით ახლობლები გვერდში დაგიდგებიან. ეს იქნება იდეალური დრო ერთობლივი საქმიანობისთვის.

რა შორი მანძილია პაწაწინა, ბუთქუნა, უცოდველი თითებიდან დიდ, ბანჯგვლიან და ტლანქ თითებამდე - Sputnik საქართველო
როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები

ამ კვირაში შესაძლებელია შორეულ მოგზაურობაში წასვლა, ახალი მეგობრების შეძენა. ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოგიერთ თქვენგანს არჩევნის წინაშე მოუწევს დადგომა – გარისკოს თუ არა. თუ შეატყობთ, რომ რისკი მინიმალურია და მოგება – დიდი, შეგიძლიათ, ბედს შეეთამაშოთ.

მერწყული

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კვირის დასაწყისში სახლი ნეგატიური ენერგიისგან გაწმინდოთ. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ინტუიციას, გათავისუფლდებით ზედმეტი ფიქრებისა და შიშებისგან. შეგიძლიათ, დახმარება სთხოვოთ ახლობელ ადამიანებს, მაგრამ მზად იყავით, რომ უახლოეს პერიოდში საპასუხო დახმარების გაწევა მოგიწევთ.

საღამოები, სჯობს, ოჯახს მიუძღვნათ. ახლობლები ამას ღირსეულად დააფასებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმისტური განწყობა შეინარჩუნოთ. კვირის ბოლოს შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი რამ, რაც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

შეყვარებული წყვილი - Sputnik საქართველო
სასიყვარულო რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს: რა უნდა გაითვალისწინოთ 2020 წლის ბოლომდე

თევზები

თევზებმა მთელი კვირის განმავლობაში აქტიურობა უნდა შეინარჩუნოთ. დასვენებაც რომ გადაწყვიტოთ, სჯობს, საქმეები ნახევარ გზაზე არ მიატოვოთ. არ შეიძლება საკუთარ თავში ეჭვის შეტანა, რადგან ვარსკვლავები ძალზე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებიან. რაც უფრო მეტს იფიქრებთ კარგზე, მით უფრო მეტი სასიკეთო რამ მოხდება თქვენს ცხოვრებაში.

მზად იყავით იმისთვის, რომ გარშემომყოფების რჩევები დიდ სარგებელს არ მოიტანს. იყავით დამოუკიდებელი და მხოლოდ ინტუიციას არ ენდოთ. პირადი გამოცდილება ფინანსური და სასიყვარული ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე გაჩენილი დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ. კვირის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0