ნახევარმთვარე

ახალმთვარეობა 15 ნოემბერს და მისი გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

2084
(განახლებულია 13:50 15.11.2020)
ახალმთვარეობა 15 ნოემბერს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებს ცხოვრებაში ბევრ ცვლილებას მოუტანს

ახალმთვარეობა ცვალებადი მდგომარეობის დროა. ადამიანების უმრავლესობა განიცდის უღონობას, დაღლილობას, უძილობას. ზოგიერთი ძალზე ემოციური და მგრძნობიარე ხდება.

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ახალმთვარეობა 2020 წლის 15 ნოემბერს თბილისის დროით 06:07 საათზე დადგება.

ახალმთვარეობის გავლენით ადამიანში გაბატონდება შემდეგი გრძნობები და შეგრძნებები:

  • ემოციური დათრგუნულობა
  • განგაშის გრძნობა
  • გულჩაკეტილობა
  • მოწყენილობა
  • დეპრესიულობა
  • მარტოობის გრძნობა

მთვარის ამ ფაზაში მამაკაცები უფრო აგრესიული, ქალები – მაქსიმალურად მგრძნობიარენი, ბავშვები კი – ჭირვეული და უმართავი ხდებიან.

ამ დღეს შეიძლება და კარგი იქნება დასვენება, განმარტოებით ყოფნა.

ახალმთვარეობის დღეს არარეკომენდებულია:

  • მძიმე ფიზიკური შრომა
  • მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება
  • ქორწინება
  • გარისკვა
  • ახალი საქმეების დაწყება
  • მნიშვნელოვან ქაღალდებზე ხელმოწერა
  • ეჭვიანობა
  • შურისძიება
  • ტყუილის თქმა და ცრუ დაპირების მიცემა

ენერგეტიკული გამოფიტულობის გამო ადამიანებმა შეუძლოდ შეიძლება იგრძნონ თავი.

ახალმთვარეობა 15 ნოემბერს ყველაზე ვნებიანი ნიშნის – მორიელის თანავარსკვლავედში ჩაივლის. ეს იღბლიანი დღეა ფლირტის, რომანტიკული პაემნისა და საყვარელ ადამიანთან დროის გატარებისთვის.

მთლიანობაში, ესაა სიყვარულის დღე, თუმცა შეყვარებულებმა არ უნდა მოახდინონ ერთმანეთის პროვოცირება ეჭვიანობაზე – მოგეხსენებათ, მორიელი ერთ–ერთი ყველაზე ეჭვიანი ნიშანია.

რა ცვლილებები ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს ახალმთვარეობაზე

  • ვერძი – გაჩნდება კეთილდღეობის გაუმჯობესების, ფულის გამომუშავების შანსი.
  • კურო – შესანიშნავი დღეა საქმიანი თანამშრომლობისთვის, იქნება საშუალება, რომ ახალი საქმიანი პარტნიორები მოძებნოთ.
  • ტყუპი – ახალმთვარეობა მოგცემთ შანსს, რომ სწორად და მომგებიანად განკარგოთ სახსრები.
  • კირჩხიბი – მოსალოდნელია „ცხოვრების სიყვარულთან“ შეხვედრა. შეგიძლიათ დაგეგმოთ მოგზაურობა.
  • ლომი – სასურველია, გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა დასახულ მიზნებს მიაღწიოთ.
  • ქალწული – გაფართოვდება საქმიანი კავშირები, არ არის გამორიცხული დაწინაურება სამსახურში.
  • სასწორი – ამ დღეს შეიძლება, რომ ხელმძღვანელობას მიმართოთ და ხელფასის მომატება ან ახალი თანამდებობა სთხოვოთ.
  • მორიელი – მოსალოდნელია კარიერული ზრდა, რომანტიკული პაემანი, გულახდილი საუბრები.
  • მშვილდოსანი – მთვარის ენერგია წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. გაძლიერდება ინტუიცია.
  • თხის რქა – გაფართოვდება მეგობართა და თანამოაზრეთა წრე.
  • მერწყული – მიზნების მისაღწევად მოქმედება და ახალი ცოდნის მიღებაა საჭირო.
  • თევზები – რეალიზებული იქნება ყველა შესაძლებლობა. წამოწყებებში მეგობრები დაგეხმარებიან.
2084
ფეიხოა

ფეიხოას სასარგებლო თვისებები

106
(განახლებულია 13:20 29.11.2020)
ფეიხოა ერთადერთია მცენარეთა შორის, რომელიც იოდის შემცველობით ზღვის პროდუქტებს უსწრებს წინ. ფეიხოას სულ მცირე ზომის ნაყოფი მოზრდილი ადამიანის იოდის მოხმარების დღიურ ნორმას აკმაყოფილებს.

ფეიხოა (Feijoa sellowiana, Acca sellowiana) ასევე ცნობილია, როგორც ანანას-გუავა — მირტისებრთა ოჯახის მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეების გვარი. მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. 

უაღრესად სასარგებლო კენკრა, რომელიც კოსმონავტებისა და მფრინავების მენიუში შედის>>

ფეიხოა მე–19 საუკუნის ბოლოს ბრაზილიაში, სამეცნიერო ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს. დასახელება საბუნებისმეტყველო მუზეუმის დირექტორის ჟოაო ფეიჟის პატივსაცემად მიიღო. ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში პირველად 1890 წელს გამოჩნდა, ხოლო დასავლეთ საქართველოში – 1900 წელს; პირველი პლანტაცია 1915—1916 წლებში ბათუმისა და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში გააშენეს.

ფეიხოას წარმოშობასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდა არსებობს: ჭაბუკს ზღვის მეფის ასული უყვარდა, მაგრამ ხმელეთი ენატრებოდა. ხმელეთზე დაბრუნების გადაწყვეტილებისთვის ზღვის ხელმწიფემ ჭაბუკი ხედ აქცია, რომლის ნაყოფს ზღვის ბრიზის არომატი აქვს.

ფეიხოას კანი საკმაოდ სქელი და მწკლარტეა, ხოლო რბილობი – რბილი და წვნიანი. ზოგი მხოლოდ ნაყოფის რბილობს მიირთმევს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სასარგებლო ნივთიერებების დიდი რაოდენობა სწორედ კანშია. კანი შეიძლება გავაშროთ და ჩაიში არომატისთვის დავამატოთ.

ფეიხოა ფართოდ გამოიყენება კულინარიაში (კომპოტი, მურაბა, ნამცხვრები, დესერტი, სალათები, მარინადი, ღვინო, ნაყენები), კოსმეტოლოგიასა და დამოუკიდებლად, როგორც სამკურნალო საშუალება. 

არაქისი, იგივე მიწის თხილი – სასარგებლო და მავნე თვისებები>>

ფეიხოას ნაყოფი შეიცავს ვიტამინებს: С, В1, В2, В3, В5, В6, РР; მიკრო- და მაკროელემენტებს: იოდი, კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი, თუთია, მანგანუმი; მჟავებს: ვაშლის, ფოლიუმის და ეთერზეთებს ანანასისა და მარწყვის არომატით.

ნაყოფის რბილობში ორგანიზმის მიერ ადვილად შესათვისებელი ცილებისა და ცხიმების არსებობის გამო ფეიხოა დიეტური პროდუქტების რიცხვს განეკუთვნება, ამასთან, როგორც ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი, წონის დაკლების დროს ორგანიზმს ვიტამინების დეფიციტის საფრთხეს არ უქმნის, პირიქით, ავსებს და ამარაგებს მას.

ფეიხოა ერთადერთი მცენარეა, რომელიც იოდის შემცველობით ზღვის პროდუქტებსაც კი უსწრებს წინ. იოდი წყალხსნად მდგომარეობაშია, ამიტომ ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. ფეიხოას სულ მცირე ზომის ნაყოფი ზრდასრული ადამიანის იოდის მოხმარების დღიურ ნორმას აკმაყოფილებს. იოდის მაღალი შემცველობის გამო ფეიხოას მოხმარება სასურველია მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები აღენიშნება ან იოდის დეფიციტი აწუხებს. ფეიხოას გამოყენება კარგია ასევე ადამიანებისთვის, ვისაც გონებრივი სამუშაო აქვს, აწუხებს გასტრიტი, ათეროსკლეროზი, ავიტამინოზი, ჰიპოვიტამინოზი, პიელონეფრიტი, პოდაგრა და სხვა.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. კაკლის უღელი>>

ნაყოფში საკმარისი რაოდენობით ეთერზეთების, ვიტამინებისა და იოდის შემცველობის გამო ფეიხოა ჯადოსნური საშუალებაა დეპრესიისა და უღონობის დროს.

ეთერზეთებით მდიდარი ნაყოფი კარგი კომპონენტია ინჰალაციისთვის. ნაყოფის რბილობი მიირთვით, ხოლო კანს მდუღარე წყალი დაასხით, შეგიძლიათ დაამატოთ სოდა, და ისუნთქეთ ამ ნაყენის ორთქლი პირსახოცის ქვეშ რამდენიმე წუთი. კარგი საშუალებაა გაციების დროს ზედა სასუნთქი გზების პრობლემასთან ბრძოლისა და პროფილაქტიკისთვის.

ნაყოფის კანი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს კატეჰინსა და ლეოკოანტოცინს – მძლავრ ანტიოქსიდანტებს, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკური ქმედებები ახასიათებს და ორგანიზმზე გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ახდენს.

უკაპრიზო და ძალზე სასარგებლო – წიწმატი>>

როგორც აღვნიშნეთ, ფეიხოას კოსმეტიკაშიც იყენებენ. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, გამაახალგაზრდავებელი და კანის მკვებავი თვისებები. შეგიძლიათ სახისა და კისრისთვის მოამზადოთ ნიღაბი შემდეგნაირად: 1/3 დაქუცმაცებულ ფეიხოას შეურიეთ კვერცხის გული, 2 სუფრის კოვზი ხაჭო და 1 სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი. მიღებული მასა წაისვით სახესა და კისერზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.

გახსოვდეთ: ხილი ზომიერად უნდა მიიღოთ, რადგან ის დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს. ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ მათ, ვისაც ჰიპერთირეოზი აქვს – ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია. ამ დროს ჯობს, ამ ხილზე საერთოდ უარი თქვათ.

თუ გადააჭარბეთ ფეიხოას მიღება, ე.ი. ორგანიზმში ზედმეტი იოდი მოხვდა. ამ დროს ადამიანს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ნერვული აღგზნებულობა, შფოთვა, გახშირებული გულისცემა და „ციმციმა“ (ხშირად ცვალებადი, „მოხტუნავე“) ტემპერატურა, ასევე შრომისუნარიანობის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება.

მსხალი - მრავალი დაავადების სამკურნალოდ>>

არ არის რეკომენდებული ფეიხოას მიღება ძროხის რძესთან ერთად, რადგან ეს კუჭის მოქმედების ჩვეულ რიტმს დაარღვევს.

ასევე, ფეიხოა შეიცავს ბევრ საქაროზას, ამიტომ მის მიღებას უნდა მოერიდონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ პროდუქტში პექტინის მაღალი დონე საქაროზას მოქმედებას ანეიტრალებს. ამიტომ სჯობს, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა კონსულტაცია ექიმთან გაიარონ.

რაც შეეხება ფეიხოას ალერგიულობას, ზოგიერთი მოსაზრებით, ფეიხოაზე ალერგიის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა, სხვა მოსაზრებით, ამ ხილს ალერგიული რეაქციები ახასიათებს, ამიტომ სჯობს, მისი პირველი მიღების დროს, განსაკუთრებით, ბავშვების შემთხვევაში სიფრთხილე გამოვიჩინოთ.

106
თემები:
სასარგებლო რჩევები
ექიმები რეანიმაციაში

ორი ხილული სიმპტომი: ცნობილია COVID-19-ის მძიმე ფორმის წინასწარი ნიშნები

138
(განახლებულია 11:20 30.11.2020)
ექიმის თქმით, ამ ორი სიმპტომით გამოკვლევის გარეშეც შეიძლება დადგინდეს, ემუქრება თუ არა პაციენტს კოვიდის მძიმე ფორმა

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსის მძიმე ფორმის დადგომაზე ორი მთავარი სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს — რამდენიმე დღის განმავლობაში 38 გრადუსამდე ტემპერატურა და  სუნთქვის პრობლემები, აცხადებს ექიმი ვლადისლავ მოჰამედ ალი.

მისი თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნებული მაღალი ტემპერატურა ციტოკინური შტორმის დასაწყისზე მიანიშნებს.

„ციტოკინური შტორმი — ეს ბიოქომიური რეაქციების კასკადია, რომელშიც ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებზე  პასუხისმგებელი ფაქტორებია ჩართული. ციტოკინური შტორმისას უპირველესად ფილტვები ზიანდება, თუმცა იმავდროულად სხვა ორგანოებსაც ადგება დარტყმა“, — განმარტავს მოჰამედ ალი.

მეორე სიმპტომი — ეს ქოშინია.

„ქოშინის გაჩენა ან მისი გაძლიერება ასევე არის იმის ნიშანი, რომ ფილტვების დაზიანების ფართობი იზრდება“, — აცხადებს ექიმი.

მისი თქმით, COVID–19–ის მძიმე ფორმის მაუწყებელი სხვა სიმპტომები მხოლოდ ლაბორატორიულად ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტებით შეიძლება გამოვლინდეს.

 

138
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: რა თქმა უნდა, პრობლემები და ხარვეზები არის

0
(განახლებულია 14:39 30.11.2020)
ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღაა – ახალი შემთხვევების დღიურმა ზრდამ ბოლო დღეებში 4 ათასს გადააჭარბა, Covid-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ კი 135 584-ს მიაღწია

თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვის კუთხით პრობლემები და ხარვეზები არის, რომლის აღმოფხვრასაც ჯანდაცვის სისტემა ცდილობს, განაცხადა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მინისტრმა განაცხადა, პრობლემა ძირითადად თავისუფალი საწოლების რაოდენობაშია და ამ საკითხის მოგვარებაში ის პირადად არის ჩართული.

„ყოველდღიურ რეჟიმში „112“-დან დაწყებული ბოლო წერტილამდე, პაციენტის განთავსებამდე, გავდივართ ამ ჯაჭვს თავიდან ბოლომდე, ვაკვირდებით, რა არის პრობლემა და ვცდილობთ, ეს პრობლემები მოვაგვაროთ. პირადად ვარ ჩართული ამაში, ასევე ჩართულია ორივე მოადგილე და ყველა სსიპ-ის ხელმძღვანელი. მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ამ ხარვეზებს და შესაბამისად, ვცდილობთ მათ აღმოფხვრას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანაში საწოლფონდი 6 ათასიდან 7 100-მდე გაიზარდა. მისი თქმით, არც ერთი ქვეყნის მიზანი არ არის საწოლფონდების მაქსიმალური რაოდენობის გამოყენება. სწორედ აქედან გამომდინარე, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები და დაწესდეს შეზღუდვები საწოლფონდის განტვირთვის მიზნით.

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების ბუმი დაიწყო – კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა ზრდამ ბოლო დღეებში 4 ათასს გადააჭარბა. კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში კი 3 216-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 135 584-ს მიაღწია. სულ გარდაცვლილია 1267 ადამიანი.

საქართველოში 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვები აამოქმედა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში