ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 14 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

866
(განახლებულია 10:23 14.11.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

  • 14 ნოემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია.

მორიელის დღე ძალზე ემოციურია, ადვილად ვლინდება გაღიზიანება, აგრესია, მოუთმენლობა, დეპრესიისადმი მიდრეკილება.

მთვარე მორიელში ხელს უწყობს აზრების კონცენტრაციას და ამასთან ზრდის კრიტიკულობას. ეს საუკეთესო პერიოდია ყველაზე სარისკო და სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად.

რაც შეეხება ურთიერთობებს, ესაა ვნებებისა და არშიყის დრო. მთვარე მორიელში ხელს უწყობს მგზნებარე რომანების დაწყებას, ასევე, ის ურთიერთობებს მყარს საძირკველს უყრის.

მთვარე მორიელში თავის დაღს ასვამს ყველაფერს, მათ შორის ამ დროს დაწყებულ ურთიერთობებს. ეჭვიანობა, დაუსაბუთებელი წყენა თუ ბობოქარი აღტაცება – ეს და ბევრ სხვა რამ ახასიათებს ამ პერიოდს, თან ჭარბად.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

რეკომენდებულია კონფლიქტებისგან თავის არიდება, ინდივიდუალური მუშაობა, კოლეგებთან ნეიტრალიტეტის დაცვა, დასვენება.

არარეკომენდებულია განგაშის გრძონაზე აყოლა, ფინანსური საკითხების გადაჭრა, დოკუმენტებზე ხელმოწერა, ვალის აღება და გაცემა, სავაჭრო გარიგებების დადება, მუშაობა, მოლაპარაკებების წარმოება, ავანტიურაში ჩაბმა, ახალი საქმეების დაწყება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მორიელის დღეს კარგია თმის შეღებვა, მაგრამ არა მკვეთრად განსხვავებულ ფერში. შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. თმის შეჭრა უფრო უპრიანი იქნება სუსტი თმისთვის, რადგან ის გაძლიერდება და მტკიცე გახდება.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: შეიძლება სამკურნალო მცენარეების შეგროვება და გამოშრობა, გაზონების შეჭრა, ოთახისა და აივნის მცენარეების მორწყვა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, მოსავლის აღება. არასასურველია ხეების მოჭრა.

866
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 28 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

100
(განახლებულია 12:14 27.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

28 ნოემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია.

კუროს დღეს კარგია, როცა საქმეს საფუძვლიანად აკეთებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი სამსახურის დაწყების, ფინანსური გარიგებების გაფორმებისთვის, უძრავი ქონებისა და ზოგადად, ქონებრივი საკითხებით დაინტერესებისთვის.

ეს დღე ძალიან კარგი დროა სიყვარულისთვის. ქალები განსაკუთრებით მომაჯადოებელი ხდებიან. ხელსაყრელი დროა ერთობლივად ბუნებაში გასვლისთვის. ამ დღეებში ყალიბდება ურთიერთობები, როდესაც პარტნიორები ერთმანეთის გვერდით თავს გრძნობენ დაცულად, სტაბილურად. ესაა ურთიერთპატივისცემაზე, დახმარებასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული კავშირი, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც. ამ ურთიერთობებს რამდენადმე აკლია ცეცხლი და მგზნებარება, ამიტომ სასურველია მასში არტისტიზმის შეტანა.

რეკომენდებულია კორექტივების შეთანა ბიზნესში, გავლენის სფეროების გაფართოება, შეთანხმებებზე ხელმოწერა, საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, სამუშაოზე თანამშრომლების აყვანა, ცოდნის დონის ამაღლება, მუშაობა გუნდურად, მატერიალური საკითხებით დაკავება, მტკიცე მოქმედებები.

არარეკომენდებულია სერიოზული საქმეების წამოწყება, უსაქმურობა.
ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა თმის შეჭრისთვის – თმა კარგად გაიზრდება და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. შეიძლება თმის შეღებვაც. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს კარგია მცენარეების დარგვა–გადარგვა, მიწაში არსებულ მავნებლებთან ბრძოლა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ზამთრის მარაგის გაკეთება და მოსავლის აღება.

100
რაჭა

28 ნოემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

23
(განახლებულია 10:10 28.11.2020)
გაეცანით 28 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).

ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

28 ნოემბერს დაბადებულები

28 ნოემბერს დაბადებულები პირველაღმომჩენები არიან. ეძებენ ფეხდაუდგმელ მიწებს, ახალ ტექნოლოგიებს, ახალ იდეებსა და მათი გადაწყვეტის გზებს; სწყურიათ ახალი შეგრძნებები. ძალიან ბევრს გაიღებენ, რომ წამოიძახონ „ევრიკა!“. მათ ხშირად შერეკილებს უწოდებენ - ამ სიტყვის კარგი გაგებით. კბილს უსინჯავენ ისეთ რამეს, რასაც სხვა ვერასდროს გაბედავს.

ამ ადამიანების ძლიერი მხარეა საკუთარი პრინციპებისა და იდეალების ერთგულება. მათ მოსაზრებებს ვერავინ ვერასდროს იყიდის. ამ ადამიანებს არაორდინარულს ხდის სამართლიანობა, ოპტიმიზმი, იუმორის გრძნობა.

28 ნოემბერს დაბადებული მშვილდოსნები ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევიან. მათში შერწყმულია ფილოსოფიური გონება და სპორტული ჟინი, ძლიერი სული და მგრძნობიარობა, მეოცნებეობა და ამბიციურობა. ასეთი „კოქტეილი“ პოტენციური წარმატებული ადამიანის სავიზიტო ბარათია. ამ ადამიანებს წაგება არ სჩვევიათ, ყოველთვის ბოლომდე მიდიან, ძალებს რაციონალურად ხარჯავენ, პოულობენ ამოცანების ოპტიმალურ გადაწყვეტას და სიტუაციიდან მარტივ გამოსავალს.

ამ დღეს დაბადებულები ჭკვიანი, გონიერი, შესამჩნევი პიროვნებები არიან, იზიდავენ ადამიანებს, უყვართ საზოგადოებაში ყოფნა, მაგრამ მარტოობის წინააღმდეგიც არ არიან. ამით მათი წინააღმდეგობრივი ხასიათი არ სრულდება. მთლიანობაში ადამიანი-სიურპრიზი არიან.

საქმიანობის არჩევისას პრიორიტეტული სფერო, შესაძლოა, რამდენიმე ჰქონდეთ. ხშირად ირჩევენ ბიოლოგიასთან, ბოტანიკასთან, ზოოლოგიასთან, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ სფეროებს; მათთვის მნიშვნელოვანია ბუნებასთან ახლოს ყოფნა.

ჯანმრთელობა

28 ნოემბერს დაბადებულები ხშირად ავადდებიან ბრონქებით. უნდა მოერიდონ გაციებებს, სიგარეტის მოწევას, რადგან ფილტვის პათოლოგიების განვითარების რისკი დიდია. მათთვის აუცილებელია დიეტის დაცვა.

რჩევა:

წინააღმდეგობრივი თვისებები თქვენს პიროვნებას ფიტავს. ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ზედმეტ დაძაბულობას უნდა მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია დასვენება და თან - არა მხოლოდ შვებულების დროს.

23
პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე: „ვინმემ გამახსენოს გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს...“

0
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყვეტილების მიღება შეზღუდვებთან დაკავშირებით ძალიან რთული იყო, მაგრამ ამას უაღრესად რთული ეპიდვითარება მოითხოვდა

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მაგრამ კორონავირუსით ინფიცირების რიცხვები უკვე კატასტროფულია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პირველი არხის ეთერში.

საქართველოში შაბათს 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

„არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ლუკმაპურს გამოიმუშავებენ. ძალიან მძიმეა ეს. ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები გვაქვს და გაცილებით უფრო მკაცრ და ხანგრძლივ შეზღუდვებს ვითხოვთ, მაგრამ ამ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავლებზე არიან დამოკიდებული, მათაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშუალება უნდა მისცე. ძალიან მძიმეა გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო იღებს“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ასევე გადაცემაში საუბრისას იმ ადამიანთა ჯგუფებზე ისაუბრა, ვისაც კოვიდინფექციის არსებობის არ სჯერათ და ამის აგიტაციას საჯაროდ ახდენენ.

„არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ხალხს ჩასჩიჩინებენ, რომ ეს ტყუილია, კორონა არაფერია და მსუბუქი გრიპია. მგონია რომ ეს მართული ჯგუფებია, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ დივერსიას ეწევიან და ცდილობენ, რომ ქვეყანა ჩამოიქცეს. ერთი, გრიპი გამახსენოს ვინმემ და თქვას, ხომ ქვეყნდება ხოლმე გრიპისგანაც სტატისტიკა, გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს, ასეთი გრიპი თუ უნახავთ“, - განაცხადა იმნაძემ.

ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლაბორატორიულ შეცდომებსა და ტესტირების მხრივ არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა. მან ღიად აღნიშნა, რომ მედიცინაში გარანტირებული არაფერია და ტესტირების დროს ხდება ცდომილებები, რაც ნაწილობრივ მკვეთრი მატებითაც არის განპირობებული.

პაატა იმნაძემ კოვიდინფექციის მუტაციაზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ ჩანს ისეთი მუტაციები, რომელიც ვირუსის სიძლიერეს შეცვლიდა, ხოლო ვირუსის აგრესიულობისა და ლეტალობის შემცირება სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

იმუნოლოგი ასევე თვითმკურნალობისა და ანტიბიოტიკების მოხმარების შემთხვევებსაც შეეხო. იმნაძემ განაცხადა, რომ მედიკამენტების თვითნებურად მიღება კატეგორიულად მიუღებელია.

„ანტიობიოტიკი არც ერთ ვირუსზე არ მოქმედებს. ანტიბიოტიკმა შეიძლება ორგანიზმს მხოლოდ ცუდი გაუკეთოს, ხოლო ვირუსს არაფერს უზამს. რაც შეეხება სისხლის გამათხელებლებს, მათი მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება, არავითარ შემთხვევაში თვითნებურად და მით უმეტეს, როცა ადამიანი კოვიდისგან უკვე გამოჯანმრთელებულია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ კომენტარი გააკეთა გადაცემის წამყვანის დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ მოვიდა ქვეყანა ამ ვითარებამდე.

„ვიდრე დედამიწაზე პანდემიაა, საქართველოში ვერავინ ვერ გააჩერებს ბოლომდე კორონას. ჩვენც ამისი იმედი გვქონდა, რომ რიცხვები ასეთი კატასტროფული არ იქნებოდა, რაზეც დღეს გასულები ვართ. თითქმის 5 000 რეგისტრირებული შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში ახლა 10 000 მაინც არის, ამას კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რადგან 5 000 არის, რაც ჩვენ დავადასტურეთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში