თოვლით დაფარული ხე

21 ნოემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

546
(განახლებულია 11:47 21.11.2020)
გაეცანით 21 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-22 ნოემბრის პერიოდი

13-22 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას ვენერა მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმტკიცეს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლების: 15, 25, 30, 45, 50.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა პიონი.

13-22 ნოემბრის პერიოდში დაბადებულები ძალზე თავშეკავებული ადამიანები არიან, ამავდროულად, გულდახურულები - სხვებისგან ბევრ რამეს მალავენ. ხანდახან მოუთმენლობაც ახასიათებთ. აქვთ მყარი ჯანმრთელობა და უზარმაზარი შრომითი პოტენციალი.

21 ნოემბერს დაბადებულები

21 ნოემბერს დაბადებულები გულღია, კომუნიკაბელური ადამიანები არიან. ისინი თავიანთი ნიშნის სხვა წარმომადგენლებს არ ჰგვანან, რადგან, პრაქტიკულად, არ ახასიათებთ გულდახურულობა, ეშმაკობა. ეს ადამიანები ხშირად ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ. ეს კი, სამწუხაროდ, ყოველთვის მათ წისქვილზე არ ასხამს წყალს.

რას ფიქრობენ ირგვლივ მყოფნი თქვენზე და როგორი ხართ სინამდვილეში – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

21 ნოემბერს დაბადებულები ვერ იტანენ ტყუილს. ისინი სათუთად აღიქვამენ სიცრუეს. მათთვის ფასეულია ჭეშმარიტი გრძნობები და ოპონენტის ზრახვები. ისინი არ ეგებიან პროვოკაციებზე, შეუძლიათ, რომ სხვადასხვა სიტუაციიდან გამარჯვებული გამოვიდნენ. ურთიერთობებში ისინი დიპლომატიური სქემებითა და მეთოდიკებით სარგებლობენ. მათთვის უარის თქმა ძალზე რთულია. თავად ამ ადამიანებს საერთოდ არ შეუძლიათ უარის თქმა.

21 ნოემბერს დაბადებული მორიელები უზრუნველი, ოპტიმისტი ადამიანები არიან, აქვთ იუმორის გრძნობა, სხვა მორიელებისგან განსხვავებით, პირქუში არ არიან.

ამ დღეს დაბადებულები ცხოვრებას ფილოსოფიურად უყურებენ. თავიანთი თავის რეალიზებას უფრო საქმიანობის პროზაულ სფეროებში ახდენენ. არჩეული საქმეს ერთგულად ემსახურებიან.

წარმატებები სამსახურში ამ ადამიანებისთვის ასაკობრივ ფაქტორთან არის დაკავშირებული. 30 წლამდე ისინი ხშირად მეამბოხენი არიან, ეძებენ საკუთარ თავს, სხვადასხვა საქმეში ცდიან ბედს. შემდეგ უკვე მშვიდდებიან და არჩეულ საქმეს დიდი პროფესიონალიზმითა და ძალისხმევით ასრულებენ.

ჯანმრთელობა

21 ნოემბერს ძალზე მგრძნობიარე ადამიანები იბადებიან. მათი სუსტი წერტილია იმუნური სისტემა. ხშირად აქვთ ალერგიული დაავადებები. კლიმატის გამოცვლა მხოლოდ ხანმოკლე შედეგს იძლევა.

რჩევა:

მორიელი კონფლიქტური პიროვნებაა. ამ დღეს დაბადებულებს კონფლიქტი, უმეტესად, უფროსი თაობის წარმომადგენლებთან მოსდით. ამ პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტაა ცალკე, დამოუკიდებლად ცხოვრება.

546
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 29 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

14
(განახლებულია 12:22 27.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 29 ნოემბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია.

გვიან საღამოს მთვარე ტყუპის ნიშანში გადავა.

კუროს დღეს კარგია, როცა საქმეს საფუძვლიანად აკეთებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი სამსახურის დაწყების, ფინანსური გარიგებების გაფორმებისთვის, უძრავი ქონებისა და ზოგადად, ქონებრივი საკითხებით დაინტერესებისთვის.

ეს დღე ძალიან კარგი დროა სიყვარულისთვის. ქალები განსაკუთრებით მომაჯადოებელი ხდებიან. ხელსაყრელი დროა ერთობლივად ბუნებაში გასვლისთვის. ამ დღეებში ყალიბდება ურთიერთობები, როდესაც პარტნიორები ერთმანეთის გვერდით თავს გრძნობენ დაცულად, სტაბილურად. ესაა ურთიერთპატივისცემაზე, დახმარებასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული კავშირი, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც. ამ ურთიერთობებს რამდენადმე აკლია ცეცხლი და მგზნებარება, ამიტომ სასურველია მასში არტისტიზმის შეტანა.

რეკომენდებულია მტკიცე და აქტიური მოქმედებები, მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების დაწყება, ნაბიჯების დაფიქრებითა და ყურადღებით გადადგმა, ურთიერთობები სხვადასხვა ადამიანებთან, ოჯახური და მეგობრული თუ კოლეგიალური კავშირების გამტკიცება–მოგვარება, კარიერიაზე ზრუნვა, ბიზნეს–საქმიანობა, ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, სხვისი პრობლემებისთვის თავის არიდება.

არარეკომენდებულია უსაქმურობა, ენერგიის დახარჯვა უმნიშვნელო მოვლენებზე და წვრილმანებზე.

არახელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა თმის შეჭრისთვის – თმა კარგად გაიზრდება და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. შეიძლება თმის შეღებვაც. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს კარგია მცენარეების დარგვა–გადარგვა, მიწაში არსებულ მავნებლებთან ბრძოლა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ზამთრის მარაგის გაკეთება და მოსავლის აღება.

14
ბუნება

29 ნოემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

7
(განახლებულია 12:06 27.11.2020)
გაეცანით 29 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).

ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

29 ნოემბერს დაბადებულები

29 ნოემბერს დაბადებულებისთვის პირველ ადგილზე სურვილები დგას, ხოლო მეორეზე – ამბიციები. ამ პრინციპით ცხოვრობენ ისინი. თავისი პრინციპებითა და იდეალებით ეს ადამიანები არასდროს მიდიან კომპრომისზე. ამასთან, ცხოვრებაში დიდი წარმატებების მიღწევას ახერხებენ. აქვთ უნიკალური უნარი, იმოქმედონ ვითარებიდან გამომდინარე. გამოირჩევიან სწრაფი რეაქციებით, სიმტკიცით, ადაპტირების უნარით.

ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები>>

29 ნოემბერს დაბადებულები მეოცნებე და იდეალისტი არიან, მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლის, პრაქტიკული ამოცანები ვირტუოზულად გადაწყვიტონ. მრავალმხრივი პიროვნებები გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან პოულობენ. ამ დღეს დაბადებულები ნოვატორები არიან. მათი იდეები, შესაძლოა, გარშემომყოფებისთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ ისინი ხორციელდება და საზოგადოების მხრიდან მიღებულია.

29 ნოემბერს დაბადებულები ტიპური მშვილდოსნები – კეთილმოსურნე, კომუნიკაბელური, მგრძნობიარე არიან. ამ ნიშნის სხვა წარმომადგენლებისგან მშვენიერის სიყვარული განასხვავებთ. ამ ადამიანებს თავიანთი გარემოს დახვეწილი ნივთებით შემკობა უყვართ.

29 ნოემბერს დაბადებულები არასტაბილური პიროვნებები არიან, ახასიათებთ განწყობის ხშირი ცვლა, მაგრამ რაც უფრო კარგად ეწყობა მათი ცხოვრება, მით უფრო მშვიდად გრძნობენ თავს.

29 ნოემბერს დაბადებულებს ხელოვნება უყვართ და სწორედ ხელოვნების სიყვარული უბიძგებს მათ პროფესიის არჩევაში. ისინი, თუ თავად არ მოღვაწეობენ ხელოვნების რომელიმე სფეროში, გამოდიან შესანიშნავი, სამართლიანი კრიტიკოსები.

ამ დღეს დაბადებულებს ასევე იზიდავს მეცნიერება. პრიორიტეტულ სფეროებს შორისაა მათემატიკა, ფილოსოფია, ასევე პოულობენ თავს ლიტერატურაში. ზოგჯერ მათ მიერ არჩეულ პროფესიებს შორისაა საზოგადოებრივი, პოლიტიკური საქმიანობა.

ჯანმრთელობა

29 ნოემბერს დაბადებული მშვილდოსნებისთვის საშიშია სულიერი დაავადებები, მათ შორის ხშირად აქვთ დეპრესია. ამის თავიდან ასარიდებლად მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კმაყოფილი იყვნენ საკუთარი ცხოვრებით, ასევე, უნდა ახსოვდეთ, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობას ხელს უწყობს ფიზიკური ჯანმრთელობა და გონებრივი აქტიურობა.

რჩევა:

თქვენთვის სამი უმთავრესი რჩევაა – არ ინერვიულოთ, არ გადაიღალოთ და არ ჩაებათ კონფლიქტებში – თუ ამას შეეცდებით, თქვენი ცხოვრება სასურველ კალაპოტში წარიმართება.

7