კაცი ტყეში

12 ნოემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

540
(განახლებულია 15:33 12.11.2020)
გაეცანით 12 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3-12 ნოემბრის პერიოდი

3-12 ნოემბერი მორიელის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება, რომელსაც მზე მართავს.

მნიშვნელოვანი წლებია 15, 25, 30, 45, 50, 60, 75.

ამ ადამიანების სიმბოლოა ორქიდეა.

ამ პერიოდში დაბადებულები გულდახურული ადამიანები არიან. ახასიათებთ უნდობლობა, ეჭვიანობა. ხშირად ხვდებიან უსიამოვნო სიტუაციებში. არიან ძალზე შრომისმოყვარე, მომთმენი. 

12 ნოემბერს დაბადებულები

12 ნოემბერს მიზანსწრაფული ადამიანები იბადებიან - მათ აქვთ მკაფიო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად - გეგმები. ეს ადამიანები წვრილმანებს არ ედევნებიან; ძალებს წინასწარ განწირულ საქმეებზე არ ხარჯავენ.

12 ნოემბერს დაბადებულები არიან გამჭრიახი, სერიოზული, გაწონასწორებული, გონებამახვილი ადამიანები, საოცრად ესმით ადამიანის არსისა. არ ებმებიან ავანტიურაში. ყოველთვის წინასწარ გათვლილი აქვთ საქმის რისკი და სარგებელი.

12 ნოემბერს დაბადებული მორიელები ხანდახან ძალზე უზრუნველი და მხიარული ჩანან, იშვიათად თუ ნახავთ პირქუშსა და გულდახურულს. ამ დღეს დაბადებულებს ნებისმიერ სფეროში წარმატებების მიღწევის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნიათ. მისი ფიზიკური და მენტალური პოტენციალისა ბევრს შეშურდება.

რაც შეეხება ამ დღეს დაბადებულების გარეგნულ უზრუნველობას, ეს მხოლოდ მათი ნიღაბია, რომლის ტარების ოსტატებიც არიან. სანამ სხვები ამ ადამიანებს უბრალო „არიფებად“ აღიქვამენ, ამ დროს ისინი ასწრებენ ვითარებიდან უამრავი გამოსავლის გათვლასა და ამა თუ იმ ადამიანთან ურთიერთობების პერსპექტივების განსაზღვრას.

12 ნოემბერს დაბადებულები ძალზე ნიჭიერი არიან. მათი შეცდომაა ის, რომ სამუშაოზე თავიანთ უნიკალურ თვისებებს სრულად აჩვენებენ ხოლმე. მათ მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავთ, რომლებსაც ისინი კვარცხლბეკზე აჰყავთ. მაგრამ ეს ამ დღეს დაბადებულებისთვის საფრთხეს შეიცავს სოციოპათიური ტენდენციების განვითარების კუთხით.

ჯანმრთელობა

12 ნოემბერს დაბადებულები, როგორც წესი, მტკიცე ჯანმრთელობით გამოირჩევიან. პრობლემები ხშირად არასწორად დახარჯული ან დაუხარჯავი ენერგიის გამო უჩნდებათ. მათთვის ძალზე საზიანოა მავნე ჩვევები.

რჩევა:

ჭკვიანი, ნიჭიერი, გამჭრიახი, ამტანი - პრაქტიკულად, იდეალური და სწორედ ესაა თქვენი მთავარი პრობლემა - გახსოვდეთ, რომ სრულყოფილებას საზღვარი არა აქვს - იმოძრავეთ და არ გაჩერდეთ, ნუ დატკეპნით ერთ ადგილს.

540
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 29 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

35
(განახლებულია 12:22 27.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 29 ნოემბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია.

გვიან საღამოს მთვარე ტყუპის ნიშანში გადავა.

კუროს დღეს კარგია, როცა საქმეს საფუძვლიანად აკეთებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი სამსახურის დაწყების, ფინანსური გარიგებების გაფორმებისთვის, უძრავი ქონებისა და ზოგადად, ქონებრივი საკითხებით დაინტერესებისთვის.

ეს დღე ძალიან კარგი დროა სიყვარულისთვის. ქალები განსაკუთრებით მომაჯადოებელი ხდებიან. ხელსაყრელი დროა ერთობლივად ბუნებაში გასვლისთვის. ამ დღეებში ყალიბდება ურთიერთობები, როდესაც პარტნიორები ერთმანეთის გვერდით თავს გრძნობენ დაცულად, სტაბილურად. ესაა ურთიერთპატივისცემაზე, დახმარებასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული კავშირი, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც. ამ ურთიერთობებს რამდენადმე აკლია ცეცხლი და მგზნებარება, ამიტომ სასურველია მასში არტისტიზმის შეტანა.

რეკომენდებულია მტკიცე და აქტიური მოქმედებები, მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების დაწყება, ნაბიჯების დაფიქრებითა და ყურადღებით გადადგმა, ურთიერთობები სხვადასხვა ადამიანებთან, ოჯახური და მეგობრული თუ კოლეგიალური კავშირების გამტკიცება–მოგვარება, კარიერიაზე ზრუნვა, ბიზნეს–საქმიანობა, ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, სხვისი პრობლემებისთვის თავის არიდება.

არარეკომენდებულია უსაქმურობა, ენერგიის დახარჯვა უმნიშვნელო მოვლენებზე და წვრილმანებზე.

არახელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა თმის შეჭრისთვის – თმა კარგად გაიზრდება და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. შეიძლება თმის შეღებვაც. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს კარგია მცენარეების დარგვა–გადარგვა, მიწაში არსებულ მავნებლებთან ბრძოლა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ზამთრის მარაგის გაკეთება და მოსავლის აღება.

35
ბუნება

29 ნოემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

13
(განახლებულია 12:06 27.11.2020)
გაეცანით 29 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).

ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

29 ნოემბერს დაბადებულები

29 ნოემბერს დაბადებულებისთვის პირველ ადგილზე სურვილები დგას, ხოლო მეორეზე – ამბიციები. ამ პრინციპით ცხოვრობენ ისინი. თავისი პრინციპებითა და იდეალებით ეს ადამიანები არასდროს მიდიან კომპრომისზე. ამასთან, ცხოვრებაში დიდი წარმატებების მიღწევას ახერხებენ. აქვთ უნიკალური უნარი, იმოქმედონ ვითარებიდან გამომდინარე. გამოირჩევიან სწრაფი რეაქციებით, სიმტკიცით, ადაპტირების უნარით.

ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები>>

29 ნოემბერს დაბადებულები მეოცნებე და იდეალისტი არიან, მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლის, პრაქტიკული ამოცანები ვირტუოზულად გადაწყვიტონ. მრავალმხრივი პიროვნებები გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან პოულობენ. ამ დღეს დაბადებულები ნოვატორები არიან. მათი იდეები, შესაძლოა, გარშემომყოფებისთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ ისინი ხორციელდება და საზოგადოების მხრიდან მიღებულია.

29 ნოემბერს დაბადებულები ტიპური მშვილდოსნები – კეთილმოსურნე, კომუნიკაბელური, მგრძნობიარე არიან. ამ ნიშნის სხვა წარმომადგენლებისგან მშვენიერის სიყვარული განასხვავებთ. ამ ადამიანებს თავიანთი გარემოს დახვეწილი ნივთებით შემკობა უყვართ.

29 ნოემბერს დაბადებულები არასტაბილური პიროვნებები არიან, ახასიათებთ განწყობის ხშირი ცვლა, მაგრამ რაც უფრო კარგად ეწყობა მათი ცხოვრება, მით უფრო მშვიდად გრძნობენ თავს.

29 ნოემბერს დაბადებულებს ხელოვნება უყვართ და სწორედ ხელოვნების სიყვარული უბიძგებს მათ პროფესიის არჩევაში. ისინი, თუ თავად არ მოღვაწეობენ ხელოვნების რომელიმე სფეროში, გამოდიან შესანიშნავი, სამართლიანი კრიტიკოსები.

ამ დღეს დაბადებულებს ასევე იზიდავს მეცნიერება. პრიორიტეტულ სფეროებს შორისაა მათემატიკა, ფილოსოფია, ასევე პოულობენ თავს ლიტერატურაში. ზოგჯერ მათ მიერ არჩეულ პროფესიებს შორისაა საზოგადოებრივი, პოლიტიკური საქმიანობა.

ჯანმრთელობა

29 ნოემბერს დაბადებული მშვილდოსნებისთვის საშიშია სულიერი დაავადებები, მათ შორის ხშირად აქვთ დეპრესია. ამის თავიდან ასარიდებლად მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კმაყოფილი იყვნენ საკუთარი ცხოვრებით, ასევე, უნდა ახსოვდეთ, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობას ხელს უწყობს ფიზიკური ჯანმრთელობა და გონებრივი აქტიურობა.

რჩევა:

თქვენთვის სამი უმთავრესი რჩევაა – არ ინერვიულოთ, არ გადაიღალოთ და არ ჩაებათ კონფლიქტებში – თუ ამას შეეცდებით, თქვენი ცხოვრება სასურველ კალაპოტში წარიმართება.

13
ეკლესია ხადის ხეობაში

საეკლესიო კალენდარი: 29 ნოემბერი

0
(განახლებულია 19:56 28.11.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ნოემბერს მათე მოციქულისა და მართალი ფუბლიანეს, წმიდა ნათლისღებით მათეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, მართალი ფულბიანე, ეთიოპიის მთავარი, წმიდა ნათლისღებით მათე 

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, ძე ალფესი, გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მკვიდრი იყო. იგი მეზვერედ, ანუ გადასახადების ამკრეფად მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა. თანამემამულეთ სძაგდათ იგი ყველა სხვა მეზვერის მსგავსად და ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეზე, უფალმა იესო ქრისტემ შეაჩერა თავისი ღვთაებრივი მზერა. ერთხელ, როცა უფალი კაპერნაუმში იმყოფებოდა, იგი გამოვიდა ამ ქალაქიდან და დიდძალი ხალხის თანხლებით ზღვის სანაპიროსაკენ გაეშურა. აქ საზვერესთან მათე იჯდა. უფალი მიუახლოვდა მას და უთხრა:

- შემომიდეგ მე!

ეს სიტყვები მეზვერე მათემ მხოლოდ ხორციელი ყურებით კი არ გაიგონა, არამედ გულისმიერითაც ისმინა და უმალვე წამოდგა თავისი საზვერე ადგილიდან, რათა ყოველივე მიეტოვებინა და უფალს შესდგომოდა.

ამ დროიდან მოყოლებული, მათემ მიატოვა მთელი თავისი ქონება-სამკვიდრებელი, ქრისტეს შეუდგა და უკვე აღარასოდეს განშორებია მას ვითარცა ერთგული მოწაფე.

უფლის წმიდა მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა მათე, სხვა მოციქულებთან ერთად, თავიდან პალესტინაში იმყოფებოდა და იერუსალიმსა და მის შემოგარენში ქადაგებდა სახარებას. მაგრამ, აი, დადგა ის ჟამიც, როცა მოციქულები იერუსალიმიდან უნდა წასულიყვნენ და მთელს ქვეყნიერებაზე გაბნეული ხალხებისათვის ექადაგათ ღვთის სიტყვა, რათა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექციათ ისინი.

ქრისტიანებად მოქცეულმა აქაურმა იუდეველებმა სთხოვეს მას, წერილობით გადმოგვეცი უფალ იესო ქრისტეს საქმეები და მოძღვრება, რათა ყოველთვის, თქვენს არყოფნაშიც, შეგვეძლოს მათი მოხსენებაო. იერუსალიმელ მორწმუნეთა ამ თხოვნას მაშინ იქ მყოფი სხვა მოციქულებიც დაეთანხმნენ, და წმიდა მათეც ამ დიდი საქმის შესრულებას შეუდგა. მისი სახარება დაწერილია 8 წლის შემდგომ უფლის ზეცად ამაღლებიდან.

იერუსალიმიდან წასული წმიდა მოციქული მათე ბევრ ქვეყანაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას.

უკაცრიელ მთაზე განმარტოებულ წმიდა მოციქულს თვით უფალი გამოეცხადა მშვენიერი ჭაბუკის სახით, რომელსაც მარჯვენა ხელში კვერთხი ეჭირა, და მიესალმა თავის მოწაფეს. შემდეგ კვერთხი გაუწოდა და უბრძანა, ჩადი ამ მთიდან ქალაქში და ეს კვერთხი შენს მიერ დაარსებული ეკლესიის კარიბჭესთან აღმართეო.

წმიდა მოციქულმა მათემ ჩაიბარა კვერთხი უფლის ხელთაგან, ჩავიდა ქალაქში და ნარბძანების შესასრულებლად გაემართა. იმ ქალაქის მთავრის, ფუბლიანეს ცოლი და ვაჟიშვილი ბოროტი სულებით იყვნენ შეპყრობილნი. დედა-შვილი შემთხვევით შეხვდა ქუჩაში მიმავალ მოციქულს და სასტიკი, შემაშინებელი ხმით დაიწყეს ყვირილი: წმიდა მათემ აღუკრძალა არაწმიდა სულებს ღაღადი და განდევნა ისინი. განკურნებულმა დედა-შვილმა თაყვანი სცა მოციქულს და მშვიდად გაჰყვნენ უკან.

როცა თავისი ცოლ-შვილის განკურნებისა და მომხდარი სასწაულის შესახებ შეიტყო, ქალაქის თავმა თავიდან განიხარა, მაგრამ შემდეგ, ეშმაკის ჩაგონებით, რისხვით აღივსო მოციქულისადმი, რადგან მთელი ქალაქის მცხოვრებნი მასთან მიდიოდნენ და ინათლებოდნენ, ხოლო თავიანთ უწინდელ კერპებს ზურგს აქცევდნენ. ამის გამო ფუბლიანემ მისი მოკვლა გადაწყვიტა.

მაშინ ფუბლიანემ უბრძანა მეომრებს შეეპყროთ წმიდა მოციქული, მიწაზე დაეგდოთ გულაღმა და ხელ-ფეხით ძელისათვის მიემსჭვალათ. როცა ეს აღასრულეს, მსახურებმა, ასევე მთავრის ბრძანებით, დიდძალი ფიჩხი და ტოტები მოაგროვეს, მოიტანეს ფისი და გოგირდიც, ყოველივე ეს მოციქულს დააყარეს ზემოდან და ცეცხლი წაუკიდეს. წმიდა მოციქულმა უფალს მიაბარა თავისი წმიდა სული (ეს მოხდა დაახლოებით 60 წელს ქრისტეს შობიდან).

ფუბლიანემ ირწმუნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და ყველას გასაგონად აღიარა, რომ სწორედ იგია ერთი ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. მას მათე ეწოდა.

მან მალე სხვას ჩააბარა თავისი სამთავრო ხელისუფლება, სრულიად უარყო ამქვეყნიური საზრუნავნი და მთლიანად ლოცვა-ვედრებას მიეცა ღმრთის ეკლესიაში. მათემ მიიღო ეპისკოპოსობა და კეთილად იღვაწა რწმენის ხარებაში: მრავალნი განაშორა კერპთაყვანისმცემლობის სიბნელეს და ჭეშმარიტ ღმერთთან მოიყვანა; ბოლოს კი, ხანგრძლივი, ღვთის სათნომყოფელი ცხოვრების შემდეგ თვითონაც ჩაბარდა უფალს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

0