მარსი

მარსი რეტროგრადულ სვლას წყვეტს, რაც ძალზე სახარბიელო მოვლენაა ზოდიაქოს ექვსი ნიშნისთვის

5633
(განახლებულია 11:48 14.11.2020)
14 ნოემბერს მარსი პირდაპირ სვლას იწყებს. ეს ძალზე ხელსაყრელი დღეა ყველასთვის, მაგრამ ასტროლოგები ექვს ნიშანს გამოყოფენ – მათთვის ეს დღე განსაკუთრებით საბედისწერო და უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება

წითელი პლანეტის ზემოქმედება ადამიანებზე ძალიან დიდია. 14 ნოემბერი ძალზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენის დღეა, რომელსაც ექსპერტები შემოდგომის ერთ–ერთ ყველაზე ხელსაყრელ ცვლილებას უწოდებენ.

ზოგადად, პლანეტების რეტროგრადულობა აპრიორი ნეგატიურ ასტროლოგიურ პროცესად არის მიჩნეული, მაგრამ ყველა პლანეტა ერთნაირად საშიში არაა ასეთ მდგომარეობაში. უკუსვლის დროს ყველაზე საშიშად მიჩნეულია პლანეტები, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან განლაგებული დედამიწასთან, კერძოდ, ვენერა, მარსი და მერკური.

მარსმა რეტროსვლა 10 სექტემბერს დაიწყო. ამ პერიოდს ახასიათებდა გაუგებრობები, განწყობის ხშირი ცვლა, პრობლემები საშინაო საქმეებში.

ვერძი

მარსი ვერძების მფარველი პლანეტაა. რამდენადაც მისი რეტროგრადულობა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, 14 ნოემბერი ვერძის ნიშნის წარმომადგენლებისთვის 2020 წლის ერთ–ერთი ყველაზე მთავარი დღე გახდება.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – ვერძი>>

ვერძებს წარმატება გელოდებათ ცხოვრების ყველა სფეროში და თან არა მხოლოდ წელს, არამედ 2021 წელსაც. ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, ამიტომ ცვლილებებს არ შეუშინდეთ. თუნდაც ერთი შეხედვით უსიამოვნო ცვლილებები მოხდეს, დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა.

ლომი

თქვენთვის 14 ნოემბრიდან დგება პერიოდი, როდესაც მიზანი ყოველთვის გაამართლებს საშუალებებს. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ოცნებისკენ მიმავალ გზაზე დიდი ნახტომი გააკეთოთ.

მარსი რეტროგრადულობისგან გათავისუფლდება და ლომებს ყველა ბორკილს მოგხსნით. იგრძნობთ ძალებისა და ენერგიის მოზღვავებას, იპოვით ბედნიერებასა და იღბალს, გაქრება მელანქოლიური განწყობა და გაჩნდება საკუთარი ძალების რწმენა.

ქალწული

ქალწულებს ძალიან გესაჭიროებათ კარგი ცვლილებები, რადგან ბოლო დროს ენერგეტიკული უძრაობა გქონდათ. რეტროსვლისგან გათავისუფლებული მარსი იდეალურ პირობებს შექმნის ამ სანატრელი ცვლილებებისთვის, რაც ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება.

ასტროლოგები, კორონავირუსი და შავი მთვარე: როდის დამთავრდება პანდემია>>

სამუშაოზე ქალწულებს დიდი შთაგონება გეწვევათ. გლობალური ცვლილებებისთვის ჯერ ადრეა, სჯობს, 2021 წლამდე მოიცადოთ. იანვარში უკვე შეგიძლიათ იფიქროთ სხვა სამსახურზე, შემოსავლების ახალ წყაროზე. ვისაც ჰყავს საყვარელი ადამიანი, ის ბევრად მეტ დროს დაგითმობთ და ურთიერთობა უფრო პოზიტიური გახდება.

მორიელი

მარსი მორიელების პერსონალური დამხმარეა მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის თვალსაზრისით სრულიად საწინააღმდეგო სტიქიას წარმოადგენს. 14 ნოემბრიდან გაძლიერდება თქვენი ინტუიცია და იღბლიანობა.

ასტროლოგები გირჩევენ, გააკეთოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, არაფერი გადადოთ სამომავლოდ. ამ წლის ბოლოსა და 2021 წლის დასაწყისში ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სიურპრიზები გელოდებათ.

თხის რქა

14 ნოემბრიდან თხის რქებმა ფსონი უფრო ხშირად უნდა დადოთ საკუთარ ძლიერ მხარეებზე, როგორიცაა შრომისმოყვარეობა, წინდახედულება, სიბრძნე. ისეთი ხელსაყრელი დრო, როგორიც მარსის პირდაპირი სვლის პირველი ორი კვირაა, უახლოეს თვეებში  შეიძლება აღარ გქონდეთ.

დიდია ალბათობა, რომ კარგ შედეგებს მიაღწიოთ სიყვარულში, მუშაობაში. ეს დიდებამდე და ფინანსურ წარმატებამდე მიგიყვანთ. დროა, სიტყვებიდან მოქმედებებზე გადახვიდეთ, როგორი რთულიც არ უნდა ჩანდეს მიზნისკენ მიმავალი გზა.

მერწყული

მერწყულებს 14 ნოემბრიდან დიდი წარმატებები გელოდებათ ფინანსურ სფეროში. შეგიძლიათ ძვირადღირებული რამის შეძენა, ხანგრძლივ მოგზაურობაში ან მივლინებაში წასვლა, გარემოსა და სამუშაოს შეცვლა.

ასევე დიდი წარმატებები გელოდებათ სიყვარულის სფეროში. მარსი მძლავრი ქარიზმითა და მომხიბვლელობით დაგაჯილდოებთ, რაც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ.

5633
ქალი ყაყაჩოებში

2021 წლის ჰოროსკოპი: ქალწული ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

25
(განახლებულია 07:17 27.11.2020)
როგორი იქნება 2021 წელი ქალწულებისთვის, რას მოუტანს ის ამ ნიშნით დაბადებულ ქალებსა და მამაკაცებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

2021 – თეთრი ხარის წელიწადი მარტივი არ იქნება, მაგრამ რამდენადაც ქალწულები ზოდიაქოს ბრძენ ნიშანთა რიცხვს განეკუთვნებიან, ისინი ნებისმიერი პრობლემიდან გარკვეული გაკვეთილის გამოტანას ცდილობენ, რათა ერთი და იგივე შეცდომა არ გაიმეორონ. 2021 წელს ეს პრობლემები, ძირითადად, უმნიშვნელო იქნება და ხშირად თავად ქალწულების გადაწყვეტილებაზე არ იქნება დამოკიდებული.

ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება>>

ქალწული მამაკაცი

მამაკაც ქალწულებს, შესაძლოა, რაღაც გეგმები ჩაუვარდეთ, ჰქონდეთ გარკვეული გაუგებრობები და თავდაჯერებულობის მოულოდნელი შერყევები. ბევრი სირთულე არაპროგნოზირებადი იქნება, რაც გადაწყვეტილების მოძებნის მცდელობაზე უარყოფითად აისახება. ასტროლოგები გირჩევენ, ყოველგვარ მოვლენას რაც შეიძლება მარტივად შეხედოთ.

ფინანსები და სამუშაო: ქალწულებისთვის ყველაზე პროდუქტიული დრო გაზაფხულის პირველი ნახევარი და შემოდგომის მიწურული იქნება. იღბალი ყველა პროფესიის წარმომადგენლების გვერდით დადგება. თქვენ მხოლოდ მოტივაცია და ენთუზიაზმი დაგჭირდებათ. ექსპერტები გირჩევენ, ფულთან დაკავშირებით იფრთხილოთ, ნებისმიერი ნივთი დაფიქრებით იყიდოთ და თანხა ქარს არ გაატანოთ.

სიყვარული და ურთიერთობები: სიყვარულში ქალწულ მამაკაცებს ძალიან გაგიმართლებთ. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვისაც თავისი მეორე ნახევარი ჯერ არ უპოვია. ვარსკვლავები და პლანეტები გააძლიერებენ თქვენს მომხიბვლელობას, რაც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ.

განწყობა და ჯანმრთელობა: 2021 წელს ქალწულმა მამაკაცებმა ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ ასე არ მოიქცევით, შესაძლოა, პრობლემები გაჩნდეს. არ შეიძლება, ყურადღება არ მიაქციოთ ორგანიზმის სიგნალებს იმის თაობაზე, რომ რაღაც წესრიგში არაა.

ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები>>

ქალწული ქალი

2021 წელი ქალწულებს ბევრ სასიამოვნო სიახლეს გპირდებათ. იანვრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება ადრე გაწეული სამუშაოს პირველი ნაყოფის მიღება. საუკეთესო იქნება თქვენთვის დროის მუშაობაში ინვესტირება, მაგრამ, ამავდროულად, არ უნდა დაივიწყოთ დროული დასვენებაც. ასტროლოგები ასევე გირჩევენ, რომ სასურველი რეალობად არ მიიღოთ.

ფინანსები და სამუშაო: ფინანსურ სფეროში ქალმა ქალწულებმა აუცილებლად უნდა მოუსმინოთ და ენდოთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც ზოდიაქოს ყველა სხვა ნიშანს შორის თქვენთვის ყველაზე მძლავრი იარაღი გახდება. მეექვსე გრძნობა განსაკუთრებით დაეხმარება შემოქმედებით სფეროებში მოღვაწე ქალწულებს. ძვირადღირებული ნივთების შეძენა უპრიანი ზაფხულში იქნება, სხვა დროს, სჯობს, ამისგან თავი შეიკავოთ.

სიყვარული და ურთიერთობები: ამ ნიშნის ქალებს, მამაკაცების მსგავსად, ვარსკვლავები მომხიბვლელობისა და ქარიზმის განსაკუთრებულ აურას გიბოძებენ. გრძნობებთან დაკავშირებულ საკითხებში ქალწულები წარმატებებს უკვე 2021 წლის პირველივე დღეებიდან მიაღწევთ. შეგიძლიათ პაემანზე წასვლა, ინიციატივის გამოჩენა, მაგრამ მოვლენების დაჩქარება არ ივარგებს.

ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები>>

განწყობა და ჯანმრთელობა: ამ სფეროში ქალ ქალწულებს უფრო მშვიდი წელი გელოდებათ, ვიდრე მამაკაცებს. განწყობის მკვეთრი ცვლილებები, რომლებიც თქვენს გეგმებს დაარღვევს და იღბალს დაგაშორებთ, მოსალოდნელი არ არის. ზამთარსა და გაზაფხულზე კარგი იქნება, თუ ნეგატიური ჩვევებისგან გათავისუფლდებით.

გაეცანით ასევე 2021 წლის ჰოროსკოპს ვერძებისკუროებისტყუპების, კირჩხიბებისა და ლომებისთვის.

25
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 27 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

11
(განახლებულია 09:54 26.11.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

27 ნოემბერი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია.

კუროს დღეს კარგია, როცა საქმეს საფუძვლიანად აკეთებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი სამსახურის დაწყების, ფინანსური გარიგებების გაფორმებისთვის, უძრავი ქონებისა და ზოგადად, ქონებრივი საკითხებით დაინტერესებისთვის.

ეს დღე ძალიან კარგი დროა სიყვარულისთვის. ქალები განსაკუთრებით მომაჯადოებელი ხდებიან. ხელსაყრელი დროა ერთობლივად ბუნებაში გასვლისთვის. ამ დღეებში ყალიბდება ურთიერთობები, როდესაც პარტნიორები ერთმანეთის გვერდით თავს გრძნობენ დაცულად, სტაბილურად. ესაა ურთიერთპატივისცემაზე, დახმარებასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული კავშირი, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც. ამ ურთიერთობებს რამდენადმე აკლია ცეცხლი და მგზნებარება, ამიტომ სასურველია მასში არტისტიზმის შეტანა.

რეკომენდებულია კორექტივების შეტანა ბიზნესში, გავლენის სფეროს გაფართოება, შეთანხმებებზე ხელმოწერა, საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, ახალი ინფორმაციების მიღება, ცოდნის გაღრმავება, მუშაობა, მატერიალური საკითხებით დაკავება.

არარეკომენდებულია სერიოზული საქმეებისა და წამოწყებების დაწყება, ადრე დაწყებული საქმეების მიტოვება, სიზარმაცე.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა თმის შეჭრისთვის – თმა კარგად გაიზრდება და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. შეიძლება თმის შეღებვაც. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს კარგია მცენარეების დარგვა–გადარგვა, მიწაში არსებულ მავნებლებთან ბრძოლა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ზამთრის მარაგის გაკეთება და მოსავლის აღება.

11