ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 20 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

358
(განახლებულია 13:04 20.11.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

20 ნოემბერი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

მთვარე მერწყულის ნიშანში – ამ დღეს ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

რეკომენდებულია მატერიალური და ფულთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, მუშაობა, ბიზნეს–საქმიანობა, გარკვეული პასიურობა, მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მომავლისკენ გახედვა.

არარეკომენდებულია ფულის გასესხება, ნივთების თხოვება, გადაღლა სამუშაოზე, ძლიერი ზეწოლა ვითარებაზე ფინანსურ სფეროში, გაყიდვების სფეროში აქტიურობა, ვალის დაბრუნება.

არახელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს სჯობს, თმის შეჭრისგან თავი შეიკავოთ. შეღებვისთვის კარგი დროა. მანიკურისთვის ძალზე ხელსაყრელი დღეა.

მებაღეობა:  ვინაიდან მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია, შეიძლება მხოლოდ ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, არ ღირს მცენარეების დარგვა და გადარგვა.

358
მზარეული წვავს სოსისებს

უვნებელი სოსისი: დიეტოლოგებმა ფასტფუდის „გაუვნებელყოფის“ ხერხი მოიფიქრეს

45
(განახლებულია 17:33 03.12.2020)
ექსპერტებმა განმარტეს, როგორი სოსისია ასი პროცენტით უვნებელი და ასევე რომელი ფასტფუდია ძეხვეულზე უვნებელი.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ სოსისები და ძეხვეული ტრადიციულად ერთ-ერთ ყველაზე მავნე საკვებად მიიჩნევა, ნუტრიციოლოგებმა მაინც მოძებნეს მათი „გაუვნებელყოფის“ ხერხი, იუწყება ABC.

გამოცემასთან საუბრისას ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მათი ხშირი გამოყენება არასასურველია დიდი რაოდენობით დაბალი ხარისხის ცხოველური ცხიმების, აგრეთვე შაქრისა და მარილის შემცველობის გამო. ექსპერტებმა შეცდომაც კი უწოდეს მოსაზრებას, რომ ძეხვეული უფრო „ნატურალური“ საკვებია, ვიდრე სოსისები.

„სოსისები და ძეხვეული ყოველთვის მზადდება ისეთი ხორცის ჩამონაჭრებისგან, რომლებიც მაინცდამაინც ახალი არ არის — ამ პროდუქტების დამზადების ერთ-ერთი მიზანია ხორცის ნარჩენებისა და ბევრად უხარისხო ნაჭრების უდანაკარგოდ მოხმარება“, — აღნიშნავენ დიეტოლოგები.

ნუტრიციოლოგების აზრით, მცენარეული სოსისები ასევე შეიცავს მავნე ნივთიერებებს და ჩვეულებრივზე მეტად სასარგებლო არაფრით არ არის.

  • ექსპერტებმა ყველაზე „სწორი“ უწოდეს ქათმის ფარშით შინ მომზადებულ, პარმეზანთან შერეულ სოსისებს. მათი თქმით, ასეთი პროდუქტის გემო უჩვეულოა, მაგრამ „ასი პროცენტით უვნებელი“ იქნება.

გარდა ამისა, დიეტოლოგებმა მოულოდნელად აღნიშნეს, რომ ფასტფუდის ზოგი სახეობა უფრო ჯანსაღია, ვიდრე სოსისეული. ასეთად მათ ჰამბურგერები დაასახელეს. თუმცა ისიც თქვეს, რომ ჯობს უპირატესობა შინ მომზადებულ კოტლეტს მივანიჭოთ.

45
თემები:
სასარგებლო რჩევები
ოჯახი

ჯანმრთელი ორსულობა: დასახელდა შვიდი აუცილებელი ვიტამინი მომავალი მშობლებისთვის

37
(განახლებულია 17:02 03.12.2020)
ცნობილი პროფესორის თქმით, ჩამოთვლილი ვიტამინების ნაკლებობას სექსუალური ლტოლვის დაქვეითება და უნაყოფობაც კი შეიძლება მოჰყვეს როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.

როგორ უნდა იკვებებოდნენ, რა ვიტამინები და მიკროელემენტებია აუცილებელი მომავალი დედებისთვის და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მამაკაცებმა, რომ არ დაკარგონ სექსუალური ლტოლვა და მამაკაცური ძალა, პროფესორი, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმი ელენა ანდრეევა განმარტავს.

მისი თქმით, ჯანმრთელი ბავშვის დაბადება დიდწილად მშობლების ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. არასწორ კვებას შეიძლება სასქესო ჰორმონების გამომუშავების დარღვევა მოჰყვეს და სავალალო შედეგები მოიტანოს — დაწყებული სექსუალური ლტოლვის დაქვეითებით, დასრულებული უნაყოფობით — როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.

მათთვის, ვინც აპირებს გახდეს მშობელი, უნდა ახსოვდეს სამი უმნიშვნელოვანესი პროდუქტი: მარილი, შაქარი და ცხოველური ცხიმები.

მოხმარების დღიური ნორმა:

მარილი — 5 გრამამდე (1 ჩაის კოვზი);

შაქარი — 55-60 გრამამდე (5 სუფრის კოვზი) მამაკაცებისთვის, 50 გრამამდე (4 სუფრის კოვზი) — ქალებისთვის;

ცხოველური ცხიმების ნორმა განისაზღვრება 1.4-2.2 გრამით ადამიანის 1 კგ წონაზე, რაც მხოლოდ 63-158 გრამს შეადგენს. თუ თქვენ მძიმე ფიზიკური შრომა გიწევთ, გარეთ კი ცივა, მაშინ შეგიძლიათ ზედა მაჩვენებელი „გადალახოთ“.

ჯანმრთელი ორსულობის ანბანი

გადაწყვიტეთ ბავშვის გაჩენა? ამაში არა მარტო ერთმანეთის სიყვარული, არამედ ვიტამინები და მიკროელემენტებიც დაგეხმარებათ.

ვიტამინი A — მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონ პროგესტერონის სინთეზში, რომელიც ორსულობის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი. მისი უკმარისობის შემთხვევაში მამაკაცებს შეიძლება სპერმატოზოიდების განვითარების პრობლემები შეექმნათ და ამასთან ლიბიდოც (სქესობრივი ლტოლვა) დაუქვეითდეთ, ქალებს კი უნაყოფობა ემუქრება.

A ვიტამინის ძირითადი წყაროა: კარაქი, კვერცხის გული, ღვიძლი.

ვიტამინი E — ორგანიზმში ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს მამაკაცებში სპერმის წარმოქმნის შემცირებას, ქალებში კი საშვილოსნოს დისფუნქციას, ასევე ხელს უწყობს ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას.

E ვიტამინის ძირითადი წყაროა: მცენარეული ზეთები, რძე, კვერცხი.

C ვიტამინი — ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცებისთვის. ეს არის სპერმის აქტივობის (გადაადგილების) საწინდარი, რაც ზრდის განაყოფიერების შანსს. ქალებისთვის C ვიტამინი ზრდის ჩასახვის შესაძლებლობას, ორსულობის დროს კი ამცირებს მუცლის მოშლისა და გართულებების რისკს.

C ვიტამინის ძირითადი წყაროა: შავი მოცხარი, ასკილი, ხურტკმელი, ციტრუსები.

თუთია, მანგანუმი, სელენი — ამ ელემენტების ნაკლებობამ შეიძლება ორსულობის მრავალი გართულება გამოიწვიოს, მათ შორის მუცლის მოშლა, ტოქსიკოზი, ნაყოფის ზრდის შეფერხება და ნერვული მილის (ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის ჩანასახი) განვითარების დეფექტების ალბათობის მატება.

პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით თუთიას, მანგანუმსა და სელენს შეიცავს, არის: მწვანე ბოსტნეული ფოთლებით, ხორცი და სუბპროდუქტები, მარცვლეული და პარკოსნები, კაკალი, მცენარეული ზეთები, კვერცხი, ზღვის პროდუქტები.

ფოლიუმის მჟავა — მონაწილეობს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების სინთეზში, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემის განვითარებაში. ფოლიუმის მჟავის უკმარისობამ ჩასახვის წინა პერიოდსა და ორსულობის პირველ ტრიმესტრში შეიძლება ნაყოფის ნერვული სისტემის თანდაყოლილი დეფექტები გამოიწვიოს.

ფოლიუმის მჟავის ძირითადი წყაროა: პარკოსნები, ისპანახი, სატაცური და სალათის ფოთლები.

პოლიუჯერი ცხიმმჟავები — ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს მომავალი ბავშვის ნერვული სისტემის სწორად განვითარებას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოვულაციაში, განსაკუთრებით კვერცხუჯრედის გამოსვლის პროცესში და განაყოფიერებისთვის მზადყოფნაში.

ძირითადი წყაროებია: ხორბლის ნასკვის ზეთები, სელის ზეთი, მზესუმზირა, სოიო, არაქისი, ნუში, ავოკადო, ზღვის თევზი.

იოდი — ორსულობის დროს მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით, პირველ ექვს თვეში. თუ მომავალი დედა არ იღებს იოდით გაჯერებულ საკვებს, ეს შეიძლება გახდეს ბავშვის სერიოზული პათოლოგიების მიზეზი, მაგალითად, ისეთი დაავადებისა, როგორიცაა კრეტინიზმი, რომელსაც გონებრივი ჩამორჩენა, სიყრუე, მეტყველების დარღვევები და ფიზიკური განვითარების შეფერხება ახასიათებს.

იოდს შეიცავს ზღვის პროდუქტები და იოდიზირებული მარილი.

37
თემები:
სასარგებლო რჩევები
დაკავება

დიღომში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი შსს–ს თანამშრომელმა დააყაჩაღა

0
(განახლებულია 17:13 03.12.2020)
ვინაიდან ბრალდებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია, საქმე გამოსაძიებლად საქართველოს პროკურატურას გადაეცა.

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა დიღმის მასივში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს–ფილიაზე შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით 39 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შსს–ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიების ცნობით, 27 ნოემბერს ბრალდებული „ექსპრეს–ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 10 ათას ლარზე მეტი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. იგი შსს–ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი აღმოჩნდა.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი პისტოლეტი და გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღო. დაკავებული  დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის  179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული რვიდან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში