ნაკვალევი თოვლში

22 ნოემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

288
(განახლებულია 11:18 22.11.2020)
გაეცანით 22 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-22 ნოემბრის პერიოდი

13-22 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას ვენერა მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმტკიცეს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლების: 15, 25, 30, 45, 50.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა პიონი.

13-22 ნოემბრის პერიოდში დაბადებულები ძალზე თავშეკავებული ადამიანები არიან, ამავდროულად, გულდახურულები - სხვებისგან ბევრ რამეს მალავენ. ხანდახან მოუთმენლობაც ახასიათებთ. აქვთ მყარი ჯანმრთელობა და უზარმაზარი შრომითი პოტენციალი.

22 ნოემბერს დაბადებულები

22 ნოემბერს დაბადებულები მრავალმხრივ განვითარებული, ამბიციური პიროვნებები არიან, პოტენციურად - წარმატებული. უმეტესობა მაღალ სოციალურ და მატერიალურ სტატუსს აღწევს. ამავე დროს, ეს ადამიანები მეოცნებეები არიან, თუმცა, არც პრაქტიციზმი აკლიათ. მრავალმხრივი ადამიანები არაორდინარული არიან. ხშირად ურთიერთგამომრიცხავი თვისებები ახასიათებთ.

22 ნოემბერს დაბადებულები ცხოვრებას ფილოსოფიური თვალსაწიერით უყურებენ. აუცილებლობის შემთხვევაში მათი შეხედულებები, შესაძლოა, „ობივატელურ“ შეხედულებებად ჩამოყალიბდეს. მთლიანობაში, ამ დღეს დაბადებულებს კონფორმისტებად მიიჩნევენ. მათი შეგუების უნარი ხანდახან გაოცებას იწვევს.

22 ნოემბერს მორიელები იბადებიან, მაგრამ, რადგან მშვილდოსნის ნიშნის გააქტიურების ზღვარზეა მათი დაბადების დღე, ამ ნიშნის გავლენა მათზე აშკარაა. ეს ადამიანები ისწრაფვიან თავისუფლებისკენ, ვერ იტანენ მკაცრ ჩარჩოებს პიროვნულ ურთიერთობებში. ისინი ოჯახის ადრეულ ასაკში შექმნისკენ არ ისწრაფვიან. მათთვის პირველ ადგილზე დგას განვითარება როგორც სულიერი, ისე პროფესიული კუთხით.

22 ნოემბერს დაბადებულები სქესთა თანასწორობის მომხრე არიან, უყვართ სამართლიანობა და იბრძვიან კიდეც ამისთვის. ამ ადამიანებს სხვების დახმარება ბევრ რამეში შეუძლიათ და თან, სრულიად უანგაროდ და გულწრფელად.

იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

ამ დღეს დაბადებულები თავისუფლების მოყვარე არიან. ეს მათი, როგორც ხელქვეითის როლში ყოფნას პრობლემებს უქმნის. არიან რა კარგი შემსრულებლები, პასუხისმგებლიანი პროფესიონალები, ხელმძღვანელობის მხრიდან არასწორი (მათი აზრით) დამოკიდებულების ან საქციელის გამო ამ ადამიანებს შეუძლიათ, ბოიკოტი გამოაცხადონ. დამოუკიდებლად ხელმძღვანელობისკენ ამ დღეს დაბადებულები არ ისწრაფვიან. მათთვის ბევრად იოლია თავიანთ თავზე მუშაობა. ისინი ხშირად ირჩევენ ინდივიდუალურ შრომას. წარმატებული არიან შემოქმედებით საქმიანობაში, ბიზნესში.

ჯანმრთელობა

22 ნოემბერს დაბადებულებს დაბადებიდან კარგი ჯანმრთელობა აქვთ, რომელსაც თავიანთივე დაუდევრობით არყევენ. ეს გასაკუთრებით 40 წელს ზემოთ ასაკს ეხება. მათთვის საშიშროებას ქმნის სიბერის შიში, რომლის გამოც არ ერიდებიან სილამაზის სხვადასხვა ინექციას, პლასტიკურ ქირურგიას. ასევე არ იზოგავენ თავს ფიზიკური დატვირთვების მხრივ, ოღონდ კი ფიზიკური სილამაზე შეინარჩუნონ. მათთვის რეკომენდებულია ზომიერი აქტიურობა; მნიშვნელოვანია სწორი კვების რეჟიმი.

რჩევა:

იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ, მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული პროფესია, სწორად შერჩეული მეუღლე, ასევე, მეგობრები და სამსახური. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სიბერე გარდაუვალია და ის აუცილებლად დადგება, ადრე თუ გვიან ამის მიღება მოგიწევთ.

288
არწივი მთებში

25 ნოემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

3
(განახლებულია 10:05 23.11.2020)
გაეცანით 25 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).

ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

25 ნოემბერს დაბადებულები

25 ნოემბერს ამ ქვეყანას გამოუსწორებელი მეოცნებეები ევლინებიან. მათი შინაგანი ცხოვრება სოციალურზე ბევრად მდიდარია. მათ უყვართ ფანტაზიებში ჩაძირვა, გამოგონილ სტრატეგიებში თამაში. აქვთ გონების ფილოსოფიური წყობა, არტისტული ნიჭი. მათი სულიერება მისტიკას ესაზღვრება. აინტერესებთ ფსევდომეცნიერებები და ფსევდორელიგიური თეორიები.

25 ნოემბერს დაბადებულებს არ უყვართ ხმაურიანი კომპანიები. მეტად კომფორტულად გრძნობენ თავს მარტოობისას. ამასთან, მათი ფილოსოფიური მსჯელობანი ვინმემ უნდა შეაფასოს. ჰყავთ თავიანთი საურთიერთობო წრე.

25 ნოემბერს დაბადებულ მშვილდოსნებს ცოცხალი წარმოსახვა აქვთ. პატარაობისას ყველას თვალწინ ოცნებობენ, ხოლო შემდეგ ოცნებების კონტროლს სწავლობენ. შესაძლოა, გამოავლინონ ნათელმხილველობის, ტელეპათიის უნარი, მაგრამ მათ განვითარებას მაინცდამაინც არ ჩქარობენ.

ამ დღეს დაბადებულები, უმეტესად, ჰუმანისტები არიან; ესმით ადამიანისა და მისი საჭიროებებისა, მაგრამ საზოგადოებრივი საქმიანობისკენ არ მიისწრაფვიან. ჰუმანიზმის ბუნების თემაზე ფილოსოფიური მსჯელობა კი უყვართ.

პროფესიულ საქმიანობაში 25 ნოემბერს დაბადებულები მარათონელები არიან. მათთვის მნიშვნელობა არა აქვს ისეთ ცნებებს, როგორიცაა სწრაფად, მაღლა და ძლიერად. მიზნები მატერიალური არ ამოძრავებთ. ჯილდო მათთვის მხოლოდ სასიამოვნო ბონუსია.

ჯანმრთელობა

ამ დღეს დაბადებულებს ხშირად უჭირთ „არას“ თქმა, რითიც სარგებლობენ სხვა ადამიანები და იყენებენ მათ შესაძლებლობებს, ენერგიას, ფსიქოლოგიურ და ფინანსურ რესურსებს. ამ დროს თავად ამ დღეს დაბადებულები იტანჯებიან. შედეგი შეიძლება დადგეს ნერვული გამოფიტვა, დაძაბულობა, დეპრესია.

რჩევა:

ამ დღეს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია აღიარება, მაგრამ თასს, მედალსა და სიგელს ფულზე ვერ გაცვლით, რომელიც ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებისთვისაა განკუთვნილი. გახსოვდეთ ამის შესახებ!

3
მეუღლესთან ერთად სინგაპურში

„ყველაფერი ძველ, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა“ რას გვიყვება ჩინეთში მცხოვრები ქართველი

223
(განახლებულია 21:12 24.11.2020)
თავიდან მკითხველს შევახსენებ, რომ ამ წლის 27 იანვარს, როცა ჩინეთის ქალაქ შენჟენში მცხოვრები ქართველი თამარ კაჭკაჭიშვილი ჩავწერე, COVID-19-ის შესახებ მსოფლიოში ბევრმა არაფერი იცოდა...

იმ მასალის სათაურში მაშინ თამარის სიტყვები ავიტანე: „ჩინეთი ამ პატარა ვირუსს თავს არ დააჩაგვრინებს“. მას შემდეგ თითქმის მთელი წელი გავიდა და მსოფლიოში ბოლომდე ჯერაც ვერ გამოუკვლევიათ ამ ვერაგი ვირუსის წარმოშობა და ხასიათი. ამდენად, COVID-19 კაცობრიობის თავზე ისევ დამოკლეს მახვილად რჩება.

თუმცა იმავე ჩინეთში ამ მხრივ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დამაიმედებელი სიტუაციაა. ჩვენს კომპეტენციაში არ შედის ამ თემის სამედიცინო ჭრილში გარკვევა, უბრალოდ, გადავწყვიტეთ ისევ თამარს დავუკავშირდეთ და ჩინეთში ახლა არსებული სიტუაციის შესახებ ისევ უშუალოდ მისგან გავიგოთ...

თამარ კაჭკაჭიშვილი
თამარ კაჭკაჭიშვილი

- თამარ, როგორც ჩანს, შენი სიტყვები გამართლდა: „ჩინეთი ამ პატარა ვირუსს თავს არ დააჩაგვრინებსო“...

- დიახ, მართლაც ასეა და ნეტავ საქართველოსაც მალე ეშველოს.

- მართლა მაინტერესებს, ჩინელებმა რის ხარჯზე მიაღწიეს ასეთ შედეგს, იქნებ ჩვენც გავითვალისწინოთ?

- დიახ, გეტყვით. ჩინელები ბუნებით წესრიგის მოყვარული და კანონმორჩილი ხალხია და ამის ხარჯზე დაავადებასთან ბრძოლაში წარმატების მიღწევა გაუადვილდათ. ისინი საპროტესტოდ ქუჩაში კი არ გამოდიან ხოლმე, ყველა საჭირო შეზღუდვას ემორჩილებიან. თავის მხრივ, მთავრობაც ყველა კეისს ბოლომდე მიჰყვება და ასე ერთად აღწევენ დადებით შედეგს.

თამარ კაჭკაჭიშვილი
თამარ კაჭკაჭიშვილი

- რამდენადაც ვიცი, ვაქცინა ჯერ არ არის გამოგონილი და ვინც დაავადებული იყო, რით მკურნალობდნენ?

- არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება, სიმპტომური მკურნალობა ისევეა, როგორც საქართველოში.

- ანუ ამ შემთხვევაში სავალალო შედეგი ჩვენ უპასუხისმგებლობაში უნდა ვეძიოთ?

- ქართველები ძნელად დასამორჩილებელი ხალხი ვართ. ზოგადად, გვინდა–არ გვინდა, ჩვენი მეამბოხე ბუნებიდან გამომდინარე, ყველაფერს ვაპროტესტებთ, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს. ამ კერძო შემთხვევაშიც ჩვენი დაუმორჩილებლობა ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს.

მეუღლესთან ერთად
მეუღლესთან ერთად

- ჩინეთში შეზღუდვები უკვე მოიხსნა?

- კი, მოიხსნა, მაგრამ ყველა ახალ შემთხვევას ძალიან აკონტროლებენ და ძირამდე მიჰყვებიან. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე შემთხვევის გამო მილიონიან ქალაქებს კეტავენ.

- ანუ პირბადის ტარება აღარ არის სავალდებულო?

- არა, პირბადეც აღარ არის სავალდებულო, ჯერჯერობით ყველაფერი ძველ, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. მომავალში ვნახოთ რა იქნება.

მეუღლესთან ერთად
მეუღლესთან ერთად

- ანუ ამ ეტაპზე ფაქტობრივად აღარ არის დავირუსების შემთხვევა?

- ალბათ სადღაც არის, ოღონდ ერთეული შემთხვევები. რამდენადაც ვიცი, მგონი, შანხაიში იყო რამდენიმე ფაქტი, მაგრამ ისეთი არაფერი, რომ აფიშირებად ღირდეს.

- რამდენად მართალია, რომ ჩინეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა?

- არა, ტურისტული სეზონი არ გახსნილა, პირიქით, ქვეყანაში შემოსვლაზე შეზღუდვებია დაწესებული. მარტო საოჯახო ვიზა მოქმედებს და დიდ კომპანიებში ვინც არიან დასაქმებული, რიგი ქვეყნებიდან მხოლოდ მათ შეუძლიათ აქ სამუშაოდ შემოსვლა.

ოჯახთან ერთად
ოჯახთან ერთად

- ანუ საზღვრები არ გაუხსნიათ...

- არა, რეგულარული რეისები არ ხორციელდება, საზღვრები დაკეტილია. ბოლოს მინდა საქართველოს ვუსურვო, რომ მალე დააღწიოს თავი ვირუსს, რასაც, ვიმეორებ, ისევ რეგულაციების მკაცრად დაცვით თუ მიაღწევს. ღმერთი თქვენკენ!..

 

223