ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 18 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

417
(განახლებულია 13:39 18.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 18 ნოემბერი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია.

თხის რქის დღეს კარგად გამოდის მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა და დაწყება. ხელსაყრელი დროა ისეთი სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სიზუსტეს, მკაცრ მათემატიკურ გამოთვლებსა და ინსტრუქციების მკაფიო შესრულებას მოითხოვს.

კარგად მიმდინარეობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, ფინანსური ოპერაციებისგან კი სჯობს, თავი შეიკავოთ. არახელსაყრელია ვალის აღება და გაცემა. არასასურველია ახალ სამუშაოზე გადასვლა. ამ დღეებში შესანიშნავად მუშაობს ლოგიკა, ამიტომ ასეთი პერიოდი არცთუ იღბლიანია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ჩნდება პასუხისმგებლობის, პრაქტიკულობის, ვალდებულების გრძნობები.

ურთიერთობების გამორკვევა, რომანტიკული პაემანი და ზეიმი, სჯობს, სხვა დროისთვის გადადოთ. როდესაც მთვარე თხის რქის ნიშანშია, ურთიერთობებში ჭარბობს საქმიანი მხარე, ლაკონურობა, სიახლე და უჩვეულო რამ რთულად მიიღება, მეტად ფასობს საიმედოობა და წესრიგი. ურთიერთობებში ხშირად ჩნდება დაბრკოლებები, შესაძლებელია მცირე უსიამოვნებები, დასანანი შეცდომები, დაყოვნებები.

ასეთ დღეებში ურთიერთობები უფრო ასაკოვან ადამიანებს შორის ეწყობა. თხის რქის დღეს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობები თანდათანობით ვითარდება და პრაქტიკულობა ახასიათებს.

ხშირად ეს ურთიერთობები გრძელვადიანი და სტაბილური ხდება, გვირგვინდება ქორწინებით, მაგრამ აქეთ მოვლენები ძალიან ნელა ვითარდება.

რეკომენდებულია დაწყებული საქმეების გაგრძელება, ფინანსური საქმეების ანალიზი, სუსტი ადგილების პოვნა და მათი გამოსწორება, ახალი ინფორმაციის შეკრება და დამუშავება, ბიზნესის რაციონალიზაცია, სავაჭრო ოპერაციები დღის პირველ ნახევარში.

არარეკომენდებულია ახალი საქმეების დაწყება, პროვოკაციებზე აყოლა და ჩხუბში ჩაბმა, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, ასევე დღის მეორე ნახევარში სავაჭრო ოპერაციების ჩატარება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს შეიძლება თმის შეჭრა და შეღებვა. თმის სტრუქტურა გაუმჯობესდება, ბოლოები ნაკლებად გაიყოფა. ძალზე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

ნუმეროლოგიის მაგია – თუ გინდათ ფული მოიზიდოთ>>

მებაღეობა: კარგი დღეა ბოლქვიანი მცენარეებისა და ზამთრის ბოსტნეულის დარგვისთვის, სარეველისგან გაწმენდისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის, რომლებიც მიწაში ცხოვრობენ, იმ ყვავილების მორწყვისა და მათთვის სასუქის მიცემისთვის, რომლებსაც სუსტი ფესვები აქვთ, ნაყოფიანი ხეების შეწამვლისთვის, გასხვლისთვის, გადარგვისთვის, მოსავლის აღებისთვის.

417
ადამიანის სილუეტი

2021 წლის ჰოროსკოპი: ლომი ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

36
(განახლებულია 11:08 23.11.2020)
როგორი იქნება 2021 წელი ლომებისთვის, რას მოუტანს ის ამ ნიშნით დაბადებულ ქალებსა და მამაკაცებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

2021 – ხარის წელიწადი არაპროგნოზირებადი იქნება, მაგრამ ლომებს ამით ვერ შეაშინებ. ასტროლოგები ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს აფრთხილებენ, რომ ახალ წელიწადში ახალი არაკეთილმოსურნეების გამოჩენის დიდი ალბათობაა. ლომებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ლომებისთვის ყველაზე რთული დაბნელებების, მანამდე სამი და შემდგომი სამი დღის პერიოდები იქნება.

ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება>>

ლომი მამაკაცი

2021 წელი ლომ მამაკაცებს გპირდებათ როგორც მრავალ ახალ შესაძლებლობას, ისე ბევრ დაბრკოლებას. მოსალოდნელია, რომ ხანდახან წყვდიადში იმედის სხივმა გამოანათოს ან პირიქით, საკმაოდ წარმატებულ და პერსპექტიულ პერიოდში ეჭვებმა შეგიპყროთ. აუცილებელია საკუთარი შესაძლებლობების ფხიზელი თვალით შეფასება.

ფინანსები და სამუშაო: ასტროლოგები წლის დასაწყისში და შემოდგომაზე გარისკვას არ გირჩევენ. თუნდაც შესანიშნავი პრიობები შეიქმნას იმისთვის, რომ სამუშაო შეიცვალოთ ან ახალი ბიზნესი წამოიწყოთ, სჯობს, დაელოდოთ. გაზაფხულსა და ზაფხულში კი პირიქით, შეიძლება მაქსიმალური აქტიურობა – ერთი შეხედვით „ჩავარდნილი“ საქმეებიც კი შეიძლება წარმატებით დაგვირგვინდეს.

სიყვარული და ურთიერთობები: მთლიანობაში, ლომი მამაკაცებისთვის სიყვარულის სფეროში ყველაფერი სტაბილურად იქნება. ვისაც ჰყავს პარტნიორი, არ ღირს მისი უყურადღებოდ დატოვება. 2021 წელი იდეალურად მიესადაგება საყვარელ ადამიანთან სულიერი კავშირის გამტკიცებას. კარგია ერთად მოგზაურობაში წასვლა და ერთობლივი საქმიანობა.

განწყობა და ჯანმრთელობა: ლომები ძალებითა და ენერგიით აღსავსე იქნებით, თქვენი გზიდან გადაცდენა ხარის წელიწადში ძალზე რთული იქნება, ვერავინ და ვერაფერი გაიძულებთ, რომ თავი სუსტად და უმწეოდ იგრძნოთ. ძალების აღდგენას უმალვე მოახერხებთ, თუ სწორად და დროულად დაისვენებთ. სჯობს, გადაღლას მოერიდოთ.

ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ლომი ქალი

ქალ ლომებს ფორტუნა გაგიღიმებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი წლის განმავლობაში უნდა მოდუნდეთ და დინებას მიჰყვეთ. პირიქით, სადავეები ხელში უნდა აიღოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მეტი ინიციტივა გამოიჩინოთ. ხარის წელიწადში საჭიროა მოქმედება და ასევე, თქვენი ძლიერი ხასიათის პრაქტიკაში გამოყენება.

ფინანსები და სამუშაო: სჯობს, სამსახურებრივ რომანებს მოერიდოთ, რადგან ის სამუშაო პროცესზე ყურადღების კონცენტრირებაში ხელს შეგიშლით. ექსპერტები გირჩევენ, ჯანსაღად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და არ გარისკოთ. 2021 წელს მიზანი საშუალებებს არ ამართლებს. ზედმეტი აქტიურობა დასაბუთებული და მიზანშეწონილი უნდა იყოს. შოპინგისას სიფრთხილე გმართებთ.

სიყვარული და ურთიერთობები: არ არის გამორიცხული, რომ ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის ახალი ძალების მიცემა შეძლოთ. ეს იქნება შთაგონების, კაშკაშა ემოციებისა და ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანის პერიოდი. მარტოხელებმა ყურადღება, სჯობს, სამუშაოზე და საქმეებზე გაამახვილოთ.

განწყობა და ჯანმრთელობა: შესანიშნავი საშუალება იმისთვის, რომ განწყობა აიმაღლოთ, სწავლა, ახალი ცოდნის მიღება და ახალი უნარების გამომუშავებაა. ვარსკვლავები მნიშვნელოვნად შეგიწყობენ ხელს ახალ წამოწყებებში, ასევე დაგემარებიან მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაში.

გაეცანით ასევე 2021 წლის ჰოროსკოპს ვერძებისკუროების, ტყუპებისა და კირჩხიბებისთვის.

36
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 24 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

19
(განახლებულია 10:14 23.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

24 ნოემბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია.

საღამოს მთვარე ვერძის ნიშანში გადავა.

ამ დღეს საჭიროა ძალების მიმართვა ოჯახური კავშირებისა და ტრადიციების გამტკიცებაზე, საცხოვრებლის მოწყობაზე.

თევზების დღე რომანტიკულია და ადამიანებს დასვენებისა და შემოქმედებისკენ უბიძგებს. ადამიანებში ძლიერდება სენტიმენტალობა, ემოციურობა, მგრძნობელობა, ინტუიცია. შესანიშნავი დროა შემოქმედებითი ადამიანებისთვის. კარგი დღეა იურიდიული პრობლემების მოგვარებისთვის. მოსალოდნელია შემოსავლების ზრდა. შეიძლება სესხის აღება.

თუ სიყვარული ამ დღეს გეწვიათ, მან, შესაძლოა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბოს. ამ გრძნობის შესანარჩუნებლად კი საჭიროა არა მხოლოდ ემოციები, არამედ სიფხიზლე, რეალობა, ძალა, პატიოსნება, გულწრფელობა და პასუხისმგებლობა სხვა ადამიანის მიმართ. პასუხისმგებლობის გრძნობა ერთმანეთის მიმართ კავშირს განამტკიცებს. ინტუიცია არ დაგაღალატებთ.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

რეკომენდებულია ოჯახური ბიზნეს–საქმიანობა, ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, მოლაპარაკებების წარმოება, ადრე დაწყებული საქმეების გაგრძელება, კარიერასა და ბიზნესზე ზრუნვა, მუშაობა როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდთან ერთად.

არარეკომენდებულია ახალი საქმეების დაწყება.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: არცთუ ხელსაყრელი დღეა თმის შეჭრისთვის, შეღებვისთვის, ასევე მანიკურისთვის – ფრჩხილების გაკეთებამ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

მებაღეობა: თევზები ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი ნიშანია. ხელსაყრელი დღეა ოთახისა და აივნის ყვავილების მორწყვის, გაზონის გაკრეჭისთვის, ყვავილებისთვის სასუქის მიცემისთვის.

არახელსაყრელია ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების დარგვა, გასხვლა.

19
აბანოთუბანი

გაუძლებს თუ არა ქვეყნის ეკონომიკა ახალ შეზღუდვებს ექსპერტის მოსაზრება

0
(განახლებულია 08:46 24.11.2020)
რამდენადაც დიდი უნდა იყოს ეკონომიკის დახმარების სურვილი, პანდემიის შეკავება მკაცრი შეზღუდვების გარეშე ვერ მოხერხდება, მიაჩნია პროფესორ სოსო არჩვაძეს

 

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ზაფხულის პერიოდში მოკლევადიანი კოვიდ–შესვენების შემდეგ, როდესაც ქალაქებსა და კურორტებს ტურისტები დაუბრუნდნენ, ქვეყანა თანდათან უბრუნდება ახალი შეზღუდვების აუცილებლობის ფაზას. ამასთან,  შეზღუდვების ჩამონათვალი სულ უფრო მატულობს. 

შეზღუდვები პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია ქვეყანაში გართულებულ ეპიდსიტუაციასთან, სადაც ყოველდღიურად ინფიცირების 4 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიოლოგთა ნაწილი მკაცრ ლოკდაუნს მოითხოვს, სხვები აცხადებენ, რომ მკაცრ შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკა და თავად მოსახლეობა ვეღარ გაუძლებს.

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტს, პროფესორ სოსო არჩვაძეს მიაჩნია, რომ ე.წ. მაშველი რგოლი ხანმოკლე, ორკვირიანი ლოკდაუნი იქნება.

მისი თქმით, ეკონომიკის შველა შეუძლებელია ქვეყანაში ეპიდვითარების გაუმჯობესების გარეშე. შვედეთში ეპიდემიასთან ბრძოლისთვის „ჯოგური მეთოდი“ გამოიყენეს, რომლის არსიც შემდეგია – მოკლე პერიოდში რაც უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება კორონავირუსისგან, მით უფრო მალე დაუბრუნდება ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თუმცა, შვედეთი იძულებული გახდა ამ მეთოდზე უარი ეთქვა და შეზღუდვები დაეწესებინა, პარალელურად კი მოსახლეობისთვის აეხსნა რა და რისთვის წესდებოდა.

 „ვფიქრობ, ამ დღეებში შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადებენ. ეკონომიკური კატასტროფის შესახებ საუბარი გადაჭარბებულია. მარტ–აპრილთან შედარებით, ეკონომიკური მაჩვენებელი უმჯობესდება. მაჩვენებლები მეტყველებენ იმაზე, რომ არც ისე რთული ვითარებაა, როგორც წარმოაჩენენ. მაგალითად, გაიზარდა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა, გაიზარდა  შრომითი მიგრანტების რაოდენობა. და ეს მაჩვენებლები მთლიანობაში არცთუ ცუდ სურათს ქმნიან. ვფიქრობ, ორკვირიანი ლოკდაუნი ეკონომიკაზე დიდ დარტყმას ვერ მოახდენს...საჭიროა შემზღუდავი ზომების გატარება, რათა ორგანიზმმა მთლიანობაში ჯანმრთელობა და ფუნქციონირების უნარი შეინარჩუნოს“, – განაცხადა არჩვაძემ.

მისი განმარტებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თითოეული კოვიდ–პაციენტის მკურნალობა სახელმწიფოს არცთუ იაფი უჯდება. თითქოსდა ეკონომიკური შეზღუდვები დაწესებული არ არის, ეკონომიკაზე კი ეს ძლიერ მოქმედებს. 

პანდემიასთან ბრძოლას სახელმწიფო საზოგადოების  გარეშე ვერ შეძლებს, დარწმუნებულია პროფესორი.

არჩვაძის სიტყვებით, საჭიროა თითოეულმა ადამიანმა გააცნობიეროს თუ რამდენად საშიშია უხილავი მტერი. აუცილებელია პანდემიის პერიოდში ელემენტარული წესების დაცვა და თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდება.

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს წინაშე რთული ამოცანა დგას – ან სამედიცინო სექტორის შველა, ან ეკონომიკისთვის განვითარების შესაძლებლობის მიცემა. თუმცა, პირველის კოორდინირებული მუშაობის გარეშე მეორის შველა არ გამოვა.

კოვიდ–კრიზისის პერიოდში გაიზარდა უმუშევართა რიცხვი. თეატრების, კინოთეატრების, საბავშვო გასართობი ცენტრების დაკეტვამ ფინანსურად შეჭირვებულთა რიგები შეავსო. თუმცა, ის ფაქტი, რომ მთავრობა ზამთრის პერიოდში კომუნალური მომსახურების ხარჯებს დაფარავს, მოსახლეობისთვის არცთუ მცირე მხარდაჭერაა.

 „ყველად უნდა გადავიტანოთ ეს დრო“, – განაცხადა არჩვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ადამიანებს შორის კონტაქტების შეზღუდვაზე, რამდენადაც სწორედ არასაკმარისმა ეფექტურმა ზომებმა გამოიწვია ინფიცირებულთა უმართავი ზრდა. ეპიდვითარების კონტროლის გარეშე კი ეკონომიკის აყვავებაზე საუბარი შეუძლებელია, დარწმუნებულია პროფესორი.

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა