ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე

16 ნოემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

53
(განახლებულია 10:29 16.11.2020)
გაეცანით 16 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-22 ნოემბრის პერიოდი

13-22 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას ვენერა მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმტკიცეს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლების: 15, 25, 30, 45, 50.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა პიონი.

13-22 ნოემბრის პერიოდში დაბადებულები ძალზე თავშეკავებული ადამიანები არიან, ამავდროულად, გულდახურულები - სხვებისგან ბევრ რამეს მალავენ. ხანდახან მოუთმენლობაც ახასიათებთ. აქვთ მყარი ჯანმრთელობა და უზარმაზარი შრომითი პოტენციალი.

16 ნოემბერს დაბადებულები

16 ნოემბერს დაბადებულები ხშირად ხდებიან მეცნიერ-ინტელექტუალები. არიან ენამახვილი, ცნობისმოყვარე, დაკვირვებული ადამიანები, აქვთ ანალიტიკური უნარები, არიან არაორდინარული პიროვნებები არცთუ მარტივი ხასიათით. შეუძლიათ სხვა ადამიანების ხასიათში ფსიქოლოგიური წვდომა.

16 ნოემბერს დაბადებულები მთელი ცხოვრება ჰარმონიას ეძებენ; აქვთ მისტიკაზე კონცენტრირებული განვითარებული წარმოსახვა, რაციონალური ცნობიერება. ურთიერთსაპირისპირო თვისებები ამ ადამიანებს ძალზე საინტერესოს ხდის. დამახასიათებელია შინაგანი კონფლიქტი, რაც მათთვის საკმაოდ მძიმეა.

16 ნოემბერს დაბადებული მორიელები ჭკვიანი, მომხიბლავი არიან, აქვთ მანიპულაციის უნარი, ადვილად იქვემდებარებენ ადამიანებს, ფაქიზად გრძნობენ ადამიანურ სულს. მაგრამ საკუთარ თავში გარკვევა ძალზე ცოტას შეუძლია.

ამ ადამიანებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, აღიარება; უარს არ ამბობენ მარტო დასვენებაზე, რადგან აქვთ თემები და საკითხები, რაზეც უნდა იფიქრონ.

ამ დღეს დაბადებულები ნიჭიერი ხელმძღვანელები არიან - თავშეკავებული, ლოიალური და სამართლიანი. ხელქვეითის როლში ასევე მშვენივრად გრძნობენ თავს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელობა მათ აზრს ითვალისწინებს. პროფესიული განვითარება მათთვის მაღალ დონეზე დგას.

ჯანმრთელობა

ამ დღეს დაბადებულებისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემაა ზედმეტი წონა. მათთვის რეკომენდებულია მოძრაობა და მჯდომარე სამუშაოსგან თავის არიდება., რომელსაც ენდოკრინოლოგიური და ფსიქოლოგიური პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

რჩევა:

16 ნოემბერს დაბადებულები ძალზე ემოციური ხართ. თუ ემოციების გამოვლენამ ნეგატიური შედეგი მოგიტანათ, შემდეგ უკვე საკუთარ თავში იკეტებით. უნდა ეცადოთ და ამას თავი აარიდოთ.

53
შემწვარი თევზის კერძი

რატომ და როდიდან უნდა მისცეთ პატარას თევზი

73
(განახლებულია 21:47 30.11.2020)
თევზი განსაკუთრებით მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტია, რომელიც ცილების, ცხიმების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების ნამდვილ საბადოს წარმოადგენს.

უფრო დაწვრილებით იმაზე, რა სასარგებლო თვისებებით ხასიათდება თევზი და რა ასაკიდან უნდა მივცეთ ის ბავშს, ამის შეხებ „ავერსის“ პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.

თამარ ობგაიძე
თამარ ობგაიძე

- ყველაფერი გასულ საუკუნეში დაიწყო, როცა დანიელმა მეცნიერმა დაიერბერგმა ესკიმოსებზე დაკვირვებისას აღმოჩინა, რომ ისინი იშვიათად ავადობდნენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით. ბევრი კვლევა-ძიების შემდეგ მან ეს ფაქტი ესკიმოსების კვების ტიპს დაუკავშირა – ისინი ძირითადად ცივი ზღვების ბინადარი ცხიმიანი თევზითა და სელაპის ხორცით იკვებებოდნენ.

- რა არის თევზში ისეთი, რაც მას ბავშვისთვის განსაკუთრებულ პროდუქტად აქცევს?

- პირველ რიგში, ეს  სრულფასოვანი ცილების წყაროა. და თანაც თევზის ცილა ყველა სხვა ცილაზე გაცილებით უფრო ადვილად ასათვისებელია.

თევზი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც თავის ტვინის არქიტექტორებად იწოდებიან იმის გამო, რომ ბავშვის ტვინის განვითარებაში მონაწილეობენ. ეს ნივთიერებებია საჭირო თვალის განვითარებისთვისაც.

მნიშვნელოვანია თევზის ვიტამინურ-მინერალური შემადგენლობაც. ის ცხიმში ხსნადი ყველა ვიტამინის წყაროა და შეიცავს A, D, K, E ვიტამინებს.

სწორედ თევზია ის პროდუქტი, რომელიც ყველაზე დიდი დოზით შეიცავს D ვიტამინს. ნივთიერებას, რომელიც პრქტიკულად ჰორმონია და ყველა ორგანოს ფუნქციაზე ახდენს გავლენას.

თევზის მინერალური შემადგენლობა კალიუმის, ფოსფორის, რკინის მაღალი შემცველობითაა ცნობილი.

- რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვს თევზი?

- თევზის მიცემა რვა თვიდან შეგიძლიათ.

- რა საფრთხეებს მალავს თევზი?

- პირველი საფრთხე არის წვრილი ძვლები – მომზადებამდე თევზი კარგად უნდა გაწმინდოთ ფხებისაგან. შემდეგ მოდის ინფექცია – ბავშვს არ უნდა მისცეთ უმი თევზი (სუშის ტიპის საკვები). თუ თევზი ბაქტერიულად დაბინძურებულია, შესაძლოა მან ბავშვის ინფიცირება გამოიწვიოს. საფრთხის შემცველია ვერცხლისწყალი – ცნობილია, რომ ზღვებისა და ოკეანის წყლები ბევრი პოლუტანტით ბინძურდება, რომელთა შორის ყველაზე დიდი საფრთხე ვერცხლისწყალია, რომელიც თევზის და შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ამიტომ, სადაც ეს შესაძლებელია, იკითხეთ თევზის წარმომავლობა. ამ მხრივ მტკნარი ხელოვნური წყალსაცვების თევზი, რა თქმა უნდა, საიმედოა, მაგრამ აქ სხვა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი, თუ მწარმოებელი პატიოსანი არ არის – თევზის უხარისხო საკვებმა, ანტიბიოტიკებმა.

- ყველაზე მეტად რომელი თევზია სასარგებლო?

- შემადგენლობის მიხედვით განსაკუთრებით სასარგებლოა ცივი ზღვებისა და ოკეანეების ცხიმიანი თევზი. მათი ხორცი გაცილებით მეტ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს შეიცავს.

შემოგთავაზებთ თევზისა და ბოსტნეულის მიქსის ერთ-ერთ რეცეპტს რვა თვის ასაკიდან.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

თევზი - 50-60 გრამი

ყაბაყი - ნახევარი

სტაფილო - ნახევარი

კარტოფილი - ერთი პატარა ზომის

​მომზადების წესი კი ასეთია:

გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით ბოსტნეული, ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და მოხარშეთ. ცალკე მოხარშეთ კანგაცლილი და დაჭრილი თევზი. მოხარშული ბოსტნეული და თევზი ერთად დააბლენდერეთ ისე, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. სურვილის შემთხვევაში კერძი შეგიძლიათ გაათხელოთ დედის რძით (თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა) ან ხელოვნური ნარევით (თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა) და დაამატოთ ზეითუნის ზეთი.

 

73
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
შორენა მონდაძე

11 შვილის დედა მოლბერტთან, მისი საოცარი ნახატები და ცხრა წლის გოგო, რომელიც ას თხას უვლის

658
(განახლებულია 21:25 30.11.2020)
ლილოსთან ახლოს მდებარე სოფელ ნასაგურში ცხოვრობს ქართული ოჯახი, რომლის დიასახლისი, 47 წლის შორენა მონდაძე 11 შვილის დედაა...

მას სხვა ღირსებაც აქვს – საოცრად ხატავს. თვლის, რომ მოყვარული მხატვარია, თუმცა მის ნახატებში სიცოცხლე ჩქეფს და ისინი პოზიტიური გზავნილებია სამყაროში. ძირითადად საბავშვო თემატიკა უყვარს და ეს ბუნებრივიცაა. დედის შემოქმედების პირველი შემფასებლები ბავშვები არიან. გარდა ამისა, ამ თბილ ოჯახში, სადაც სიკეთე მთავარი ღირებულებაა, შრომას თავიდანვე ეჩვევიან.

შორენა მონდაძე ოჯახთან ერთად
შორენა მონდაძე ოჯახთან ერთად

- ქალბატონო შორენა, საბავშვო თემატიკაზე რომ ხატავთ, ამის მიზეზი ის არის, რომ მრავალშვილიანი დედა ხართ, თუ ეს თქვენში შემორჩენილი ბავშვობის გამოძახილიცაა?

- ხატვა ბავშვობიდან მიყვარს. ალბათ ბავშვობის სიკეთე ჩემშიცაა შემორჩენილი. განსაკუთრებით მიყვარს საბავშვო თემატიკაზე ხატვა. თოიძის სამხატრო სასწავლებელი დავამთავრე, მაგრამ ვთვლი, რომ მოყვარული მხატვარი ვარ. ყველაზე ნათლად ბავშვობის ემოცია მახსენდება, როდესაც ჩემი ნახატების გამოფენაზე ერთ-ერთი ესკიზი ძალიან მოეწონა სახელგანთქმულ მხატვარსა და მოქანდაკეს გივი მიზანდარს, მისგან ქებაც დავიმსახურე. ის სიტყვები ჩემთვის დიდ მოტივაციად იქცა.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- საერთოდ ასლების სამყარო გხიბლავთ და პორტრეტებს ფოტოებიდანაც ქმნით...

- დიახ, ძირითადად ცნობილი ნახატების ასლებს ვქმნი. მომწონს სოციალური თემატიკის ნამუშევრები. ფოტოებს რაც შეეხება, პირველად ფოტოდან ჩემი შვილის პორტრეტი დავხატე. დღეს შეკვეთებზეც ვმუშაობ.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- როგორ უყურებენ ოჯახში მოლბერტთან მდგარ დედას?

- ოჯახის წევრები მიჩვეული არიან ჩემ საქმიანობას. პატარებს თუ არ ჩავთვლით, ყველა ცდილობს, რომ ხელი შემიწყოს. უფროსებს ხატვის ყველა ეტაპზე ვეკითხები აზრს – აქ როგორ გავაკეთო, როგორ აჯობებს, და მათ რჩევებს ვითვალისწინებ. შვილებს ყველაფერი მოსწონთ, რასაც ვხატავ და ჩემი პირველი შემფასებლებიც ისინი არიან, ზოგჯერ თემებსაც მიკვეთავენ.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- ხატვის ნიჭი თუ გამოჰყვა რომელიმეს?

- დიახ, ბავშვებს გამოჰყვათ ხატვის ნიჭი, გატაცებული არ არიან, მაგრამ თუ მოუნდებათ, დახატავენ. ერთი მათგანი ძალიან კარგად ძერწავს პლასტილინით.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- თქვენი მეუღლე სასულიერო პირია, როგორ აფასებს თქვენს ნამუშევრებს და მისი თხოვნით თუ დაგიხატავთ?

- მასაც მოსწონს ჩემი ნამუშევრები. მეუღლის თხოვნით მაქვს რამდენიმე ნამუშევარი დახატული, რომლებიც ძირითადად ბიბლიური თემატიკის შემცველია.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- გმირი დედა ხართ, რომელმაც, ამბობენ, ყველაზე მეტი ჟღენტი გააჩინა, შვილების აღზრდის დროს რა არის მთავარი?

- აღზრდის დროს პირველ რიგში, ალბათ, მაგალითის ძალაა მთავარი, რადგან ბავშვები გვიყურებენ როგორ ვცხოვრობთ, მერე გვბაძავენ და იმასვე იმეორებენ. ამის გარდა, სულ ვეუბნები, რომ კარგი ადამიანები იყვნენ და სიკეთე აკეთონ, სხვა რა უნდა ვასწავლო?

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- პატარა მეურნეობა გაქვთ და ბავშვებს შრომას აჩვევთ...

- დიახ, თხების მეურნეობა გვაქვს, ასი თხა გვყავს. ჩემი ერთ-ერთი გოგო, რომელიც ცხრა წლისაა, თვითონ წველის თხებს, მათ არავის აკარებს ახლოს. მოკლედ, ერთ ამბავშია და ამ თხებს მარტო თვითონ უვლის...

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- მისი პორტრეტი თუ გაქვთ დახატული?

- სხვათა შორის, ერთხელ მთხოვა თხებთან ერთად დამხატეო და დავხატე, ძალიან მოსწონს ის ნახატი.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- დღის რომელ მონაკვეთში ხატავთ ხოლმე?

- ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ცოტა დრო მაქვს საყვარელი საქმიანობისთვის, თუმცა ხატვას მაინც ვახერხებ. ვხატავ ყოველთვის, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ძირითადად, საღამოს. ღამე როცა არ მეძინება და მუზა მომივლის, სიამოვნებით დავხატავდი, მაგრამ შუქს ვერ ვუნთებ ბავშვებს...

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- უფლის ყველაზე დიდ წყალობად რას თვლით?

- ღვთის ყველაზე დიდი წყალობა ჩემთვის ოჯახია. სხვათა შორის, ჩემს ერთ-ერთ შვილს წყალობა ჰქვია...

 

658
ახალი გზის მშენებლობა, რომელიც მაჭავარიანის ქუჩას გელოვანის გამზირთან დააკავშირებს

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა ერთი თვით ნაწილობრივ შეიზღუდება

0
მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოები ვაკე-საბურთალოს რაიონში, „ვეფხისა და მოყმის" ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარეობს

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოძრაობა 1-დან 30 დეკემბრამდე ნაწილობრივ შეიზღუდება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ბლექ სი გრუპი“ მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს.

„შეზღუდვა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) შენობიდან ვაშლიჯვრის და უკუმიმართულებით, მაჭავარიანის ქ. N1 კორპუსიდან BP-ის ბენზინგასამართ სადგურამდე იმოქმედებს“, - აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მაჭავარიანის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება, აცხადებენ უწყებაში.

სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს.

თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში, ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას ახორციელებს.

პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის (112) ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

მოეწყობა საყრდენი კედლები და წყალამრიდები, დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.

საბურთალოს რაიონში ახალი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია.

0
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში