მთვარის კალენდარი: 10 ნოემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / ნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

  • 10 ნოემბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია.

მთვარე ქალწულის ნიშანშია, რაც ნიშნავს, რომ კარგია ახალი საქმეების დაწყება, იღვიძებს საქმიანი და ინტელექტუალური აქტიურობა. ადამიანებში ჩნდება პრაქტიკულობა, პუნქტუალობა, პასუხისმგებლობა, ყურადღება, რაციონალიზმი, სიფრთხილე.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

საუკეთესო დღეა ისეთი საქმეების შესასრულებლად, რომლებიც ყურადღებასა და ზუსტ გათვლებს საჭიროებს. არ ღირს გლობალური მნიშვნელობის საკითხების გადაჭრა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება – ამისთვის ინტუიცია არსაკმარისია.

მთვარე ქალწულის ნიშანში რომანტიკული ხანმოკლე ურთიერთობებისთვის არასასურველი პერიოდია, სამაგიეროდ ასეთ დღეებში დაწყებული კავშირი ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ოჯახის შექმნისთვის არის ხელსაყრელი. ისევე, როგორც საქმიანობაში, პირად ურთიერთობებშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დეტალები.

რეკომენდებულია ინდივიდუალური მუშაობა დღის პირველ ნახევარში, დღის მეორე ნახევარში ინტუიციაზე მინდობა განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებულ საკითხებში, მარტივი საკითხების გადაწყვეტა, მიმდინარე საქმეების განხილვა, რთული მოლაპარაკებების გადადება, სავაჭრო ოპერაციების ჩატარება, კოლეგებთან ნეიტრალიტეტის დაცვა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

არარეკომენდებულია აჩქარება, აქტიურობის გამოჩენა, შეთანხმებების დადება, კონტრაქტებზე ხელმოწერა, ახალი კავშირების დამყარება, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება, ხელმძღვანელობისთვის თხოვნით მიმართვა.
ხელსაყრელი დღეა აუჩქარებელი მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა სალონში სტუმრობისთვის. შეიძლება თმის როგორც შეჭრა, ისე შეღებვა. თმა მალე გაიზრდება და ფორმასაც შეინარჩუნებს. ასევე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მთვარე ქალწულის ნიშანშია – ეს ნიშანი საუკეთესოა პრაქტიკულად ნებისმიერი მცენარის დარგვის ან გადარგვისთვის. შეიძლება ერთწლიანი და მრავალწლიანი ყვავილების, კენკროვანი ბუჩქების დარგვა, ნიადაგის დამუშავება.

არახელსაყრელი დღეა ზამთრის მარაგების გაკეთებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0