ტყე

11 ნოემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

334
(განახლებულია 12:26 11.11.2020)
გაეცანით 11 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3-12 ნოემბრის პერიოდი

3-12 ნოემბერი მორიელის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება, რომელსაც მზე მართავს.

მნიშვნელოვანი წლებია 15, 25, 30, 45, 50, 60, 75.

ამ ადამიანების სიმბოლოა ორქიდეა.

ამ პერიოდში დაბადებულები გულდახურული ადამიანები არიან. ახასიათებთ უნდობლობა, ეჭვიანობა. ხშირად ხვდებიან უსიამოვნო სიტუაციებში. არიან ძალზე შრომისმოყვარე, მომთმენი. 

11 ნოემბერს დაბადებულები

11 ნოემბერს ძალზე ემოციური ადამიანები იბადებიან. მათ ასევე ახასიათებს ნებისყოფა, დამოუკიდებლობა. ისინი თავად მართავენ საკუთარ ბედს; უცხოებს მნიშვნელოვან მოვლენებში ჩარევის უფლებას არ აძლევენ.

ამ დღეს დაბადებულები ამაყი, თავდაჯერებული ადამიანები არიან. მათი ძლიერი მხარეა გაწონასწორებულობა. აქვთ უნარი, თავი მაშინაც კი გააკონტროლონ, როცა გარშემო ყველაფერი ყველაფერი ინგრევა.

11 ნოემბერს ტიპური მორიელები იბადებიან. მათი ძლიერი მხარეა საკუთარი ძალების რწმენა, შედეგზე ორიენტირებულობა, სწავლისა და განვითარების სურვილი და უნარი.

წარმატებების მიღწევაში ამ ადამიანებს სიამაყე უშლის ხელს. განაწყენებული მორიელი, შესაძლოა, შურისმაძიებლად იქცეს. ასევე, ემოციები და გრძნობები მათ ფსიქოლოგიურ ჰარმონიას ანადგურებს, ისინი კარგავენ სტაბილურობას და სტრესული ფაქტორების მიმართ ეფექტური წინააღმდეგობის გაწევის უნარს.

11 ნოემბერს დაბადებულები გულითადი ადამიანები არიან. მეგობრებსა და ახლობლებს გაჭირვებაში არ მიატოვებენ. არიან მომთხოვნი როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. ეს ხშირად მათთან ურთიერთობებს ართულებს.

ეს ადამიანები კარიერას სწრაფად იკეთებენ. ბევრი მათგანი კომფორტულად ირგებს ხელმძღვანელის სავარძელს, არიან კარგი უფროსები, ბუნებით ლიდერები, აქვთ ორგანიზატორის ნიჭი. კოლეგები მათ პატივს სცემენ. მიზნის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებენ.

ჯანმრთელობა

11 ნოემბერს დაბადებულებისთვის არის რისკი, რომ საკუთარი სხეულის მონა გახდნენ. ისინი ძალიან ზრუნავენ ფიზიკურ სილამაზეზე და ხანდახან ზედმეტი მოსდით. უყვართ თვითმკურნალობა და ხშირად არარსებულ დაავადებასაც „მკურნალობენ“ ხოლმე, რომლის დიაგნოზსაც თავად სვამენ.

რჩევა:

თქვენი და ზოგადად, მორიელების მთავარი მტერი სიამაყეა. ისწავლეთ მისი კონტროლი, რაც ასე აუცილებელია ცხოვრებისთვის.

334
შემოდგომა

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 30 ნოემბერი 6 დეკემბერი

30
(განახლებულია 12:47 29.11.2020)
ამ კვირაში ერთი ყველასთვის საშიში დღეა – 30 ნოემბერი – სავსემთვარეობისა და მთვარის ნაწილობრივი დაბნებელის დღე. დანარჩენი დღეები ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იქნება

როგორი იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის – ამის შესახებ ასტროლოგები გვიამბობენ.

ვერძი

კვირის პირველი დღე დაუთმეთ დასვენებას, რელაქსაციას, სულიერ მხარეს. ეს კვირის დანარჩენ დღეებში პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. დარჩით სახლში, მოერიდეთ თავყრილობებს, უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტებს.

სამშაბათიდან მრავალი ახალი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ. ძალზე იღბლიანი იქნება შოპინგი, საახალწლო მორთულობებისა და საჩუქრების ყიდვა. უქმეებზე დაალაგეთ და მოაწესრიგეთ სახლი.

კურო

კუროებისთვის ძალზე ხელსაყრელი დრო დგება მუშაობისთვის. შესაძლებელია შემოსავლების გაზრდა, პრობლემების მოგვარება. გასათვალისწინებელია მხოლოდ ერთი დღე – ორშაბათი – ამ დღეს, სჯობს, დაისვენოთ, დანარჩენ დღეებში კი ნებისმიერი საქმის კეთება შეგიძლიათ, მათ შორის – სახლის მოწესრიგება–დასუფთავება.

კარგი კვირაა ახალი ნაცნობობისთვის, განსაკუთრებით უქმე დღეები. ასევე შეგიძლიათ რომანტიკული კუთხით გააქტიურდეთ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ: გამიჯნეთ სამუშაო და სიყვარული – სამსახურებრივი რომანი ნამდვილად არ წაგადგებათ.

ტყუპი

ტყუპებისთვის ამ კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანი სასიყვარულო სფერო გახდება, ასევე ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, ახლობლებთან.

პარასკევიდან შეგიძლიათ ახალი საქმეების წამოწყება, გამგზავრება სადმე. მერკური მშვილდოსნის ნიშანში იქნება და ეს სწავლაში დაგეხმარებათ. წაგადგებათ ფიზიკური აქტიურობა. მოერიდეთ სიცრუესა და სიყალბეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეპუტაციის შებღალვა გელოდებათ.

კირჩხიბი

კირჩხიბებმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ კვირაში თქვენი მთავარი საზრუნავია არა სახლი და სამუშაო, ფული ან სასიყვარულო დრამა, არამედ შინაგანი პიროვნული გამთლიანება. იდეალური დროა ახალი ცოდნის, მისაღებად, საქმიანი მგზავრობისა და სულიერი საზრდოს მიღებისთვის.

საქმეებში რაციონალური მიდგომა გჭირდებათ. არ შეიძლება, რომ მთელი დრო მუშაობას დაუთმოთ, დასვენება და ძალების აღდგენაც აუცილებელია. თუ მოულოდნელი პრობლემები გამოჩნდა, ყველაფერს ცივი გონებით შეხედეთ და გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ მიიღოთ.

ლომი

ლომებს კვირის დასაწყისი და ბოლო დღე საკმაოდ რთული გელოდებათ. ეს იქნება საშიში დღეები, როდესაც თქვენი მტრები და არაკეთილმოსურნეები გააქტიურდებიან. ეცადეთ, მოერიდოთ არასასიამოვნო ადამიანებს, რათა თავიდან აირიდოთ გაუგებრობები.

რისკის ფაქტორი ორშაბათს ნერვები, აჩქარება, აპათია და ნეგატივი გახდება. დაბნელების გამო მნიშვნელოვანი საქმეების ჩავარდნაა მოსალოდნელი. ასტროლოგები გირჩევენ, გარშემომყოფებს ფუჭი დაპირება არ მისცეთ. ახლობლებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ.

ქალწული

ქალწულებმა ორშაბათს უარი უნდა თქვათ იმ საქმეებზე, რომლებიც ძალიან არ მოგწონთ და გადახედოთ პრიორიტეტებს. ებრძოლეთ ნეგატიურ დებულებებს. 1 დეკებრიდან ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა გაუმჯობესდება და ეს თქვენზეც აისახება – გახდებით უფრო იღბლიანი და ოპტიმისტური. კვირა მიუძღვენით უთანხმოებების მოგვარებას, ურთიერთობებში პრობლემების გადაწყვეტას.

ასტროლოგები ასევე გირჩევენ, რომ საქმეები ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოთ. არასასურველია დღის სტანდარტული განრიგიდან გადახვევა – ამას, შესაძლოა, დიდი პრობლემები მოჰყვეს. თუ არჩევნის წინაშე დადგებით – გასწიოთ დროისა თუ ფულის ეკონომია, სჯობს, არჩევანი დროზე შეაჩეროთ. მაგალითად, ნუ დაკარგავთ დროს რამის ყიდვაზე და ის ინტერნეტით შეუკვეთეთ.

სასწორი

ამ კვირაში საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ე.წ. სიღარიბის ჩვევების ტყვეობისგან გათავისუფლდეთ, ან პირველი ნაბიჯი მაინც გადადგათ ამ მიმართულებით. შუა კვირაში შეიძლება ახალი სამუშაოს მოძებნა, სხვა ქალაქის სტუმრობა – ეს თქვენს ენერგეტიკაზე, იღბალსა და განწყობაზე დადებითად აისახება.

თუ სასიყვარულო სფეროში ურთიერთობები ახალი დაწყებული გაქვთ, იფრთხილეთ – შესაძლოა მესამე ადამიანის ჩარევა. ასეთ პერიოდებში ხშირად ჩნდება „სასიყვარულო სამკუთხედები“. უფროსი თაობის ადამიანებთან იყავით ტაქტიანი და თავშეკავებული, მაგრამ მუდმივად დათმობაზეც ნუ წახვალთ. ამ კვირაში ძალიან კარგი იქნება, თუ რომელიმე უკიდურესობაში არ „გადავარდებით“.

მორიელი

მორიელებს 30 ნოემბერს ძალების გამოფიტვა გემუქრებათ, რომელთა აღდგენა არცთუ მარტივი იქნება. ამისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ იოგას სავარჯიშოები, შეიცვალოთ გარემო, წახვიდეთ საყიდლებზე. ოთხშაბათამდე კონფლიქტის ზონას არ გასცდეთ, არ გარისკოთ ტყუილუბრალოდ. დაისვენეთ და ძალები მოიკრიბეთ.

ოთხშაბათს ღამის მანათობლები ენერგეტიკას შეიცვლიან, ამიტომ ენერგიასა და იღბლის გვერდით დგომას იგრძნობთ. ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვლას დაიწყებს, კარგი განწყობა კი გამარჯვებებისკენ გზის გაკაფვაში დაგეხმარებათ. კვირის ბოლო იდეალურია გუნდური ან შემოქმედებითი მუშაობისთვის.

მშვილდოსანი

ამ კვირაში სათანადო განწყობა თვენი წარმატებების 90 პროცენტის გარანტია იქნება. რა თქმა უნდა, ღამის მანათობლები თქვენს წარმატებებში დიდ წვლილს შეიტანენ, მათი განწყობა ძალზე პოზიტიური იქნება. მთვარის დაბნელებაც კი ვერ შეძლებს თქვენთვის ზიანის მოტანას.

ზამთრის დასაწყისში თავი უნდა მიუძღვნათ საყვარელ საქმეებს და რომანტიკულ თავგადასავლებს. მთავარია, რომ ერთმა მეორეს არ შეუშალოს ხელი. ასტროლოგები გირჩევენ, რომ საკუთარი თავი არ აკრიტიკოთ.

თხის რქა

თხის რქებისთვის დგება პერიოდი, როდესაც მნიშვნელოვანია სულიერ განვითარებაზე კონცენტრირება, დასვენება, სასიამოვნო ურთიერთობები. ძალა უნდა მოიკრიბოთ დინამიკური კვირების წინ, რომელიც გელოდებათ. უამრავი საქმე გაქვთ, რაშიც უკვე უქმეებზე დარწმუნდებით.

ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ ილუზიებისგან გათავისუფლდით. მიიღეთ ისინი ისეთები, როგორიც არიან. ზოგიერთი ახლობელი ადამიანი, შესაძლოა, გამაღიზიანებელი გახდეს, მაგრამ ეს არაა მიზეზი იმისთვის, რომ მას ზურგი აქციოთ.

მერწყული

კვირის პირველი ნახევარი მთვარის დაბნელების გამო რთული იქნება. შესაძლებელია გეგმების გაუთვალისწინებელი ჩავარდნები, პრობლემები სამუშაოზე და სახლში. ყველაფრისთვის გვერდის აქცევას, დიდი ალბათობით, ვერ მოახერხებთ, უბრალოდ, განეწყვეთ იმისთვის, რომ ბევრი საქმე გექნებათ.

ახლა თქვენთვის საუკეთესო რჩევაა, გამოავლინოთ ცუდის დავიწყების უნარი და პოზიტივზე გადაერთოთ. დაგჭირდებათ მოქნილობა და არა უსიამოვნებებზე „ჩაციკვლა“, წყენის დამახსოვდება და მენტალური ნაგვის დაგროვება. ამის ნაცვლად ისწავლეთ ადამიანების პატიება და ხანდახან დათმობაზე წასვლა.

თევზები

ვარსკვლავები და პლანეტები ძალზე ხელსაყრელ განლაგებაში თქვენ მხარეს არიან, ამიტომ დაბნელებაც კი ვერ შეუშლის ხელს თქვენი გეგმების განხორციელებას. ციური სხეულები გაზრდიან თქვენს მომხიბვლელობას, რაც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე საოცარი შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ.

კვირის ბოლო მიუძღვენით შოპინგსა და დასვენებას. ასტროლოგები ამბობენ, რომ საჩუქრების ყიდვისა და გარდერობის განახლებისთვის საუკეთესო დროს ამ წელიწადში ვერ ნახავთ.

30
მთვარის ნაწილობრივი დაბნელება

სავსემთვარეობა და დაბნელება 30 ნოემბერს ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა: როგორ მოვიქცეთ

28
(განახლებულია 10:32 29.11.2020)
შემოდგომის ერთ–ერთი ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი დღე – გველოდება არა მხოლოდ სავსემთვარეობა, არამედ ნაწილობრივი დაბნელებაც ტყუპის ნიშანში

გაეცანით ასტროლოგების რჩევებს – რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა 30 ნოემბერს და როგორ იმოქმედებს ეს დღე ზოდიაქოს ნიშნებზე.

რისი გაკეთება შეიძლება 30 ნოემბერს

ამ დღეს მთვარე ტყუპის ნიშანშია, ეს ნიშნავს, რომ პლანეტის გავლენა ძირითადად ურთიერთობების სფეროს შეეხება.

დღის განმარტოებით გატარება: რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულია, მაგრამ ასტროლოგები გვირჩევენ, ვცადოთ, რადგან ამ დღეს ურთიერთობები შეიძლება არცთუ სასიამოვნო იყოს. ბევრი ადამიანი მიმართავს ეშმაკურ ხრიკებსა და პირფერობას. კონტაქტები და მით უმეტეს, საქმიანი ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო.

შეიძლება მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება: ასტროლოგები მთვარის ნაწილობრივი დაბნელების პერიოდში გვირჩევენ გავაკეთოთ ის, რაც ამ დროისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ახალი პრობლემების გაჩენა.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

რისი გაკეთება არ შეიძლება 30 ნოემბერს

მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს: ადამიანების თავშეყრის ადგილების ენერგეტიკა უკიდურესად უარყოფითად აისახება განწყობაზე. სჯობს, გაისეირნოთ, ან სახლში განმარტოვდეთ.

არ ღირს შორეულ მოგზაურობაში წასვლა. ასეთ დღეებში პრობლემები მოსალოდნელია მოკლე მანძილზე გადაადგილებისასაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ შორეულ მგზავრობაზე. თუ მაინც მგზავრობა გარდაუვალია, ამისთვის კარგად მოემზადეთ, შეამოწმეთ ყველა საბუთი. თუ ავტომობილით გიწევთ გადაადგილება – შეამოწმეთ, რამდენად გამართულია ის.

არ შეიძლება ახალი საქმეებისა და პროექტების დაწყება, გარისკვა: მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება შეიძლება, მაგრამ ახლის დაწყება – არა. ასეთ დღეებში მოვლენები ძალზე არაპროგნოზირებადია, ამიტომ სულ მცირე გაუმართლებელ რისკსაც კი შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომები მოჰყვეს. არ ღირს ახალი ვალდებულებების აღება.

არ დადოთ საეჭვო გარიგებები: 30 ნოემბერს არ მოაწეროთ ხელი დოკუმენტებს და არ დადოთ გარიგებები – ამ დღეს აქტიურდებიან თაღლითები, შარლატანები. სჯობს, ერთი დღით მაინც გადადოთ ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია, ან საფუძვლიანად შეამოწმოთ ყველა დეტალი.

პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>

რას ურჩევენ ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნებს 30 ნოემბერს:

  • ვერძი: დღე ისე დაგეგმეთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეხვედრა გქონდეთ. მეტი წარმატება გენქბეათ, თუ საქმეებს მარტო წარუძღვებით.
  • კურო: სჯობს, დაძლიოთ თქვენი ბუნებრივი იმპულსურობა და სიუხეშე. ამ დღეს მტრების შეძენა არ შეიძლება. გათავისუფლდით უარყოფითი ემოციებისგან, დაისვენეთ.
  • ტყუპი: ტყუპებისთვის საკმაოდ საშიში დღეა, რადგან თქვენი გეგმები ყველაზე უადგილო მომენტში შეიძლება ჩაიშალოს. იქონიეთ სათადარიგო გეგმა. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერში მაქსიმალურად ყურადღებიანი და ფრთხილი იყოთ.
  • კირჩხიბი: რთული დღე გელოდებათ. აუცილებლად უნდა დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები, რათა ნეგატიურმა ფიქრებმა თქვენი ცნობიერება არ შეაწუხოს.
  • ლომი: გამორიცხეთ ამბიციები, ეგოიზმი, ემოციურობა, აგრესია და მრავალ უსიამოვნებას აირიდებთ თავიდან.
  • ქალწული: ამ დღეს ყველაფერი უნდა დაგეგმოთ, მათ შორის უმცირესი წვრილმანებიც. არ შეიძლება გარისკვა და გადაწყვეტილებების მიღება.
  • სასწორი: სასწორებისთვის დღის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი დილა იქნება – თუ სწორად დაიწყებთ დღეს, მაშინ ყველაფერი კარგად წავა, თუმცა, სიფრთხილე და ყურადღება მაინც გმართებთ.
  • მორიელი: მორიელებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოავლინოთ ნეგატივი, არ უნდა გაბრაზდეთ და არავისი შეგშურდეთ.
  • მშვილდოსანი: მშვილდოსნებმა ყველანაირად უნდა აუაროთ გვერდი კამათსა და კონფლიქტებს, რათა ეს მაპროვოცირებელი არ გახდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიზნების მისაღწევად არაფრის წინაშე არ დაიხევენ უკან.
  • თხის რქა: თხის რქები უნდა გათავისუფლდეთ უსარგებლო ნივთებისგან. ეს ცუდი განწყობისგან გიხსნით. ამ დღეს არ შეიძლება საკუთარ თავში ექჭვის შეტანა.
  • მერწყული: ბევრი შრომა მოგიწევთ 30 ნოემბერს, რის შემდეგაც ძალების აღდგენა მოგიწევთ. ამისთვის საუკეთესო საშუალება გარემოს გამოცვლა იქნება.
  • თევზები: თევზებს უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობები გელოდებათ, ამიტომ სჯობს, ისე დაგეგმოთ დღე, რომ ამას თავი აარიდოთ.
28