13

იდუმალებით მოცული 13, პარასკევი

1254
(განახლებულია 14:14 13.11.2020)
დღეს 13 ნოემბერია, პარასკევი. როდესაც პარასკევი 13 რიცხვს ემთხვევა, ეს ბევრ ქვეყანაში ავის მომასწავებლად მიიჩნევა. ჯერ კიდევ ძველ დროში სჯეროდათ, რომ ასეთი დამთხვევა წელიწადში ყველაზე მისტიკური და საიდუმლოებით მოცული დღეა.
1254
თემები:
ხალხური ცრურწმენები (30)
შემწვარი თევზის კერძი

რატომ და როდიდან უნდა მისცეთ პატარას თევზი

33
(განახლებულია 18:33 30.11.2020)
თევზი განსაკუთრებით მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტია, რომელიც ცილების, ცხიმების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების ნამდვილ საბადოს წარმოადგენს.

უფრო დაწვრილებით, რა სასარგებლო თვისებებით ხასიათდება თევზი და რა ასაკიდან უნდა მივცეთ ის ბავშს, ამის შეხებ „ავერსის“ პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.

თამარ ობგაიძე
თამარ ობგაიძე

- ყველაფერი გასულ საუკუნეში დაიწყო, როცა დანიელმა მეცნიერმა დაიერბერგმა ესკიმოსებზე დაკვირვებისას აღმოჩინა, რომ ისინი იშვიათად ავადობდნენ გულ-სისხლძრღვთა სისტემის დაავადებებით. ბევრი კვლევა-ძიების შემდეგ მან ეს ფაქტი ესკიმოსების კვების ტიპს დაუკავშირა - ისინი ძირითადად ცივი ზღვების ბინადარი ცხიმიანი თევზითა და სელაპის ხორცით იკვებებოდნენ.

- რა არის თევზში ისეთი, რაც მას ბავშვისათვის განსაკუთრებულ პროდუქტად აქცევს?

- პირველ რიგში, ეს  სრულფასოვანი ცილების წყაროა. და თანაც თევზის ცილა ყველა სხვა ცილაზე გაცილებით უფრო ადვილად ითვისება.

თევზი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც თავის ტვინის არქიტექტორებად იწოდებიან იმის გამო, რომ ბავშვის ტვინის განვითარებაში მონაწილეობენ. ეს ნივთიერებებია საჭირო თვალის განვითარებისთვისაც.

მნიშვნელოვანია თევზის ვიტამინურ-მინერალური შემადგენლობაც.  ის ცხიმში ხსნადი ყველა ვიტამინის წყაროა და შეიცავს A, D, K, E ვიტამინებს.

სწორედ თევზია ის პროდუქტი, რომელიც ყველაზე დიდი დოზით შეიცავს D ვიტამინს. ნივთიერებას, რომელიც პრქტიკულად ჰორმონია და ყველა ორგანოს ფუნქციაზე ახდენს გავლენას.

თევზის მინერალური შემადგენლობა კალიუმის, ფოსფორის, რკინის მაღალი შემცველობითაა ცნობილი.

- რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვს თევზი?

- თევზის მიცემა რვა თვიდან შეგიძლიათ.

- რა საფრთხეებს მალავს თევზი?

- პირველი საფრთხე არის წვრილი ძვლები - მომზადებამდე თევზი კარგად უნდა გაწმინდოთ ფხებისაგან. შემდეგ მოდის ინფექცია - ბავშვს არ უნდა მისცეთ უმი თევზი (სუშის ტიპის საკვები). თუ თევზი ბაქტერიულად დაბინძურებულია, შესაძლოა მან ბავშვის ინფიცირება გამოიწვიოს. საფრთხის შემცველია  ვერცხლისწყალი - ცნობილია, რომ ზღვებისა და ოკეანის წყლები ბევრი პოლუტანტით ბინძურდება, რომელთა შორის ყველაზე დიდი საფრთხე ვერცხლისწყალია, რომელიც თევზის და შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ამიტომ, სადაც ეს შესაძლებელია, იკითხეთ თევზის წარმომვლობა. ამ მხრივ მტკნარი ხელოვნური წყალსაცვების თევზი, რა თქმა უნდა, საიმედოა, მაგრამ აქ სხვა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი, თუ მწარმოებელი პატიოსანი არ არის - თევზის უხარისხო საკვები, ანტიბიოტიკები.

- ყველაზე მეტად რომელი თევზია სასარგებლო?

- შემადგენლობის მიხედვით, განსაკუთრებით სასარგებლოა ცივი ზღვებისა და ოკეანეების ცხიმიანი თევზი. მათი ხორცი გაცილებით მეტ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს შეიცავს.

შემოგთავაზებთ თევზისა და ბოსტნეულის მიქსის ერთ-ერთი რეცეპტს რვა თვის ასაკიდან.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

თევზი - 50-60 გრამი

ყაბაყი - ნახევარი

სტაფილო - ნახევარი

კარტოფილი - ერთი პატარა ზომის

​მომზადების წესი კი ასეთია:

გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით ბოსტნეული, ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და მოხარშეთ. ცალკე მოხარშეთ კანგაცლილი და დაჭრილი თევზი. მოხარშული ბოსტნეული და თევზი ერთად დააბლენდერეთ ისე, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. სურვილის შემთხვევაში, კერძი შეგიძლიათ გაათხელოთ დედის რძით (თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა) ან ხელოვნური ნარევით (თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა) და დაამატოთ ზეითუნის ზეთი.

 

33
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
შორენა მონდაძე

11 შვილის დედა მოლბერტთან, მისი საოცარი ნახატები და ცხრა წლის გოგო, რომელიც ას თხას უვლის

420
(განახლებულია 18:56 30.11.2020)
ლილოსთან ახლოს მდებარე სოფელ ნასაგურში ცხოვრობს ქართული ოჯახი, რომლის დიასახლისი, 47 წლის შორენა მონდაძე 11 შვილის დედაა...

მას სხვა ღირსებაც აქვს - საოცრად ხატავს. თვლის, რომ მოყვარული მხატვარია, თუმცა მის ნახატებში სიცოცხლე ჩქეფს და ისინი პოზიტიური გზავნილებია სამყაროში. ძირითადად საბავშვო თემატიკა უყვარს და ეს ბუნებრივიცაა. დედის შემოქმედების პირველი შემფასებლები ბავშვები არიან. გარდა ამისა, ამ თბილ ოჯახში, სადაც სიკეთე მთავარი ღირებულებაა, შრომას თავიდავე ეჩვევიან.

შორენა მონდაძე ოჯახთან ერთად
შორენა მონდაძე ოჯახთან ერთად

- ქალბატონო შორენა, საბავშვო თემატიკაზე რომ ხატავთ, ამის მიზეზი ის არის, რომ მრავალშვილიანი დედა ხართ თუ ეს თქვენში შემორჩენილი ბავშვობის გამოძახილიცაა?

- ხატვა ბავშვობიდან მოყოლებული მიყვარს. ალბათ ბავშვობის სიკეთე ჩემშიცაა შემორჩენილი. განსაკუთრებით მიყვარს საბავშვო თემატიკაზე ხატვა. თოიძის სამხატრო სასწავლებელი დავამთავრე, მაგრამ ვთვლი, რომ მოყვარული მხატვარი ვარ. ყველაზე ნათლად ბავშვობის ემოცია მახსენდება, როდესაც ჩემი ნახატების გამოფენაზე ერთ-ერთი ესკიზი ძალიან მოეწონა სახელგანთქმულ მხატვარსა და მოქანდაკეს, გივი მიზანდარს, მისგან ქებაც დავიმსახურე. ის სიტყვები ჩემთვის დიდ მოტივაციად იქცა.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- საერთოდ ასლების სამყარო გხიბლავთ და პორტრეტებს ფოტოებიდანაც ქმნით...

- დიახ, ძირითადად ცნობილი ნახატების ასლებს ვქმნი. მომწონს სოციალური თემატიკის ნამუშევრები. ფოტოებს რაც შეეხება, პირველად ფოტოდან ჩემი შვილის პორტრეტი დავხატე. დღეს შეკვეთებზეც ვმუშაობ.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- როგორ უყურებენ ოჯახში მოლბერტთან  მდგარ დედას?

- ოჯახის წევრები მიჩვეული არიან ჩემს საქმიანობას. პატარებს თუ არ ჩავთვლით, ყველა ცდილობს, რომ ხელი შემიწყოს. უფროსებს ხატვის ყველა ეტაპზე ვეკითხები აზრს: აქ როგორ გავაკეთო, როგორ აჯობებს და მათ რჩევებს ვითვალისწინებ. შვილებს ყველაფერი მოსწონთ რასაც ვხატავ და ჩემი პირველი შემფასებლებიც ისინი არიან, ზოგჯერ თემებსაც მიკვეთავენ.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- ხატვის ნიჭი თუ გამოჰყვა რომელიმეს?

- დიახ, ბავშვებს გამოჰყვათ ხატვის ნიჭი, გატაცებული არ არიან, მაგრამ თუკი მოუნდებათ დახატავენ. ერთი მათგანი ძალიან კარგად ძერწავს პლასტელინით.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- თქვენი მეუღლე სასულიერო პირია, როგორ აფასებს თქვენს ნამუშევრებს და მისი თხოვნით თუ დაგიხატავთ?

- მასაც მოსწონს ჩემი ნამუშევრები. მეუღლის თხოვნით მაქვს რამდენიმე ნამუშევარი დახატული, რომლებიც ძირითადად ბიბლიური თემატიკის შემცველია.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- გმირი დედა ხართ, რომელმაც ამბობენ, ყველაზე მეტი ჟღენტი გააჩინა, შვილების აღზრდის დროს რა არის მთავარი?

- აღზრდის დროს, პირველ რიგში, ალბათ, მაგალითის ძალაა მთავარი, რადგან ბავშვები გვიყურებენ როგორ ვცხოვრობთ, მერე გვბაძავენ და იმასვე იმეორებენ. ამის გარდა, სულ ვეუბნები, რომ კარგი ადამიანები იყვნენ და სიკეთე აკეთონ-სხვა რა უნდა ვასწავლო?

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- პატარა მეურნეობა გაქვთ და ბავშვებს შრომას აჩვევთ...

- დიახ, თხების მეურნეობა გვაქვს, ასი თხა გვყავს. ჩემი ერთ-ერთი გოგო, რომელიც ცხრა წლისაა, თვითონ  წველის თხებს, მათ არავის აკარებს ახლოს. მოკლედ, ერთ ამბავშია და ამ თხებს მარტო თვითონ უვლის...

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- მისი პორტრეტი თუ გაქვთ დახატული?

- სხვათაშორის, ერთხელ მთხოვა თხებთან ერთად დამხატეო და დავხატე, ძალიან მოსწონს ის ნახატი.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- დღის რომელ მონაკვეთში ხატავთ ხოლმე?

- ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ცოტა დრო მაქვს საყვარელი საქმიანობისთვის, თუმცა ხატვას მაინც ვახერხებ. ვხატავ ყოველთვის, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ძირითადად საღამოს. ღამე როცა არ მეძინება და მუზა მომივლის სიამოვნებით დავხატავდი, მაგრამ შუქს ვერ ვუნთებ ბავშვებს...

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- უფლის ყველაზე დიდ წყალობად რას თვლით?

- ღვთის ყველაზე დიდი წყალობა ჩემთვის ოჯახია. სხვათა შორის, ჩემს ერთ-ერთ შვილს წყალობა ჰქვია...

 

420
რუსული ვაქცინა  Спутник V

ევროპაში განმარტეს, რა შემთხვევაში გამოიყენებენ COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას

0
ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ ყველა ვაქცინა, რომელსაც ევროპის მოქალაქეებს სთავაზობენ, ევროპის წამლის სააგენტოს მიერ უნდა იყოს დამტკიცებული

თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, გამოიყენოს COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა, მთელ ევროკავშირზე არ გავრცელდება. იუწყება РИА Новости.

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა 13 ნოემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსთან რუსული ვაქცინის უნგრეთში წარმოების საკითხი განიხილა. სიიარტომ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში „სპუტნიკ  V“-ის მცირე პარტიების მიწოდება დეკემბერში დაიწყებოდა, უფრო მსხვილი პარტიებისა კი - იანვარში.

„ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ ყველა ვაქცინა, რომელსაც ევროპის მოქალაქეებს სთავაზობენ, უმჯობესია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ იყოს დამტკიცებული. თუმცა სასწრაფო პროცედურის ფარგლებში, სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ვაქცინის გამოყენება და თავის მოქალაქეთა შორის მისი გავრცელება დაუშვას. მაგრამ ჩვენ ვაქცინის საკითხებში მაქსიმალური გამჭვირვალობის მომხრე ვართ“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

ევროკომისიაში განმარტეს, რომ სახელმწიფო თავადაა პასუხისმგებელი სასწრაფო წესით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

„თუ ვაქცინის გამოყენება ნებადართულია უნგრეთის ხელისუფლების მიერ, მაშინ საუბარია მის გამოყენებაზე მხოლოდ უნგრეთის ტერიტორიაზე“, - დაასკვნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ევროპის წამლის სააგენტომ (ЕМА) 26 ნოემბერს დაადასტურა კონტაქტები „სპუტნიკ  V“-ის მწარმოებელთან და აღნიშნა, რომ რთულია წინასწარ იმის გათვლა, რამდენ ხანში იქნება დამტკიცებული ასეთი პრეპარატები. ამავდროულად სააგენტოში განაცხადეს, რომ ევროკომისიაში აგროვებენ რესურსს ამ პროცესების დასაჩქარებლად და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესწავლისა და ნებართვის გაცემის ვადების შესამცირებლად.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა ასევე, რომ სააგენტოს ჯერ არ მიუღია განაცხადი ევროპულ ბაზარზე რუსული ვაქცინის გაყიდვის ნებართვის მიღებაზე. მანასევე დასძინა, რომ  მონაცემებს აღნიშნულ პრეპარატზე ჯერ არც ევროკომისია არ ფლობს.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში