მთები

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა ტყუპი

516
(განახლებულია 12:00 17.11.2020)
როგორი იქნება 2021 წელი ტყუპებისთვის, რას მოუტანს ის ტყუპის ნიშნით დაბადებულ ქალებსა და მამაკაცებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

ტყუპებისთვის 2021 წელი არცთუ მარტივი იქნება. ასტროლოგები გირჩევენ, წელი თვითანალიზით დაიწყოთ და მოიშორით თავიდან უარყოფითი განწყობა, ისეთი აზრები, რომლებიც ენერგეტიკას ბლოკავს, მაგალითად, „არაფერი შემიძლია“, „ყველაფერი უაზრობაა“, „ყველგან და ყველაფერში უსამართლობაა“ და ა.შ. ასეთ შემთხვევაში გამარჯვებისა და წარმატების მეტი შანსი გექნებათ.

ტყუპი – ინტელექტუალი, ორბუნებოვანი, ცვალებადი, გამჭრიახი – ზოგადი დახასიათება>>

ტყუპი მამაკაცი

2021 წელს ყველაფერი საკმაოდ პროგნოზირებადი იქნება, მაგრამ ყოველთვის წესრიგში – არა. წელი მცირე გაუგებრობებითა და პრობლემებით დაიწყება, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროთ. თანდათანობით პლანეტებისა და ვარსკვლავების ენერგეტიკა გაიზრდება და დროთა განმავლობაში პრობლემები მეორე პლანზე გადაიწევს, მათ კი გამარჯვებები, ოპტიმიზმი და დიდი ბედნიერება ჩაანაცვლებს.

ფინანსები და სამუშაო: წლის პირველ ნახევარში აჯობებს, თუ ძვირადღირებულ ნივთებს არ შეიძენთ. სანამ ვარსკვლავები და პლანეტები დისონანსში იქნებიან, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ. დაახლოებით მაისის ბოლოდან ვითარება ნელ–ნელა გაუმჯობესდება. ზაფხულსა და შემოდგომაზე შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი პროექტები, შეიცვალოთ სამუშაო. შემოდგომაზე კარგი იქნება, თუ თანხას საკუთარ განვითარებაში ჩადებთ.

სიყვარული და ურთიერთობები: 2021 წელი თქვენთვის ძალზე მდიდარი და უხვი იქნება და განსაკუთრებით მათთვის, ვინც მეო9რე ნახევარს ეძებს. ბედი მრავალ სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ. ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, ისინი უნდა მოერიდონ ჩხუბს საყვარელ ადამიანთან, განსაკუთრებით ზამთარში და გაზაფხულის დასაწყისში.

განწყობა და ჯანმრთელობა: წლის დასაწყისში, შესაძლოა, გაგიჩნდეთ გრძნობა, რომ ცხოვრებაში შავი პერიოდი დაგიდგათ. ეს დროებით აპათიასა და განგაშის შეგრძნებას გამოიწვევს. ექსპერტები გირჩევენ, შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და მეტი ყურადღება დაუთმოთ დასვენებას.

ტყუპი ქალი

მამაკაცების მსგავსად ქალ ტყუპებსაც, შესაძლოა, წლის დასაწყისი პრობლემებით სავსე გქონდეთ, მაგრამ გაზაფხულის მიწურულს ვითარება ყველა სფეროში უკეთესობისკენ შეიცვლება. უბრალოდ, წლის დასაწყისში მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ, არ გამოიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები და არ მიიღოთ გადაწყვეტილებები ცხელ გულზე.

ფინანსები და სამუშაო: წლის დასაწყისი, სჯობს, მშვიდ ვითარებაში გაატაროთ და ფინანსების მხრივ არ გარისკოთ. დიდი შემოსავლები წლის მეორე ნახევარში გელოდებათ მივლინებებიდან და ახალი პროექტებიდან. ამ პერიოდში აჯობებს, თუ მთელ ყურადღებას სამუშაოზე გადაიტანთ.

სიყვარული და ურთიერთობები: მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობები პრობლემური პერიოდების გადალახვაში დაგეხმარებათ. მაგალითად, წლის დასაწყისში შესაძლებელია გაუგებრობები სამუშაოზე, ან, უბრალოდ, აპათია და ნეგატიური განწყობა დაგეუფლოთ. ასეთ დროს ახლობლების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. ვინც მეორე ნახევარს ეძებს, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და არ აჩქარდეს.

განწყობა და ჯანმრთელობა: განწყობა 2021 წელს, „ამერიკული მთების“ მსგავსად, ცვალებადი იქნება. ამას, უბრალოდ, უნდა მიეჩვიოთ. ეს დიდ პრობლემებს არ მოგიტანთ, ამიტომ არ ღირს ფუჭი მღელვარება და ნერვიულობა. ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

გაეცანით ასევე 2021 წლის ჰოროსკოპს ვერძებისა და კუროებისთვის.

516
ქალი ყაყაჩოებში

2021 წლის ჰოროსკოპი: ქალწული ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

28
(განახლებულია 07:17 27.11.2020)
როგორი იქნება 2021 წელი ქალწულებისთვის, რას მოუტანს ის ამ ნიშნით დაბადებულ ქალებსა და მამაკაცებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

2021 – თეთრი ხარის წელიწადი მარტივი არ იქნება, მაგრამ რამდენადაც ქალწულები ზოდიაქოს ბრძენ ნიშანთა რიცხვს განეკუთვნებიან, ისინი ნებისმიერი პრობლემიდან გარკვეული გაკვეთილის გამოტანას ცდილობენ, რათა ერთი და იგივე შეცდომა არ გაიმეორონ. 2021 წელს ეს პრობლემები, ძირითადად, უმნიშვნელო იქნება და ხშირად თავად ქალწულების გადაწყვეტილებაზე არ იქნება დამოკიდებული.

ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება>>

ქალწული მამაკაცი

მამაკაც ქალწულებს, შესაძლოა, რაღაც გეგმები ჩაუვარდეთ, ჰქონდეთ გარკვეული გაუგებრობები და თავდაჯერებულობის მოულოდნელი შერყევები. ბევრი სირთულე არაპროგნოზირებადი იქნება, რაც გადაწყვეტილების მოძებნის მცდელობაზე უარყოფითად აისახება. ასტროლოგები გირჩევენ, ყოველგვარ მოვლენას რაც შეიძლება მარტივად შეხედოთ.

ფინანსები და სამუშაო: ქალწულებისთვის ყველაზე პროდუქტიული დრო გაზაფხულის პირველი ნახევარი და შემოდგომის მიწურული იქნება. იღბალი ყველა პროფესიის წარმომადგენლების გვერდით დადგება. თქვენ მხოლოდ მოტივაცია და ენთუზიაზმი დაგჭირდებათ. ექსპერტები გირჩევენ, ფულთან დაკავშირებით იფრთხილოთ, ნებისმიერი ნივთი დაფიქრებით იყიდოთ და თანხა ქარს არ გაატანოთ.

სიყვარული და ურთიერთობები: სიყვარულში ქალწულ მამაკაცებს ძალიან გაგიმართლებთ. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვისაც თავისი მეორე ნახევარი ჯერ არ უპოვია. ვარსკვლავები და პლანეტები გააძლიერებენ თქვენს მომხიბვლელობას, რაც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ.

განწყობა და ჯანმრთელობა: 2021 წელს ქალწულმა მამაკაცებმა ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ ასე არ მოიქცევით, შესაძლოა, პრობლემები გაჩნდეს. არ შეიძლება, ყურადღება არ მიაქციოთ ორგანიზმის სიგნალებს იმის თაობაზე, რომ რაღაც წესრიგში არაა.

ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები>>

ქალწული ქალი

2021 წელი ქალწულებს ბევრ სასიამოვნო სიახლეს გპირდებათ. იანვრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება ადრე გაწეული სამუშაოს პირველი ნაყოფის მიღება. საუკეთესო იქნება თქვენთვის დროის მუშაობაში ინვესტირება, მაგრამ, ამავდროულად, არ უნდა დაივიწყოთ დროული დასვენებაც. ასტროლოგები ასევე გირჩევენ, რომ სასურველი რეალობად არ მიიღოთ.

ფინანსები და სამუშაო: ფინანსურ სფეროში ქალმა ქალწულებმა აუცილებლად უნდა მოუსმინოთ და ენდოთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც ზოდიაქოს ყველა სხვა ნიშანს შორის თქვენთვის ყველაზე მძლავრი იარაღი გახდება. მეექვსე გრძნობა განსაკუთრებით დაეხმარება შემოქმედებით სფეროებში მოღვაწე ქალწულებს. ძვირადღირებული ნივთების შეძენა უპრიანი ზაფხულში იქნება, სხვა დროს, სჯობს, ამისგან თავი შეიკავოთ.

სიყვარული და ურთიერთობები: ამ ნიშნის ქალებს, მამაკაცების მსგავსად, ვარსკვლავები მომხიბვლელობისა და ქარიზმის განსაკუთრებულ აურას გიბოძებენ. გრძნობებთან დაკავშირებულ საკითხებში ქალწულები წარმატებებს უკვე 2021 წლის პირველივე დღეებიდან მიაღწევთ. შეგიძლიათ პაემანზე წასვლა, ინიციატივის გამოჩენა, მაგრამ მოვლენების დაჩქარება არ ივარგებს.

ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები>>

განწყობა და ჯანმრთელობა: ამ სფეროში ქალ ქალწულებს უფრო მშვიდი წელი გელოდებათ, ვიდრე მამაკაცებს. განწყობის მკვეთრი ცვლილებები, რომლებიც თქვენს გეგმებს დაარღვევს და იღბალს დაგაშორებთ, მოსალოდნელი არ არის. ზამთარსა და გაზაფხულზე კარგი იქნება, თუ ნეგატიური ჩვევებისგან გათავისუფლდებით.

გაეცანით ასევე 2021 წლის ჰოროსკოპს ვერძებისკუროებისტყუპების, კირჩხიბებისა და ლომებისთვის.

28
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 27 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

17
(განახლებულია 09:54 26.11.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

27 ნოემბერი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია.

კუროს დღეს კარგია, როცა საქმეს საფუძვლიანად აკეთებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი სამსახურის დაწყების, ფინანსური გარიგებების გაფორმებისთვის, უძრავი ქონებისა და ზოგადად, ქონებრივი საკითხებით დაინტერესებისთვის.

ეს დღე ძალიან კარგი დროა სიყვარულისთვის. ქალები განსაკუთრებით მომაჯადოებელი ხდებიან. ხელსაყრელი დროა ერთობლივად ბუნებაში გასვლისთვის. ამ დღეებში ყალიბდება ურთიერთობები, როდესაც პარტნიორები ერთმანეთის გვერდით თავს გრძნობენ დაცულად, სტაბილურად. ესაა ურთიერთპატივისცემაზე, დახმარებასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული კავშირი, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც. ამ ურთიერთობებს რამდენადმე აკლია ცეცხლი და მგზნებარება, ამიტომ სასურველია მასში არტისტიზმის შეტანა.

რეკომენდებულია კორექტივების შეტანა ბიზნესში, გავლენის სფეროს გაფართოება, შეთანხმებებზე ხელმოწერა, საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, ახალი ინფორმაციების მიღება, ცოდნის გაღრმავება, მუშაობა, მატერიალური საკითხებით დაკავება.

არარეკომენდებულია სერიოზული საქმეებისა და წამოწყებების დაწყება, ადრე დაწყებული საქმეების მიტოვება, სიზარმაცე.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა თმის შეჭრისთვის – თმა კარგად გაიზრდება და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. შეიძლება თმის შეღებვაც. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს კარგია მცენარეების დარგვა–გადარგვა, მიწაში არსებულ მავნებლებთან ბრძოლა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ზამთრის მარაგის გაკეთება და მოსავლის აღება.

17
დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან წასვლის პირობა დაასახელა

0
(განახლებულია 09:09 27.11.2020)
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის აზრით, შეერთებული შტატების საარჩევნო ინფრასტრუქტურა მესამე სამყაროს ქვეყნებისას ჰგავს

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თეთრ სახლს მასინ დავტოვებ, როდესაც ამომრჩეველთა კოლეგია ჯო ბაიდენს მისცემს ხმას, განაცხადა აშშ–ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

„რა თქმა უნდა, თქვენ ეს ისედაც იცით“, — ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის შესაბამის შეკითხვას.

პრეზიდენტმა იქვე დაამატა, რომ ამომრჩეველთა კოლეგია „შეცდომას დაუშვებს“, თუ ბაიდენს დაუჭერს მხარს.

დონალდ ტრამპის თქმით, მას „ძალიან გაუჭირდება დამარცხების აღიარება“, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე მასობრივი ფალსიფიკაცია მოხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა აშშ–ის საარჩევნო ინფრასტრუქტურა მესამე სამყაროს ქვეყნებს შეადარა.

აშშ–ში არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა, მაგრამ მისი საბოლოო შედეგები ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოცხადებულა. მედიის ინფორმაციით დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გამარჯვებისთვის საკმარისი ელექტორალური ხმა მოაგროვა. მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა უკვე მიულოცა მას პრეზიდენტად არჩევა.

აშშ–ის მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს უნდა გაიმართოს.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს